June 19, 2012

“ოსმალეთის ქართველები”


მუსლიმი ქართველები
საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში შაბათს 10 მარტს 14:00 საათზე გამოფენა სახელწოდებით „მუსლიმი ქართველები“ გაიხსნა. გამოფენა საქართველოსთან მეგობრობის ასოციაციის, თურქეთთან მეგობრობის ასოციაციის, ინტერნეტჟურნალ ამბიონისა და საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის მიერ არის ორგანიზებული.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია სტამბულის არქივებში დაცული ოსმალი ქართველების მოღვაწეობის ამსახველი ფოტოები და ხელნაწერები. ამ მასალებიდან ცხადი ხდება, რომ XIX საუკუნის ოსმალეთის იმპერიასა და XX საუკუნის დასაწყისის ოტომანთა იმპერიაში ქართველებს წამყვანი როლი ეკავათ თურქეთის ისტორიაში.
“ოსმალეთის ქართველები”
უნიკალური საარქივო მასალა თურქეთის სახელმწიფო არქივებიდან

ქართველებს თითქოს საქართველო მეტისმეტად ეპატარავებოდათ და საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების ასპარეზად მსოფლიოს უდიდეს იმპერიებს ირჩევდნენ. 
თუმცა ბევრი მათგანი სხვადასხვა მიზეზთა გამო იძულებული იყო სამშობლოდან სამუდამოდ გადახვეწილიყო და უცხო ქვეყანაში დამკვიდრებულიყო, სადაც წარუშლელ კვალს ტოვებდა. ასეთი ქართული კვალი აღმოჩნდა ოსმალთა იმპერიაში, რომელსაც ჩვენებურმა გურჯმა, თურქეთში მოღვაწე ისტორიკოსმა მურად ქესაბმა მიაკვლია.

ექვთიმე თაყაიშვილი გრიგოლ დიასამიძეს:


უცნობი წერილები, საზოგადო მოღვაწეთა, მამულიშვილთა.უცნობი წერილები, საზოგადო მოღვაწეთა, მამულიშვილთა.

აწ განსვენებული გურამ შარაძის წიგნში "ამერიკელი ქართველები თვალის ერთი გადავლებით", გამოქვეყნებულია ჩვენი მამულიშვილების წერილები, რომლებიც ემიგრაციაში იყვნენ პირველი რესპუბლიკის დამხობის შემდეგ. ქვემოთ მოყვანილი წერილი ეკუთვნის ექვთიმე თაყაიშვილს (წმ. ექვთიმე ღვთისკაცი), რომელიც მიმართულია ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის გრიგოლ დიასამიძისადმი. წერილში ჩანს ტკივლი, გამოწვეული სამშობლოდან შორს მყოფობით, სიყვარული და იმედი მომავლისა.

ძვირფასო გრიგოლ!
მადლობა ღმერთს, რომ ვეღირსე შენს წერილს! ამდენი ხნის სიჩუმე თუ დავიწყებას არა, არც გახსენებას გულისხმობს, მერმე ჩემს უბედურ მდგომარეობაში მას შემდეგ რაც ნინო (პოლტორაცკაია, ექ. თაყაიშვილის მეუღლე გ.შ.) დავკარგე! მაგრამ რა გაეწყობა, ამ სავალალო დროში ცოცხალი რომ ვართ ჯერ კიდევ, ისიც ნუგეშად უნდა მივიღოთ! რა თქმა უნდა, ჩვენი სამშობლო ცეცხლში იწვის, მაგრამ გადიტანს, მტკიცედ მწამს, როგორც არა ერთხელ გადუტანია განსაცდელი, კიდევ წარმოშობს, როგორც მრავალჯერ წარმოუშვია შესაფერ გმირებს, ღირსეულ შვილებს, რომელნიც მას მოუვლიან.