July 31, 2013

სუპერტერორისტები: ლენინი, სტალინი, ნესტორ ლაკობა, კამო....

სუპერტერორისტები - მიქოიანი,
სტალინი, ორჯონიკიძე, ტფილისი, 1925
ბოლშევიკთა მხეცობების ისტორიიდან:
ესერების მსგავსად ბოლშევიკებიც ფართოდ იყენებდნენ ტერორს.

ბოლშევიკებმა შექმნეს თავისი მებრძოლი ორგანიზაცია რომელსაც დაარქვეს «მებრძოლი ტექნიკური ჯგუფი». »ტექნიკური ჯგუფი ცენტრალურ კომიტეტთან», »სამხედრო-ტექნიკური ჯგუფი».


1905 წლამდე ტერორის მოწინააღმდეგე ლენინი 1905 წელს გადაიქცა ტერორის გააფთრებულ მომხრედ .

ლენინი ყველაზე მიზანშეწონილად მიიჩნევდა ყველაზე რადიკალურ და მხეცურ მეთოდებს.

ანა გეიფმანს მოყავს დოკუმენტები რომელთა თანახმადაც ბოლშევიკთა ლიდერი მოუწოდებდა რევოლუციური არმიის ყველანაირი ზომის და სულერთია როგორ
//თოფით, რევოლვერით, ყუმბარით, კასტეტით, ჯოხებით, ცეცხლის წასაკიდად ნავთით გაჟღენთილი ჩვრით// შეიარაღებული მინიმუმ ორ-სამ კაციანი ჯგუფების //ბანდების// შექმნისაკენ.

ლენინი მზად იყო ესერებზე უფრო შორს წასასვლელადაც...

ლენინი ამტკიცებდა რომ ბოლშევიკთა ბანდები ყველანაირ საშუალებას უნდა იყენებდნენ აქტიური მუშაობისთვის ანუ ადამიანების ხოცვა-ჟლეტა-ძარცვცისთვის და ქვეყნის ნგრევისთვის.

July 25, 2013

რა უქნეს ჩუქჩებს ბოლშევიკებმა.მათი მემკვიდრე საბჭოთა დემოკრატები ალბათ ამას უპირებენ ქართველებსაც

რომანოვთა იმპერიამ ვერაფერი უქნა მათ, ბოლშევიკები კი გეგმაზომიერად სპობდნენ ჩუკჩების საუკეთესო ადამიანებს, შამანებს, უხუცესებს და ტრადიციების და ეთნიკური სულის სხვა მატარებლებს. ცხოვრების ტრადიციული წესის მსხვრევამ და მოსპობამ დაასუსტა ჩუკჩების ჯანმრთელობა და სული.


ბოლშევიკური პროპაგანდა კი ბოლშევიკების მიერ მომსპარ ჩუკჩებს ანეგდოტების მეშვეობით აცხადებდა რეგვენებად და დებილებად.

ჩრდილო-აღმოსავლეთ ციმბირში ყველაზე მებრძოლი ხალხები იყვნენ მომთაბარეები და მათ შორის თავისი მებრძოლი თვისებებით გამოირჩეოდნენ ჩუკჩები რომლებიც ამარცხებდნენ არა მარტო ადგილობრივი ხალხების ლაშქრებს არამედ რუსეთის იმპერიის კოლონიალურ ჯარებსაც.

ჰავა უფრო რბილი რომ ყოფილიყო ჩუკჩები ალბათ შეასრულებდნენ ვიკინგების როლს.

ამ თვისებებით ჩუკჩები ჯობდნენ ჩრდილო-აღმოსავლეთი აზიის სხვა ხალხებს. მონღოლოიდებს შორის ისინი გამოირჩეოდნენ მასიურობით, სიმაღლით, ფართო ბეჭებით, დიდი სახით,ზოგჯერ კეხიანი ცხვირით, ულვაშებით, მუქი შავი თმებით.
ჩუკჩები ძლიერები და ამტანები იყვნენ. მათ ჰქონდათ ვარჯიშის გამორჩეული სისტემა და განვითარებული სამხედრო და საბრძოლო ხელოვნება. ჩუკჩას შეეძლო მთელი დღე სირბილი დაღლის გარეშე .

ჩუკჩები ამზადებდნენ აბჯარს, იარაღს, მათ ჰქონდათ ინფორმაციის გადაცემის სისტემა. მომთაბარე ჩუკჩებს გამოარჩევდა სიმამაცე და მებრძოლი ხასიათი.

მათ გამოარჩევდა ძველი კულტურა //ეკვენის სამაროვანი//, რთული ხელოვნება, ზეპირსიტყვიერება, ცხოვრების მაღალი დონე, შედარებით ნაკლები ავადმყოფობები, სიცოცხლის უფრო დიდი ხანგრძლივობა.