October 23, 2011

ბეჩავი ადამიანის ძიებებიდან: რელიგია კაო დაი:

კაო დაის მთავარი
ტაძარი.
 წმინდა ვიქტორ ჰიუგო წერს სიტყვებს ღმერთი და კაცობრიობა, სიყვარული და სამართალი"!!! 
     ესენიც კი  ისე გადარიეს რომ მათ 1992 წელს თავის პანთეონში შეიყვანეს ანდროპოვის კადრი მიხაილ გორბაჩოვი...1920-ან წლებში, როდესაც ვიეტნამი საფრანგეთის კოლონია იყო, ვიეტნამის კოლონიური ადმინისტრაციის დიდმოხელე ვან ჩუნმა გადაწყვიტა მედიტაციისთვის მთაში წასვლა. 1926 წელს,გამოცხადებათა მიღების შემდეგ, მან დაარსა ახალი რელიგია. მას გამოეცხადა უზენაესი არსება //ღმერთი// რომელსაც
მან კაო დაი უწოდა. ღმერთმა მას მოსთხოვა ახალი რელიგიის დაარსება.
ვან ჩუნმა შეასრულა ეს დავალება და ახალ რელიგიას კაო დაი უწოდა. პირველად რელიგიას ეზიარა 247 კაცი. მათმა რაოდენობამ მალე
26000-ს მიაღწია. კაო დაის დიდი ტაძარი ააგეს სამხრეთ ვიეტნამში.
ფრანგები თავიდან კეთილგანწყობით უყურებდნენ ახალ რელიგიას. მაგრამ ომის დასაწყისისთვის კაო დაის მიმდევართა რაოდენობამ  რამოდენიმე მილიონს მიაღწია.მათ შექმნეს საკუთარი ჯარი რომელმაც ისინი ანგარიშ გასაწევ ძალად გადააქცია.
   ეს ჯარი თანამშრომლობდა იაპონელებთან მათ მიერ ვიეტნამის ხანმოკლე ოკუპაციის დროს. 
ფრესკა კაო დაის მთავარ
ტაძარში //ვიეტნამი// 
   ომის შემდეგ ფრანგები და ამერიკელები ეჭვის თვალით უყურებდნენ კაო დაის და სამხრეთ ვიეტნამის პროამერიკული მთავრობა ხელს არ უწყობდა მას. ამიტომ კაო დაის მიმდევრები სიმპატიით უყურებდნენ კომუნისტებს. მიუხედავად ამისა კომუნისტურ ვიეტნამში კაო დაი უბრალოს აკრძალეს და შეზღუდვების მოხსნა დაიწყეს მხოლოდ 1980--ანი წლების ბოლოს.დღეს კაო დაის მსოფლიო თემი ითვლის 12 მილიონამდე წევრს. ის ვიეტნამის გარდა გავრცელებულია აშშ-ს და დასავლეთის სხვა ქვეყნების ვიეტნამელთა ემიგრანტულ თემებში. კაო დაის აღარ ჰყავს ჯარი. ის მოქმედებს მხოლოდ მშვიდობიანი მეთოდებით.აი რას ამბობდა გამოცხადებისას //სპირიტული სეანსის დროს// უზენაესი არსება კაო დაი:" ძველად ადამიანები არ ურთიერთობდნენ ერთმანეთთან და არ იცნობდნენ მეზობლებს. ამიტომ მე ყოველ რასას მივეცი მისი წეს-ჩვეულებების შესაბამისი რელიგია. 

მე შევქმენი დიდი გზის 5 განშტოება-ჰუმანიზმი,სპირიტუალიზმი,ქრისტიანობა,დაოსიზმი და ბუდიზმი. 

ეხლა ადამიანები ურთიერთობენ ერთმანეთთან და ისინი გაეცნენ თავისი მეზობლების წეს-ჩვეულებებს მაგრამ რელიგიათა სიმრავლისა და მრავალფეროვნების გამო ისინი ვერ ახერხებენ ჰარმონიაში ცხოვრებას. 

ამიტომ ეხლა მე გამოვცხადდი რომ ყველა ეს რელიგია ერთ რელიგიად გავაერთიანო და დავაბრუნო ისინი თავდაპირველ ერთობასთან."

კაო დაის მოძღვრების თანახმად კაცობრიობის ისტორიაში იყო 3 ეპოქა.

სულ თავიდან იყო შესაქმისა და უმეცრების ხანა. ადამიანები ცხოვრობდნენ უბრალოდ. უნდოდათ ჭამა და ჭამდნენ,სწყუროდათ და სვამდნენ და სულ ეს იყო.

მაგრამ ისინი კარგავდნენ ბუნებრივ სიკეთეს და ღმერთმა ვითარების გამოსასწორებლად ადამიანებს მისცა მოსე,დილანკარა ბუდა//ბუდიზმი//,ყვითელი იმპერატორი//დაოსიზმი//,ლეგენდარული იმპერატორი
//წინაპრების კულტი//.

მაგრამ მიუხედავად ამისა ადამიანებში ისევ ვითარდებოდა შური და ბოროტება.

მეორე ხანაა პროგრესის,ომების და თვითმოსპობის ხანა როდესაც ყველა აკეთებდა იმას რასაც მხოლოდ თვითონ მიიჩნევდა სწორად და ეს იწვევდა ქაოსს.

მაშინ ღმერთმა თავი გამოავლინა ბუდა შაკიამუნის,ლაო ძის,
კონფუცის,ქრისტეს,მუჰამედის,კუონგ ტაო კუანგის//სპირიტუალიზმი// სახით.

მაგრამ ადამიანები განაგრძობდნენ გადაგვარებას და მიდიოდნენ სრულ მორალურ და სულიერ კოლაფსამდე.

მესამე ხანა-ანიჰილაციისა და დაცვის ხანა,როდესაც ღმერთმა გადაწყვიტა გამოცხადება კაო დაის სახით. რატომ ვიეტნამში? იმიტომ რომ ვიეტნამელები თავის ისტორიაში გაეცვნენ ყველა რელიგიას და მათ ყველაზე უკეთ შეუძლიათ კაო დაის მიღება. 

კაო დაის აქვს თავისი პანთეონი. მის წმინდანთა შორის არიან სხვადასხვა ქვეყნის განმანათლებლები. 

მაღალი რანგის წმინდანები არიან ვიქტორ ჰიუგო, სუნ იატ სენი და ბრძენი ნგუენ ბინ კხიემი.

წმინდანად ითვლება ლევ ტოლსტოიც...

კაო დაის მიმდევრები თვლიან რომ ადამიანები სიკვდილის შემდეგ არ წყვეტენ არსებობას. ისინი სულებთან კონტაქტებისთვის უხმობენ მედიუმებს და აწყობენ სპირიტულ სეანსებს. 

კაო დაი თვლის რომ ყველა ცოცხალი არსება ერთნაირ პირობებშია. ადამიანებსაც და სხვა ცოცხალ არსებებსაც ერთნაირად სტანჯავს სიცივე,სიცხე,შიმშილი.

ლოცვის თანახმად მირიადები ერთად გავჩნდით და ერთად ვიტანჯებით. ერთი ვითარდება სიმრავლედ და სიმრავლე დაიყვანება ერთზე.

ყოველ ადამიანს აქვს ღმერთის კუთვნილი დიდი სულის ნაწილაკი. 

ადამიანის მიზანია გარდასახვათა ბორბლიდან გასვლა და შერწყმა ერთიან ღმერთთან, კაო დაისთან.

ამის მიღწევა შეიძლება ყველა ცოცხალი არსების სიყვარულით. ადამიანმა უარი უნდა თქვას ძალადობაზე.

ცხოვრების პრინციპი უნდა იყოს არ გაუკეთო სხვას ის რაც არ გინდა შენთვის. 

ამას გარდა საჭიროა გარკვეული რიტუალების ჩატარება და ლოცვა,მედიტაცია.


           ადამიანი უნდა განთავისუფლდეს სურვილებისგან. საჭიროა მცირედით დაკმაყოფილება და ბუნებასთან ჰარმონიაში ცხოვრება.                  

                  კაო დაი აგრეთვე იყენებს შინაგან ენერგიებთან მუშაობის ეზოთერულ მეთოდებს.


                   უნივერსალიზმის მიმდევარი კაო დაი არ მისდევს მისიონერობას. რიტუალებში მონაწილეობენ მხოლოდ ვიეტნამელები. 


                  პროფესიონალი სასულიერო პირები და ბერები კაო დაიში არაა. ყველა მიმდევარს ქავს საერო სამუშაო რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. 


 კაო დაი ინდუიზმის,შივაიზმის მსგავსად ძალიან ჰგავს დახურულ და ძნელად მისაწვდომ მოძღვრებას და მასში უცხო ძნელად თუ შეაღწევს. 


          კაო დაის ტაძრების ფრესკების თანახმად კაო დაის მთავარი დევიზის ავტორი არის ვიქტორ ჰიუგო.


                ეს დევიზია :ღმერთი და კაცობრიობა, სიყვარული და სამართალი".


         


                  სხვა გამოსახულებებზე ვიქტორ ჰიუგო და კონფუციუსი ერთმანეთის გვერდით წერენ დევიზს " თავისუფლება,თანასწორობა,ძმობა".

No comments:

Post a Comment