September 11, 2011

როგორ ზრდიდნენ და ზრდიან ლამაზი ევროპის მშენებლებს-7, ადამიანის მოვალეობები:

ბოსუე
ადამიანის სიდიადეს ქმნის სულის სიცოცხლე ანუ ინტელექტუალური და მორალური ცხოვრება.:

  ადამიანის მოვალეობები საკუთარი თავის მიმართ:
 I:  ადამიანი არის სხეულისგან და სულისგან შემდგარი ბუნებრივი მთლიანობა: სხეული ინელებს,სუნთქავს,ცოცხლობს,მაგრამ მას არ ესმის თუ რას აკეთებს; ერთი სიტყვით მისი გრძნობა არაა ქვის თუ მცენარის გრძნობაზე მეტი. სხეულზე მბრძანებლობს უხილავი სული.
   ადამიანის სიდიადეს ქმნის სულის სიცოცხლე ანუ ინტელექტუალური და მორალური ცხოვრება.

II: ადამიანი შედგება სხეულისგან და სულისგან. სხეული არის ადამიანის მატერიალური ნაწილი რომელსაც აქვს სიცოცხლის შემადგენელი მოქმედებებისთვის აუცილებელი ნაკვთები და ორგანოები.

 სული არის ადამიანის არამატერიალური ნაწილი რომელიც გრძნობს, აზროვნებს და რომელსაც აქვს სურვილები სულია ადამიანის პიროვნება,საკუთრივ ადამიანი.,მაშინ როდესაც სხეული არის სულის მსახური. 
  მაგრამ ჩვენი არსების ორი ნაწილის კავშირი იმდენად მჭიდროა რომ ერთი ნაწილის უგულვებელყოფა ზიანს აყენებს მეორეს. 

 გახსენება: ადამიანის სხეულის საოცრებები:
 “ადამიანის სხეულში ყველაფერი აწყობილია საოცარი ხელოვნებით. სხეული ყველა მხრიდან ზიანის მიუღებლად იღებს საგნების შთაბეჭდილებას მას აქვს ორგანოები უსიამოვნებათა და მავნე მოვლენათა თავიდან ასაცილებლად. ნაკვთების დახვეწილობა დაკავშირებულია ძალასთან და სიმტკიცესთან.
  ჩვენ, რომლებიც ვგრძნობთ გარემოს უმცირეს მოძრაობებს, ძლივს ვგრძნობთ ჩვენი გულის ცემას,სისხლი მოძრაობს,ნაკვთები იღებენ საკვებს ჩვენი ძილისთვის ხელის შეშლის გარეშე,ჩვენი ფიქრისთვის ხელის შეუშლელად, ჩვენს გრძნობათა გაღიზიანების გარეშე. ღმერთმა ესე პროპორციულად;დელიკატურად და ტკბილად ააწყო ჩვენი სხეული”(ბოსსუე,ტრაქტატი ღმერთის და საკუთარი თავის შეცნობის შესახებ).

  ადამიანს აქვს მორალური მნიშვნელობა, მან უნდა იზრუნოს ამ მნიშვნელობის შენარჩუნებაზე და ზრდაზე და ამიტომ მას აქვს მოვალეობები საკუთარი თავის წინაშე.
  ეს მოვალეობები ეხება როგორც სხეულს ისე სულს. ჩვენ უნდა მოვუაროთ ჩვენს სხეულს რათა ის დავიცვათ და განვავითაროთ.
  ჩვენ უნდა გავხდეთ უფრო განათლებულები და უკეთესები და ამიტომ უნდა ვიზრუნოთ სულზე,გონებაზე და გულზე.
 ერთი სიტყვით ჩვენ უნდა განვახორციელოთ ძველი რჩევა: “ჯანმრთელი სული ჯანმრთელ სხეულში”,ეს უნდა იყოს ჩვენი ქცევის წესი.

    ადამიანს აქვს მოვალეობები მისი სხეულის და მისი სულის მიმართ. ამ მოვალეობათა საფუძველია საკუთარი თავის პატოვისცემა.
   ისინი დაიყვანება ერთ მოვალეობაზე :
  ჩვენში ადამიანური ღირსების პატივისცემა და განვითარება.
...

  ჩვენ ამ მოვალეობებს ვასრულებთ იმით რომ ყურადღებით ვეკიდებით ჩვენს გრძნობებსა და ქმედებებს, მივისწრაფით იმისკენ რასაც შეუძლია ჩვენი ამაღლება,მივისწრაფით კეთილშობილისკენ. ჩვენ უნდა მოვშორდეთ ყველაფერს რამაც შეიძლება დაგვამციროს ჩვენს საკუთარ თვალში.


  «შენ ხარ ადამიანი და მოიქეცი ადამიანურად».

No comments:

Post a Comment