October 21, 2011

ევროპელების საფიქრალი: რა საჭიროა ზოგადი განათლება?


კითხულობს რაბლე,
მე-17 საუკუნის ნახატი.
 უნდა იყოს თუ არა ადამიანი განათლებული? ამ კითხვის დასმაც უწესობად ჩანს საფრანგეთში სადაც ესოდენ დიდ ნიშვნელობას ანიჭებენ ზოგად განათლებას.

   ეს კითხვა დასვა კვებეკის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ერთმა პროფესორმა პატარა პამფლეტში რომელიც გვაიძულებს დავფიქრდეთ იმაზე თუ რას ველით კულტურისგან.
ნორმან ბალარჟეონის თქმით საფრანგეთზე გზად გამავალმა უცხოელმა შეამჩნია ფრანგულ წიგნის მაღაზიებში ზოგადი განათლებისადმი,ზოგადი კულტურის სახელმძღვანელოთა დიდი
სიმრავლე და მას გაუჩნდა კითხვა თუ რატომ ვანიჭებთ ესოდენ დიდ მნიშვნელობას ზოგად განათლებასა და კულტურას.

    ის გაერთო იმის დანახვითაც რომ დიდ ცოდვილად გამოცხადდა მინისტრი რომელმაც შეცდომა დაუშვა ვოლტერის ციტირებისას.

 ასევე შეიძლება გავიხსენოთ თუ რა აღშფოთება გამოიწვია ერთმა პრეზიდენტმა როდესაც თქვა რომ 15 წელი შრომა მოხალისედ უდრის დიდი მხატვრული ნაწარმოების ზეპირად ცოდნას.

           მწერალი ქსავიე პატიე შეგვახსენებს რომ ეს ფრანგული გატაცება არაა გუშინდელი მოვლენა.

      ჯერ კიდევ იულიუს კეისარი თავის "გალიის ომში" წერდა რომ ფრანგთა წინაპარი გალები ადვოკატთა ხალხია და რომ   ზოგადი იდეების მოყვარულ ამ ხალხს აქვს ლაპარაკის მოთხოვნილება., რომ ავერნები ასეთები არიან და რუთენები კი-ისეთი. ...

   მაგრამ  მაინც  რა საჭიროა ეს ძალიან ზოგადი განათლება და კულტურა?

               მწერალი ლორანს კოსეს მოწმობით ძალიან  გამოჩენილი ევროპული ქვეყნების მკვიდრებს ზოგჯერ დიდად უკვირთ ის რომ  საფრანგეთში იოლად ესაუბრებიან სერიოზულ საკითხებზე  ხელოსანს,პურის მცხობელს თუ ფოსტალიონს. მართალია საუბრისას ამოდიან აქტუალური თემებიდან მაგრამ საუბრობენ აგრეთვე კულტურულ,ისტორიულ მოვლენებზეც, ისტორიისა და კულტურის მემკვიდრეობაზეც,და ა.შ.


                 
          ქსავიე პატიეს თანახმად ზოგადი კულტურა,ზოგადი განათლება არის მეხსიერება, სოციალური კავშირის შემქმნელი საერთო მეხსიერება. 
          საეროობა ძალიან კარგია,ის ქმნის თავისუფლებას,მაგრამ რელიგიისგან განსხვავებით ის არ ქმნის სოციალურ კავშირს. 


            ის იხსენებს დე გოლის ახლობელი ანდრე მალროს დეკრეტს რომლის დანიშნულებაც იყო ყველა ფრანგისთვის კულტურის საგანძურთან დაახლოების საშუალების მიცემა.


           ის ამას ადარებს ჯაკ ლანგის დეკრეტს რომელსაც უნდა მიეცა ყველა ფრანგისთვის მათი მიჭისა და შემოქმედებითი უნარის გამოხატვის საშუალება,რაც სულაც არაა იგივე. 


           პატიე შენიშნავს :  ზოგადი კულტურის,ზოგადი განათლების  უგულვებელმყოფელი სახელმწიფო ერთმანეთს აშორებს აცალკევებს ადამიანებს.


                  მწერალი და ესეისტი ფრანსუა ტაილანდიეც ფიქრობს რომ  კარგი იქნება რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს ჰქონდეს ერთი და იგივე კულტურული საფუძველი,რომ ყველამ თუნდაც რამდენადმე ზოგადად იცოდეს თუ ვინ იყვნენ კლოვისი და ჩარლი ჩაპლინი,თუ რას ფიქრობდა დეკარტე და რა არის სახარებაში. 
          ის აღშფოთებული იყო იმით რომ  ზოგ ადმინისტრატიულ კონკურსში გააუქმეს გამოცდა ზოგად კულტურაში,ზოგად განათლებაში. 


              "ჩემი ფოსტის თანამშრომელს აქვს მიქელანჯელოს დავითის ნახვისა და ემილ ზოლას რომანის წაკითხვის უფლება.  ეს არაა მარტო უფლება, ეს სასარგებლოა საზოგადოებისთვის. ჩემთვის მნიშვნელოვანია რომ ჩვენ გვქონდეს საზიარო რაღაცეები,ჩვენ ასე ვიქნებით ერთსა და იმავე სამყაროში"...


               ცოტა სხვანაირად ფიქრობს სხვა დიდი მწერალი გასპარ-მარი ჟანვიე რომელიც  კატეგორიულად უპირისპირდება ზოგადი კულტურისა დანათლების ტესტების მინიმალიზმს. მისი აზრით ეს ტესტები სულ უფრო და უფრო ითხოვენ მხოლოდ მწერლების დაბადების თარიღების ცოდნას რაც სულ არაა საინტერესო თუ კი ადამიანები  სულ არ იცნობენ ამ მწერალთა თხზულებებს.   


             ის ამბობს რომ ადამიანებმა უნდა იცოდნენ თუ რისი მიცემა შეუძლია მათთვის ლიტერატურულ,ფილოსოფიურ,მეცნიერულ,რელიგიურ კულტურას.


                  "...კულტურა არის ძალიან კონკრეტული ცნება. ადამიანმა უნდა შესძლოს მის წინამორბედ მოაზროვნეთა,შეყვარებულთა,მცინართა და მტირალთა გამოცდილების გამოყენება ცხოვრებისეული სირთულეების დასაძლევად."


                  ქსავიე პატიე ამას სხვაგვარად გამოთქვამს:


             "კულტურა არის ცოდნის მაქსიმუმის გარდაქმნა ცნობიერების მაქსიმუმად"...


            მაგრამ საქმე იმაშია რომ  წიგნიერი და ნასწავლი ადამიანები არ არიან აუცილებლად უფრო სათნო და ღირსეული ადამიანები. ნასწავლობა და წიგნიერება არაა არც სხვებზე უფრო ნათლად და უკეთესად ხედვის გარანტიაც. 


          გასპარ-მარი ჟაბვიეს თქმით  ცოდვილი ადამიანი თავის ცოდნას იყენებს თავისი საკუთარი დიდებისთვის. 
       არიან ახლომხედველი თავხედებიც და ბინძური ერუდიტებიც. 


             "კულტურა პანაცეა რომ იყოს ცნობილი იქნებოდა.
პოლ პოტმა დაიცვა დისერტაცია ვერლენზე",აგრძელებს
უკანასკნელი კვირის ავტორი.


            გვახსენდება წმინდა ბერნარ დე კლერვოს ის სიტყვებიც რომელთა თანახმად ადამიანი ტყეში მეტს იგებს ვიდრე წიგნებში....


               ტაილანდიეს აღიარებით კულტურა შორსაა გონიერებისგან. არიან სულიერად თავისუფალი ადამიანები რომელთა თავისუფლებაც არაა დაკავშირებული მათი ნასწავლობის დონესთან. მეტიც,ზოგ პიროვნებას ბორკავს მეტისმეტი კულტურული ტვირთი. ის იხსენებს ზოგ კოლეგა მწერალს რომელთა ნიჭსაც ახრჩობს სწავლული მითითებები. კარგია დავიწყება. როდესაც მეტისმეტად ნასწავლი ხარ გადატვირთულიც ხარ. იკარგება გულუბრყვილობის გარკვეული ფორმა.


              ფულისა თუ ძალის მსგავსად კულტურაც შეიძლება ცუდად ან კარგად იყოს გამოყენებული.


              კულტურის ფლობა ან კულტურულობა, აი ასეთია არჩევანი.


        მიწათმოქმედების მეტაფორა რომ გამოვიყენოთ მათ შორის იგივე განსხვავებაა რითაც განსხვავდება მარცვლეულის ბეღელში დაგროვება თესლის კარგად დამუშავებულ მინდორში დათესვისაგან.//  ასტრიდ დე ლარმინას ეს მშვენიერი ანოტაცია ნორმან  ბალარჟეონის პამფლეტისათვის "აუცილებელია თუ არა კულტურულ ადამიანად ყოფნა"გამოქვეყნდა ფრანგული გაზეთი ლე ფიგაროს 2011 წლის 20 ოქტომბრის ნომერში,მის ლიტერატურულ დამატებაში//,


               


       

No comments:

Post a Comment