August 30, 2012

ალეკსანდრ პერეჩნი ჰამერის მიერ აშენებული საბჭოთა კავშირზე

ოდნავ შემოკლებით.           
ბრეჟნევი და არმან ჰამერი
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკანასკნელმა აღიარა ბოლშევიკთა მთავრობა-1933 წელს. მაგრამ კაპიტალიზმის ბურჯი მუშათა და გლეხთა სახელმწიფოსთან განუწყვეტლად  ურთიერთობდა ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ.               
სამოქალაქო ომის და ნეპის დროს შუამავალი ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის იყო ლენინის ნდობით აღჭურვილი ამერიკელი მეწარმე არმანდ ჰამერი.
   
საბჭოთა ხანაში იყო გამოცანა-ილიჩიდან ილიჩამდე ინფარქტისა და პარალიჩის გარეშე.
პასუხი-საბჭოთა მეურნე ანასტას მიქოიანი, ადამიანი და ძეხვის ქარხანა.
         
რმანდ ჰამერმა მიქოიანსაც კი აჯობა. მან ინფარქტის გარეშე იცხოვრა ლენინიდან გორბაჩოვამდე,პერესტროიკის დაწყებამდე.
         
მიქოიანი და ჰამერი აქტიურად და ნაყოფიერად თანამშრომლობდნენ. ვაჭრობის სახალხო კომისარი მიქოიანი დაუღალავად ყიდიდა დასავლეთში შედევრებს რუსეთის მიზეუმებიდან და არმანდ ჰამერი დიდი სიამოვნებით ყიდულობდა მათ. მიქოიანი მათ კაპიკებად ყიდიდა. 

"ბედნიერი" საბჭოეთის უბედური 1922 წელი გპუს თვალით:

მასალები დელენინიზაციისთვის.
ვოლგისპირეთისთვის ეს წელი დაიწყო საშინელი შიმშილით. ვითომ მუშათა და გლეხთა სახელმწიფოს ამ რეგიონის გლეხობას თავს დაატყდა საშინელი უბედურება და ტანჯვა.
         
თათრესპუბლიკა. 1 იანვარისთვის შიმშილობდა 1929 556 ადამიანი. იზრდებოდა სიკვდილიანობის პროცენტი. ხუთ კანტონში ერთ კვირაში შიმშილით დაიღუპა б535 კაცი, დაავადდა 34405 კაცი.
 
20 იანვარი. სამარას გუბერნია. დამშეულმა გლეხობამ შეჭამა ყველა სუროგატი, კატები, ძაღლები, თხრიან საფლავებიდან და ჭამენ მიცვალებულთა გვამებს. ლუგაჩევის და ბუზულუკის უეზდებში იყო კაციჭამიობის არაერთი შემთხვევა. ლიუბიმოვკას ვოლაღმასკომის წევრების თქმით კაციჭამიობა იღებს მასობრივ სახეს. ხდება კაციჭამიების იზოლაცია.

3 თებერვალი. ჩუვაშეთის ოლქი. შიმშილი ძლიერდება. მოსახლეობის განწყობილება დაკარგულია. მთელი ოჯახები იკლავენ თავს. ვრცელდება საკვების ქურდობა.

August 28, 2012

მოძმე საბჭოთა დემოკრატები ცდილობენ საქართველოსთანაც ახალი კონფლიქტის გაჩაღებას:

Албано-Удинская Христианская Община
Азербайджанской Республики
Международная научно-практическая
конференция  «Удины: вчера, сегодня
и завтра» 27.04.2012г.
ყარაბაღის, კახის, ლაჩინის, ქელბაჯარის და ყაზახის ზოგიერთი ეკლესიები წარმოადგენენ უდელთა ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობას და ეს ეკლესიები  უნდა ეკუთვნოდეთ მათ. ,,აგრეთვე ისტორიულ სიმართლეს წარმოადგენს ის, რომ ქართველების მიერ დავით გარეჯის მონასტრად წოდებული ძეგლი, სინამდვილეში უძველეს ალბანურ ეკლესიას“წარმოადგენს, - ამბობს რ. მობილი....რ. მობილის დიდი ბაბუა იყო უდი მღვდელი, ახლა კი სოფელ ნიჟში არ არის არც ერთი მღვდელი.


უძველესი ეკლესიის აღორძინება. ემილ ჰუსეინოვი
,,უდური ქრისტიანული თემის თავმჯდომარემ, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის გაბალის რაიონის სოფელ ნიჟში ალბანური ეკლესიის აღდგენის საქმეში, დაისახა დიდი და ამბიციური ამოცანა - აღადგინოს უდების რელეგიური უფლებები.

August 27, 2012

ფსიქოლოგიური ომის მამა სუნ ძუს დარიგებებიდან:

1. ვნახოთ თუ რა ხერხებს იყენებენ ზოგიერთები  ევროპისა და აზიის საბჭოთა თუ ჩეკისტური რესპუბლიკების კავშირის ასაშენებლად. 

მოსპეთ, დაალპეთ და გააუფასურეთ ყველაფერი რაც კი კარგია თქვენი მოწინააღმდეგის ქვეყანაში.... გააკეთეთ ყველაფერი თქვენი მტრების ტრადიციების და რწმენის გასაუფასურებლად...

სუნ ძუ, ძვ.წ. მეექვსე ს.
ვნახოთ თუ რას იყენებენ  არა მარტო საქართველოს მტრები ევროპისა და აზიის საბჭოთა თუ ჩეკისტური რესპუბლიკების კავშირის ასაშენებლად.

1.მოსპეთ, დაალპეთ და გააუფასურეთ ყველაფერი რაც კი კარგია თქვენი მოწინააღმდეგის ქვეყანაში.

2. მოწინააღმდეგი გამოჩენილ მოღვაწეებს ჩაადენინეთ დანაშაული და აქციეთ ისინი დამნაშავეებად.
 

3. ძირი გამოუთხარეთ მოწინააღმდეგის ხელმძღვანელობის პრესტიჟს და საჭირო დროს შეარცხვინეთ ის საჯაროდ. 

4. ამ მიზნით ითანამშრომლეთ ყველაზე გახრწნილ-გათახსირებულ ადამიანებთან.

August 17, 2012

ესეც ევროპაა, საინტერესო ამბების სამყაროდან, ფრთხილად კატასტროფებთან:



სტრასბურგის სასამართლომ უკვე დაგმო ორი სახელმწიფო რომელთაც არ დაიცვეს თავისი მოქალაქეები ბუნებრივი კატასტროფისგან მაშინ როდესაც მათ იცოდნენ ამ საფრთხის არსებობის შესახებ.

ბოლო შემთხვევა რუსეთში თარიღდება 2008 წლით: მომაკვდინებელი ზვავები არ ქცეულა ძიების ობიექტად. ადამიანები არ იცნობდნენ ევროპის ამ კანონმდებლობას, არადა ის წინ მიდის.

მე მაქვს მეორე იმედი. ესაა ბუნებრივი გარემოს და ჯანდაცვის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო, ის უკვე მზადდება. მისი ბინა იქნება ვენეციაში. მე ვფიქრობ რომ ის შეიქმნება მომავალ წლებში. შეხედეთ ჩერნობილს, ფუკუშიმას, ზღვების დაბინძურებას....ერთი სასამართლო გაიმართება იტალიაში, ერთიც ალბათ საფრანგეთში.

ლაპარაკია ჩვენს დედამიწაზე და ჩვენს გადარჩენაზე,ცალ-ცალკე,განმარტოებით, წინ ვერ წავალთ."// Marie-Odille Bertella-Geffroy,17.12/11. France Culture papiers,გვ.106,2012 წლის გაზაფხული.//

ბორის ბრინი, "სისხლიანი საუკუნის დემონები", ნიკტუშკა:

მას 35 წელი მფარველობდა სტალინი. ის იყო საბჭოთა კავშირის მთავარი ჯალათი. იაგოდასა და ეჟოვის ზურგს უკან დამალული ხრუშჩოვი აწყობდა რეპრესიება და "პროცესებს", ხელმძღვანელობდა "სამეულებს". მან   სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა ათობით ათას ადამიანს. მან მოსპო საქართველოს და უკრაინის დამოუკიდებლობა. ის ხელმძღვანელობდა "განთავისუფლებულ ტერიტორიათა წმენდას" და მასობრივ დახვრეტებს. აწყობდა გენერლები ვატუტინის, სვერჩევსკის და სახვა გამოჩენილ მოღვაწეთა მკვლელობებს. მან შეთითხნა მრავალი სისხლიანი " საქმე", ის თანამშრომლობდა გესტაფოს შეფ მიულერთან და მან გასწირა მილიონზე მეტი საბჭოთა ჯარისკაცი,ა კიევის და ხარკოვის ოპერაციებში. გასწირა ასობით იატაკქვეშელი და პარტიზანი, მონაწილეობდა ებრაელთა მოსპობის ორგანიზაციაში. მოკლა თავისი შეფი და 10 წელი აძრწუნებდა მსოფლიოს. გასრისა დემონსტრაციები თბილისში, ტემირტაუში და ნოვოჩერკასკში. მან შექმნა კგბ...

August 15, 2012

ხორვატიის ყოფილი პრეზიდენტი //2000-2010// სტეპან მესიჩი.

"უნდა ვენდოთ კოლექტიურ გონიერებას":
ეს ინტერვიუ გამოქვეყნდა ფრანგ კათოლიკეთა გაზეთში " La Croix" "ჯვარი ",2012 წლის 15 ქგვისტოს, ოთხშაბათის ნომერში.  ინტერვიუს ფრაგმენტის თარგმანი: 

- რას ნიშნავს თქვენთვის სიტყვა "შერიგება"?

-კონფლიქტის მიზეზები არ ყოფილა არც ხალხთა ცუდი ურთიერთობა და არც რელიგიური მოსაზრებები.

მთავარ დამნაშავე სლობოდან მილოშევიჩს სურდა იუგოსლავიის ნანგრევებზე დიდი სერბეთის აგება. ფრანიო ტუჯმანი თავის მხრივ ფიქრობდა ხორვატიის ცოტა გაფართოებაზე. არადა ომების დამთავრების შემდეგ საზღვრები მილიმეტრითაც არ შეცვლილა.

ამდენი უსარგებლოდ დაღვრილის სისხლის მერე მილოშევიჩის და ტუჯმანის სცენიდან წასვლის შემდეგ ელიტები ფიქრობდნენ იმაზე თუ როგორ უნდა შეეხედათ მომავლისთვის და როგორ უნდა წასულიყვნენ ამ მომავლისკენ.

ჩემის აზრით სამართალმა თავისი საქმე უნდა აკეთოს პასუხისმგებლობის ინდივიდუალიზაციით. სამართალი ხელს უწყობს შერიგებას იმდენად რამდენადაც აცხადებს რომ ხალხები არ არიან დამნაშავეები. როდესაც დანაშაული ჩადენილია დამნაშავეს და მსხვერპლს აქვთ სახელი და გვარი. შემდეგ პოლიტიკურმა ლიდერებმა კონსტრუქტიული პოლიტიკით უნდა განავითარონ რეგიონის ქვეყნების ურთიერთობა....

August 12, 2012

ცოტა მოძველებული და არასრული ცნობები იმაზე თუ როგორ ცვლის ევროპას პერესტროიკა

Cover (12/08/1998)" რუსების მიერ ევროპის უხმაურო,   "მცოცავი" დაპყრობა იძენს სულ უფრო და უფრო დიდ მასშტაბებს. ეს "დაპყრობა" ხდება 2 დიდი ნაკადით. ერთის მხრივ მიდიან შედარებით ნაკლების მქონე და ზოგჯერ უბრალოს ღარიბი ადამიანები რომლებიც გაურბიან მზარდ ეკონომიკურ სიძნელეებს და შესაძლო სოციალურ რყევებს. ეს ხალხი უმთავრესად მიდიან სოციალური დახმარებების ძიებაში ან ამერიკის შეერთებულ შტატებში. მათმა რაოდენობამ დასავლეთ გერმანიაში გადააჭარბა ას ათასს. მათ შორის არიან გერმანიაში ოჯახებით თვითნებურად დარჩენილი დაახლოებით ათასი ყოფილი რუსი სამხედრო.
      
მეორეა შეძლებული ხალხის ნაკადი. ამ ხალხის განსახლების გეოგრაფია ბევრად უფრო დიდია. მარტო ლონდონში უკვე ცხოვრობს სამოცდაათ ათასზე მეტი რუსეთელი.  ამასთან მრავალი მათგანი ცხოვრობს ლონდონის ყველაზე მაღალპრესტიჟულ და ამდენად ყველაზე ძვირ კვარტალებში. რუსეთელებში ყველაზე პოპულარულია რაიონი  Kensington Palace Gardens,რომელსაც ლონდონელები უწოდებენ მილიონერთა ქუჩას. 
          
ესაა მდიდრული საკუთრედების და სასახლეების რაიონი. ამ სასახლეებს შორისაა კენსინგტონის სასახლე სადაც ცხოვრობდა პრინცესა დიანა და მსოფლიოში უმდიდრესი კაცის,ბრუნეის პრინცის სასახლე. 
              
კენსინგტონის სასახლის პირდაპირ არის სუპერთანამედროვე დიდებული შენობა რომლის ბინების ფასიც მერყეობს 3 მილიონ ათ მილიონ ფუნტ სტერლინგს შორის. 

August 11, 2012

საქართველოს ნაღვლიანი და სამწუხარო ისტორიებიდან:

Добавьте подпись
"ბოლშევიკებთან კარგი ურთიერთობის გამო პაოლო იაშვილს, ტიციან ტაბიძეს, გრიგოლ რობაქიძეს სასტიკად აკრიტიკებდა კონსტანტინე გამსახურდია. მათ წლების განმავლობაში ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ და არც ესალმებოდნენ ერთმანეთს."
ჟურნალი თბილისელები, 2010, ნომერი 52 
როგორ შეაპარა პაოლო იაშვილმა დაშლილი სანადირო თოფი მწერალთა კავშირის შენობაში და თვითმკვლელობა ამ თოფით ჩაიდინა 
2011-02-07
ეკა სალაღაია

ბრწყინვალე პოეტის, საზოგადო მოღვაწის, უბადლო თამადის, წარმოსადეგი, მჭევრმეტყველი მამაკაცისა და უბრალოდ, პოპულარული პაოლო იაშვილის ცხოვრება 45 წლის ასაკში თვითმკვლელობით დასრულდა მწერალთა კავშირის შენობაში. ამ ამბავთან დაკავშირებით ჩვენს ინტერვიუში პროფესორი სოსო სიგუა გვესაუბრება.

– 1937 წლის ივლისში ცნობილმა ქართველმა პოეტმა, პაოლო იაშვილმა საქართველოს მწერალთა კავშირის შენობაში თავი მოიკლა. თვითმკვლელობა მოხდა მაშინ, როდესაც სხდომა მწერალთა კავშირის კლუბში მიმდინარეობდა. მე, ამ ამბავთან დაკავშირებით მახსოვს უფროსი თაობის მწერალთა გადმოცემები. ისინი იხსენებდნენ, რომ იმხანად მწერალთა კავშირის შესასვლელში მდგარა მილიციელი, რომელიც შენობაში არავის უშვებდა, ვინც კავშირის წევრი არ იყო. პლუს ამას, ამოწმებდნენ, თუ რა შეჰქონდათ დაწესებულებაში შემსვლელთ. ამიტომაც, პაოლო იაშვილს სანადირო თოფი დაშლილი შეუტანია მწერალთა კავშირის შენობაში.

სიმონ ჩიქოვანი მოგონებაში წერს: „სხდომა დაწყებული იყო და პაოლო იაშვილი შემოვიდა. დამიჯდა, მელაპარაკა სხვადასხვა თემაზე, თან დროდადრო მიმეორებდა: მე მართალი ვარ, იცოდეო. მერე, სხვასთან გადაჯდა და იმასთან დაიწყო საუბარი“.

August 10, 2012

გორბაჩოვი: "მინდოდა კომუნიზმის მოსპობა და მის მიერ შექმნილი საბჭოთა კავშირის შენარჩუნება": ":

სიტყვა სემინარზე თურქეთის ამერიკულ უნივერსიტეტში.
ემი ცხოვრების მიზანი იყო კომუნიზმის, ადამიანებზე აუტანელი დიქტატურის მოსპობა.
მე მთლიანად დამიჭირა მხარი ჩემმა ცოლმა რომელიც ჩემზე ადრეც კი მიხვდა კომუნიზმის მოსპობის აუცილებლობას. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად ვიყენებდი ჩემს მაღალ მდგომარეობას პარტიაში და ქვეყანაში. სწორედ ამიტომ მიბიძგებდა მუდამ ჩემი ცოლი ქვეყანაში სულ უფრო და უფრო მაღალი ადგილის დაკავებისკენ.
და როდესაც პირადად გავეცანი დასავლეთს მივხვდი რომ ვერ ვიტყვი უარს დასახულ მიზანზე. და დასახული მიზნის მისაღწევად მე უნდა შემეცვალა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის, საბჭოთა კავშირის და ყველა სოციალისტური ქვეყნის ხელმძღვანელობა.

ჩემი იდეალი მაშინ იყო სოციალ-დემოკრატიული ქვეყნების გზა. გეგმიური ეკონომიკა არ იძლეოდა სოციალისტური ბანაკის ხალხების პოტენციალის რეალიზაციის საშუალებას და მხოლოდ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა მისცემდა ჩვენს ქვეყნებს დინამიურად განვითარების შესაძლებლობას.

August 6, 2012

როგორ გამოაცხადა სტალინმა ქართველები დამნაშავე ხალხად:

„ქართველები მებრძოლი შოვინისტები არიან – ისინი საშინლად ავიწროებენ სხვებს: სომხებს, აზერბაიჯანელებს, აფხაზებს, აჭარლებს, ოსებს; ქართველები არა ეროვნება, არამედ კონგლომერატია; საქართველოს არ შეუძლია რუსეთის გარეშე არსებობა“.

სტალინს ხელებს უკოცნიან.
მჭედლიშვილი
საქართველო ბოლშევიკური ტირანიის უღელქვეშ
(სტალინი და საქართველო)

ასე და ამგვარად, როგორც ვნახეთ, რუსული არმიების მეშვეობით საქართველოს დაპყრობისა და მოდერნიზებულ რუსულ იმპერიასთან იძულებითი გაერთიანების საქმე ითავეს და სისრულეში მოიყვანეს რუსეთში გახიზნულმა და იქ მოღვაწე გადარუსებულმა ქართველმა ემიგრანტებმა – სტალინმა და ორჯონიკიძემ. ისინი თავიდანვე მტრულად შეხვდნენ იმპერიის შემადგენლობიდან საქართველოს გამოყოფას და დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის აღდგენას.

ამისი ძირითადი მიზეზი ის იყო, რომ პირადად ლენინს და მის გარშემო შემოკრებილ კომუნისტებს მიზნად ჰქონდათ დასახული მთელი მსოფლიოს იძულებითი ბოლშევიზაცია, რაც უნდა განხორციელებულიყო რევოლუციური გადატრიალებების გზით, სადაც რუსეთის იმპერიას ენიჭებოდა დამრტყმელი ძალის როლი ისეთივე ჩარევებით, როგორადაც ეს განახორციელა ლენინმა ყოფილი კოლონიების იძულებითი შემოერთებით.

სინამდვილეში რუსის პირწავარდნილ შოვინისტსა და იმპერიალისტ ლენინს ამ გზით სურდა მსოფლიო რუსული იმპერიის შექმნა, რომლის პირველი იდეოლოგი გახლდათ, ჯერ კიდევ მე-16 საუკუნის მოღვაწე სასულიერო პირი – ბერი ფილოფეი. ეს იდეოლოგია დაფიქსირებულია ამ წიგნის პირველ ნაწილში.

August 4, 2012

კვდება სირიის ეკონომიკური დედაქალაქი ალეპო :

Portrait de Bachar Al Assad sur un monceau de détritus, dans une rue d’Alep. Malgré la peur, les..."ალეპო, ჩვენი ქალაქი კვდება". ფრანგ კათოლიკეთა გაზეთმა «La Croix» //ჯვარი// მიიღო სირიული ქალაქის მარისტული თემის ორი წერილი.//გთავაზობთ ოდნავ შემოკლებით//.

2012 წლის 26 ივლისის წერილი
"23 საათია. აქ, ალეპოში დღის მანძილზე 40-ზე მეტი გრადუსია. შორიდან მესმის სროლა. მე ვარ ჩემს ოთახში, თემში.
     ალეპო, ჩვენი ქალაქი, ქვეყნის მეორე ქალაქი, ეკონომიკური დედაქალაქი, კვდება. ის ერთ კვირაზე მეტია რაც იგუდეება. ომი ვრცელდება კვარტალებში. ხალხი გარბის, იმალება, ხეტიალობს, ცხოვრობს ქუჩებში, ქალაქის ბაღებში, სკოლებში, ყველგან.მცხოვრებლები იღებენ ნათესავებს. სახლები ღიაა.
    არაა პური, დენი, საწვავი, რძე, წამლები. უხვადაა მხოლოდ ომის ფანტომი. ის ყველგანაა. ქუჩებში დგას გულისამრევი სუნი. ქალაქს ყველა მხრიდან მოადგნენ.
   ყველა შეიძლება გაიტაცონ და მოკლან. ხალხს ეშინია. შიში თრგუნავს, ადამბლავებს, კლავს...
   ისმის კითხვა - რას ვაკეთებთ. გავიქცეთ ისე როგორც ამდენი ოჯახი გაიქცა?
დავრჩეთ დამბლადაცემულები? ვიმოქმედოთ? რა ვაკეთოთ?
   თავიდან ჩვენ ვარჩიეთ ყველა ჩვენი საქმის გაგრძელება. ჩვენ დავიწყეთ არდადაგების კოლონიების, საგანმამათლებლო კურსების პროექტები... მაგრამ თანდათანობით დავინახეთ საფრთხის უზომობა. წინა სამშაბათს გადავწყვიტეთ საქმიანობის შეწყვეტა.
     მაგრამ საქმიანობის შეწყვეტა არ ნიშნავს ჩვენი მისიის შეწყვეტას. საერო პირებმა და ძმებმა ერთად უნდა ვცადოთ საჩქარო პრობლემების გადაწყვეტა. ჯაბალ-ელ-საიდეჰის კვარტალში სადაც ღარიბებთან ვმუშაობთ 25-ზე მეტი წლის მანძილზე ჩვენ ვნახეთ კიდევ უფრო ღატაკი ადამიანები-ლტოლვილები.