March 18, 2011

კაკის საზოგადოება

 კაკის საზოგადოება, თეთრ წვერში მირზა
 მღვდელი (მიხეილ ყულოშვილი)

მოსე ჯანაშვილი – Mose Janashvili (1855-1934)



ქართული სული
ისევ ამოძრავდა ქართული სული. სწორედ 26 ვარდობისთვიდან იწყო ვარდივით ფშვა.
არემარეს მოჰფინა სურნელება, დამატკბობელი გამხარებელი გულისა.
ჩაედგა სული კლდეს, მთას, ბარს, უტყვს, მეტყვს.
ქართული სული უკვე დაქროლავს მატარებლით, მოსცურავს ნავით, მოზუზუნებს მავთულით, მოსჩქეფს მდინარის მჭევლზე, მოფრინავს ზენაქარზე, წკრიალებს ურმულში, გუგუნებს ჰოპუნასა და მრავალჟამიერში.