October 22, 2011

პარიზის წამლეკავ წყალდიდობებზე-3: მე-17 საუკუნე და 1658 წლის წყალდიდობა:


1910 წლის წყალდიდობა პარიზში,
სენ ლაზარის სადგურთან
  
 საუკუნის დასაწყისიდან სენამ ისევ დაიწყო თარეში.
    1613 წლის მაისში, ივნისში და ივლისში ხედავენ მხოლოდ სეტყვას და წვიმას. სენა მუდამ ადიდებულია და ივნისში მოულოდნელად ფარავს გრევის მოედნის დიდ ნაწილს.
    1616 წლის იანვარში ყინულების მტვრევამ გამოიწვია სენ-მიშელის ხიდის ნაწილის მსხვრევა... და სენ-მარსელის გარეუბანში დაინგრა სამი სახლი. კავშირი გაწყდა და ვაჭრობა შეწყდა,სამაგიეროდ გაგრძელდა ქარი და წვიმა.
...1651 წელს სენამ კიდევ წაიღო ხიდები...მაგრამ ეს წვრილმანი ამბები იყო...

   1658 წლის უზომო უბედურება:

   1658 წლის 27 თებერვლის წყალდიდობა პარიზში მომხდარი ერთ-ერთი უდიდესი წყალდიდობაა და ის დაამახსოვრდათ როგორც დიდი საშინელება.

   1657 წლის 20 დეკემბრიდან ერთმანეთს მოსდევს თოვლი,წვიმა და სეტყვა. სენას დონემ მიაღწია 8,96 მეტრს. 1 მარტის ღამით სენას ძლიერმა დინებამ წაიღო მარიამის ხიდის ორი თაღი. იმ დროს ხიდები გადახურული იყო და მათზე იდგა შენობები და დუქნები და ამიტომ 20-დე შენობა დაინგრა,დაიღუპა 20 კაცი....22 სახლი ისეთი გრიალით დაინგრა და ჩავარდა წყალში რომ ირგვლივ მცხოვრებთ ეგონათ რომ ისინი მოყვნენ ნანგრევებში. ფიქრობენ რომ წყალმა წაიღო 120 კაცი....

   1658 წლის კატასტროფა ისე მწარედ დაამახსოვრდათ რომ მომავალი წყალდიდობების შიშით 1740 წელს დაანგრიეს სხვა სახლებიც.

   წყალმა დატბორა ქალაქის ნახევარი,ყველაზე ხალხმრავალი ქუჩები//სენ მარტინის,სენ დენის,სენ ანტუანის და სხვ. ქუჩები// ისევე როგორც სენ ბერნარის მთელი კვარტალი. წაილეკა ქალაქის დიდი ნაწილები....

   სახლებში მოხვედრა ამიერიდან შეიძლება მხოლოდ ნავებით და ფანჯრებიდან ვინაიდან წყალი მიადგა მეორე სართულებს. ბევრი ღარიბი სიკვდილს გადაარჩინეს მღვდლებმა და ქველმოქმედებმა რომლებიც მათ აწვდინენ სურსაღ-სანოვაგეს... 

No comments:

Post a Comment