March 30, 2011

გაკოტრებული სახელმწიფოები, საქართველოს როგორც სახელმწიფოს გაკოტრების საშიშროებაც.

მალე დავინახავთ რომ სუსტ სახელმწიფოებში მართლმსაჯულების აღსრულებას და წესრიგის დამყარებას შეუდგებიან კერძო ევროპული თუ ამერიკული საზოგადოებები...

სუსტი, «გაკოტრებული», დანგრეული სახელმწიფოები:
ამ ცნებებით საერთაშორისო ინსტიტუტები აღნიშნავენ ქვეყნებს რომლებიც მოითხოვენ დონატორების განსაკუთრებულ ჩარევას.

მაგრამ ამ ცნებების უკან იგულისხმება რეგიონალური არეულობის რისკი.
ყველაზე ტრაღიკული შემთხვევა რა თქმა უნდა სომალია.

20 წლის უკან სომალის სახელმწიფოს ნგრევამ გზა გაუხსნა მუდმივ ქაოსს, სისხლიან კლანურ ომებს, ფუნდამენტალისტური ისლამისტური მოძრაობების ჩარევას და, რა თქმა უნდა, პირატერიას რომელიც ლახავს დასავლელთა ინტერესებს და ზოგჯერ მასხრად იგდებს დასავლელთა სამხედრო უპირატესობას.

2007 წელს მსოფლიო ბანკის მიერ აღრიცხული 34 სუსტი სახელმწიფოდან 22 სახარის სამხრეთ აფრიკაშია.

ეკონომიკური პროგრესის სრული არარსებობა, სუსტი ინსტიტუციური უნარი, სუსტი, უძლური ხელმძღვანელობა, პოლიტიკური არასტაბილურობა, მაგრამ აგრეთვე ძალადობები თუ კონფლიქტები... შეიძლება დავუმატოთ ნარკოვაჭრობა, უსაშველო კორუფცია თუ უამინდობები რომელთა მსხვერპლთა რაოდენობაც აფრიკაში ათობით ათასს აღწევს.

გამოკვლევა აჩვენებს რომ სახელმწიფოთა ამ «გაკოტრებებზე» და დასუსტებაზე პასუხისმგებლები ხშირად ეს საერთაშორისო ინსტიტუტებიც არიან რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ამ სახელმწიფოებისგან მოითხოვენ თვითმკვლელობას კერძო სექტორის, განსაკუთრებით საერთაშორისო კერძო სექტორის სასარგებლოდ.

გამოთქმა «სუსტი სახელმწიფოები» გაჩნდა 11 სექტემბრის შემდეგ. ის აღნიშნავს არასტაბილურ ქვეყნებს რომლებიც საფრთხეს უქმნიან მსოფლიო უშიშროებას

საერთაშორისო ინსტიტუტებმა ეს ცნება აქციეს ანალიზის იარაღად განვითარების აქციებისათვის ისე რომ მაინცდამაინც არაა ცნობილი თუ რომელია ეს გაკოტრებული თუ წარუმატებელი სახელმწიფოები და რატომ გაკოტრდნენ ისინი, რატომ არიან ისინი წარუმატებელნი.

სუსტი, «გაკოტრებული», დამარცხებული, წარუმატებელი სახელმწიფოები:
«სუსტ სახელმწიფოებში» თუ კონფლიქტებით გატანჯულ სახელმწიფოებში ცხოვრობს დაახლოებით მილიონი ადამიანი, ასე იანგარიშა მსოფლიო ბანკმა რომლის დასკვნითაც ამ სახელმწიფოებში სიღარიბის დონე 54%-ს შეადგენს..

«გაკოტრებულად» წოდებული ეს სახელმწიფოები ვერ უწევენ წინააღმდეგობას ეგზოგენურ კრიზისებს, მაგალითად თანამედროვე მსოფლიო ფინანსურ კრიზისს.

მათ გაუჭირდებათ სახელგანთქმული ათასწლეულის მიზნების (ანუ 2015 წლისთვის სიღარიბის სანახევროდ შემცირების) მიღწევა.

«გაკოტრებულ სახელმწიფოებში» მილიარდი ადამიანის მდგომარეობა იმდენად ცუდია რომ მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა რობერტ ზოელიკმა განაცხადა რომ ესაა ჩვენი ხანის განვითარების უდიდესი პრობლემა.

ეს ფენომენი ყველაზე მეტად ეხება აფრიკის კონტინენტს.

გამოთქმა «სუსტი სახელმწიფო» თუ « წარუმატებელი, გაკოტრებული სახელმწიფო» დღეს საყოველთაოდაა გავრცელებული, მაგრამ ის მაინც საკამათოა. ზოგის კმაყოფილებას და ზოგის უნდობლობას ხსნის 11 სექტემბრის შემდეგ მრავალმხრივი ფონდების ფულის გამღებთა მიერ შემუშავებული კონცეფციის საწყისი.

ქრონიკული არასტაბილურობა:
გავიხსენოთ რომ დღეს სისუსტის სიმპტომებად მიღებული ნიშნების უმეტესობა მანამდეც, ადრეც არსებობდა.

მაგალითად სამართლებრივი სახელმწიფოს დასუსტება, დაუძლურება, რასაც მოსდევს ძალადობის დემონოპოლიზაცია ინფრასახელმწიფოებრივი ჯგუფების სასარგებლოდ და ცენტრალური სახელმწიფოს მიერ სახელმწიფოს მთელი ტერიტორიის ვერ გაკონტროლება.

განსაკუთრებით სახარის სამხრეთი აფრიკა 1990-ანი წლების დასაწყისში შევიდა მრავალნაირ კრიზისთა ხანაში რამაც ცუდი გავლენა მოახდინა სახელმწიფოთა ხელმძღვანელობაზე.

მაგრამ სუსტი სახელმწიფოს ცნება საერთაშორისო ინსტიტუტების ლექსიკონში გაჩნდა 2001 წლის 11 სექტემბრის ანტიამერიკული ტერორისტული აქტების შემდეგ.

მაშინ გაბატონებული ანტიეტატიზმის და ულტრალიბერალიზმის კონტექსტში სახელმწიფოსთან დაბრუნება მისი მისიების შესასრულებლად, უპირველეს ყოვლისა განაპირობა უშიშროების მოსაზრებებმა.

ამ ტერაქტებმა აჩვენეს რომ სახელმწიფო რომელსაც არ ძალუძს თავისი ტერიტორიის გაკონტროლება და იქ უშიშროების დამყარება საშიშია არა მხოლოდ თავისი მოსახლეობისთვის არამედ მეზობლებისთვისაც და დანარჩენი მსოფლიოსთვისაც.

დაასკვნეს რომ გაკოტრებული სახელმწიფოს მიერ შექმნილმა არასტაბილურობამ შეიძლება ხელი შეუწყოს ტერორიზმის განვითარებას და ამით საფრთხე შეუქმნას საერთაშორისო უშიშროებას

სისუსტე ჩარევის უფლების მომხრეებს აძლევს გაკოტრებული სახელმწიფოს მიერ ცუდად მართულ ქვეყანაში ინტერვენციის ლეგიტიმურ მოტივს.

1990-ანი წლების ჰუმანიტარული ჩარევის უფლებიდან და მოვალეობიდან გადავდიოდით კოლექტიური უსაფრთხოებისა და მშვიდობის სახელით ჩარევის მოვალეობაზე.

ინტერვენციებმა ავღანეთში და შემდეგ ერაყში გააფართოვეს ამ დასავლური ინტერვენციონიზმის საზღვრები....

კონცეფციისთვის ეთიკური განზომილების მისაცემად დასახმარებლად მოუხმეს მრავალმხრივი ფონდების ფულის გამღებებს. მას გადაამუშავებენ ინსტრუმენტად ათასწლეულის განვითარების მიზნების მიღწევის გასააზრებლად და განვითარებადი ქვეყნებისათვის მიცემული დახმარების ცუდად მართვის გამოსასწორებლად.

ლაპარაკია ღარიბი ქვეყნებისათვის მიცემული დახმარების უკეთესად გამოყენებაზე.

მაგრამ საქმე იმაშია რომ არსებობს სუსტი სახელმწიფოს ცნების მრავალი განსაზღვრება და ამ სახელმწიფოთა მრავალი ერთმანეთისგან განსხვავებული სია.

ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის განვითარებისთვის დახმარების კომიტეტი სუსტ სახელმწიფოებად მიიჩნევს «ქვეყნებს რომელთაც არ სურთ ან არ ძალუძთ ღარიბებზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარება. ამას გარდა ეს ქვეყნები ხასიათდებიან საშუალო მმართველობით და ძალადობაში გადაზრდილი კონფლიქტის დაწყების საშიშროებით.»

საერთაშორისო დახმარების დეპარტამენტის აზრით «სუსტი სახელმწიფოებია სომალისავით დამხობილი სახელმწიფოები ან სახელმწიფოები რომელთაც ავღანეთის მსგავსად უჭირთ მათი ტერიტორიის გაკონტროლება..

დგას აგრეთვე საკითხი იმის შესახებ თუ რატომ და როგორ კოტრდება ან სუსტდება სახელმწიფო.

აფრიკაშიაც და სხვაგანაც ამაში თავისი წვლილი აქვთ შეტანილი საერთაშორისო საზოგადოებებსაც.

მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო მონეტარული ფონდის მიერ აფრიკული ქვეყნებისათვის დაძალებულმა სტრუქტურული მორგების პოლიტიკამ უეჭველად დიდად შეუწყო ხელი სახელმწიფოს დასუსტებას. ეს ინსტიტუტები დიდი ხნის მანძილზე «კარგი მოწაფის» წოდებას ანიჭებდნენ ქვეყნებს სადაც სახელმწიფო თავს იკლავდა კერძო სექტორის თუ სამოქალაქო საზოგადოების სასარგებლოდ.

სწორედ ამიტომ წავიდა სახელმწიფო ადამიანის უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ისეთი სფეროებიდან როგორიცაა ჯანმრთელობა, განათლება და არარენტაბელურად მიჩნეული სხვა სოციალური ტრანსფერები.

გაეროს განვითარებისთვის პროგრამის ფუნქციონერის თქმით მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო მონეტარული ფონდი დღეს მოითხოვენ მეტ სახელმწიფოს იქ სადაც ცოტა ხნის უკან მოითხოვდნენ რაც შეიძლება ნაკლებ სახელმწიფოს და ეს ხდება ამ 180%-იანი შემობრუნების შესაძლებელი შედეგების გაუანალიზებლად.

უეჭველია რომ ეს სწრაფად აძლევს პასუხს სახელმწიფოს დასუსტების გამო ცუდ მდგომარეობაში ჩავარდნილ მოსახლეობათა სასწრაფო საჭიროებებს, მაგრამ ის აყოვნებს სისუსტეთა გამომწვევი მსოფლიო ფინანსური და ეკონომიკური სისტემის საფუძვლიან გარდაქმნას და განვითარების სფეროში სხვადასხვა პასუხისმგებლობათა პატივისცემას.

გაკოტრებული სახელმწიფოს პრივატიზაცია?

მაგრამ სახელმწიფო რომლის აუცილებლობასაც ქადაგებენ ფონდების ფულის გამღებები დიდად განსხვავდება კლასიკური სახელმწიფოსაგან, რომელიც მთლიანად ახორციელებს თავის სუვერენიტეტს და ასრულებს თავის რეგალიურად წოდებულ ფუნქციებს.

ფონდების ფულის გამღებთა აზრით სახელმიწიფოს (მისი ევროპული გაგებით) აღდგენამდე საჭიროა წინასწარ მისი არსებითი ფუნქციების შესრულების დაკისრება კერძო საზოგადოებებისათვის.

ფონდების ფულის გამღებთა ლოღიკა მარტივია: სუსტი თუ გაკოტრებული სახელმწიფოები ვერ ან არ უწყობენ ხელს მათ მოქალაქეთა აყვავება-გაფურჩქვნას და ვერ ან არ აკმაყოფილებენ მათ მთავარ საჭიროებებს და ამიტომ საჭიროა მათი ფუნქციების გადაცემა კერძო საზოგადოებებისთვის!

მაშ ალბათ მალე დავინახავთ რომ სუსტ სახელმწიფოებში გამოცხადდება რომ ეროვნული ინსტიტუტები უძლურები არიან და ვერ ასრულებენ მათ ფუნქციებს და პოლიციის და მართლმსაჯულების აღსრულების ფუნქციების შესრულება დაეკისრება ევროპულ ან ამერიკულ კერძო საზოგადოებებს.

და ბარემ რატომ არა პრეზიდენტობა, პრეზიდენტის ფუნქციაც შეიძლება შეასრულონ ამ საზოგადოებებმა, ღელავს ერთი ალტერმონდიალისტი აქტივისტი. (ეს საინტერესო ინფორმაცია შეიძლება წაიკითხოთ ფრანგულ ჟურნალში «აფრიკა აზია», 2009 წლის ნოემბრის ნომერი აფრიკა გაკოტრებული სახელმწიფოები).

საქართველოს XX საუკუნის დაახლოებით 2/3-ის მანძილზე მართავდა საერთაშორისო ორგანიზაცია სკკპ (საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია), რომლის ნომენკლატურამაც XX საუკუნის ბოლოს მოახდინა ფაქტიურად თითქმის მთელი საბჭოთა კავშირის პრივატიზაცია.

თუ კი ქართველები გონს დროზე არ მოეგებიან და არსებობის უმთავრეს პრინციპებზე არ შეთანხმდებიან საქართველოს იურიდიული დამოუკიდებლობის პერიოდი შეიძლება მალე დამთავრდეს ახალ ტანისამოსში გამოპრანჭული ძველი ხაზეინების ოფიციალურად დაბრუნებით (ეხლა ისინი შორიახლო ტრიალებენ). ვნახოთ რა მოხდება, იქნებ 1-2 ქართველი, კავკასიელი და რუსი გადარჩეს, ამაზე გვაფიქრებს ეს ჟურნალი...

1 comment:

  1. "გაკოთრებულ" თუ სუსტ,კონფლიქტებით გატანჯულ სახელმწიფოებში ცხოვრობს დაახლოებით მილიარდი ადამიანი....

    ReplyDelete