October 22, 2011

პარიზის წამლეკავ წყალდიდობებზე-4: მე-18 საუკუნე წყლის ქვეშ:


ლიუდოვიკო მე-14 და კოლბერი,
შარლ ლე ბრანის სურათი             
მე-18 საუკუნე დაიწყო ძალიან ცუდად საფრანგეთში ცნობილი უკანასკნელი შიმშილით  რომელიც გამოიწვია 1708-1709 წლების განსაკუთრებით ცივმა ზამთარმა და მოსავლის დამალპობელი თავსხმა წვიმებით დაღდასმულმა გაზაფხულმა და ზაფხულმა.  წყალდიდობათა წლები ბრუნდება რეგულარული ინტერვალებით,მაგრამ საუკუნის ზოგი ზაფხული იმდენად ცხელია რომ ტემპერატურის რეკორდი ვერ მოიხსნება 300 წლის მანძილზე.

 სახელგანთქმული დიდი ზამთარი:
 პარიზში ყველაფერი დაიწყო 1709 წლის 7 იანვრის ძალიან ძლიერი ყინვით.1709 წლის 10 იანვრიდან 21 იანვრამდე ტემპერატურა დედაქალაქში და მის შემოგარენში არის -20 გრადუსი.-23-იც კი. ყინვა გაგრძელდა თებერვლამდე და თოვს...შემდეგ ამოვარდა ძალიან ცივი ქარი. პურეული თითქმის მთლიანად გაიყინა.

      გაზაფხულზე ადამიანებმა იგრძნეს პურეულის ნაკლებობა. ხორბალი ერთ წელიწადში 8-ჯერ გაძვირდა რამაც გამოიწОпубликовать сообщениеვია პურის გაძვირება.

                    გაიყინა ვენახები, ხეხილი...

       მიწა გაიყინა მრავალი მეტრის სიღრმეში.ვერსალში ლიუდოვიკო მეთოთხმეტეს უხდება ლოდინი მანამდე სანამ მისი ღვინო ცეცხლთან გალხვება. ეს ღვინო გაიყინა წინკარიდან მაგიდამდე მიტანისას.

              ყინვა ხოცავს პირუტყვს და ფრინველს....

       დათბობა დაიწყო აპრილში მაგრამ მთელი მოსავალი დაკარგულია. 23 აპრილს მეფის ბრძანება ნებას რთავს ხელახლა დათესვას.

          სურსათ-სანოვაგის საყიდლად და დასარიგებლად დაბეგრეს უფრო მდიდრები და მოუწოდეს მოწყალებისკენ,ქველმოქმედებისკენ.

            ქვეშევრდომთა შიმშილით სიკვდილისგან გადასარჩენად პურის საყიდლად ლიუდოვიკო მეთოთხმეტემ გადაადნო თავისი ოქროს ჭურჭელი და ამის გაკეთებუისკენ მოუწოდა კარისკაცებს.

     მაგრამ შიმშილი იგრძნობოდა.გამრავლდა ჯანყები და ყაჩაღობათა შემთხვევები. საფუნთუშეებს იცავდა ჯარი !


                     ისევ და ისევ წყალდიდობები, მაგრამ მოდის 1740,საშინელი წელი,annus horribilis:


                   1740 წელს ის რასაც უწოდებდნენ გრძელ ზამთარს გრძელდება 1739 წლის ოქტომბრიდან 1740 წლის მარტამდე. 


        ეს გაყინული წელი ისევე ცუდად მთავრდება როგორც დაიწყო. პარიზელებს აძრწუნებს საშინელი წყალდიდობა. 


           საფრანგეთშიც და სხვა ქვეყნებშიც ორ თვეზე მეტ ხანს საშინლად წვიმდა.  თოვლი საფრანგეთის მთებზე დადნა და მდინარეები ადიდდა. წარღვნა მოედო მთელ საფრანგეთს და პარიზი მთლიანად სიტყვა-სიტყვით წალეკილია....


           ყველა მაღაზია დაიკეტა.წყალმა მიაღწია სახლების მეორე სართულამდე.  ფეხით ვერ დადიან,გადაადგილდებიან ნავებით და იმ სახლებში რომლებსაც აქვთ ეტლის კარიბჭე კიბემდე ნავებით მიდიან. ნოტრ-დამის კუნძულის მკვიდრები ჩაკეტილები არიან და ვერ გადიან ეტლებით. 


          სამხედროები იცავენ ხიდებს რომლებსაც ემუქრება ნგრევის საშიშროება და  რომლებზეც ამიტომ ფეხით სიარული ამიერიდან აკრძალულია. პოლიციას სხვაგან გადაყავს ხიდებზე მცხოვრები ვაჭრები და დამქირავებლები. მარიამის ხიდზე 18 სახლი ცუდ დღეშია და მათ ანგრევენ.


           წყალდიდობის დაწყებიდანვე პარიზელები ცას შესთხოვენ შველას. ეწყობოდა პროცესიები ღვთისმშობლის ტაძართან და წმ.ჟენევიევასთან....


           დეკემბრის ბოლოს წყალმა დაიწყო უკანდახევა,...
ფქვილი აღარ იყო და მთავრობამ პროვინციიდან და უცხოეთიდან ჩაიტანა დიდი რაოდენობით პური რომელიც დააწყვეს მონასტრებში და საავადმყოფოებში...


1751 წელს ისევ იყო წყალდიდობა.


            1764 წელს პარიზი ისევ წყალქვეშაა.


   ზამთარი თავიდან ძალიან მკაცრი იყო. ნოემბრის ბოლოს ცენტრის რეგიონებში მოვიდა დიდი თოვლი. 


         დეკემბრის ბოლოდან ადიდდა სენა... შეიქმნა ძალიან საშიში მდგომარეობა და დაცალეს ხიდებზე არსებული შენობები. ხიდებს იცავენ სამხედროები და აკრძალულია მათზე ფეხით გავლა. ეშინიათ რომ მდინარემ შეიძლება წაიღოს ხიდები.


               1783,1787,1788 წლებში არის საშინელი ყინვები...


                            საუკუნის ბოლო კი წყალქვეშაა. 


           მკაცრი ზამთრის შემდეგ სენას დნობა დაიწყო 1799 წლის 25 იანვარს. ტუილრის ხიდზე და ლუვრის სანაპიროზე მოძრაობა აიკრძალა. წყალი იმდენად მაღალია რომ კანალიზაცია გადაიღვარა ქუჩებში. პარიზელებს ზოგან შეუძლიათ ეტლებით მოძრაობა და ზოგან-ნავებით.ვერსალის გზა გადაჭრილია,ელისეს მინდვრები დატბორილია....


               ყველაფერთან ერთად პარიზი დრო და დრო იგუდება კიდეც.


                ყინვები და წყალუხვი პერიოდები სულაც არ უშლის ხელს ცხელ და ზეცხელ ზაფხულებს....აი რამოდენიმე მაგალითი:


              1736 წლის ივლისში და 1738 წლის აგვისტოში ტემპერატურა აღწევს 37 გრადუსამდე....


          1765 წლის 26 აგვისტოს ადამიანებს გუდავს 40 გრადუსი,რაც გამეორდა 1947 წელს....


                1773 წლის 14 აგვისტოს პარიზში ჩრდილში 39,40 გრადუსია...

 
          

No comments:

Post a Comment