October 23, 2012

ცოტა რამ პერესტროიკის ბულდოზერთა საინკუბაციო პერიოდზე და მათ მომვლელ ძერჟინსკიმენჟინსკი გვიშიანზე:

საბჭოთა კავშირის დამანგრეველ აკადემიკოსებზე:
დღემდე გაუგებარია თუ «საიდან დაიწყო პერესტროიკა» და შემდეგ «სუვერენული» რფ. ვინ იყო მისი ნამდვილი ორგანიზატორი, იდეური შთამაგონებელი, ვინ დააფინანსა საბჭოთა კავშირის ნგრევა.

პერესტროიკის ბულდოზერთა
ინკუბატორი კოსიგინის ოჯახი.
მანდვეა მისი სიძე
ძერჟინსკიმენჟინსკი გვიშიანი.
მაგრამ სისტემის დემონტაჟის შესახებ ცოდნის ნამცეცები ნელ-ნელა გროვდება.
           
საბჭოთა კავშირის ნგრევისთვის ძირითადი კადრები მოამზადა ნახევრად იდუმალმა სისტემური კვლევების საერთოსაკავშირო ინსტიტუტმა (ვნიისი) რომელზეც დიდი მუშაობა გასწია უფლებადამცველმა ოლეგ გრეჩნევსკიმ.
   
ვნიისი გაჩნდა 1976 წლის 4 ივნისს როგორც გამოყენებითი სისტემური ანალიზის საერთაშორისო ინსტიტუტის საბჭოთა ფილიალი. საერთაშორისო ინსტიტუტი,რომლის დამაარსებლებიც იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატები, საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი, კანადა, იაპონია, გერმანიის ფედერატული რესპუბლიკა, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა და ევროპის სხვა ქვეყნები, დაარსდა გაცილებით უფრო ადრე, 1972 წლის ოქტომბერში. ის მდებარეობდა ნეიტრალურ ტერიტორიაზე, ავსტრიაში, ვენასთან არსებულ ლაკსენბურგის სასახლეში.
 
კგბს გენერალი პანოვის თქმით ეს იყო საბჭოთა და დასავლური დაზვერვების პროექტი!!!!
   
რაში დასჭირდა ეს კგბს გასაგებია და აშშ-ს უნდა გამოეგზავნა თავისი აგენტები საბჭოთა აგენტების ბრბოს სათვალთვალოდ.