April 29, 2011

ალექსანდრე მენის საუბარი-6 :

          დღეს ვუახლოვდებით სარწმუნოების სიმბოლოს ბოლოს და შემდეგ ვილაპარაკებთ მის ბოლო სტრიქონებზე. დღეს შევჩერდები სიტყვებზე « ვაღიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებლად ცოდვათა". რას ნიშნავს ეს?

       ნათლისღება ორიგინალში, ბერძნულად, ჟღერს როგორც ბაპტისმა, განბანა. წმინდა განბანა უძველესი დროიდან ნიშნავს გარდატეხას ადამიანის ცხოვრებაში, სულიდან და სხეულიდან რაღაც ფიზიკური და სულიერი ბნელი სტიქიების ჩამობანას. წყალი აქ არის სიწმინდის სიმბოლო.  ამასობაში დღეს ჩვენ ვიცით რომ წყალი სამყაროს სასწაულია;  დედამიწაზე სიცოცხლე არსებობს მხოლოდ წყლის წყალობით. მთვარის და მზის სისტემის სხვა პლანეტების უწყლო

ალექსანდრე მენის საუბრები-5 ( 3)

მოციქულები აღდგომის შემდეგ
 ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია.
კათოლიკე, ბერძნული  ცნება კაფოლიკ საეკლესიო-სლავურად ითარგმნება როგორც « სობორნაია», კათოლიკე ეკლესია. კათოლიკე-ესე იგი მსოფლიო, შეკრებილი მთელი მსოფლიოდან; არა რაღაც ცალკე, ეპოქალური, ეროვნული, ძველი თუ მოდერნული, არამედ მსოფლიო. ესე იგი მისი ადგილი ყველგანაა მსოფლიოში. არაა არავითარი ზღუდე, არავითარი