October 21, 2011

დიადი საბჭოეთ-პოსტსაბჭოეთის ისტორიიდან.

ესაა ბელორუსიის კომპარტიის პირველი მდივანი პეტრე მაშეროვის საფლავი. ის ძალიან უყვარდათ ბელორუსებს და განსაკუთრებით ბელორუს ინტელიგენციას და ითვლება თანამედროვე ბელორუსიის დუძემდებლად. ის უნდა დაენიშნათ საბჭოთა კავშირის პრემიერ-მინისტრად და ითვლებოდა ბრეჟნევის რეალურ მემკვიდრედ. მაგრამ ის დაღუპეს ავტოავარიაში 1980 წლის 4 ოქტომბერს. მის მანქანას რომელსაც ახლდა მილიცია მოულოდნელად შეასკდა კარტოფილით დატვირთული სატვირთო მანქანა. მაშეროვი რა თქმა უნდა ვერ გადარჩა. გზა გაეხსნა
გორბაჩოვს და მის რაზმს...ეს როგორც ჩანს იყო ანდროპოვული პერესტროიკის მოსამზადებელი ეტაპი. ბელორუსი მძღოლები მაშეროვის დაღუპვის ადგილთან გავლისას დღესაც ხმოვანი ნიშნით გამოხატავენ თავის მწუხარებას.... 

No comments:

Post a Comment