October 23, 2011

პარიზის წამლეკავ წყალდიდობებზე-6: 1910 წლის წყალდიდობა:


ადამიანთა მეხსიერებაში ის დარჩა განსაკუთრებულ მოვლენად.
მომასწაველი ნიშნები...
  1909 წლის ზაფხული განსაკუთრებით ცივი და წვიმიანი იყო. 1909 წლის ასევე წვიმიანი,მაგრამ თბილი დასასრულიდან სენას დონემ დაიწყო აწევა...

    22 იანვრიდან წყალმა შეაღწია ყველგან და დატბორა მდინარის სანაპიროსთან მდგარი სახლების სარდაფები და
პირველი სართულები. პარიზელებს ეშინიათ რომ წყალმა შეიძლება მეორე სართულამდეც  მიაღწიოს. ყველა ცდილობდა თავშესაფრის ნახვას სენასგან უფრო შორს მცხოვრებ მეზობელთან.

   წყალი მალე ფარავს სანაპიროთა ნაწილს და მიედინება მონტენის ქუჩაზე. მან წალეკა სან ონორეს გარეუბნის ქუჩები, ჰავრის მოედანი...წალეკილია მეტროს გვირაბებიც.

   ნიაღვარი მიედინება სენ-ჟერმენის ბულვარის დონეზე,მან წალეკა ყველა სადგური,სან-ლაზარის სადგური წყალმა მთლიანად დაფარა.

      ცდილობენ წყლის შეჩერებას კაშხალის აგების მეშვეობით,მაგრამ ეს არ შველის. ეს ნიაღვარი მალე გადაიქცა წყალქვეშა და უხილავ მდინარედ რომელიც პარიზს კვეთავს სენას პერპენდიკულარულად. წყლები თანდათანობით ჟღინთავენ და ასუსტებენ კედლებს,საძირკვლებს. ქუჩაში სიარული საშიში ხდება. ქუჩებზე ჩნდება ნაპრალები და ხვრელები.

 პარიზის გარეთ წყალიდიდობა აოხრებს, პარიზში ის ალბობს, არღვევს, შლის...

 სენას დონე ნელა მაგრამ ჯიუტად და დაჟინებით მატულობს...

    21 იანვარს ის აღწევს 4 მეტრს,23 იანვარს,ოსტერლიცის ხიდთან,-5,93 მეტრს და 6,59 მეტრს   სხვაგან. ეშინიათ რომ წყლის დონემ შეიძლება მიაღწიოს 7 მეტრს რაც არნახული იყო 1802 წლის წყალდიდობის შემდეგ...ნიაღვარი შეუჩერებლად ძლიერდება...

....და ცნობისმოყვარეებს უხარიათ!

     ათასობით და ათასობით ცნობისმოყვარე ირევა სანაპიროზე. ისინი ცხარედ კამათობენ მომავალზე და აფასებენ ამ დამღუპველი კვირის შედეგებს. ვერავინ იფიქრებდა რომ მსოფლიოს ერთ-ერთ დედაქალაქს დაემართა არნახული უბედურება. ამ უჩვეულო და დასამახსოვრებელმა სცენებმა მიიზიდა მრავალი ცნობისმოყვარე.

      ფოტოგრაფები,მხატვრები თუ უბრალო უსაქმურები უცდიან ხიდის დაქცევას ან ვიღაც უბედურის გადარჩენას ბოლო მომენტში. ასეთებისთვის კატასტროფა შანსია და ყველაფერი დამთავრდება არა ჩივილით არამედ საფოსტო ბარათით,,,

               Petit Parisien-ის ჟურნალისტი გადმოსცემს ორი უცხოელის საუბარს.

     მომხიბლავი ქალბატონი დარდით ეუბნება მეუღლეს რომ თუ წყალდიდობა გაგრძელდება რკინიგზა გადაჭრილი იქნება და ისინი ვერ წავლენ მონტე კარლოში.


       "რაა მონტე კარლო წყალწაღებულ პარიზთან შედარებით? იფეთქა მეუღლემ. განა ყოველდღეა ის რასაც დღეს ვხედავთ?"...


   თავზარდამცემი ჭორები და ყაჩაღობა:

  23 იანვარს გავრცელდა ხმა რომ შეიძლება დაინგრეს ეიფელის კოშკი....

      ცნობისმოყვარეების გარდა წყალდიდობა იზიდავს ბოროტმოქმედებსაც.  ზოგი ყაჩაღი დახმარების საბაბით ძარცვავს იმათ ვისაც პირდება დახმარებას.

       თავზარდაცემული პარიზელები ხედავენ რომ წყალი გახდა დატბორილი პარიზის ბატონ-პატრონი...

      აოხრებული პარიზის სანახაობას დაემატა ეპიდემიების საშიშროება. კანალიზაციები გადმოიღვარა და სარდაფებიდან გამოძვრნენ ვირთხები...

      მთელი ქალაქი პარალიზებულია. მეტროები დახურულია,ქარხნები გაჩერებული,,,მალე შეიძლებელი გახდა პარიზელთა კვება, რასაც ემატება ის რომ წყალმა წალეკა სახელმწიფო შენობები და პოლიტიკური ცხოვრება დამბლადაცემულია....

~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~

        მაგრამ საზოგადოება არ მომკვდარა და პარიზი ამჯერადაც გადარჩა....   
                   ამის მერეც იყო საშინელი მკვლელი სიცხეები, სიცივეები,პარიზი ასე აღარ წალეკილა მაგრამ დიდი წყალდიდობებიც არ ყოფილა იშვიათი მაგრამ ასე თუ ისე კარგად აწყობილი სახელმწიფო და საზოგადოება ანუ დიდ და წვრილ ეგოიზმთა დამძლევ და ქვეყნის მოყვარულ აქტიურ ადამიანთა კრებული არსებობდა და საფრანგეთმა დღემდე მოაღწია. იქნებ ეს კაი მაგალითი იყოს ქართველებისთვის...        

No comments:

Post a Comment