September 5, 2012

ვაინახთა ტრაგედია: აული ხაიბახი. წარსული ბრუნდება?..

ეპიგრაფის სანაცვლოდ:
 ,,..ადამიანური მეხსიერება ვერ იტევს ისეთი ძალის მწუხარებას, ისეთი მასშტაბის ტრაგედიას, როგორიც ბოლშევიკებისაგან წილად ხვდა რუსეთის იმპერიის ხალხებს. და ამიტომაც ჯალათები ადვილად გაურბიან შურისძიებას, და უკვე მომდევნო თაობა იგივეს განმეორებისთვის არის განწირული. ჩვენ მოვალე ვართ, რათა  ძველი და ახლები ბოროტმოქმედნი პასუხისგებაში მიეცენ, რათა ყოველმა მომდევნა მმართველმა იცოდეს, თუ რითი ემუქრება მას დანერგილი დესპოტიზმი...“ (სერგეი მელნიკოვი)(Сергей Мельникофф).

,,სტალინელმა ჯალათებმა ბერიას სახელობის საჯინიბოში (ბედის ირონიით ასე ეწოდებოდა კოლმეურნეობის ნაგებობას) ჩაკეტეს ახლო-მახლო მდებარე სოფლის მცხოვრებნი და ცოცხლად დაწვეს ისინი. როდესაც საჯინიბო ცეცხლში გაეხვა და შიშისგან გონებაარეული ხალხის მიწოლით დაემხო ჭიშკარი, შეაყენეს ავტომატები: ხალხს მიბრჯით ხვრეტდნენ. დედების მხრიდან, ცეცხლისგან გადარჩენის მიზნით, კარებს გარეთ ნასროლ ბავშვებს წითელარმიელები ხიშტებზე აგებდნენ. ჯერ კიდევ ხრჩოლავდნენ დამწვარი გვამები, როცა მოსკოვში მიფრინავდა შეტყობინება:
,, სსრკ-ის შინაგან საქმეთა ნარკომ ამხანაგ ლ.პ. ბერიას. მხოლოდ თქვენთვის. ტრანსპორტირების შეუძლებლობისა და ოპერაცია ,,მთები“-ის ვადაში ქედუხრელად შესრულების მიზნით, იძულებული ვიყავით ხაიბახის 700-ზე მეტი მაცხოვრებლის ლიკვიდაცია მოგვეხდინა. ქ. გროზნო, შსს, პოლკოვნიკი გვიშიანი.“