January 20, 2012

კავკასიის მთიელთა კონფედერაციის თანათავმჯდომარე მუსა ტემიშევის განცხადება,

20. 05. 2008, სტრასბურგი.
მუსა ტემიშევი
კავკასიის მთიელ ხალხთა ასამბლეა, რომელსაც შემდეგ დაერქვა კავკასიის ხალხთა კონფედერაცია დაარსდა კავკასიის ხალხთა პირველ ყრილობაზე, 1989 წელს, სოხუმში. ის დააარსეს ჩრდილოეთ კავკასიის ხალხების დემოკრატიული ინტელიგენციის წარმომადგენლებმა. მე ვიყავი ყრილობის ერთ-ერთი ინიციატორი და მისი ძირითადი პროგრამული დოკუმენტების ერთ-ერთი შემდგენელი.

კონფედერაციის მთავარი მიზანი იყო ყველანაირად ხელის შეწყობა კავკასიის ხალხთა დეკოლონიზაციისთვის. მთელი დიდი კავკასიის მომავალს ჩვენ ვხედავდით ტოლერანტული დემოკრატიული რესპუბლიკების კონფედერატულ თანამეგობრობაში.

მაგრამ კავკასიის ხალხთა პირველი ყრილობის ძირითადმა „სპონსორებმა" //აფხაზმა ხელმძღვანელებმა//  შეასრულეს მეხუთე კოლონის ბნელი როლი.

წლების შემდეგ გაირკვა რომ ვლადისლავ არძინბა, გენადი ალომია //ალამია?, გ.მ//, სერგეი შამბა და სხვები იყვნენ საბჭოთა კავშირის კგბ-ს შტატში. ამავე "კანტორაში" იყვნენ ინგუში წარმომადგენლებიც //ბესლან კოსტოევი, საიდ ჩახკიევი და სხვ.//.


3 წლის მანძილზე ჩვენ ვდილობდით ოსების და ინგუშების შერიგებას. უნდა ითქვას რომ კავკასიის ხალხთა კონფედერაციის ხელმძღვანელთა ჩრდილო ოსეთის ნაწილი თანხმდებოდა შერიგებაზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია ოსი ლიდერი სტანისლავ კესაევის დახვეწილი დიპლომატიურობა და პოლიტიკური გამჭრიახობა. მისი მცდელობით მოხერხდა ოსი და ინგუში უხუცესების შეხვედრა ინგუშეთში. მოილაპარაკეს იმაზე რომ მოძმე ხალხების ტერიტორიული თუ სხვა დავა უნდა გადაწყდეს მხოლოდ მშვიდობიანი გზებით. დამშვიდობებისას უხუცესები გადაეხვივნენ ერთმანეთს.