December 24, 2012

ასეთიცაა თანამედროვე წინასწარდახედულება-თავისმშველელების ამბებიდან:

გაიცანით ამერიკელი თავისმშველელები:
ჩვენი სამყარო საკმაოდ საშინელი ადგილია. ომები,შიმშილი,კორუმპირებული პოლიტიკოსები,ტერორიზმი,ეკონომიკის ნგრევა-სიის გაგრძელება შეიძლება. არსებობს მრავალი შემაშფოთებელი კითხვა და ამიტომ ადამიანთა გარკვეული კატეგორია ემზადება უბედურებებისთვის რომლებიც მათი აზრით შეიძლება მოხდეს მომავალში.

ამ ხალხს უწოდეს თავისმშველელები,მომმზადებლები. ისინი აგროვებენ საკვებს,იმარაგებენ იარაღს,წყალს და სხვა რამეებს რაც საჭირო იქნება მაშინ როდესაც ეკონომიკა დაინგრევა ან მოხდება მასშტაბური საერთაშორისო უბედურება.

December 9, 2012

ჰომო სოვეტიკუსის და საბჭოთა ლიბერალის გამოყვანის ტექნოლოგიიდან-ბელორუსიის მაგალითი:

გოგო-ბიჭები-ეჟოვმა პორველ რიგში განაცხადა რომ ნკვდმ კიდევ უფრო უნდა გაშალოს წმენდა ამის კეთება საკუთარი თავიდან დაიწყოს. 1937 წლის 18 მარტს სახალხო კომისარიატის ხელმძღვანელებისთვის წაკითხულ მოხსენებაში მან განაცხადა რომ შინგან საქმეთა სახალხო კომისარიატ ნკვდში საკვანძო ადგილები დაიკავეს შპიონებმა და რომ 1925-1926 წლებში ლაყლაყებდა და ყანყალებდა თვითონ ფელიკს ედმუნდოვიჩ ძერჟინსკიც, ისიც კი ატარებდა მერყევ პოლიტიკას. თქვა და დაიჭირეს ძერჟინსკის პირველ რიგში პოლონელი თანამშრომლები.

ესაა ამხანაგი ნიკოლაი ეჟოვი,
შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი.

Одним из первых шагов Ежова на посту наркома внутренних дел было указание, что НКВД должен развернуть более широкую чистку, начиная с самого себя. 18 марта 1937 года Ежов выступил с докладом на собрании руководящих работников наркомата, в котором заявил, что шпионы заняли в этом учреждении ключевые посты. Он потребовал "твердо усвоить, что и Феликс Эдмундович Дзержинский имел свои колебания в 1925-1926 гг. И он проводил иногда колеблющуюся политику". Эти слова послужили импульсом для ареста всех бывших сотрудников Дзержинского, прежде всего из числа поляков.
         
1937 წლის 29-30 ოქტომბრის ღამეს მინსკის ნკვდს შიდა ციხე ამერიკანკას სარდაფებში დახრიტეს ბელორუსიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ინტელექტუალური ელიტის ასზე მეტი წარმომადგენელი - ლიტერატორები, სახელმწიფო მოღვაწეები, მეცნიერები. ევროპის არც ერთ ქვეყანას არ განუცდია მსგავსი რამ.

მათი უმრავლესობა დახვრიტეს ერთ ღამეში - 1937 წლის 29-30 ოქტომბრის ღამეს და ასე აღნიშნეს ლენინური კომკავშირის დაბადების დღე.

December 6, 2012

საბჭოთა დემოკრატების კატალოგისთვის - ანტონ სურიკოვი-მანსურ ნარტხოევი:

2009 წლის 23 ნოემბერს იჟევსკში გარდაიცვალა ანტონ სურიკოვი, იგივე მანსურ ნარტხოევი, საბჭოთა სამხედრო დაზვერვა - გრუ-ს გენერალ-მაიორი, ტერორისტი.                 
ზოგი ცნობით 48 წლის რუსეთელი ტერორისტი მოწამლეს. ყველაფერი მით უფრო საეჭვო ჩანს რომ ის გარდაიცვალა კაფეში სადილის დროს. მაგრამ მთავარი ისაა რომ მისი ბიოგრაფიის მრავალი ასე ვთქვათ დეტალი შესაძლებელს ხდიდა მისი ცხოვრების ასეთი დასასრულის პროგნოზს.

სურიკოვი 1992 წლის აგვისტოში აფხაზეთში იყო ქართველთა წინააღმდეგ ტერორის ერთ-ერთი ორგანიზატორი. საბჭოთა სამხედრო დაზვერვა - გრუს სახელით მან გადაიბირა ბასაევი და მისი კრიმინალები და მან ჩააბა ისინი საქართველოს წინააღმდეგ ომში. რამაც დიდი როლი შეასრულს ამ ომის დასრულებაში.  ისი იბირებდა და ქირაობდა სხვა ჩრდილოკავკასიელებსაც, ყაბარდოელებს, ადიღევლებს და სხვ. და აბავდა მათ საქართველოს წინააღმდეგ ომში.
 
მანამდე, 1991 წლის ბოლოს და 1992 წლის დასაწყისში სურიკოვი აქტიურად მონაწილეობდა გამსახურდიას დამხობის მიზნით საქართველოში გადატრიალების გეგმის მომზადებაში და განხორციელებაში.