September 25, 2011

ლტოლვილი ვიქტორ ჰიუგო-11: 1860-ანი წლების დიდი ნაღველი :

ჰიუგოს "საუკუნეთა ლეგენდის"
 კაენის მიხედვით.
„მე დაუღალავი ვარ მარტოობის გამო
(წერილები,1863-1867).
  ლტოლვილობის მეორე ნახევარს  დაღს ასვამს დიდი ნაღველი.
   იხოცებიან პოეტის მეგობრები, დელაკრუა და ვინი კვდებიან 1863 წელს, ნათესავები, ფრანსუა-6ვიქტორის საცოლე-1865 წელს,მადამ ჰიუგოს ძმა-1866 წელს, პირველი შვილიშვილი გარდაიცვალა 1868 წელს. ამას ემატება დიდი მარტოობა. მისი მეუღლე და შვილები
სულ უფრო და უფრო დიდი ხნით მიდიან ხოლმე სახლიდან ისინი დათანხმდნენ სამწლიან ლტოლვილობაზე ჯერსიში რადგანაც სან-ელიეში მეტი გამოცოცხლება იყო ვიდრე წარმოედგინათ,იქ ცხოვრობდა განდევნილთა საკმაოდ დიდი ჯგუფი.
      მაგრამ გერნსი ბევრად უფრო პატარა,უფრო ველური და ნაკლებად "british" კუნძულია.
მადამ ჰიუგოს არ უნდა სიცოცხლის ბოლომდე სანახაობებისა და მიღებების გარეშე ცხოვრება. სახლის ყიდვა ნიშნავდა კუნძულზე დამკვიდრებას. ვაკერი უკვე წავიდა გერნსიდან 1858 წელს. შარლმა 1861 წელს თქვა რომ აღარ დაბრუნდებოდა,მადამ ჰიუგო 1865 წელს საბოლოოდ დამკვიდრდა ბრიუსელში ფრანსუა-ვიქტორთან ერთად.

     ვიქტორ ჰიუგო დიდად იტანჯება: მისთვის "ოჯახი გულის დიდი ნაჭერია"(ვაკერს,1865 წლის 17 იანვარი"; ის ე;უდარება არმყოფთ:"მე მინდა რომ თქვენ ისევ შეიყვაროთ უთქვენოდ ესოდენ ცარიელი საწყალი ოტვილ ჰაუსი. ჩემი გული ივსება ჩრდილით როდესაც შევდივარ თქვენს ცარიელ ოთახებში"(წერილი მადამ ჰიუგოს,1865 წლის 22 ნოემბერი).

     ჰიუგო საჯაროდ ლაპარაკობდა თავის წუხილზე,მაგრამ არაფერს ამბობდა ყველაზე ინტიმურ დარდებზე. მისი ნაკლებად სასურველი ქალიშვილი ადელი ცხოვრობს გარდაცვლილი დის ჩრდილში. 1861 წელს მისი ნევრასტენია მიუახლოვდა სიგიჟეს. 1863 წელს ის გაეკიდა მის აბუჩად ამგდებ ერთ ინგლისელ ლეიტენანტს,მის ცრუ საქმროს და სამუდამოდ გაქრა გერნსიდან. ვიქტორ ჰიუგო დარდობს,მისი ძმა მოკვდა გიჟი.

     ის არ ლაპარაკობს არც სხვა დარდზე,მას აბრალებენ სიხარბეს.უცნობია რომ მას ზოგჯერ უჭირს მთელი ოჯახის შენახვა და რჩენა...

     მან გადაწყვიტა რომ იყოს ძლიერი,მით უმეტეს რომ მოდის ცუდი ამბები: რომის პაპმა პიუს მეცხრემ აკრძალა "განკიცხულნი",ბალზაკის რომანები,სტენდალის და ფეიდოს წიგნები. მეორეს მხრივ საზოგადოებას ყოველთვის არ ესმის მისი ნაწერები.


ჰიუგოს „განკიცხულნი"
       მისი დევიზი ამიერიდან არის:
"მე ვარ ჰიპოპოტამი, ჩემი კანი სულ არ დაზიანებულა".

თავდაუზოგავი შრომა:
 ლტოლვილობის დასაწყისში გამოქვეყნებული "პატარა ნაპოლეონის" და "სასჯელების" შემდეგ  ვიქტორ ჰიუგომ  დაწერა შემდეგი ნაწარმოებებიც:"საუკუნეთა ლეგენდა","განკიცხულნი","უილიამ შექსპირი","ქუჩებისა და ტყეების სიმღერები","ლა მანშის არქიპელაგი",რომელიც არის თხზულებაში "ზღვის მშრომელები","ქვეყნის ავადმყოფობა","ადამიანი რომელიც იცინის","ბაბუად ყოფნის ხელოვნება"...

„განკიცხულნი":
 ესაა მსოფლიოში სახელგანთქმული სოციალური რომანი. საზოგადოების პარიებისადმი თანაგრძნობის გამომხატველი ვიქტორ ჰიუგო ხოტბას ასხამს ძმობას. ის ხატავს ტალახთან მებრძოლ კაცობრიობას რომელიც ამ ტალახიდან ამოსვლას.

   სიუჟეტი: ეპისკოპოსი მირიელის პატიებით აღორძინებული ყოფილი კატორღელი ჟან ვალჟანი გადაიქცა მდიდარ მეწარმე ბატონ მადლენად. ის ჩაბარდება მართლმსაჯულებას იმისათვის რომ არ დაესაჯათ უდანაშაულო. მას დასდევს პოლიციელი ჟავერი რომელსაც ის ბოლოს და ბოლოს გადაარჩენს. გარდაცვალებამდე ის უზრუნველყოფს თავისი აყვანილი შვილი კოზეტას ბედნიერებას. ..

„განკიცხულნი ასევე დაკავშირებულია ისტორიულ რომანთან ვინაიდან მისი პერსონაჟები ერევიან 1815 და 1830 წლების მოვლენებში. ტენარდიე ძარცვავს დაღუპულებს ვატერლოოზე და გავროშს კლავენ ბარიკადაზე.

„განკიცხულნი", გავროში
„საუკუნეთა ლეგენდა":
ამ უზარმაზარი ეპიკური ციკლის მიზანი ორმაგია. ჰიუგოს უნდა დახატვა კაცობრიობისა მის სხვადასხვა ხანაში,იმისა თუ როგორ ადის იგი "წყვდიადიდან იდეალისკენ". სიკეთისა და ბოროტების,სატანასა და ღმერთის ბრძოლაში ის მუდამ არის სიკეთის,ღმერთის,სუსტების მხარეზე.

ჰუმანიტარი ჰიუგო :
ვიქტორ ჰიუგოს სჯერა ადამიანთა ძმობისა,ის იღებს მსოფლიოს ყველა ქვეყნის დევნილებს,ლტოლვილებს. 1866 წელს ის თავისი სახლის კარს უღებს ბარიკადაზე დაჭერილ და განდევნილ კუზიან კესლერს.

ლტოლვილობის წლების დროს ის განაგრძობს ბრძოლას სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ.

მას ყველა მხრიდან მიმართავენ დახმარებისთვის. ...
 
1860 წლიდან ის ერევა ყველგან საიდანაც ესმის ჩაგრულთა ხმა: ეხმარება რუსების მიერ გასრესილ პოლონეთს, თავისუფლების მსურველ მექსიკას, თურქების მიერ ჩაგრულ კრეტელებს, აჯანყებულ ირლანდიას.

გერნსიში ძლივს ჩასული ვიქტორ ჰიუგო მიდის ციხეში,ტაპნერის საფლავზე, ერთი ბაილის ჩამოხრჩობის ადგილას, შემდეგ ის ლოკალურ ისტორიაში ეძებს და ამხელს წამების,ძალადობის,ჩაგვრათა შემთხვევებს (დასასრული იქნება).




   



   

No comments:

Post a Comment