January 16, 2012

კავკასიის მთიელთა სახალხო პარტიის მიმართვა:

 შამილის აული დაღესტანში, 

პროკუდინ-გორსკის ფოტო.

                  მოქალაქეებო!

          1918 წლის 11 მაისს ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა. და რუსეთის თვითმპყრობელობის მიერ დადებულ ბორკილებში 60-წლიანი ყოფნის შემდეგ ჩვენმა სამშობლომ ისევ მოიპოვა თავისუფლება. თითქოს დადგა ჩვენი ისტორიის ახალი, ნათელი ხანა, თითქოს ჩვენ მოგვეცა ჩვენს საკუთარ თავისუფალ სახელმწიფოში ჩვენი საკუთარი ხელებით ჩვენი ეროვნული ბედნიერების გამოჭედვის საშუალება. 

   მაგრამ ბედმა ისევ მოისურვა ჩვენი გამოცდა. მუხანათმა და დაუნდობელმა მტერმა ისევ დასძრა ჩვენს წინააღმდეგ თავისი ჯარები და ჩვენს, რომლებიც არ ვიყავით სათანადოდ მომზადებულნი გადამწყვეტი ბრძოლისთვის, ისევ აღმოვჩნდით მის უღელქვეშ. მეფის ხელისუფლების შემცვლელმა საბჭოთა ხელისუფლებამ გააგრძელა ჩაგვრის პოლიტიკა, დაიპყრო ჩვენი ქვეყანა და მოსპო ჩვენს მიერ მოპოვებული თავისუფლებები.