October 30, 2011

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკა//"ბურუსი"დან//:


ვ. ბაბეს მიერ შედგენილი
 საქართველოს რუქა, 1920 წ.
ამასთან, კავკასიაში იკვეთებოდა დიდ სახელმწიფოთა აშკარა თუ ფარული ინტერესები, რაც მკაფიოდ აისახებოდა საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის პოლიტიკურ სვე-ბედზე.
საგარეო პოლიტიკის სფეროში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმთავრეს ამოცანას მისი სუვერენიტეტის საერთაშორისო ცნობა და აღიარება წარმოადგენდა. ხელისუფლების ძალისხმევაც ამ კუთხით წარიმართა. დამფუძნებელი კრება, საგარეო საქმეთა

October 28, 2011

საჭიროა "მსოფლიო ქაოსის" ახალ საფრთხეთა განჭვრეტა:


 :...ამიერიდან ცხადია ალ-ყაიდასთან დაკავშირებული სუნიტური რადიკალური მიმდინარეობა სალაფი-ჯიჰადის დამხობა, „პოლიტიკური" //პარტიზანული ომები, შეიარაღებული ბანდები// და „რელიგიური" //სხვადასხვა ფანატიზმები, ჯიჰადები// ჰიბრიდების გაჩენა.

თემო ჯაფარიძე,ფიქრები საქართველოზე:

თემო ჯაფარიძე
ქართველის ეროვნულ თვისებრიობას საქართველოს ის მკვიდრები განსაზღვრავენ, რომლებმაც თავიანთი პიროვნება და ცხოვრება ამ ქვეყნის ისტორიის, კულტურისა და ყოფიერების საფუძველზე ააწყვეს. მაგრამ ადამიანის ქართული სახეობის მიზანი ის კი არ არის, რომ მაინცდამაინც ქართველი იყოს, არამედ ის არის მიზანი, რომ თავისი

October 27, 2011

ზოგი რამ ნიჰილიზმზე :


ა ლევ ტოლსტოი
     გი დე მოპასანმა 1880 წლის 21 ნოემბერს დაბეჭდილ ერთ წერილში სიტყვა ნიჰილიზმის გამომგონებლად გამოაცხადა რუსი მწერალი ტურგენევი და თქვა რომ ამ მოძრაობაში არსებობს ახალშობილი სექტა,  „საშიში პარტია“.
    მაგრამ ამერიკაში ამბროზ ბირსმა განსაზღვრა ნიჰილისტი როგორც „ტოლსტოის გარდა ყველაფერი დანარჩენის უარმყოფელი

October 25, 2011

სკვითური ტანგო პარიზში!!! კარგად დიპლომირებული და ნიჭიერი მკვლელის შესახებ.

მარჯვნივ სკვითი პაველ
გორგულოვი სასამართლოზე. 
ის სიკვდილით დასაჯეს
1932 წლის 7 მაისს გარდაიცვალა ტყვიით სასიკვდილოდ დაჭრილი საფრანგეთის პრეზიდენტი პოლ დუმე,75 წლის კაცი  რომელსაც ფრანგები თვლიდნენ რესპუბლიკური და პატრიოტული ღირსებებისა და სათნოებების სიმბოლოდ. მან პირველ მსოფლიო ომში დაკარგა სამი ვაჟიშვილი და  პრეზიდენტად ერთი წელიც არ ყოფილა. მკვლელი იყო რუსი ემიგრანტი პაველ გორგულოვი. ლიტერატორი. მან ფსევდონიმით პაველ ბრედ პარიზში გამოსცა ლექსების კრებული "სკვითების ცხოვრების საიდუმლო".ის წერდა რომანებსაც კაზაკთა ცხოვრების შესახებ, მაგრამ მათ გამოქვეყნებაზე უარი თქვა გამომცემელთა უმრავლესობამ.

October 23, 2011

პარიზის წამლეკავ წყალდიდობებზე-6: 1910 წლის წყალდიდობა:


ადამიანთა მეხსიერებაში ის დარჩა განსაკუთრებულ მოვლენად.
მომასწაველი ნიშნები...
  1909 წლის ზაფხული განსაკუთრებით ცივი და წვიმიანი იყო. 1909 წლის ასევე წვიმიანი,მაგრამ თბილი დასასრულიდან სენას დონემ დაიწყო აწევა...

ბეჩავი ადამიანის ძიებებიდან: რელიგია კაო დაი:

კაო დაის მთავარი
ტაძარი.
 წმინდა ვიქტორ ჰიუგო წერს სიტყვებს ღმერთი და კაცობრიობა, სიყვარული და სამართალი"!!! 
     ესენიც კი  ისე გადარიეს რომ მათ 1992 წელს თავის პანთეონში შეიყვანეს ანდროპოვის კადრი მიხაილ გორბაჩოვი...1920-ან წლებში, როდესაც ვიეტნამი საფრანგეთის კოლონია იყო, ვიეტნამის კოლონიური ადმინისტრაციის დიდმოხელე ვან ჩუნმა გადაწყვიტა მედიტაციისთვის მთაში წასვლა. 1926 წელს,გამოცხადებათა მიღების შემდეგ, მან დაარსა ახალი რელიგია. მას გამოეცხადა უზენაესი არსება //ღმერთი// რომელსაც

October 22, 2011

პარიზის წამლეკავ წყალდიდობებზე-5:მე-19 ს. წყალდიდობები და ჭირხლი!

1802-1803-ის ზამთრის დიდი წყალდიდობა:
1802 წლის წყალდიდობამ საშინელი მოგონებები დატოვა. არ ყოფილა დიდი თოვლი,მაგრამ 6 თვის მანძილზე წვიმები საკმაოდ ხშირი იყო. 9 დეკემბრის ღამით წყლის დონე 6,22 მეტრია. მდინარემ სახლები წალეკა და წაიღო ავეჯი. მეორე დღეს სენას

პარიზის წამლეკავ წყალდიდობებზე-4: მე-18 საუკუნე წყლის ქვეშ:


ლიუდოვიკო მე-14 და კოლბერი,
შარლ ლე ბრანის სურათი             
მე-18 საუკუნე დაიწყო ძალიან ცუდად საფრანგეთში ცნობილი უკანასკნელი შიმშილით  რომელიც გამოიწვია 1708-1709 წლების განსაკუთრებით ცივმა ზამთარმა და მოსავლის დამალპობელი თავსხმა წვიმებით დაღდასმულმა გაზაფხულმა და ზაფხულმა.  წყალდიდობათა წლები ბრუნდება რეგულარული ინტერვალებით,მაგრამ საუკუნის ზოგი ზაფხული იმდენად ცხელია რომ ტემპერატურის რეკორდი ვერ მოიხსნება 300 წლის მანძილზე.

პარიზის წამლეკავ წყალდიდობებზე-3: მე-17 საუკუნე და 1658 წლის წყალდიდობა:


1910 წლის წყალდიდობა პარიზში,
სენ ლაზარის სადგურთან
  
 საუკუნის დასაწყისიდან სენამ ისევ დაიწყო თარეში.
    1613 წლის მაისში, ივნისში და ივლისში ხედავენ მხოლოდ სეტყვას და წვიმას. სენა მუდამ ადიდებულია და ივნისში მოულოდნელად ფარავს გრევის მოედნის დიდ ნაწილს.
    1616 წლის იანვარში ყინულების მტვრევამ გამოიწვია სენ-მიშელის ხიდის ნაწილის მსხვრევა... და სენ-მარსელის გარეუბანში დაინგრა სამი სახლი. კავშირი გაწყდა და ვაჭრობა შეწყდა,სამაგიეროდ გაგრძელდა ქარი და წვიმა.

პარიზის წამლეკავ წყალდიდობებზე-2:

შუა საუკუნეების პარიზის
 ნაშთი, კლიუნის შუა
საუკუნეების ხელოვნების
 მუზეუმი.
მე-15 და მე-16 საუკუნეების ყინვები და წყალდიდობები:
    ეს საუკუნე აღნიშნავს "გამყინვარების მცირე ხანის" ანუ საერთო აციების და მთის რეგიონებში ყინულთა არის გაფართოების დასაწყისს. ეს მცირე გამყინვარების ხანა გაგრძელდება 1950-ან წლებამდე... მე-16 საუკუნის ბოლო 40 წელი მთელ საფრანგეთში ძალიან ცივი იყო.
     შუა საუკუნეების ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ზამთარია 1407 წლის ზამთარი. ყინვა გრძელდება იანვრის ბოლომდე.ხილის ხეები და ვაზები მოისპო. ყველა მდინარე გაიყინა და ეტლებს შეუძლიათ

October 21, 2011

დიდი კატასტროფები პარიზში:

1910 წლის პარიზის 
დიდი წყალდიდობა
   არ ვიცი რაა უფრო დიდი უბედურება, სტიქიური კატასტროფა თუ პერესტროიკა მაგრამ ცხადია ის რომ ყველანაირ უბედურებას ერევა საზოგადოების მყოლი ერი და ხალხი.
    რა არის საზოგადოება? წვრილმან და მსხვილმან ეგოიზმთა დამძლევი და განათლებული თუ ვერა ნამდვილად ნასწავლი და არა უბრალოდ დიპლომირებული ადამიანების კრებული. 
     ფრანგებს ასეთი საზოგადოება საუკუნეების მანძილზე ჰყავდათ და დღესაც ასე თუ ისე ჰყავთ და სძლებენ ჯერ-ჯერობით.

დიადი საბჭოეთ-პოსტსაბჭოეთის ისტორიიდან.

ესაა ბელორუსიის კომპარტიის პირველი მდივანი პეტრე მაშეროვის საფლავი. ის ძალიან უყვარდათ ბელორუსებს და განსაკუთრებით ბელორუს ინტელიგენციას და ითვლება თანამედროვე ბელორუსიის დუძემდებლად. ის უნდა დაენიშნათ საბჭოთა კავშირის პრემიერ-მინისტრად და ითვლებოდა ბრეჟნევის რეალურ მემკვიდრედ. მაგრამ ის დაღუპეს ავტოავარიაში 1980 წლის 4 ოქტომბერს. მის მანქანას რომელსაც ახლდა მილიცია მოულოდნელად შეასკდა კარტოფილით დატვირთული სატვირთო მანქანა. მაშეროვი რა თქმა უნდა ვერ გადარჩა. გზა გაეხსნა

ევროპელების საფიქრალი: რა საჭიროა ზოგადი განათლება?


კითხულობს რაბლე,
მე-17 საუკუნის ნახატი.
 უნდა იყოს თუ არა ადამიანი განათლებული? ამ კითხვის დასმაც უწესობად ჩანს საფრანგეთში სადაც ესოდენ დიდ ნიშვნელობას ანიჭებენ ზოგად განათლებას.

   ეს კითხვა დასვა კვებეკის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ერთმა პროფესორმა პატარა პამფლეტში რომელიც გვაიძულებს დავფიქრდეთ იმაზე თუ რას ველით კულტურისგან.
ნორმან ბალარჟეონის თქმით საფრანგეთზე გზად გამავალმა უცხოელმა შეამჩნია ფრანგულ წიგნის მაღაზიებში ზოგადი განათლებისადმი,ზოგადი კულტურის სახელმძღვანელოთა დიდი

October 20, 2011

მუსიკა ახალისებს ტვინს,აზროვნების უნარს:


საფრანგეთი-მუსიკა-საგანგებო 
24-საათიანი რადიოპროგრამა 
კლასიკური მუსიკის 
მოყვარულებისთვის,
მუსიკის მოსმენა თუ რაიმე მუსილალურ ინსტრუმენტზე დაკვრა ავითარებს გონებრივ შესაძლებლობებს:
  შაბათობით საღამოობით საოჯახო სახლის გარაჟში  მარტინი გიტარაზე და ლეა მიკროფონთან იმეორებენ მათ ნაწილებს. მართალია რომ ისინი ცოტა აყრუებენ მათ მშობლებს, მაგრამ მიზანი კარგია. ახალგაზრდები იღებენ დიდ სიამოვნებას და ამასთან  ავარჯიშებენ და ავითარებენ მათ ტვინს!
სწორედ ეს დაასკვნეს ნეიროსწავლულებმა ათი წლის გამოკვლევათა შემდეგ:
მუსიკა ავითარებს გონებრივ შესაძლებლობებს.   
ეს აღმოჩენა გამოქვეყნდა 1993 წელს ბრიტანულ ჟურნალში Nature გამოქვეყნებულ წერილში „Music and tasc oerformances".

October 18, 2011

ბლოგი „ტაბულა არტი“: ინტერვიუ გრიგოლ რობაქიძესთან

გიორგი გძელიძე
06 იანვარი 2011
საშინელ ხანაში ვცხოვრობთ. მსოფლიო მოსალოდნელ და მოულოდნელ მოვლენათა სათამაშო ასპარეზს წარმოადგენს. განჭვრეტა ჟამთა ცვლილებათა არავის ძალუძს. კაცობრიობას დღეს არ ამოძრავებენ დიდი, საწაულ-მოქმედი იდეები, ღვთაებრივი ცეცხლი ყველგან კლებულობს, დაუცხრომელი დემონი მთელ სამყაროს დაუფლებით ემუქრება.

October 14, 2011

აფხაზეთიდან და შიდა ქართლის მთიანი ნაწილიდან გაძევებული ქართველები საქართველოში საერთოდ ვეღარ პოულობენ ადგილს და თავშესაფარს უცხოეთში ითხოვენ!!!


ГРУЗИНСКИЕ ИЗГНАННИКИ В ПОИСКАХ РОДИНЫ

31 января 2011, 12:29
Радио ЭХО МосквыКроме убитых и раненных, без которых не обходится ни одна война, печальными последствиями попыток кровавого передела территорий по всему миру становятся беженцы и вынужденно перемещенные лица. Грузия получила сотни тысяч вынужденно

October 12, 2011

ოსების ჩამოსახლება ქართლში,ისტორიული მიმოხილვა ზ. ჭიჭინაძისა.:


ტფილისი, სახელმწიფო სტამბა,1916.
«ხელოვნება», თბილისი, 1990.

ოსების ჩამოსახლება ქართლში
თამარ მეფის მიცვალების შემდეგ, ქართველებს ბევრი გარეული მტერი აუტყდათ, ესენი საქართველოს მოსვენებას აღარ აძლევდნენ, ამიტომაც ქართველთ აღარ აქვნდა დრო, რომ თავიანთ მეზობელ ოსებისთვის ისეთი მფარველობა გაეწიათ, როგორც ეს იყო ბაგრატ მეოთხის დროდამ მოყოლებული თამარ მეფის გადაცვალებამდე.

October 11, 2011

ქართველების მიერ ცოტა მივიწყებული თარიღი,,,



20 Июня 2011 13:29
Загадки Грузии. Часть 5.Посланник Гитлера из Тифлиса

ვერნერ ფონ შულენბურგი რკინის ჯვრის ქვეშ თამარ მეფის ორდენით
მწერალი და ჟურნალისტი იგორ ობოლენსკი, საქართველოს საიდუმლოებები-5. ჰიტლერის ელჩი ტფილისიდან//2011 წლის 20 ივნისი//.
 ზუსტად ასი წლის წინ ტფილისში ჩამოვიდა კაცი რომელმაც სცადა მსოფლიო ისტორიის შეცვლა.
მას ერქვა ვერნერ ფონ შულენბურგი. მისი უდიდესი ოცნება იყო არდაშვება ტრაღედიისა რომელიც მოხდა 1941 წლის 22 ივნისს.ის დაიბადა 1875 წელს

October 9, 2011

საბჭოთა კაპიტალიზმის ისტორიიდან...


ნოსფერატუ
მოსკოვის ძველი მოედანი ანუ სტარაია პლოშჩად 4,საბჭოთა კავშირის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის შენობა,საბჭოთა კაპიტალიზმის გენშტაბი,ეხლა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაცია...          
როგორ ქმნიდნენ საბჭოთა კაპიტალიზმს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია და კგბ...
1991 წლის 26 აგვისტოს თავისი ბინის ბალკონიდან ისკუპა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის საქმეთა მმართველმა ნიკოლაი ეფიმოვიჩ კრუჩინამ რომელმაც სკუპის წინ დატოვა შემდეგი შინაარსის ბარათი:
   " მე არა ვარ შეთქმულების მონაწილე,მაგრამ ლაჩარი ვარ,შეატყობინეთ ეს თუ შეიძლება საბჭოთა ხალხს".

October 6, 2011

გაბრაზებული თანამედროვე ევროპელი ფილოსოსოფოსის ფიქრები:არის კი მორალური პროგრესი ისტორიაში?

ლიუკ ფერი
შოთა გადაცემს თავის ვეფხისტყაოსანს თამარს, მიხაი ზიჩის ნახატი " უსაშველოა. ამაოა ნაკლებად საკამათო სტატისტიკისა და ფაქტების მოყვანა. იმის შეხსენება რომ დღევანდელი საეჭვო ამბების მიუხედავად კორუფცია წარსულში შეუდარებლად დიდი იყო.
      დასავლეთში,როგორც მემარჯვენეებში ისე მემარცხენეებში ვრცელდება მორალური დაცემა-დაკნინების განცდა.
     მემარჯვენეები შეგნებულად ინარჩუნებენ ბრწყინვალე წარსულის ხატს. "ქება-დიდება წარსულს", ასე ქვია ანტიკური ხანის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი მკვლევარი ლუსიან ჟერფაგნონის

October 5, 2011

ილია ჭავჭავაძე


ილია ჭავჭავაძე (დ. 8 ნოემბერი, 1837, სოფელი ყვარელი ― გ. 12 სექტემბერი, 1907, წიწამური), დიდი ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს 1861—1907 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი.

ადამიანის უძვირფასესი საუნჯე მისი ვინაობაა.

ადრიდა ავად თუ კარგად ჩვენ ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს, მით იყვის უკეთ.

ავი კაცი რამდენადაც მეცნიერია, დიდი სწავული, იმოდენად უფრო ძლიერ საშიშია, უფრო ძლიერ მავნებელია.