June 26, 2013

პომერანც-სახაროვის და სოლჟენიცინის დავა-კამათი და ა.შ.

მასალები არა მარტო საქართველოს ნგრევის ისტორიისთვის.
ჩეჩნეთზე წერილის ავტორია სახელგანთქმული მოსკოველი დისიდენტი, ფილოსოფოსი, კულტუროლოგი და პუბლიცისტი, თვითგამოცემებით გავრცელებული ფილოსოფიური ნაშრომების ავტორი გრიგორი სოლომონოვიჩ პომერანცი.


მისმა ნაწერებმა 1960-70-ან წლებში უარმაზარი გავლენა მოახდინეს საბჭოთა ლიბერალების მსოფლმხედველობაზე.

მისი უკვე სტუდენტური ნაშრომი ჩათვალეს ანტიმარქსისტულად და მისი საკანდიდატო დისერტაცია მოსპეს მას შემდეგ რაც ის დაიჭირეს 1949 წელს.1950-53 წლებში გადასახლებული იყო 5 წლით,გაანთავისუფლეს ამნისტიით და 1958 წელს რეაბილიტირებული იყო.

მოკლედ 1918 წელს ვილნოში დაბადებული გრიგორი სოლომონოვიჩი სტაჟიანი ანტისოვეტჩიკი იყო. 

პომერანცზე დიდი გავლენა მოახდინს უნგრეთის 1956 წლის მოვლენებმა და პასტერნაკის დევნამ. მას გაუჩნდა საბჭოთა რეჟიმთან უშუალო, პირდაპირი დაპირისპირების აზრი იატაკვეშეთის ექსპერიმენტის და შეიარაღებულ ბრძოლაში მონაწილეობის ჩათვლით, რა თქმა უნდა თუ კი ასეთი ბრძოლა დაიწყებოდა,
1959-60 წლებში პომერანცის ირგვლივ იქმნება ერთგვარი ნახევრად იატაკქვეშა ფილოსოფიურ-ისტორიული და პოლიტეკონომიური სემინარი //"მსუბუქად კონსპირაციაში მაგრამ არაორგანიზებული"//.