April 7, 2012

ზვიად გამსახურდია – მიმართვა აფხაზი ხალხისადმი:


ძვირფასო თანამემამულენო!
აფხაზთა და ქართველთა ძმობა უხსოვარი დროიდან იწყება. ჩვენი საერთო კოლხური წარმოშობა, გენეტიკური ნათესაობა ჩვენს ხალხებსა და ენებს შორის, საერთო ისტორია, საერთო კულტურა გვავალებს დღეს დიდ დაფიქრებას ჩვენი ხალხების მომავალ ბედ-იღბალზე. ჩვენ ერთ მიწა-წყალზე ვცხოვრობდით მუდამ და ერთმანეთის ჭირ-ვარამს ვიზიარებდით. ჩვენ საერთო სამეფო გვქონდა საუკუნეთა განმავლობაში, ერთ ტაძარში ვლოცულობდით და ერთ ბრძოლის ველზე ვიბრძოდით საერთო მტრების წინააღმდეგ.
უძველესი აფხაზური გვარების წარმომადგენლები დღესაც არ ანსხვავებენ ურთიერთისაგან აფხაზსა და ქართველს. აფხაზთა მთავრები შერვაშიძეები, საკუთარ თავს არა მხოლოდ აფხაზ, არამედ ქართველ თავადებსაც უწოდებდნენ, ქართული ენა მათთვის დედა ენა იყო, ისევე როგორც იმჟამინდელი აფხაზი მწერლებისათვის. ,,ვეფხისტყაოსნის” კულტურა გვაკავშირებდა ჩვენ და უძველესი ქართული ტაძრები, ძველი ქართული წარწერებით დამშვენებულნი, დღესაც რომ დგანან აფხაზეთში და ხიბლავენ მნახველს, ჩვენს შორის იყო გადებული თამარის ხიდი მდინარე ბესლეთზე, სოხუმის მახლობლად, დღესაც რომ ამშვენებს უძველესი ქართული წარწერა. ბედია და მოქვი, ამბრა, ბიჭვინთა და მრავალნი სხვანი მოწმენი არიან ამ ძმობისა და ერთობისა.

ილიას მკვლელებზე.


თანამ­დე­ვი სუ­ლი-მთა­ვა­რი კო­მი­ტე­ტის პერ­სო­ნა­ლუ­რი შე­მად­გენ­ლო­ბა და ლე­ნინ-სტა­ლი­ნის რო­ლი ილი­ას მკვლე­ლო­ბა­ში
24 საათი 09.11.10
მიხა ცხაკაია, ფილიპე მახარაძე, იოსებ ჯუღაშვილი – სტალინი, ვლადიმერ ულიანოვი – ლენინი.
ამი­ერ­კავ­კა­სი­ის მთა­ვა­რი კო­მი­ტე­ტი, რო­გორც, სა­ზო­გა­დოდ, სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტე­ბის, ისე ბოლ­შე­ვიკ­თა და მენ­შე­ვიკ­თა ფრაქ­ცი­ე­ბი­სა, ძი­რი­თა­დად და­კომ­პ­ლექ­ტე­ბუ­ლი იყო ქარ­თ­ვე­ლე­ბი­სა­გან.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თბი­ლის­ში მუ­შა­თა მცი­რე­რიცხო­ვა­ნი რა­ო­დე­ნო­ბა იყო, ვთქვათ, ბა­ქოს­თან შე­და­რე­ბით, ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში პრო­ლე­ტა­რი­ა­ტის პარ­ტი­ის მე­ქად მა­ინც თბი­ლი­სი იქ­ცა. ლე­ნი­ნი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და V ყრი­ლო­ბის შემ­დეგ ქარ­თ­ვე­ლი ბოლ­შე­ვი­კე­ბი­სათ­ვის და­ე­ვა­ლე­ბი­ნა, ბა­ქო­ში გა­ე­შა­ლათ მუ­შა­ო­ბა, სა­დაც ნამ­დ­ვი­ლად იყო პრო­ლე­ტა­რი­ა­ტი და ამი­ტომ მი­ა­შუ­რეს 1907 წლის ზაფხულ-შე­მოდ­გო­მი­დან ყვე­ლამ ბა­ქოს.