October 6, 2011

გაბრაზებული თანამედროვე ევროპელი ფილოსოსოფოსის ფიქრები:არის კი მორალური პროგრესი ისტორიაში?

ლიუკ ფერი
შოთა გადაცემს თავის ვეფხისტყაოსანს თამარს, მიხაი ზიჩის ნახატი " უსაშველოა. ამაოა ნაკლებად საკამათო სტატისტიკისა და ფაქტების მოყვანა. იმის შეხსენება რომ დღევანდელი საეჭვო ამბების მიუხედავად კორუფცია წარსულში შეუდარებლად დიდი იყო.
      დასავლეთში,როგორც მემარჯვენეებში ისე მემარცხენეებში ვრცელდება მორალური დაცემა-დაკნინების განცდა.
     მემარჯვენეები შეგნებულად ინარჩუნებენ ბრწყინვალე წარსულის ხატს. "ქება-დიდება წარსულს", ასე ქვია ანტიკური ხანის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი მკვლევარი ლუსიან ჟერფაგნონის
ტექსტების კრებულს. ვაი რომ მან დაგვტოვა. დეპრესიული შენიშვნების ამ,შეიძლება ითქვას,სასიხარულო კონცენტრატში ავტორი თავაზიანად დასცინის გავრცელებულ აზრს რომლის თანახმადაც ყველაფერი უკეთესად იყო კარგ ძველ ხანაში, მაშინ როდესაც დღეს, და ეს კარგადაა ცნობილი, ყველაფერი ქრება,საზოგადოებრივი მორალი,ორთოგრაფია,უფროსთა და წინაპართა პატივისცემა,სკოლა და საჩქაროდ გადასარჩენია ყველაფერი რისი გადარჩენაც კიდევ შეიძლება...

    მემარცხენეები სულ სხვანაირად გალობენ მაგრამ ისინიც გლოვობენ თანამედროვეობის დაცემა-დაკნინების გამო.

   ფულის,ბანკების და ბაზრების სამყარომ შეიძლება ჩაგვიყვანოს ჯოჯოხეთში, იმ ეკონომიკური საშინელებისკენ სადაც ბატონობს მხოლოდ  სიხარბე,სპეკულაცია და შეჯიბრი.

  სულაც არაბედნიერ მოდიალიზაციას ყოველგვარი ეთიკური მოსაზრებების უგულვებეყოფით  უნდა გაეღატაკებინა ღარიბები და გაემდიდრებინა მდიდრები.

  ცხადია რომ ყველაფერი არაა ტყუილი ამ ჩივილებში. როგორც ამას ხაზს უსვამდა პასკალი არც ერთი გაზიარებული აზრი არაა მთლიანად ტყუილი.

   დიახ, ზოგი უთანაბრობა გამოჩნდა, მე არ უარვყოფ რომ ბოლო ათწლეულებში სულ უფრო და უფრო ნაკლებ ყურადღებას აქცევენ ორთოგრაფიას და ზრდილობა-
-თავაზიანობას.


  მაგრამ  ეთიკა არაა გრამატიკა,თავაზიანობა და რა თქმა უნდა ეკონომიკა.


    მართლა დარწმუნებული ვართ იმაში რომ  "ადრე" ყველაფერი უკეთესი იყო?  რომელ ობიეატურ მონაცემებს ეყრდნობა ფიდეა რომ მორალური დაკნინება დადგენილი ფაქტია?

    უნდა ვაღიარო რომ მე ვფიქრობ ზუსტად საწინააღმდეგოს, ყოველ შემთხვევაში იმაზე რაც შეეხება ძველ ევროპას.  არა იდეოლოგიით,არამედ ობიექტურად. თუ კი სუბიექტურ შთაბეჭდილებებზე მეტად დავაფასებთ ფაქტებს დავინახავთ რომ ლაპარაკი დაკნინებაზე უსაფუძვლოა.

   საიდან ავიღეთ რომ უკეთესი იყო ადრე თუ სხვაგან?  რომელ საუკუნეში თუ რომელ ქვეყანაში?

   ძალიან ძნელია რამდენადმე დასაბუთებულად მითითება ამ ხანაზე ან ამ  ქვეყანაზე.

   იოლია დღევანდელობის მანკიერებათა ,სკოლის მდგომარეობის თუ ეკონომიკური კრიზისის მხილება და დაგმობა. მაგრამ უსასრულოდ უფრო ძნელია რომელიმე ოქროს ხანაზე მითითება.

ისტორიკოსთა ყველა ნაშრომი და მათთან ერთად მთელი ლიტერატურა უხვად გვიჩვენებენ რომ ძველი დრო უსასრულოდ უფრო სასტიკი და სხვაზე ნაკლებად მზრუნველი იყო ვიდრე სახელმწიფო განგება,სოციალური სახელმწიფო, სახელმწიფოს და საზოგადოების ისტორიაში ცნობილი ფორმებიდან ყველაზე ტკბილი და ყველაზე კეთილგანწყობილი ფორმაა. 

რაც არ უნდა ილაპარაკონ თანამედროვე დემოკრატიები იძლევიან თავისუფლების აქამდე არნახულ და გაუგონარ სივრცეებს და ამავე ავლენენ მუდმივ ზრუნვას სხვაზე რომელიც არაა მხოლოდ სიტყვიერი და განუწყვეტლად გამოიხატება ფაქტებში.

   წაიკითხეთ ჰიუგო თუ დიკენსი მე-19 საუკუნეზე,ვოლტერი მე-18 საუკუნეზე,ისევ ჰიუგო შუა საუკუნეებზე თუ რომის იმპერიაზე და დაინახავთ თუ რა იყო ხალხების სიბეჩავე და სიღატაკე,ძლიერთა ეგოიზმი,ინდივიდუალიზმი და "ყველა თავისთვის".,ღატაკები,წამებათა და სიკვდილით დასჯათა სისასტიკე და დაუნდობლობა,ავადმყოფების,დავრდომილთა და უმუშევართა უპატრონოდ მიგდება,დიდი ბანდიტიზმის და ველურ ურდოთა ძალადობა.

   მაშ საიდან ჩნდება დაკნინების ეს ილუზია? კრიზისიდან,რა თქმა უნდა, მაგრამ კიდევ უფრო ტრადიციული ღირებულებების დიდი გაუფასურებიდან რამაც ესოდენ დიდი კვალი დაამჩნია მეოცე საუკუნის როგორც ხელოვნებას ისე ზნე-ჩვეულებებს. 


 მაგრამ ვინ  იტყვის რომ ეს ტრადიციები თავისთავად აუცილებლად კარგები იყო?
 მართალია რომ ყველაფერი დასაჯამებელია და დასკვნა გასაკეთებელია მაგრამ არაფერი ლაპარაკობს იმაზე რომ დასკვნა ისეთი უარყოფითი იქნება როგორც ამაზე ლაპარაკობს გარემომცველი პესიმიზმი"//ეს არაჩვეყლებრივად საინტერესო წერილი დაწერა თანამედროვე ფრანგმა ფილოსოფოსმა  ლიუკ ფერიმ,საფრანგეთის ახალგაზრდობის და განათლების ყოფილმა მინისტრმა. წერილი დაიბეჭდა ფრანგული გაზეთი Le Figaro"-ს 2011 წლის 6 ოქტომბრის ნომერში.  1951 წელს დაბადებულ ლიუკ ფერის 60 წელი წელი  შეუსრულდა დაუსწრებლად  ვულოცავთ მას. რაც შეეხება მისი დასკვნების განზოგადებას ეს ნამეტანი რთულია. საქართველო არის ქვეყანა სადაც სიკვდილით დასჯა მე--12 საუკუნეში გააუქმეს და მეოცე საუკუნის ბოლოს თამარის საქართველოს დედაქალაქი თბილისის ნგრევა საბჭოთა ზარბაზნით და რუსეთაველის გამზირზე უიარაღო და უდანაშაულო ხალხის ხოცვა ველური ურდოების მიერ + დიპლომირებული ხალხის მიერ ამის მოწონება ან გაჩუმება ამაზე კაცობრიობის მორალური გადაგვარებისა და დაკნინების უეჭველი დასტურია...რაიც ნამეტანი სამწუხაროა...


No comments:

Post a Comment