November 13, 2011

კოშმარული მომავლის მოლოდინში:


კასპარ დავით ფრიდრიხი,
მონასტერი და სასაფლაო
ზამთარში
 "თუ გინდათ მომავლის წარმოდგენა წარმოიდგინეთ ადამიანის სახის მუდამ გამთელი ჩექმა..."
Keith GessenBook forum
"პუტინის მეორე პრეზიდენტობის შუა ხანებიდან რუს  მწერლებში დაიწყო უცნაური მოვლენები: ყველამ დაიწყო დისტოპიის,კოშმარული მომავლის აღწერა.

ლეგენდარულმა პოსტმოდერნულ-პოსტთანამედროვე მწერალმა ვლადიმირ სოროკინმა 2006 წელს გამოაქვეყნა "ოპრიჩნიკის დღე", სატირა საიდუმლო სამსახურებზე.
დიმიტრი ბიკოვმა აღწერა მომავალი როდესაც რუსეთი ეომება რაღაც ძალას რომელმაც ნავთობი შეცვალა რაღაც ფლოგისტონით და ამით დაამხო რუსეთი.

ეს უცნაური ლიტერატურული დინება ჩემის აზრით გააჩინა პუტინის წლების პოლიტიკურმა სტაგნაციამ. ყველა ხედავდა რომ რუსეთის პრეზიდენტი ამყარებდა გარკვეულ ავტორიტარიზმს,მაგრამ არავინ იცოდა თუ სადამდე მივიდოდა პუტინი და რა სისასტიკე მოყვებოდა ყველაფერ ამას. დღევანდელობა მოუხელთებელ რამედ ჩანდა.ეპოქის ხასიათის გასაგებად და მისთვის მნიშვნელობის მისაცემად საჭირო იყო თანამედროვე ტენდენციების გადატანა მომავალში.

კანიბალების ურდოები:
ამავე დროს ამერიკაში გაჩნდა სრულებით საწინააღმდეგო მოვლენა. თანამედროვეობის გასაგებად მომავალში ყვინთვის ნაცვლად ამერიკელები წერდნენ დიდ "უქრონიებს", რეალური ისტორიის დეფორმაციაზე დაფუძნებულ პოლიტიკურ ფანტაზიებს. მაიკლ შაბონმა წარმოიდგინა ებრაელების ლტოლვილობა ალასკაში და ფილიპ როტმა 1940 წელს პრეზიდენტად ანტისემიტი ჩარლზ ლინდბერგის არჩევა. ესეც თავისი უცნაურობთ არ განსხვავდებოდა რუსული დისტოპიისგან. ..

ამერიკაში არავინ იყო მზად 11 სექტემბრის შეტევებისთვის მაგრამ ყველაზე მეტად გაოცდნენ პროგრესისტები რომლების გააოგნა იმან თუ რა სწრაფად და მოხერხებულად ჩააყენეს ნეოკონსერვატორებმა ეს ტერორისტული აქტები თავისი ძველი პოლიტიკური პროექტის სამსახურში. ...



მწერლები მომავალში ხედავდნენ მხოლოდ ნანგრევებს.
ბუშის წლების ბოლოს ალბათ აღორძინების გზაზე დამდგარი ეკოლოგიური მოძრაობის გავლენით გამოჩნდა მრავალი პოსტ-აპოკალიპტური წიგნი და ფილმი. მათი აპოგეა იყო 2006 წელს კორმაკ მაკკარტის „გზა".


დისტოპიის მონათესავე ეს  ნაწარმოებები არ არიან სავსებით დისტოპიები. კონტრ-უტოპიური რომანი წარმოადგენს მომავალ სრულყოფილ ბოროტებას. პოსტ-აპოკალიპტური რომანი აჩვენებს დაშლის,ნგრევის გზაზე მდგომ მომავალს.დისტოპიური რომანი აკვირდება არსებულ ტენდენციებს და წარმოიდგენა მათ განვითარებას 10, 20, 30 წლის შემდეგ. ის ეწერება უწყვეტობაში.
პოსტ-აპოკალიპტური რომანი კი პირიქით, გრძნობს ყველაფრის მომავალ დასასრულს. 


ბუშის წლების მეორე ნახევარში დაიწერა მრავალი დისტოპია, მაგრამ გაბატონებული გრძნობა, როგორც ჩანს, იყო „გზის" განცდა:


ერთხელ ეს კარტის ხუხულა დაინგრევა და ყველას მოგვიწევს ერთადერთი შვილის დაცვა კანიბალების, კაციჭამიების ურდოებისგან...


იაპონია ცუნამის შემდეგ...                      
შეიძლება ამერიკაში გარემოებები არ უწყობდა ხელს დისტოპიების დაწერას. ჟანრის კლასიკური ნაწარმოებები არის ორი ომის შემდგომი ხანის სოციალური განახლების და პოლიტიკური ძვრის ატმოსფეროს ნაყოფი. იმ ეპოქისა როდესაც რადიკალური სოციალური ცვლილება არა მარტო წარმოსადგენი იყო არამედ მიმდინარეობდა კიდეც. 


ოლდოს ჰაქსლის "საუკეთესო სამყარო"//1932// და ორუელის "1984"//1949// გვიჩვენებს კოშმარულ სამყაროს სადაც სოციალური კონტროლი გაგიჟდა:


"საუკეთესო სამყაროში " სახელმწიფო ერევა ადამიანთა გამრავლებაში, წამლავს მოქალაქეთა უმრავლესობის ჩანასახებს მონათა დაბალი კასტის შექმნის მიზნით. 
"1984"-ში სახელმწიფო ბატონობის იარაღად იყენებს ინფორმაციის ნაკადს:
"ჭეშმარიტების სამინისტროში" უინსტონ სმიტი ხელახლა წერს ძველი ჟურნალ-გაზეთების სტატიებს და სხვა საარქივო მასალას რათა ისინი შეუხამოს პარტიის ორიენტაციის ცვლილებებს. მისი თქმით მომავალს აკონტროლებს ის ვინც აკონტროლებს წარსულს.


დისტოპიურ რომანში დღევანდელობას აკონტროლებს ის ვინც აკონტროლებს მომავალს. 


რომელი კოშმარი იქნება უფრო საშინელი? 
მეტი გავლენა ჰქონდა ორუელს უეჭველად იმიტომ რომ ფუტურისტულ ინგლისში განვითარებული დიტოპიის საფარველის ქვეშ ის აღწერდა საბჭოთა კავშირში არსებულ პოლიტიკურ სისტემას. მისი რომანი იკითხებოდა როგორც რეპორტაჟი. 
მაგრამ ამის მიზეზია ორუელის ხედვის უკიდურესი სისასტიკეც, მის მიერ აღწერილი სამყაროსი ნაღვლიანი ხასიათი.


ყველაზე ხშირად იხსენებენ 101-ე დარბაზში წამების სცენას //"თუ კი გსურთ მომავლის ხილვა წარმოიდგინეთ ჩექმით მუდამ გასრესილი ადამიანის სახე"// ...და ამინდი. ოკეანიაში საშინელი ამინდია და საჭმელი მოწამლულია. ბევრს წვიმს და უინსტონის ბინაში ცივა. ცივა მის ბარშიც. დაახლოებით ასე იყო ინგლისში სადაც ცხოვრობდა რომანის წერის დროს ჭლექისგან მომაკვდავი ორუელი....


1996 წელს დევიდ ფოსტერ უოლესმა გამოაქვეყნა რომანი სადაც ლაპარაკია ამერიკის შეერთებული შტატების,კანადის და მექსიკიs ძალით გაერთიანებაზე და მოძალადე კვებეკელ სეპარატისტებზე. 


იქაა ლაპარაკი იმდენად მომხიბლავ-მიმზიდველ ფილმზეც რომლისგან წამითაც მოწყვეტა შეუძლებელია და ადამიანს კლავს ამ ფილმის მიჩვევა....


 არის თხზულებებიც რომლის გმირებსაც იმდენად აგიჟებს თანამედროვეობა რომ ისინი ოცნებობენ კომპიუტერში გადასახლებაზე...
//ამის და ამაზე მეტის წაკითხვა შეგიძლიათ ფრანგული ჟურნალი Books-ის 2011 წლია მაისის ნომერში//
             

No comments:

Post a Comment