August 28, 2012

მოძმე საბჭოთა დემოკრატები ცდილობენ საქართველოსთანაც ახალი კონფლიქტის გაჩაღებას:

Албано-Удинская Христианская Община
Азербайджанской Республики
Международная научно-практическая
конференция  «Удины: вчера, сегодня
и завтра» 27.04.2012г.
ყარაბაღის, კახის, ლაჩინის, ქელბაჯარის და ყაზახის ზოგიერთი ეკლესიები წარმოადგენენ უდელთა ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობას და ეს ეკლესიები  უნდა ეკუთვნოდეთ მათ. ,,აგრეთვე ისტორიულ სიმართლეს წარმოადგენს ის, რომ ქართველების მიერ დავით გარეჯის მონასტრად წოდებული ძეგლი, სინამდვილეში უძველეს ალბანურ ეკლესიას“წარმოადგენს, - ამბობს რ. მობილი....რ. მობილის დიდი ბაბუა იყო უდი მღვდელი, ახლა კი სოფელ ნიჟში არ არის არც ერთი მღვდელი.


უძველესი ეკლესიის აღორძინება. ემილ ჰუსეინოვი
,,უდური ქრისტიანული თემის თავმჯდომარემ, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის გაბალის რაიონის სოფელ ნიჟში ალბანური ეკლესიის აღდგენის საქმეში, დაისახა დიდი და ამბიციური ამოცანა - აღადგინოს უდების რელეგიური უფლებები.
ის აპირებს ალბანურ-უდურ თემს დაუბრუნოს სამხრეთ კავკასიის ალბანური ტაძრები რომლებიც უფრო სომხურ და ქართულ ეკლესიებად არის ცნობილი. ამის გარდა, ის აპირებს მიმართოს მთელს ქრისტიანულ სამყაროს მოწოდებით, რათა უდებს დაუბრუნდეთ იერუსალიმის ტაძარი, რომელიც სომხურმა ეკლესიამ მოხერხებულად მიითვისა.
რ. მობილის დიდი ბაბუა იყო უდი მღვდელი, ახლა კი სოფელ ნიჟში არ არის არც ერთი მღვდელი. რაც შეეხება ეკლესიებს, მისი ღრმა რწმენით, ყარაბაღის, კახის, ლაჩინის, ქელბაჯარის და ყაზახის ზოგიერთი ეკლესიები წარმოადგენენ უდელთა ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობას და ეს ეკლესიები  უნდა ეკუთვნოდეთ მათ.,,აგრეთვე ისტორიულ სიმართლეს წარმოადგენს ის, რომ ქართველების მიერ დავით გარეჯის მონასტრად წოდებული ძეგლი, სინამდვილეში უძველეს ალბანურ ეკლესიას“წარმოადგენს, - ამბობს რ. მობილი“

ალბანური ქრისტიანული ეკლესიის აღდგენა პოლიტიკური ნაბიჯი იყო?
გარკვეული პოლიტიკური ელფერი რა თქმა უნდა გადაჰკრავს, თუმცა ჩვენ ვცდილობთ პოლიტიკისაგან თავი შორს დავიჭიროთ...
..............................
... მეორეც, უჭერს რა მხარს ჩვენს თემს, აზერბაიჯანის სახელმწიფო ამით რამოდენიმე თავის პრობლემასაც წყვეტს. პოლიტიკური თვალთახედვით თავისი მეზობლების მხრიდან აზერბაიჯანის მიმართ ტერიტორიულ პრეტენზიები ხომ რელეგიური პოზიციებითაა განპირობებული, ანუ გამოიყენება ისტორიული რელეგიური არგუმენტები. დავით გარეჯის მონასტრის შემთხვევა არ არის განა  ამის მტკიცებულება? თუ ჩვენ შევალთ ქართულ ეკლესიაში, მაშინ ჩვენს მიმართ ხვალვე იქნება წამოყენებული ტერიტორიული პრეტენზიები. ამიტომ ჩვენ წინააღმდეგი ვართ, რომ ჩვენი ეკლესია დაექვემდებაროს რომელიმე რელეგიურ წარმონაქმნს. ჩვენი ეკლესიის ყოველნაირი დაქვემდებარება,  მომავალ პოლიტიკურ პრეტენზიებს ნიშნავს, რაც ჩვენი ხალხისთვის კიდევ ერთი დარტყმა იქნება.

აზერბაიჯანის რელეგიური წრეებში როგორ შეხვდნენ თქვენი ეკლესიის აღდგენას?
აზერბაიჯანის ყველა რაიონის სხვა და სხვა რელეგიურ თემთა ბევრი წამომადგენელი ესწრებოდა გახსნის ცერემონიას. მუსულმანური კონფესიის მხრიდან ეს ნიშნავდა უდების როგორც დამოუკიდებელი ხალხის აღიარებას, თუ კი ადრე ვინმეს მცდარი შეხედულება ჰქონდა ჩვენზე, სომხებადაც კი მიგვიჩნევდნენ, ჩვენს აღმსარებლობას კი სომხურად თვლიდნენ, უკვე ეს მცდარი შეხედულება განიმარტა, ეს კი - ჩვენი ხალხის გამარჯვებაა.

ისტორიული სიმართლის აღდგენის გარდა, რას მოუტანს ეს აზერბაიჯანს? - ცალსახაა, რომ ეს ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთო ნაბიჯი იყო. თუ კი ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ასეთ პოლიტიკას,სახელმწიფოს აქტიური მხარდაჭერით აღვადგენთ ქრისტიანულ ტაძრებს და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებულ სიწმინდეებს, ეს დადებით ზეგავლენას მოახდენს  მეზობლების, განსაკუთრებით კი ქრისტიანულ სახელმწიფოების მხრიდან ჩვენი ქვეყნის აღქმას. ეს ჩვენი საერთო ისტორიაა, აზერბაიჯანელი ხალხის ისტორია და არა მხოლოდ უდელების. და თუ ჩვენ ახლა არ აღვადგენთ ამ მნიშვნელოვან ისტორიულ პლასტს, მაშინ მომავალში ახალ ტერიტორიულ პრეტენზიებს შევეჯახებით.

,,ძველი“ ახალი ეკლესიის გამოჩენაზე როგორია მსოფლიო რექცია?
რამდენი უდელი ცხოვრობს აზერბაიჯანში და რა რაოდენობის მრევლი ჰყავს ნიჯის ტაძარს? -- აზერბაიჯანში ცხოვრობს დაახლოებით 6 ათასი უდელი, თვითონ ნიჯში კი კომპაკტურად ცხოვრობს 4600 ადამიანი. ღვთისმსახურებას ეკლესიაში ესწრება დაახლოებით 100 ადამიანი. ჯერ-ჯერობით პრობლემა გვაქვს - არა გვყავს ეპისკოპოსი და ამის გამო იძულებული ვარ კვირაობით  ნიჯში ჩავიდე  და ჩავატარო ღვთისმსახურება. რაც შეეხება რეაქციას, გეტყვით რომ ჩვენი ეკლესია რუსულმა ეკლესიამ  ოფიციალურად აღიარა და ბაქოსა და კასპიისპირეთის მეუფე ალექსანდრემ აკურთხა ის.

მოციქულის მიერ დაფუძნების ფაქტს თუ გათვალისწინებთ, შეიძლება თქვენს ეკლესიას ალბანური სამოციქულო ეკლესია ეწოდოს? - შეიძლება, მაგრამ ამაზე ჯერ კიდევ ბევი უნდა ვიმუშაოთ

ვის დაქვემდებარებაში იქნება ალბანურ - უდური ეკლესია? - ის არავისზე არ იქნება დამოკიდებული, როგორც კონსტანტინეპოლის, ალექსანდრიის, კოპტური თუ ეფიოპიის ეკლესიები.

Газета «Хазри». №99 (159),  от 6.06.2007 г. 

წყარო:http://udi.az/interview/0042.html

No comments:

Post a Comment