April 30, 2011

ალექსანდრე მენის საუბარი-6 (2) :


ევქარისტიის პური, წმინდა 
კალიქსტის კატაკომბა, რომი, 
მესამე საუკუნე.

 ეორე მნიშვნელოვანი საიდუმლოა ზიარების საიდუმლო. ნათლობის შემდეგ ჩვენ კიდევ რამოდენიმეჯერ შევხვდებით და მე მოგიყვებით საეკლესიო ღვთისმსახურებაზე რათა თქვენ გქონდეთ ზოგადი წარმოდგენა.  ზიარებაზე მაშინ ვილაპარაკებთ დაწვრილებით. ეხლა მე ვილაპარაკებ  ზიარების არსზე.
ზიარება არის მსხვერპლი, მაგრამ მსხვერპლი განსაკუთრებული, იდუმალი მნიშვნელობით. ესაა შეერთება ქრისტესთან.
ძველად მსხვერპლის მიმტანი ადამიანი მსხვერპლით ღმერთს მოუწოდებდა თავისი ცხოვრების მონაწილედ გახდომისკენ. ადამიანი ღმერთს იწვევდა ტრაპეზაზე ვინაიდან მსხვერპლის ნებისმიერი მიტანა იმავე დროს იყო ტრაპეზა რომელიც  კრებდა თემის წევრებს და

April 29, 2011

ალექსანდრე მენის საუბარი-6 :

          დღეს ვუახლოვდებით სარწმუნოების სიმბოლოს ბოლოს და შემდეგ ვილაპარაკებთ მის ბოლო სტრიქონებზე. დღეს შევჩერდები სიტყვებზე « ვაღიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებლად ცოდვათა". რას ნიშნავს ეს?

       ნათლისღება ორიგინალში, ბერძნულად, ჟღერს როგორც ბაპტისმა, განბანა. წმინდა განბანა უძველესი დროიდან ნიშნავს გარდატეხას ადამიანის ცხოვრებაში, სულიდან და სხეულიდან რაღაც ფიზიკური და სულიერი ბნელი სტიქიების ჩამობანას. წყალი აქ არის სიწმინდის სიმბოლო.  ამასობაში დღეს ჩვენ ვიცით რომ წყალი სამყაროს სასწაულია;  დედამიწაზე სიცოცხლე არსებობს მხოლოდ წყლის წყალობით. მთვარის და მზის სისტემის სხვა პლანეტების უწყლო

ალექსანდრე მენის საუბრები-5 ( 3)

მოციქულები აღდგომის შემდეგ
 ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია.
კათოლიკე, ბერძნული  ცნება კაფოლიკ საეკლესიო-სლავურად ითარგმნება როგორც « სობორნაია», კათოლიკე ეკლესია. კათოლიკე-ესე იგი მსოფლიო, შეკრებილი მთელი მსოფლიოდან; არა რაღაც ცალკე, ეპოქალური, ეროვნული, ძველი თუ მოდერნული, არამედ მსოფლიო. ესე იგი მისი ადგილი ყველგანაა მსოფლიოში. არაა არავითარი ზღუდე, არავითარი

April 28, 2011

ალექსანდრე მენის საუბრები-5 ( 2)

ელ გრეკო, სულიწმინდის
გადმოსვლა მოციქულებზე
      
              აქ ჩვენს წინაშე რთული პრობლემაა: რას უნდა ვუწოდოთ ეკლესია?
პატარა ფილოლოგიური ცნობა : რუსული სიტყვა ცერკოვ ( ეკლესია) მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან კირიაკონ- ღმერთის სახლი, საიდანაცაა გერმანული კირხა, ინგლისური ჩერჩ, და ა.შ. ეკლესიის მეორე ბერძნული სახელია « ეკლესია», რაც ნიშნავს ხალხურ კრებას. ამ ცნებით თარგმნეს ძველებრაული სიტყვა კახბლ, თემი, ან არამეული სიტყვა კეხალა, ადამიანთა თემი.სიტყვიდან ეკლესია მომდინარეობენ ფრანგული სიტყვა ეგლიზ და ესპანური სიტყვა იგლეზია. რა არის ეს?
როდესაც კითხულობთ მხატვრულ, , რაღაც ისტორიულ ლიტერატურას ან პუბლიცისტიკას სიტყვა ეკლესია იქ გვხვდებათ როგორც  რაღაც პარტიის ტიპის ინსტიტუტის,

April 23, 2011

ალექსანდრე მენის საუბრები-5


   ჩვენ გადავდივართ ღვთაებრივი სულის ანუ ღმერთის სულის საიდუმლოზე. მასზე სარწმუნოების სიმბოლო ლაპარაკობს ასე :
  «და სულიწმიდა, უფალი და ცხოველს-მყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყვანის-
-იცემების და რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ».
   და მართლაც, უკვე ძველ აღთქმაში, ძველად,  როდესაც მოღვაწეობისთვის მოწოდებულ ადამიანს მოულოდნელად იპყრობდა იდუმალი ძალა, ის იწყებდა ქადაგებას როგორც დაიწყო ქადაგება დიდმა წინასწარმეტყველმა, მწყემსმა ამოსმა რომელიც

April 21, 2011

ალექსანდრე მენის საუბრები-4 ( 3)

მარიამ ღვთისმშობელი 
და ისა ( იესო),
არაბული მინიატურა
      ის შემოვიდა ამ სამყაროში, ესე იგი ის უნდა იტანჯოს. ჩვენს დაცემულ, ცოდვილ სამყაროში  უტანჯველობა შეუძლებელია და რაც უფრო სრულყოფილია პიროვნება, მით უფრო იტანჯება ის.
 მე უკვე გითხარით რომ  გოლგოთა ქრისტესთვის დაიწყო მისი დაბადების მომენტიდან.  დაბადებისა  როდესაც ის შემოვიდა ბოროტებით სავსე ჩვენს სამყაროში. ბოროტებასთან ეს შეხება  მუდმივი ტანჯვა იყო მისთვის. ამ ტანჯვისაგან ის ზოგჯერ ოხრავდა კიდეც, როგორც ესაა მარეკოზის სახარებაში : « ო ურწმუნო და გარყვნილო გვარო, როდემდე უნდა ვიყო თქვენთან, როდემდე უნდა ავიტანო თქვენგან?». ეს ამოხეთქა ადამიანურმა გრძნობამ. მას უმძიმდა, ის იტანჯებოდა, სწორედ ეს იყო მისი ჯვარი და ქრისტიანობა ადამიანებს უნდა მიეღოთ თავისუფლად და

April 19, 2011

ალექსანდრე მენის საუბრები-4 ( 2)

  ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში, წინასწერმეტყველი ისაიას წიგნის 53-ე თავში  ჩვენ ვხედავთ ტანჯული, სიმართლის გამო განდევნილი, ხალხების წინაშე დამცირებული მეფის სახეს და მიწიერი მეფეები ამბობენ : « ჩვენ ვფიქრობდით რომ მას სჯიდა ღმერთი და მან კი თავის თავზე აიღო ყოველი ჩვენთაგანის ცოდვა» 
   რა არ ესმოდათ ადამიანებს? რა არ ეტეოდა კიდევ მათ გონებაში? მათ გონებაში არ ეტეოდა ქრისტეს მეორე საიდუმლოებაც.ის რომ ქრისტეში ღვთაებრივი საწყისის გარდა იყო ადამიანური საწყისიც. აი თანმიმდევრობით განდგომები ქრისტიანული რწმენისგან:  არიანობა: პირველი მსოფლიო კრება  325 წელს მოიწვიეს ალექსანდრიელ მოძღვარ არიუსთან

April 17, 2011

ალექსანდრე მენის საუბრები-4 ( 1)


მაცხოვარი ძალებში, ანდრეი რუბლიოვი

 დღევანდელი თემა გარკვეული აზრით საკვანძოა იმიტომ რომ როგორც უკვე ვთქვი სარწმუნოების სიმბოლოს პირველი ნაწილი სამყაროს შემოქმედზე ჩვენ საერთო გვაქვს იუდაიზმთან, ისლამთან და სხვა მონოთეისტურ რელიგიებთან.  ქრისტიანობის სპეციფიკა იწყება  მეორე ნაწილიდან, იესო ქრისტეს რწმენიდან, ამიტომაც გვეწოდება არა უბრალოდ მორწმუნეები არამედ ქრისტიანები. ჩვენთვის უმაღლესი გამოცხადება ხდება იესო ქრისტეს პიროვნებაში.
მე უკვე გითხარით რომ იესო არის ისტორიული, პირადი, ადამიანური სახელი, რომ ქრისტე ნიშნავს ცხებულს, მეფეს, მესიას. ჩვენ სწრაფად მიმოვიხილეთ ძველი აღთქმის 15-ზე მეტი საუკუნის ისტორია და მივედით უმთავრესამდე.

April 16, 2011

ალექსანდრე მენის საუბრები-3 ( დასასრული)

ქრისტე ეკამათება 
ფარისევლებს
( მხატვარი გუსტავ დორე)
 სახარების მორალი: სიყვარულის, გაღების და ამიტომ ბედნიერების მორალი. ბედნიერია ის ვისაც უყვარს. ბედნიერია ის ვინც გაიღებს თავს. უბედურია ის ვინც საკუთარი თავისთვის ცხოვრობს.
                ****
 მოწაფეებს დიდი ხნის მანძილზე არ ესმოდათ იესო ქრისტესი. მათ ეგონათ რომ რომ ის როგორც ცხებული, მესია, უნდა გაბატონებულიყო მსოფლიოზე. ადამიანებს ისე უყვართ მიწიერი ძალა და მიწიერი დიდება. ქრისტემ უარი თქვა ამაზე. და რამდენად მწარე უნდა ყოფილიყო მისთვის ის რომ როდესაც ისინი უკანასკნელად უახლოვდებოდნენ იერუსალიმს მოწაფეებმა დაიწყეს განაწილება ადგილებისა თუ რომელი მათგანი სად

ალექსანდრე მენის საუბრები-3 :

იმაში შეიცანით სიყვარული, რომ მან თავისი სული დადო ჩვენთვის, და ჩვენც უნდა დავდოთ სულები ძმებისთვის. 


ვისაც ამქვეყნიური ქონება აქვს, მაგრამ ძმას გაჭირვებაში ხედავს და მისგან კეტავს თავის გულს, როგორ დარჩება მასში ღმერთის სიყვარული? შვილნო! გვიყვარდეს არა სიტყვებით და არა ენით, არამედ საქმით და ჭეშმარიტებით (მოციქულ იოანეს პირველი წერილი 4). 

April 14, 2011

ალექსანდრე მენის საუბრები-2.

მარკ შაგალი, მოსე  
ღმერთისაგან
იღებს ათ მცნებას
საუბარი ორი:
ღმერთი გაეხსნა ადამიანს როგორც ცოცხალი,მასთან მოსაუბრე ღმერთი. ღმერთის შემეცნება არაა ცალმხრივი პროცესი,როგორიც არის ბუნების შემეცნება. ეს შეხვედრაა. ამიტომ აქ ჩვენ ვხმარობთ ცნებას გამოცხადება და არა ცნებას აღმოჩენა. აღმოჩენა ბუნების სფეროში ყოველთვის არის რაღაც ცალმხრივი- ადამიანი სწავლობს ბუნებას. როდესაც ადამიანი იკვლევს ღმერთს ისინი ხვდებიან ერთმანეთს. ესაა ორი პიროვნების შეხვედრა, ესაა დიალოგი.
 სიტყვა «მამა» გვიანდერძა თვითონ იესო ქრისტემ. ის ამ სიტყვაში სდებდა ემოციურ სითბოს ( მამა როგორც მზრუნველი, მოყვარული) და მის პიროვნებასთან დაკავშირებულ იდუმალ აზრს. ის ჩვენი მამაა, ის მისი მამაა, მაგრამ ჩვენ ამაზე ვილაპარაკებთ მოგვიანებით, როდესაც შევეხებით ქრისტეს პიროვნებას.

April 13, 2011

სახელგანთქმული რუსი მღვდელი ალექსანდრე მენის საუბრები:

მამა ალექსანდრე
  «ყოველი ჩვენთაგანი უსასრულოდ ძვირფასია ტალღებიდან ამოღებული მარგალიტის მსგავსად. ყოველი სული მარგალიტია, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ როგორაა ის დამუშავებული. დამუშავება კი არის სულიერი ცხოვრება, სულიერი ძალისხმევა.»
    პროტოიერეი ალექსანდრე მენი : მწამს, საუბრები სარწმუნოების სიმბოლოზე (მოსკოვი, წმინდა კოზმა და დამიანეს ეკლესია შუბინოში, 2005) :

საუბარი პირველი :
     ყოველი თქვენთაგანი, თუ კი შევა ლიტურგიის დროს რომელიმე ქრისტიანულ ეკლესიაში ალბათ შეამჩნევს რომ წირვის რაღაც დროს გუნდი წყვეტს გალობას და გალობს ყველა. ეს ძველი ტრადიცია აღადგინეს არც ისე დიდი ხნის წინ, რევოლუციის

ალექსანდრე მენის საუბრები.

„მოსკოველმა ინტელექტუალებმა (უმაღლესი საუნივერსიტეტო განათლების მქონე პირებმა) ადგილობრივ მოხუც ქალებთან ერთად შექმნეს არაჩვეულებრივად ცოცხალი ქრისტიანული თემი რომელიც აგრესიული ანტირელიგიური საზოგადოების გულში თავისი ცხოვრების მაგალითით აჩვენებდა თუ რა არის ეკლესია. მრევლის ყოველი წევრი იყო  ერთ-ერთი

April 11, 2011

ესეც ევროპაა-10: მასიმო კაკიარი, უხილავის გააზრება :


პაულ კლეე, თევზი
პაულ კლეეს თქმით ხელოვნება ხილულად ხდის უხილავს.
      «ყოველგვარი შესაგრძნობი სინათლე უფრო დაბალია იმაზე რასაც ეძებს სული.  თვალი ეძებს ინტუიციას სინათლესი რომლის ინტუიციაც არ შეიძლება რომ ჰქონდეს.  და მან იცის რომ რაღაც საგანი არაა ის რასაც ის ეძებს სწორედ იმიტომ რომ მას აქვს რაღაცის ინტუიცია. პაულ კლეეს თქმით ხელოვნება ხდის ხილულს უხილავს. რა არის ხილული? უხილავის და აღუქმელის შემთხვევა, მომენტი?» ( მასიმო კაკიარი, კანონის ხატები).

April 10, 2011

ესეც ევროპაა-8 : ანდრე კომტ-სპონვილი და ისევ აღმოჩენილი სიბრძნე


  1952 წელს დაბადებული ფრანგი ფილოსოფოსი ანდრე კომტ-სპონვილი 2008 წლიდან არის საფრანგეთის ეთიკის ეროვნული საკონსულტაციო კომიტეტის წევრი.
ნუ გაქვს ნურაფრის იმედი, ნუ გეშინია ნურაფრის, მაგრამ იცოცხლე და იცხოვრე აქ და ეხლა, განმარტავს კომტ-სპონვილი.
    «ნუ იცინი, ნუ ტირი, გაიგე» ( სპინოზა).
    «ცხოვრების აზრი, ამბობდა მონტენი, ცხოვრებაა,და ამიტომ იქ არაა მიზანი. მიზანი არა აქვს არც სიყვარულს, სიხარულს თუ ბედნიერებას: მიზანი არა აქვს სიბრძნეს, ესაა

ბარემ ერთი-ორი სიტყვით ღრმა ამერიკაზეც



ავთო ვარაზი, ქრისტე
 ელ გრეკოს მიხედვით,1972
«ქრისტემ მიიღო შეზღუდული ადამიანი და აგრძნობინა
მას მარადიულობის გემო» (რალფ ვალდო ემერსონი)
1-2 სიტყვით ღრმა ამერიკაზეც
«ჩვენს წინ და უკან არსებული უფერულდება იმასთან შედარებით რაც ჩვენშია» (რალფ ვალდო ემერსონი).
«სულ პატარა» ჩანართი ამქვეყნიური პლატონური თუ არამარტოპლატონური გამოქვაბულიდან გაღწევის მსურველი ანტიმატერიალისტი, ანტიმერკანტილისტი და მორწმუნე ამერიკელების შესახებ.
ტრანსცენდენტალიზმი:
ახალი ინგლისის ახალგაზრდებმა რომელთაც სურდათ მათი დროის სულისკვეთების

ესეც ევროპაა-7:ფილოსოფიის დოქტორი, პარიზის ებრაულ კვლევათა ცენტრის დირექტორი მარკ-ალენ უაკნა და იუდაიზმის სიღრმე :


    «არ არსებობს ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრებული 
ჭეშმარიტება; მაგრამ არსებობს ახალ მნიშვნელობათა  მუდმივი და უწყვეტი ძიების აუცილებლობა. საჭიროა არსთა და საგანთა გაქვავებულ მნიშვნელობათა აფეთქება. საჭიროა არა სრულყოფილების არამედ სრულყოფადის ეთიკა. თავისუფალი რომ იყოს, ადამიანს, მაშ, მისჯილი აქვს ინტერპრეტაცია. მან ასე ადგილი უნდა დაუთმოს პოეტურს და წარმოსახვითს. ლიტერატურა, მწერლობა, აზრის ნაპერწკლები, ყველაფერი ეს ხსნის სხვაგვარად, ტრანსცენდენტურობიდან არსებობის შესაძლებლობას. და თუ კი ადამიანი არსებობს იმიტომ რომ მას აქვს ისტორიების მოყოლით გამოგონების უნარი?»
(მარკ-ალენ უაკნა, კითხვა ბზინვა-ხარხარით).

April 9, 2011

1990 წელს ქრისტიანების მტრების მიერ თავში ცულის ჩარტყმით მოკლული სახელგანთქმული მართლმადიდებელი მღვდელი ალექსანდრე მენი.

ალექსანდრე მენი
"მოსკოველმა ინტელექტუალებმა (უმაღლესი საუნივერსიტეტო განათლების მქონე პირებმა) ადგილობრივ მოხუც ქალებთან ერთად შექმნეს
არაჩვეულებრივად ცოცხალი ქრისტიანული თემი რომელიც აგრესიული ანტირელიგიური საზოგადოების გულში თავისი ცხოვრების მაგალითით აჩვენებდა თუ რა არის ეკლესია. მრევლის ყოველი წევრი იყო  ერთ-ერთი პატარა ჯგუფის წევრიც. ეს ჯგუფები კვირაში ერთხელ იკრიბებოდნენ წმინდა წერილის წასაკითხად,ლოცვისთვის, სულიერი ცხოვრების გამოცდილების, მატერიალური ქონების და ნიჭთა ერთმანეთისთვის გაზიარებისთვის.

ესეც ევროპაა-6 : მათაც ასმია მუსიკობანი სპარსული ენის სიტკბომან...

იბნ არაბი








იბნ არაბი
ქრისტიან ჟამბე: ისლამის გენია: 
მთარგმნელის შენიშვნა : კრისტიან ჟამბე არის 1949 წლის 23 აპრილს ალჟერში დაბადებული ფრანგი ფილოსოფოსი. ახალგაზრდობაში ის გატაცებული იყო მაოიზმით, 1969 წელს იყო პროლეტარული მემარცხენეობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. შემდეგ იგი შეხვდა ირანის და შიიტური ისლამის სახელგანთქმულ ფრანგ მკვლევარს და სპეციალისტს ანრი კორბას და მასთან ერთად მუშაობდა სპარსულ ფილოსოფიაზე და პოეზიაზე. პარიზის კომერციის უმაღლეს სკოლაში ასწავლის ისლამს და უნივერსიტეტ სორბონა II-ში ისლამურ ფილოსოფიას.

ესც ევროპაა-5: ალენ დე ლიბერა: შუა საუკუნეების სიცოცხლისუნარიანობა


ფოტოები: ალენ დე ლიბერა, მისი წიგნი "აზროვნება შუა საუკუნეებში"
     « 1250-1260-აჰ წლებში სიგერ დე ბრაბანტამ მონაწილეობა მიიღო გაცნობიერების , ინტელექტუალური მოთხოვნის მოძრაობაში, ახალი სტილის,ახალი მორალის, არსებობის ახალი ფორმის: ფილოსოფიური ცხოვრების შექმნაში. ამ მოძრაობას, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ « ინტელექტუალური არისტოკრატიზმი» გაჩნდა ბერძნულ-არაბული ტექსტების კითხვის შედეგად. ცენზურას მიერ დევნილი ეს მოძრაობა გაიშალა ინსტიტუციურ ფარგლებს გარეთ...» (ალენ დე ლიბერა,აზროვნება შუა საუკუნეებში).

April 8, 2011

ესეც ევროპაა-4: რენე ჟირარი და საკრალურის კრიზისი


«დღეს ერთ პურიტანიზმზე უარს ამბობენ  მხოლოდ მეორე პურიტანიზმში გადასავარდნად. ადამიანებს აღარ ართმევენ სექსუალობას, მას ართმევენ იმას რაც კიდევ უფრო აუცილებელია ადამიანისთვის, აზრს.

ადამიანი არ ცხოვრობს მარტო პურით და სექსუალობით. თანამედროვე აზრი არის უმაღლესი კასტრაცია ვინაიდან ეს არის აზრის, მნიშველობის კასტრაცია. ყოველი ადამიანი უთვალთვალებს მეზობელს იმის გასაგებად  ხომ არა სწამს მას რამისა.» (რენე ჟირარი, სამყაროს დაარსებიდან დამალულ ამბებზე»).

სახელგანთქმული ვლადიმირ ბუკოვსკი ითხოვს მიხაილ გორბაჩოვის დაპატიმრებას !



               არაა მარტო კადაფის თუ ბგაგბოს პრობლემა, გორბაჩოვის პრობლემაცაა:


         2011 წლის 30 მარტს, როდესაც ყოფილი საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ყოფილი გენერალური მდივანი და შემდეგ პრეზიდენტი მიხაილ გორბაჩოვი ემზადებოდა საზეიმო მიღებისთვის ლონდონის ალბერტ ჰოლში (გორბაჩოვი 80 წლის გახდა) ლონდონის ვესტმინსტერის მაგისტრატის სასამართლოს მოსამართლე დ.უიკჰემი ეცნობოდა მასალებს რომლებშიც იყო მოთხოვნა იუბილიარის დაპატიმრების შესახებ. დოკუმენტები 1980-ანი წლების ბოლოსა და 1990-ანი წლების დასაწყისში გორბაჩოვის მიერ ადამიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების შესახებ მოსამართლეს მიუტანა ცნობილმა საბჭოთა დისიდენტმა ვლადიმირ ბუკოვსკიმ.  მისი თქმით სკკპ ყოფილი გენერალური მდივანი და შემდეგ სსრკ-ს პრეზიდენტი მიხაილ გორბაჩოვი გამწარებით ცდილობდა საბჭოთა ხელისუფლების გადარჩენას და ძალაუფლების შენარჩუნებას. ამისთვის ის მზად იყო რეფორმების გატარებისთვისაც კი, მაგრამ არ დაუხევია უკან ძალის გამოყენების წინაშეც. 1989 წლის აპრილში  საბჭოთა არმიამ თბილისში ჩაახშო მშვიდობიანი მანიფესტაციები-19 დაღუპული და 250 დაჭრილი.1990 წელს საბჭოთა არმიამ მოაწყო სასაკლაო ბაქოში-ასამდე დაღუპული და ათასზე მეტი დაჭრილი. 1991 წელს საბჭოთა სამხედროები წესრიგს ამყარებენ დუშანბეში-25 მოკლული, 565 დაჭრილი. 1991 წელს გორბაჩოვის დავალებით საბჭოთა არმიამ სცადა კონტროლის დამყარება ლიტვაზე რომელმაც უკვე გამოაცხადა დამოუკიდებლობა. -15 მოკლული და 600 დაჭრილი. და ეს მხოლოდ ერთ ღამეში ვილნიუსში. ღიგაში მსგავს ვითარებაში 5 მოკლული.

      ეს არ დაავიწყდა ბუკოვსკის. მან ეს არ აპატია გორბაჩოვს და 30 მარტს მან ლონდონის ვესტმინსტერის მაგისტრატს მიმართა განცხადებით სადაც სთხოვდა გორბაჩოვის დაპატიმრებას და დაკითხვას სამოქალაქო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების შესახებ. გორბაჩოვმა პასუხი უნდა აგოს მისი ბრძანებით ადამიანთა მკვლელობის გამო, თვლის ბუკოვსკი....



ция с сайта RFI (http://www.russian.rfi.fr/)
Буковский против Горбачева. Не юбилейные показания
Создано 2011-03-30 20:40
Александр Подрабинек
0
30 марта, когда бывший Генеральный секретарь ЦК КПСС Михаил Горбачев готовился к торжественному приему в лондонском Альберт-холле по случаю своего восьмидесятилетия, судья Вестминстерского магистратского суда в Лондоне Д.Уикхэм рассматривала материалы с требованием об аресте юбиляра. Документы, свидетельствующие о совершении Михаилом Горбачевым в конце 80-х - начале 90-х годов прошлого столетия преступлений против человечества, принес мировому судье известный советский диссидент Владимир Буковский.
На закате советской истории, Михаил Горбачев, будучи генсеком коммунистической партии, а затем президентом СССР, отчаянно пытался спасти Советскую власть и социализм. Ради сохранения власти он готов был пойти даже на реформы, но не остановился и перед применением военной силы против тех, кто намеревался освободить страну от власти КПСС. В апреле 1989 года армия подавила мирные гражданские протесты в Тбилиси – 19 погибших и 250 раненых. В 1990-м Советская армия устроила резню в Баку – около ста погибших, более тысячи раненых. В том же году военные наводили свой порядок в Душанбе - 25 убитых и 565 раненых. В 1991 году по указанию Горбачева армия пыталась взять под свой контроль уже провозгласившую независимость Литву - 15 убитых и 600 раненых, и это только за одну ночь в Вильнюсе. В Риге при схожих обстоятельствах – пятеро убитых.
Спасти Советскую власть Михаилу Горбачеву так и не удалось. Вовремя поняв, что ход истории ему не изменить, Горбачев спас, по крайней мере, свою репутацию, представляясь всему миру в образе вдохновителя и главного организатора демократических преобразований. И, похоже, мир, очарованный этим покладистым «реформатором», простил ему использование армии против мирного гражданского населения. Или просто забыл об этом.
Не забыл и не простил Владимир Буковский. 30 марта он подал в Вестминстерский магистратский суд в Лондоне заявление с требованием арестовать и допросить Горбачева по обстоятельствам применения военной силы против гражданского населения. Горбачев должен ответить за совершенные по его приказу убийства, считает Владимир Буковский.
RFI: Чем вызвано ваше обращение в суд?
Владимир Буковский: Прежде всего, тем, что широкое празднование устраивается человеком, который, с моей точки зрения, совершил массовое убийство. И это взывает к моему чувству справедливости. Мы должны обратить внимание на простой факт: сейчас союзные силы бомбят Ливию и хотят сместить полковника Каддафи. Общие потери от всей гражданской войны в Ливии составляют 114 человек убитыми и несколько сотен ранеными. А, между прочим, одна операция в Баку, которую приказал провести Горбачев в 1990 году – там жертв больше за одну операцию. Там почти 200 человек погибло. И это никто не берет во внимание. Какие-то двойные стандарты в этом мире. Уж, по крайней мере, праздновать день рождения Горбачева здесь всенародно оснований никаких нет. С каких пор мы должны праздновать день рождения массовых убийц?
RFI: Ожидаете ли вы какую-нибудь поддержку своей инициативы из Литвы или Грузии? И в какой форме?
Владимир Буковский: Я бы очень хотел, чтобы все страны, где эти убийства были совершены при Горбачеве и по его приказу, озаботились, чтобы дать какой-то юридический ход этому заявлению. Получается немножко нелепо: я – не грузин, не литовец, не азербайджанец, я один пытаюсь как-то восстановить эту справедливость, а страны, которые были непосредственно задеты, граждане которых пострадали от этих действий, молчат. У них юридических возможностей гораздо больше, чем у меня. Я частное лицо.
RFI: Многие в России считают Михаила Горбачева автором перестройки, организатором демократических преобразований. И, в связи с этим, считают, что привлекать его к судебной ответственности не стоит. Что вы скажете об этой позиции?
Владимир Буковский: Это смехотворная позиция. Во-первых, убийство есть убийство. Не важно, кем оно совершено, пусть даже ангелом. За это все равно надо нести ответственность. А во-вторых, все эти рассуждения, весь этот миф о перестройке дико надоел. Он меня раздражал тогда еще, когда он возникал. Горбачев – не автор перестройки, чтобы все знали. По документам ЦК известно, что перестройка готовилась еще при Андропове и где-то в последние годы Брежнева, и имела своей целью вовсе не демократизацию России как таковой, а спасение коммунистического режима, который в этот момент оказался в глубочайшем кризисе экономическом, да и не только. Были задачи. Эти задачи поручили Горбачеву не потому, что он придумал это, а потому, что считалось, что он будет наиболее удачным исполнителем: молодой, энергичный, хорошо смотрится по телевизору – вот все его достоинства. И поэтому приписывать Горбачеву, с одной стороны, перестройку, а с другой стороны, конец и коллапс холодной войны Советского Союза – это нелепо. Он делал абсолютно противоположное: он пытался их спасти, и то, что ему это не удалось – вовсе не основание для того, чтобы теперь праздновать его день рождения.
Неважно себя чувствуя, Буковский не поехал в суд сам – его интересы представлял адвокат Пол Дайамонд (Paul Diamond), ему помогал юрист Павел Строилов. Судья Д.Уикхэм (Wickham) удовлетворить просьбу Буковского отказалась.
Павел Строилов: Это было срочное заявление, поскольку Горбачев пробудет здесь только несколько дней, и нужно успеть. Этот суд заранее этого не знал. Они приняли заявление, но пошла дальше процедура очень странная, оказывается, введены какие-то процедурные новшества. Это рассматривалось за закрытыми дверями, и нам потом просто выслали решение. Отказ довольно странный. Судья достаточно высокопоставленная, женщина. Она изложила такие мотивы: поскольку Горбачев приезжает не только праздновать свой день рожденья и участвовать в благотворительном концерте, но еще и встречаться с премьер-министром. Она считает, по своей собственной воле провозглашает, что он имеет иммунитет дипломатический, и поэтому его нельзя подвергать уголовному преследованию. Мы сейчас консультируемся с юристами, а они нам говорят, что это, мягко говоря, очень спорная вещь, и, конечно, мы будем срочно завтра апеллировать утром в высшую инстанцию суда.
RFI: А можно ли сказать, что закрытое от посетителей заседание суда – это общепринятая практика в английском судопроизводстве?
Павел Строилов: Нет, это - совершенно исключительная вещь. Обычно дела рассматриваются в открытом суде и заслушивается сторона. Это, конечно, не полное слушание, это только рассмотрение заявления о выпуске ордера на арест, но, тем не менее, это необычное решение. Здесь могли сыграть роль какие-то политические соображения. В решении сказано, что они созванивались, связывались с министерством иностранных дел, запрашивали от них информацию, и от них они узнали, что он приезжает с тем, чтобы еще и встретиться с премьер-министром, а, следовательно, это как бы дипломатическая официальная миссия, как она определила. Дальше в решении сказано, что она сочла бы необходимым, если бы она на этом не остановилась, узнать, что Россия думает по этому поводу, российское правительство. Но, в данном случае, она не считает необходимым, поскольку она считает, что он имеет иммунитет.
RFI: Получение дополнительной информации – это нормально для судебной процедуры, но не кажется ли, что в решении есть политическая составляющая?
Павел Строилов: Возможно, возможно. Я не хочу здесь спекулировать, но решение настолько странное, что здесь, возможно, было какое-то политическое давление и т.д. И, конечно, мы будем этот вопрос поднимать завтра в суде более высокой инстанции.
RFI: Как вы думаете, есть ли судебные перспективы у этого дела?
Павел Строилов: Сложно сказать. К сожалению, на наш взгляд тоже правосудие – не то, что было. Но, все-таки, есть и честные судьи, и можно надеяться, что завтра рассмотрят более объективно, с точки зрения правосудия, а не с политической точки зрения.
Отказ привлекать Горбачева к ответственности по тем основаниям, которые нашла судья Уикхэм, кажутся не очень убедительными. Мировая судебная практика знает немало случаев привлечения бывших президентов к судебной ответственности: Бенито Муссолини – в Италии, Аугусто Пиночета в Чили, Альберто Фухимори в Перу, Садама Хусейна в Ираке, Жан-Беделя Бокассы  в Центральноафриканской республике, Чон Ду Хвана и Ро Де У  в Южной Корее, Мохаммеда Сухарто в Индонезии, Чарльза Тейлора в Либерии. Попали под суд и коммунистические лидеры стран Восточной Европы: Николае Чаушеску, Тодор Живков, Эрик Хонеккер, Войцех Ярузельский, Слободан Милошевич. И кажется только в двух случаях – Муссолини и Чаушеску, где судопроизводство напоминало, скорее, фарс, ни одна судебная процедура не была запущена с первого раза. Так что расслабляться бывшему Генеральному секретарю ЦК КПСС не стоит.
Александр Подрабинек, для Русской службы RFI, Москва



bukovski
a gorbi londonshi

    • Il y a 27 minutes · 



ესეც ევროპაა-3: ლიბერალიზმის გააზრება რაიმონ არონიდან ჯონ რაულსამდე :


      «ჰაიეკის აზრით ლიბერალები არიან მხოლოდ ისინი ვინც ფიქრობენ რომ სამყარო ემორჩილება ჩვენთვის უცნობ კანონებს; საბოლოო ანგარიშით ლიბერალებისთვის ინდივიდუალურ ინიციატივათა ჯამი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე გააზრებული დაგეგმვა მმართველი ელიტის მიერ» ( გი სორმანი, ლიბერალური გადაწყვეტა).

    ტოტალიტარიზმის კრიტიკა გამართლებული იყო, მაგრამ რა უნდა იყოს მის ადგილას?  დემარშებით ერთმანეთისგან განსხვავებული მაგრამ კანტით შთაგონებული ფილოსოფოსები რაიმონ არონი საფრანგეთში და ჯონ რაულსი ამერიკის შეერთებულ შტატებში ამბობენ: ლიბერალიზმი.

ესეც ევროპაა-2 : ტოტალიტარიზმის გააზრება თეოდორ ადორნოდან ჰანა არენდტამდე :


    «თავისუფლება განუყოფელია განათლებული აზრისაგან...თუ კი გონება არ იაზროვნებს  ის დალუქავს თავის ბედს. … ბრმად პრაგმატიზებული აზრი კარგავს თავის ტრანსცენდენტურ ხასიათს და კავშირს ჭეშმარიტებასთან...» ( თეოდორ ადორნო, მაქს ჰორკჰაიმერი, გონების დიალექტიკა).
  ადამიანური არის არაადამიანურის საპირისპირო რამ და ეფუძნება ადამიანების ურთიერთდახმარების უნარს, ურთიერთდახმარებისა, რომელსაც წარმოქმნის თანაგრძნობა სხვის მიმართ.

April 7, 2011

ესეც ევროპაა: სერენ კიერკეგორი ( დანიელი ფილოსოფოსი, 1813-1865) და არსებობა


 ჰეგელის ლექციების მოსმენისა და თავისი დროის ბრწყინვალე საზოგადოებაში ტრიალის შემდეგ კიერკეგორმა დაინახა რომ ნამდვილი ადამიანები იშვიათად გვხვდებიან...
კიერკეგორი და არსებობა:
 «... მე ჩემს საფლავს დავაწერდი მხოლოდ სიტყვას « ინდივიდი». და თუ  ამ სიტყვის აზრი ჯერ არ ესმით მას ოდესმე გაიგებენ.... « «ინდივიდი»  არის სულის, სულის გაღვიძების, პოლიტიკასთან მაქსიმალურად დაპირისპირებული კატეგორია... «ინდივიდი»: ეს კატეგორია მხოლოდ

პატიმატ ტახნაევა, ქრისტიანობა დაღესტანში ( ავარეთში)-4

                ქართული ეკლესია და დაღესტანი :
     ჩრდილო-აღმოსავლეთი კავკასიის მაღალმთიანი ზონისათვის ქრისტიანული კულტურის უახლოესი ცენტრი იყო ქართლი და კახეთი. იქიდან მიდიან მისიონერები, იქიდან მიდის ქრისტიანობის პროპაგანდა უკვე IV საუკუნიდან. საქართველოსთვის
ასურელი მამები, დავით გარეჯელი
( XVIII საუკუნის მინიატურა)

ქრისტიანულ-მისიონერული მოღვაწეობის ეს მიმართულება ბუნებრივი იყო ვინაიდან სამხრეთ-დასავლეთი და დასავლეთი უკვე იყო ბიზანტიის და სომხეთის გავლენის სფეროში. მისიონერული მოღვაწეობის ასპარეზად რჩებოდა მხოლოდ ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი რომლებიც წარმოადგენდნენ ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიის მაღალმთიან რაიონებს. აქეთკენ წარიმართა სახელმწიფოს მხარდაჭერით ქართული ეკლესიის ექსპანსია.
      X საუკუნის შუა ხანებში, მეორე ნახევრის დასაწყისში სარირის საზოგადოების მმართველი ზედაფენა და მისი გარემოცვა ისევე როგორც ხუნზახის ზეგანის მოსახლეობის ნაწილი ქრისტიანია. ურადას სამაროვნის დაკრძალვის წესმა შეინარჩუნა წარმართობის ელემენტები რაც იმაზე მეტყველებს რომ  მოსახლეობის გაქრიასტიანებას დიდად არ შეუცვლია ძველხუნზახური საზოგადოების ყოფა. შეიძლება ლაპარაკი ორრწმენობის

          ჩამოყალიბებაზე,ორრწმენობისა რომელშიც გაირჩევა ერთმანეთისთვის უცხო სარწმუნოებათა კომპრომისი. წარმართობას აღარ ჰქონდა მომავალი, ქრისტიანობას ჯერ არ ჰქონდა აწმყო.
          რაც შეეხება ქრისტიანობის სარირში შეღწევას მისი ქვედა ქრონოლოგიური თარიღი ზუსტად დადგენილი არაა....
          ჩვენი აზრით სარირში ქრისტიანობის შეღწევა უნდა დაწყებულიყო VI საუკუნეში აღმოსავლეთ საქართველოში « ასურელ მამათა» მოღვაწეობასთან. ზოგი მათგანი, აბიბოს ნეკრესელი, დავით გარეჯელი, სტეფანე ხირსელი ამ პერიოდში სწორედ ჰერეთის ტერიტორიაზე მოღვაწეობდნენ.
საქართველო ვახტანგ მეფის დროს
            ჯერ კიდევ მეხუთე საუკუნის მეორე ნახევარში,ვახტანგ გორგასალის ეპოქაში, შეიმჩნევა წუქეთის საერისთავოს  უშუალო გავლენა ხუნზახზე ( ჯუანშერი, ცნობები ვახტანგ გორგასალის ცხოვრებაზე; ლეონტი მროველი). იმავე წყაროს ცნობით წუქეთის მთავრად დანიშნეს აბუხუასრო, რომელიც ასევე იყო «...თუშთა,ხუნზთა და ამ მთების ყველა წარმართთა ერისთავი». ამდენად აბუხუასროს როგორც მთავარს წუქეთის გარდა ემორჩილებოდა კავკასიონის დიდი ქედის გადაღმა მდებარე ავარელებით დასახლებული ტერიტორიები. ...V-VIII საუკუნეებში წუქეთის საერთავოს გავლენის ქვეშ მყოფ «ხუნზთა» ტერიტორიაზე მისიონერული მოღვაწეობა უნდა გაეშალათ ჰერეთის საეპისკოპოსოებს,მათ შორის  « ასურელ მამებსაც.»


ღირსი იოანე ზედაზნელი და მისი თორმეტი მოწაფე:
სურელი მამები, დავით გარეჯელი
 ( XVIII საუკუნის მინიატურა)

ბიბოს ნეკრესელი,
ანტონ მარტყოფელი,
დავით გარეჯელი,
ზენონ იყალთოელი,
თადეოზ სტეფანწმიდელი,
ისე წილკნელი,
იოსებ ალავერდელი,
ისიდორე სამთავნელი,
მიქაელ ულუმბოელი,
პიროს ბრეთელი,
სტეფანე ხირსელი,
შიო მღვიმელი.



ხაზს უსვამს რა სარირში ქრისტიანული იდეების შეხვედრას ვ.ფ. მინორსკი მიმართავს იბნ-რუსტის გადმოცემას სარირის შესახებ : « როდესაც რომელიმე მათგანი გარდაიცვლება ისინი მას სდებენ საკაცეზე და გააქვთ ის ღია ადგილზე სადაც სამი დღით სტოვებენ საკაცეზე. შემდეგ ქალაქის მცხოვრებნი სხდებიან ცხენებზე და იცვავენ ჯაჭვ-ჯავშანს... ისინი შუბებით მიემართებიან მიცვალებულისკენ მაგრამ არ გმირავენ მას...მე ვკითხე მათ თუ რატომ აკეთებენ ისინი ასე და მათ მიპასუხეს : ჩვენთან იყო კაცი, ის მოკვდა და დამარხეს  და სამი დღის შემდეგ მან იყვირა საფლავიდან...». და ეს ჩვეულება მათში უკვე სამასი წელია რაც არსებობს». მინორსკის მოჰყავს  ამ თქმულების  გარდიზის მიერ გადმოცემული სხვა ვარიანტიც : « სულმა მიმატოვა და თქვენ დამმარხეთ; სანამ საფლავში ვიყავი ჩემი სული საბრუნდა ჩემთან». მინორსკი ამაში ხედავს ქრისტეზე გადმოემის ანარეკლს ( ვ.ფ. მინორსკი, X-XI საუკუნეების შირვანისა და დარუბანდის ისტორია, მოსკოვი,1963).
           მინორსკის მოსაზრება გვაფიქრებინებს რომ ქრისტიანობამ ხუნზახის ზეგანზე შეღწევა დაიწყო დაახლოებით VI საუკუნეში რაც ქრონოლოგიურად შეესაბამება როგორც «ასურელ მამათა» ისე საეპისკოპოსოების მოღვაწეობას ჰერეთში. ასე რომ სარირში ქრისტიანობას შეიძლებოდა შეეღწია სამეფოს არსებობის ადრეულ ხანაში,VI საუკუნესა და VII საუკუნის დასაწყისში....
             ხუნზახი  V-VIII საუკუნეებში განიცდის ჰერეთის, დიოფიზიტური, მართლმადიდებელი ქართლის ერთ-ერთი პროვინციის უშუალო გავლენას.
                  VIII საუკუნეში სარირში ქრისტიანობის არსებობაზე  ირიბად შეიძლება მიუთითებდეს 738-739 წლების მოვლენები როდესაც ხაზარების დამარცხების შემდეგ არაბი სარდალი მერვანი შეიჭრა სარირის სიღრმეში და დაიპყრო ის. ხანგრძლივი და გააფთრებული შეჯახებების შემდეგ მერვანი სდებს შეთანხმებებს სარირის, ტუმანის,ზირიხგერანის,ხამზინის,ტაბასარანის,ლაკზის, ფილანის მმართველებთან და აკისრებს მათ ყოველწლიური ხარკის გადახდას. ალ-
-კუფის ცნობით სარირის მცხოვრებნი იძულებული იყვნენ მიეღოთ გამარჯვებულის მიერ წაყენებული პირობები-ჯიზიას გადახდა ათასი მონის,ათი ათასი დინარის, 500 მუდი პროვიზიის სახით. აღსანიშნავია რომ მერვანი არ ცვლის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, იმათ ვინც მას წინააღმდეგობა გაუწიეს,არ ამაჰმადიანებს მათ იარაღის ძალით. ის მხოლოდ სდებს შეთანხმებებს თავისი რელიგიური წარმოდგენების შემნარჩუნებელი ხალხებისათვის წაყენებულ პირობებზე.
             დაპყრობილ მიწებზე პოლიტიკის გატარებისას არაბებისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა დაპყრობილი მოსახლეობის რელიგიას, იყვნენ ისინი « წიგნის ხალხები» ( იუდევლები, ქრისტიანები, ზოროასტრელები) თუ «კაფირები» ( ურჯულოები). ისლამი შემწყნარებელი იყო « წიგნის ხალხის» მიმართ თუ კი ისინი აღიარებდნენ თავს მაჰმადიანური სახელმწიფოს ქვეშევრდომებად და იხდიდნენ ხარკს, ჯიზიას,რომელიც იყო სხვაგვარად მორწმუნეთა  შეწყნარებისა  და მათთვის სიცოცხლის შენარჩუნების ერთგვარი ანაზღაურება.წარმართ ხაზარებს მერვანმა მაჰმადიანური დამოკიდებულების შესაბამისად შესთავაზა მაჰმადიანობის მიღება.
დათუნას ეკლესია დაღესტანში
( X საუკუნე,გრაფიკული რეკონსტრუქცია და გეგმა)

                    არაბთა შემოსევების შემდეგ სარირი დიდხანს ებრძვის დაღესტანში გაჩენილ ისლამის ავანპოსტს, ალ-ბაბს ( დარუბანდს). დარუბანდის ამირები თავს ესხმიან სარირს, ძარცვავენ და აოხრებენ მას, მიყავთ ხალხი მონობაში.
                   IX საუკუნის შუა ხანებში ქრისტიანული სარირის შემადგენლობაში შედის კაიტაგი (VIII) საუკუნეში არაბული პროვინცია არმინიას ერთ-ერთი ადმინისტრატიულ-ტერიტორიული ერთეული. მრავლისმთქმელია კაიტაგის მმართველი ადზარ-ნარსეს რელიგიური ძიებების გზა. იბნ-რუსტეს ცნობით ის ერთდროულად მისდევდა სამ რელიგიას: პარასკევობით ის ლოცულობდა მაჰმადიანებთან ერთად, შაბათობით ლოცულობდა ებრაელებთან ერთად. კვირაობით კი სალოცავად დადიოდა ეკლესიაში. ამას ის იმით ხსნიდა რომ სურს  სამივე რელიგიის ჭეშმარიტებათა წვდომა, იმის გაგება თუ რომელი მათგანია უკეთესი. სარირის მმართველები შეჩერდნენ ქრისტიანობაზე. X საუკუნის დასაწყისში ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიაში ძლიერდება ხაზართა გავლენა, რის შედეგადაც კაიტაგი შედის ხაზარეთის შემადგენლობაში.
                X საუკუნის შუა ხანებიდან სარირი ხდება « მესამე ძალა» ალ-ბაბის და შირვანის ბრძოლაში. ამირა მანსურს შირვანთან ხანგრძლივი ბრძოლის გარდა უხდებოდა ჩრდილოეთიდან ალანების,სარირელების და რუსების შემოსევების მოგერიება.  ალ ბაბის ხალხმა ნადავლი წაართვა აგრესორ რუსებს. შემდეგ წელს რუსები და ალანები ბრუნდებიან შურისძიების მიზნით. მანსური ცდილობს სარირის მიმხრობას და ქორწინდება მისი მმართველის ქალიშვილზე. როგორც ჩანს მან შესძლო სარირირს ნეიტრალიზაცია. 1068 წლისთვის დარუბანდი საბოლოოდ კარგავს «ურჯულოთა» წინააღმდეგ ისლამის ფორპოსტის ხასიათს იმიტომ რომ ძალაუფლებისთვის მებრძოლი მხარეები პერიოდულად დახმარებას სთხოვენ «ურჯულოებს» ( სარირს, ხაიდაკს).
          X-XI საუკუნეებში ქრისტიანული სარირი იწყებს გამოყოფას აღმოსავლეთი კავკასიის პოლიტიკურ ისტორიაში. ის აქტიურად ერევა დარუბანდის, შირვანის, გაზიკუმუხის, მეზობელი სასოფლო თემების შინაურ ცხოვრებაში, დებს შეთანხმებებს სხვა კავკასიურ სამფლობელოებთან და უნათესავდება კავკასიის მრავალ მმართველს.  X საუკუნეში იცვლება ძალთა თანაფარდობა სარირსა ( ცენტრი ხუნზახში) და
აღმოსავლური კავკასიის მაჰმადიანურ საამიროებს, დარუბანდს და შირვანს შორის. თუ ადრე მას თავს ესხმოდნენ მაჰმადიანური დარუბანდი და შირვანი  X საუკუნეში ქრისტიანული სარირი მეთაურობს ბრძოლას მაჰმადიანური ექსპანსიის წინააღმდეგ, თავის ირგვლივ აერთიანებს მრავალ მიწას და აწყობს ლაშქრობებს დასახელებულ საამიროებში.
               IX-X საუკუნეში სარირი არის თავისი დროის ძლიერი სახელმწიფოს, ბიზანტიის ირგვლივ შეკრული ქრისტიანულ სახელმწიფოთა კავშირის წევრი.


(ამით ვამთავრებთ პატიმატ ტახნაევას შესანიშნავი ნაშრომი-დისერტაციის ნაწილის გადმოცემას).

April 6, 2011

აფხაზეთი უახლოეს წარსულში და დღეს

აფხაზეთის ტურათა ხროვის ღამის კონცერტი მეტად წარმტაცია, ვერავითარ მაგის მსგავსს ვერ შექმნიან დაღესტნის ტურები» (აფხაზი რევოლუციონერი, აფხაზური ეროვნული საბჭოს პირველი თავმჯდომარე, აფხაზეთისა და ჩრდილო კავკასიის ერთიანობის მომხრე და აფხაზეთისა და საქართველოს ერთიანობის მოწინააღმდეგე პედაგოგი, ეთნოგრაფი, მხარეთმცოდნე სიმონ ბასარია ( 1884-1942).


აფხაზეთი უახლოეს წარსულში და დღეს :
( წერილი საქართველოდან)

აფხაზეთის სკოლები
ხშირად სკოლა ღაღადებს იქ სადაც დეკრეტები და დადგენილებები სდუმან. ეს განსაკუთრებით ცხადი გახდება ბოლშევიკური სკოლის შესწავლით. არსად არ არის ასეთი ზღვარი სიტყვასა და საქმეს შორის, როგორც აქ. სკოლა ამჟღავნებს იმას რასაც საქმით აკეთებს ხელისუფლება. მივყვეთ ფაქტებს, ვნახოთ რა მდგომარეობასთან გვაქვს საქმე.
ჯერ კიდევ ბიუროკრატიული მმართველობის დროს ხელისუფლება ხსნიდა საქართველოში რუსულ სკოლებს ახალთაობის რუსიფიკატორულ ნიადაგზე აღზრდის მიზნით; ზოგან ქართულ ენას სრულიად კრძალავდა,ზოგ ადგილას ასეთი აკრძალვა არც იყო საჭირო... აფხაზეთში მეფის დროს იყო რუსული სკოლები, ქართული კი, როგორც გამონაკლისი. რევოლუციის ხანიდან იწყება ქართული სკოლების ქსელის გაშლა,
მაგრამ რუსული სკოლის წინააღმდეგ ბრძოლა არავის გამოუცხადებია,რუსული ენა არავის აუკრძალავს. პირიქით,ამ ენის სწავლებისთვის ქართულ სკოლებში განსაზღვრული თანხები იხარჯებოდა.
რა ხდება ბოლშევიკების დროს აფხაზეთში? ქართული სკოლების ქსელი არც თუ ფარდოვდება, ზოგან მცირდება რიცხობრივად ( გაგრის რაიონი) და ყველგან ეცემა თვისობრივად რუსულ სკოლასთან შედარებით. მაგალითისთვის ავიღოთ გუდაუთის რაიონი: თვით გუდაუთში ქართული სკოლა გაიხსნა 1917 წელს. აქედან მას ემატება თითო ჯგუფი ყოველ წელს და ბოლშევიკების დროს გვაქვს ნორმალური ტიპის ოთხწლედი. ამის შემდეგ გადის ათი წელი და სკოლას არც ერთი ჯგუფი არ ემატება. ყოველ წელს თხოულობს ქართული საზოგადოება ქართულ სკოლას,მაგრამ ამაოდ. და ეს მაშინ როდესაც რაიონში ქართული მოსახლეობა რვა ათასს აღემატება...
რუსული მოსახლეობა კი ძალიან მცირეა. მართალია აქ უკანასკნელად ათასობით ცამოდიან, მაგრამ ეს ახალჩამოსულები ერთ ადგილას არ ჩერდებიან და სკოლაშიაც არავინ შეჰყავთ. პირიქით,რუსები სკოლიდან გამოყვანილ ბავშვებს ამუშავებენ სოვხოზებში რომ ლუკმა პური იშოვონ.
ამრიგად მიუხედავად რუს მცხოვრებთა სიმცირისა გუდაუთაში გვაქვს რუსული ოთხწლედი, შვიდწლედი და ცხრაწლედი. უკანასკნელად გახსნეს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი, რასაკვირველია რუსული. თვით ქალაქში, სადაც მოსახლეობის 80% ქართველებია,გახსნილია ორი საბავშვო ბაღი, ორივე რუსულ ენაზე; ქართულზე ან აფხაზურზე არც ერთი. დიდი თხოვნისა და თვითდაბეგრვის შემდეგ «დაკმაყოფილდა» ქართველობის სურვილი და 1931-32 სასწავლო წლებში დაემატა ქართულ სკოლას ერთი ჯგუფი,მაგრამ ეს ჯგუფი დაემატა სწორედ ფორმალურად და არა არსებითად. ჯგუფის გაზრდის და მეორე საფეხურის სკოლის მუშაობისთვის აქ არც ერთი მასწავლებელი არ გამოუგზავნიათ. არც დამატებია არც ერთი ოთახი. მეცადინეობას მე-5 ჯგუფთან აწარმოებენ ოთხწლედის მასწავლებლები,როცა დროს იშოვიან. მასწავლებლები არიან ახალგაზრდები და გამოუცდელები. ხელისუფლება იმით ეხმარება ახალგაზრდა მასწავლებლებს რომ ისედაც დატვირთულთ ორ-ორი ჯგუფით, ავალებენ შეკრიბონ ადგილობრივი მცხოვრებნი და ასწავლონ უფასოთ წერა-კითხვა,მოაწყონ წარმოდგენები ავიოხიმიის თუ სხვა ამგვარი ორგანიზაციების ფონდის გასაძლიერებლად და სხვა. ასეთ დატვირთულ მასწავლებლებს, რომლებსაც ერთი საათიც არ რჩებათ დრო პედაგოგიური წიგნების საკითხავად, აბარებენ კიდევ მეხუთე ჯგუფს. აქ გარკვეული მიზანია: «დაკმაყოფილდეს» მოსახლეობის ათი წლის თხოვნა და ჩაიწეროს ქართული შვიდწლედი განათლების განყოფილების მიერ შედგენილ სკოლების სიაში. ეს ქართული სკოლის შესახებ.
აქ არის, სომხური, ბერძნული და თურქული სკოლებიც. მაგრამ მათი ბედი კიდევ უფრო ცუდია ვიდრე ქართულის. პირველი და მეორე ჯგუფის შემდეგ ბავშვი უნდა გადავიდეს რუსულ ჯგუფში. მშობლიურ სკოლაში ნასწავლი მისთვის თითქმის გამოუსადეგარი ხდება და ბავშვი ხშირად ფრთხება მისი სკოლიდან რუსულ სკოლაში გადასვლის დროს, რასაც შედეგად მოსდევს უმეტეს შემთხვევაში სკოლის მიტოვება და ცხოვრების სახსრის ძიება.
ნაციონალური სკოლის ფორმალური არსებობით, ხელისუფლება რა თქმა უნდა არაფერს აგებს, რადგან იცის- «ყველა გზა რომში მიდის». ყოველი ბავშვი რუსულ სკოლაში უნდა შევიდეს თუ სწავლას აგრძელებს.

შევეხოთ ახლა აფხაზურ სკოლებს :
თანახმად აფხაზეთის განათლების სახალხო კომისარიატის დადგენილებისა, აფხაზეთში უნდა გახსნილიყო აფხაზური სკოლები. გახსნეს აფხაზური და გაუგზავნეს რუსი მასწავლებლები. რუსმა მასწავლებელმა ცხადია არ იცის აფხაზური და ასწავლის რუსულად. ამრიგად სახელით გვაქვს აფხაზური სკოლები, შინაარსით კი-რუსული. მაგალითისთვის ავიღოთ სოფელ ზვანდრუფშას სკოლა ( გუდაუთის რაიონი). იქ არიან მასწავლებლები აფხაზი და რუსი. ერთი ასწავლის რუსულად,მეორე აფხაზურად. ე.ი. ერთს ყავს რუსული ჯგუფი, მეორეს აფხაზური. ამ თემში რუსული მოსახლეობა სრულიად არ არის. . ასე რომ სკოლაში არც ერთი რუსი ბავშვი არ სწავლობს. არიან აფხაზები და ერთადერთი ქართველი. რადგან აფხაზურ სკოლაში ნამყოფი ბავშვი უთუოდ რუსულ სკოლაში უნდა გადავიდეს,
ამიტომ აფხაზურ სკოლაში ნამყოფი ბავშვი ყოველთვის მოისუსტებს. ხშირად ნიჭიერი ბავშვებიც სწავლას თავს ანებებენ. ამ მოვლენას აფხაზი მშობლები ამჩნევენ და რადგან აფხაზურ სკოლის გვერდით და თვით აფხაზურ სკოლებშიაც რუსული ჯგუფებია-მოსახლეობას რუსულ ჯგუფში შეჰყავს ბავშვი. აფხაზი გლეხი,
ისევე როგორც ყველა სხვა გლეხები, საკითხს პრაქტიკულად უყურებს. მან იცის რომ აფხაზური ენა ლიხინს რომ გასცილდები მერმედ აღარ იხმარება და ცდილობს ასწავლოს ბავშვს იმ ენაზე რომელსაც ხელისუფლება პრიორიტეტს აკუთვნებს, ესე იგი რუსულ ენაზე. რადგან საკითხი ასე დგას და მოსახლეობასაც ბავშვები რუსულ სკოლებში შეჰყავს ხელისუფლება რუსული სკოლების გახსნას ხალხის მოთხოვნილებად ასაღებს და თავის მიზანს, მოსახლეობის გარუსებას, უფრო კარგათ ემსახურება.
სოფელი ლიხინი აფხაზეთის ისტორიული და ცენტრალური სოფელია. აქ მოსახლეობა მთლიანად აფხაზებია. იგი ქალაქის ახლოსაა ( გუდაუთიდან ლიხინის ცენტრამდე 4 ვერსია) და მოსახლეობა სწავლას უფრო ეტანება ვიდრე ვინემ სხვა სოფლებში.; ჯირხვის, ზვანდრუფშის და მახლობელ სოფლების ბავშვები აქ სწავლობენ რადგან აქ არსებობს 7-წლიანი შრომის სკოლა საკოლმეურნეო სკოლის სახით; აქ არის საბავშვო ბაღიც,სადაც მიჰყავთ აფხაზი ბავშვები. ეს სოფელი ლაკობას სოფელია და იგი ხელისუფლების ყურადღების ცენტრში დგას. 7-წლედში რუსულად ასწავლიან, თითქოს ეს ბუნებრივია, მაგრამ საკვირველი ის არის რომ ხელისუფლება გზას უხსნის ვითომ აფხაზურ სკოლებს, ხოლო ბავშვებს ამზადებს რუსული სკოლისთვის. საბავშვო ბაღშიაც მუშაობა უსუსურ ბავშვებთანაც კი რუსულ ენაზე სწარმოებს, მიუხედავად იმისა რომ ხელმძღვანელებმა აფხაზური ენა მშვენივრად იციან. რუსული საბავშვო ბაღი გზაა რუსული სკოლისკენ. ამრიგად: ყველა სკოლისათვის განვითარების გზები დაკეტილია გარდა რუსული სკოლისა. ქართულ და აფხაზურ სკოლებს ისეთ პირობებს უქმნიან რომ ისინი უკან მიდიან, რუსულ სკოლას კი ზრდის და ანვითარებს აფხაზებისა და ქართველების ხარჯზე მატერიალირადაც და შემადგენლობითაც. ამას ნათლად გვისურათხატებს თვით რუსული სკოლების შესწავლა. ავიღოთ მაგალითისთვის გუდაუთის რუსული 7-წლედი
დავაკვირდეთ მოწაფეთა შემადგენლობას. მოწაფეთა საერთო რიცხვიდან დიდი უმრავლესობა აფხაზებია, აი ცხრილი:

აფხაზები-255 მოწაფე;
ქართველები-21;
რუსები,სომხები, ბერძნები და სხვანი-115.

ამ უბრალო მაგალითიდანაც კი სჩანს რომ იმ სკოლაშიც რომელიც ვითომდა რუსული მოსახლეობისთვის არის დანიშნული, უმრავლესობას აფხაზები და სხვები შეადგენენ. რუსები კი 7-8%-ს არ აღემატება. ამ სკოლიდან 4 ვერსის დაშორებით კი არის რუსული სკოლა რომელიც ზრდის რუსულ ნიადაგზე აფხაზ ბავშვებს ( ლიხინის სკოლა). ქართველი ბავშვების ასე მცირი რიცხვი ამ სკოლაში აიხსნება მით რომ აქაურ ქართველებს ბავშვი შეჰყავთ თავიდანვე ქართულ ოთხწლედში. ქართულ ოთხწლედ დამთავრებული ბავშვი როცა მიდის რუსულ სკოლაში მას სვამენ მესამე ჯგუფში, ესე იგი უკან ახევინებენ ორი წლით იმ საბაბით რომ ბავშვმა ენა არ იცის და ერთი-ორი წელი ენის შესწავლას უნდაო. ეს ერთის მხრივ სცემს ქართული სკოლის პრესტიჟს,მეორე მხრივ ბავშვში კლავს სწავლის ხალისს და ის ხშირად სკოლას სრულიად სტოვებს. მართალია სოხუმში არის ქართული 7-წლედი მაგრამ გუდაუთიდან ან სხვა რაიონიდან იქ ბავშვის შენახვას ვინ შესძლებს ისეთ სიძვირეში და გაჭირვებაში რომელშიც ეხლა არის მოსახლეობა? ამის საშვალება მშობლების 5%-საც არა აქვს. ამრიგად როგორც აფხაზ ისე ქართველ ბავშვისათვის რჩება ერთად-ერთი რუსული სკოლა.
ყველა ტიპის სკოლებში, რუსულ სკოლებშიც სწავლის ხარისხი მეტად დაცემულია. ხელისუფლება და მასზე დამოკიდებული სკოლაც ბავშვს მოთხოვნილებათ უყენებს დაიზეპიროს მოხსენებები მიღწევებზე, გაასაღოს ობლიგაციები, სხვადასხვა ლატარეის ბილეთები, შეჯიბრება, დამკვრელობა და სხვა. აი ყველა ეს ეთვლება მას საზოგადოებრივ მუშაობაში და სწავლის ხარისხი რჩება განზე. ასე მაგალითად სოხუმში გახსნეს სპეციალური ინსტიტუტი რომელმაც ორიწლინახევრის შემდეგ გამოუშვა დიპლომიანი «სპეციალისტები» ,მაგრამ ეს დიპლომიანი ხალხი აღმოჩნდნენ « სპეციალისტები» მხოლოდ პოლიტგრამოტაში და არა იმ დარგში რის დიპლომიც ხელთ აქვთ.
ჩვენ აღვნიშნეთ რომ ბოლშევიკები ცდილობენ მომავალი თაობების გარუსებას სკოლის საშვალებით. აქვე არ უნდა დავივიწყოთ რომ ისინი არ ივიწყებენ სკოლის გარეშე ახალგაზრდობასაც. მათ აერთიანებენ პიონერთა ორგანიზაციაში, ავარჯიშებენ რუსულად, ამღერებენ რუსულად. ერთი სიტყვით ცდილობენ მათ რუსულ საზოგადოებაში გათქვეფას. ეს არ ხდება უნებლიეთ ან შეუგნებლად. ოკუპანტებმა კარგად იციან რასაც აკეთებენ და რასაც ემსახურებიან. დავამტკიცოთ ეს ფაქტებით.
მოსკოვის მიერ საქართველოს დაპყრობამ წყალი აამღვრია. ამღვრეულ წყალში ლოქოს ძიება-ეს ხომ ბოლშევიკების და მათი აგენტების პირდაპირი საქმეა. ამ შექმნილი მდგომარეობით სარგებლობს ზოგიერთი და ბოლშევიკების გაბატონების დღიდანვე ანთხევენ პროვინციული შოვინიზმის შხამს, განსაკუთრებით ახალგაზრდობაში. ავიღოთ ერთი თვალსაჩინო მაგალითი:
აფხაზეთის მოწინავე ძალები კარგად იცნობენ სიმონ ბასარიას როგორც ბოლშევიკების აგენტს და მათი საქმიანობის პირდაპირ მსახურს. იგი განათლების ფრონტზე მუშაობს, განათლების სახალხო კომისარიატის დაახლოებული პირია. მან აფხაზეთის განსახკომის წინადადებით დასწერა გეოგრაფიის სახელმძღვანელო აფხაზეთის სკოლებისათვის,რა თქმა უნდა რუსულ ენაზე, სახელწოდებით « აბხაზია». ეს წიგნი ამჟღავნებს ავტორს როგორც გამოუსწორებელ შოვინისტს. დავიწყოთ უბრალო ფაქტიდან და გადავიდეთ უფრო დიდებზე:
აფხაზეთი რომ ლამაზი და მომხიბლავი კუთხეა ჩვენი ქვეყნის-ეს ბასარიას პირველად არ უთქვამს. ამ სიმართლეს ევროპიელები და სხვა ქვეყნის მნახველები აღნიშნავენ. მაგრამ ბასარიას უნდა სთქვას რაღაც არაჩვეულებრივი. ყველაფერი უდიდეს სიმშვენიერედ დასახოს და თავისი კუთხის უპირატესობა აგრძნობინოს ყველას. ერთ ადგილას ის სწერს : « ტურათა ხროვის ღამის კონცერტი მეტად წარმტაცია, ვერავითარ მაგის მსგავსს ვერ შექმნიან დაღესტნის ტურები.» მართლაც შედევრია ! ამაზე შორს მართლაც ვერ წავა გეოგრაფიის ცოდნა ! წარმოიდგინეთ,თავისი ქვეყნის ტურების ჩხავილიც კი დიდებულ კონცერტად ეჩვენება,მაგრამ დაღესტნის ტურების « სოპრანო» როგორღაც ყურში არ მოსდის.
ეს პატარა მაგალითი აშკარად გვეუბნება თუ როგორ გეოგრაფიულ ცნობებს აწვდიდა ბასარია ახალგაზრდობას. იგი ტურების «კონცერტით არ კმაყოფილდება და ებრძვის ყოველივე ქართულს. მაგრამ პირველადვე ის ეჭიდება ყველაზე უძლიერეს მოწინააღმდეგეს, სახელდობრ საქართველოს ისტორიას,ენათმეცნიერებას და მასში მომუშავე პირებს. იგი ცდილობს გაილაშქროს პროფ. ხახანაშვილის წინააღმდეგ. პროფ. ხახანაშვილი, როცა ჩვენი ერის წარსულს ეხებოდა, ერთ ადგილას აღნიშნავს რომ აფხაზეთი როცა ძლიერდება როგორც სამთავრო ავიწროებს მის მოსაზღვრე კუთხეს, სამეგრელოს...აფხაზური ენა ახდენს გავლენას მეგრულზე და სხვა. ეს ისტორიული ექსკურსია მწერალს, ცხადია, არავის წინააღმდეგ არ მოუხდენია. ბასარია კი ბრძოლას იწყებს სწორედ აქედან საქართველოს და ქართული მეცნიერების წინააღმდეგ. და ამბობს ამაზე შემდეგს : « საწყენია რომ აფხაზეთის ხალხი ყელზე დაადგა მეცნიერების პირთ (ქართველებს) და ისინი თავისი ნაციონალისტური მიზნებით ჩრდილს აყენებენ აფხაზებს იმის დაბრალებით რასაც თვითონ ეს ნაციონალისტები პრაქტიკაში ატარებენ, ესე იგი სხვისი ტერიტორიის დაპყრობას».
უკანასკნელ მოსაზრებას ბასარია ანვითარებს და დემოკრატიულ ძალთა გაერთიანებას და აფხაზეთის საქართველოსთან ერთად მხარში ამოდგომას ხსნის როგორც აფხაზეთის დაპყრობას. ამგვარად იბრძვის რა საქართველოს დემოკრატიული ხელისუფლების წინააღმდეგ იმ საბაბით თითქოს საქართველომ დაიპყრა აფხაზეთი-ხმა-მაღლა და ურცხვად გაიძახის : « აფხაზეთი საქართველო არაა».
«გეოგრაფიის» ავტორი-ბოლშევიკების აგენტი ეროვნულ პოლიტიკაში სამეგრელოსაც ისე იხსენიებს როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს. მაგრამ ეს მას გულუბრყვილობით როდი მოსდის ! არამედ ეს განზომილი და მზაკვრული პოლიტიკაა საქართველოს დასამცირებლად და მისი გავლენის გასაქრობად. ბასარია მოსკოვის ენით ლაპარაკობს. ცნობილი დებულება: « დაჰყავი და იბატონე» ბასარიების მონაწილეობით და ხელებით ხორციელდება. ასეთი პირების წყალობით გაძლიერდა « მაფალუისტები»-ს სეპარატისტული მოძრაობა სამეგრელოში და ის დაგვირგვინდა მეგრული გაზეთის გამოცემით ( თუმცა მისი ავტორი დასაჯეს რატომღაც).
ასეთია მოსკოვის აგენტების მოღვაწეობა და მათ მიერ ბოლშევიკების პრაქტიკის თეორიულად დასაბუთების ცდა. მაგრამ მათ საბედნიეროდ მასსა არ მიჰყვება. თვით ბოლშევიკებიც კი აუმხედრდნენ ბასარიას ასეთი დათვური სამსახურისთვის. მაგრამ რას დააკლებენ «ეშმაკები როცა ღმერთი (მოსკოვი) მის მხარეზეა». დაბალ მასსას ბასარიას ნანა სრულიად არ ესმის. მან თავისი აზრი ბოლშევიკებზე უკვე გამოიტანა 1931 წელს. მართალია მას ეს ძვირად დაუჯდა, მაგრამ ფაქტი მაინც ფაქტად რჩება. ხალხის სურვილი და მისწრაფება 1931 წლის აფხაზეთის გლეხების მასიურმა გამოსვლამ აშკარად გამოხატა». გენო, აფხაზეთი, 1932 წ.
შენიშვნა : ეს წერილი დაიბეჭდა საქართველოს პოლიტიკური პარტიების ორგანოში «დამოუკიდებელი საქართველო» ( პარიზი, 1933 წლის აპრილი, ნომერი 88).