August 12, 2012

ცოტა მოძველებული და არასრული ცნობები იმაზე თუ როგორ ცვლის ევროპას პერესტროიკა

Cover (12/08/1998)" რუსების მიერ ევროპის უხმაურო,   "მცოცავი" დაპყრობა იძენს სულ უფრო და უფრო დიდ მასშტაბებს. ეს "დაპყრობა" ხდება 2 დიდი ნაკადით. ერთის მხრივ მიდიან შედარებით ნაკლების მქონე და ზოგჯერ უბრალოს ღარიბი ადამიანები რომლებიც გაურბიან მზარდ ეკონომიკურ სიძნელეებს და შესაძლო სოციალურ რყევებს. ეს ხალხი უმთავრესად მიდიან სოციალური დახმარებების ძიებაში ან ამერიკის შეერთებულ შტატებში. მათმა რაოდენობამ დასავლეთ გერმანიაში გადააჭარბა ას ათასს. მათ შორის არიან გერმანიაში ოჯახებით თვითნებურად დარჩენილი დაახლოებით ათასი ყოფილი რუსი სამხედრო.
      
მეორეა შეძლებული ხალხის ნაკადი. ამ ხალხის განსახლების გეოგრაფია ბევრად უფრო დიდია. მარტო ლონდონში უკვე ცხოვრობს სამოცდაათ ათასზე მეტი რუსეთელი.  ამასთან მრავალი მათგანი ცხოვრობს ლონდონის ყველაზე მაღალპრესტიჟულ და ამდენად ყველაზე ძვირ კვარტალებში. რუსეთელებში ყველაზე პოპულარულია რაიონი  Kensington Palace Gardens,რომელსაც ლონდონელები უწოდებენ მილიონერთა ქუჩას. 
          
ესაა მდიდრული საკუთრედების და სასახლეების რაიონი. ამ სასახლეებს შორისაა კენსინგტონის სასახლე სადაც ცხოვრობდა პრინცესა დიანა და მსოფლიოში უმდიდრესი კაცის,ბრუნეის პრინცის სასახლე. 
              
კენსინგტონის სასახლის პირდაპირ არის სუპერთანამედროვე დიდებული შენობა რომლის ბინების ფასიც მერყეობს 3 მილიონ ათ მილიონ ფუნტ სტერლინგს შორის.