March 13, 2013

პუტინი როგორც ევროპული ლიტერატურის პერსონაჟი:


Немецкий журналист обвиняет Путина в связях с мафией
28.08.2003
გერმანიაში გამოვიდა წიგნი «განგსტერები აღმოსავლეთიდან".

გაზეთი Berliner Zeitung აღნიშნავს ამ ამბავს და ამბობს რომ მისი ავტორი, ფრანკფურტელი ჟურნალისტი იურგენ როტი პირველად წარმოადგენს დაწვრილებით კომპანია სპაგ-ის უკან არსებულ გარემოებებს და ამასთან დაკავშირებით ასევე დაწვრილებით ჩერდება პუტინის კავშირებზე რუსულ მაფიასთან. 

გერმანიის ფედერატულ რესპუბლიკაში  “აღმოსავლეთის განგსტერებს” ყურადღება მიაქციეს წელს 13 მაისს, როდესაც სისხლის სამართლის ფედერალური პოლიციის თანამშრომლებმა შტურმით აიღეს რიელტორის კომპანია St. Petersburg Immobilien und Beteiligungs AG (SPAG)-ის ოფისი ქალაქში მერფელდენ-ვალდორფ (მიწა ჰესენი). ეჭვი ჰქონდათ რომ ეს კომპანია ათეთრებდა ფულს.

იმავე დღეს პოლიციური აქციის შესახებ შეატყობინეს ფედერალურ კანცლერ გერჰარდ შრიოდერს, შესაბამისი შეტყობინება მივიდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც. ჟურალისტის აზრით პოლიციის არაჩვეულებრივი საინფორმაციო პოლიტიკა განაპირობა იმან რომ ამ ოპერაციას შეიძლებოდა მოჰყოლოდა დიპლომატიური გართულებები ვინაიდან ძიება ეხებოდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინის გარემოცვას.