January 14, 2012

ლაკობისტანში დავიწყებული ადამიანებიდან და ამბებიდან.:



    რუსულად გამოუციათ ცნობილი კავკასიოლოგი ზურაბ ანჩაბაძის ნაშრომთა ორტომეულის პირველი ტომი. მისი შეხედულებების გაცნობა ალბათ ქართველებისთვის და სხვა არამარტორუსებისთვისაც იქნება საინტერესო.

Вышел в свет первый том двухтомника избранных трудов кавказоведа Зураба Анчабадзе.

Вышел в свет первый том двухтомника избранных трудов известного абхазского ученого, кавказоведа Зураба Вианоровича Анчабадзе.
Тираж книги 1000 экземпляров. Составитель и ответственный за выпуск издания доктор исторических наук Арвелод Куправа.
В первый том избранных трудов Зураба Анчабадзе вошли его фундаментальные монографии «История и культура древней Абхазии» и «Из истории средневековой Абхазии (VI-ХVII в.в.).
Книга предназначена для ученых, педагогов, студентов и всех интересующихся историей и культурой абхазов.





ზურაბ ვიანორის
 ძე ანჩაბაძე

ქართველების და აფხაზების თუ სრულიად კავკასიის მტრები ამ ამბებს ხშირად შეგნებულად შლიან ადამიანთა მეხსიერებიდან. ჩვენც გავიხსენოთ:

        ჯერ ზოგი ადამიანი:

   ტარასი //თარაშ// ზურაბის ძე  ანჩაბაძე//1859-1935//, რუსეთის არმიის პოდპოლკოვნიკი, რუსეთ-თურქეთის და რუსეთ-იაპონიის მონაწილე ქველმოქმედი, ბუნების ტრფიალი, მონადირე .პოეზიის ,ოყვარული ბრძანდებოდა. მისი სანადირო თავგადასავლები აღწერილი აქვს რუს მწერალ ევგენი მატკოვს თხზულებაში "ერთი წელი მთებში".
             
    მისი მეუღლე მარიამ //მაშო// ნიკოს ასული დადიანისა// 1870-1958, შალვა დადიანის და// იყო აფხაზეთში წერა-კითხვის განავრცელებელი საზოგადოების ერთ-ერთი ინიციატორი და არაერთი კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიების მოთავე.
     ტარას-თარაშ ანჩაბაძის ოთხი ვაჟიშვილი, ქართული ჯარის მეომრები,1921 წელს საქართველოს იცავდნენ ბოლშევიკებისგან, უფროსი მათგანი დაიღუპა მდინარე გუმისთაზე // იხ რუსულენოვანი გაზეთი "ვეჩერნიი ტბილისი",12.05.2010. ელენა ორაგველიძის წერილი "აფხაზი და ქართველი ზურაბ ანჩაბაძე"//.             


 საოჯახო ტრადიციას აგრძელებდნენ შვილები. გამოვყოფთ მათ უფროს ვაჟს ვიანორ ტარასის ძე ანჩაბაძეს//1888-1937//,რომელმაც ტფილისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემიაში. პირველი მსოფლიო ომის მონაწილეს, მას არაერთი საბრძოლო ჯილდო ჰქონდა მიღებული.

   1918-1921 წლებში ის იყო აფხაზეთის ეროვნული და სახალხო საბჭოების წევრი და ქართველ ესერთა პარტიას თანაუგრძნობდა. 


  1930-ან წლებში ვიანორ ანჩაბაძე აფხაზეთის ჯანმრთელობის დაცვის სახალხო კომისარი და საკურორტო მშენებლობის ერთ-ერთი მოთავე იყო. 

   იგი 1937 წლის რეპრესიებს ემსხვერპლა. 

   რეპრესირებული იყო მისი მეუღლეც, ვერა ანდრიას ასული შენგელაია//1893-1956//,
რომელმაც "გულაგის" ბანაკებში 7 წელი გაატარა. 

    ვიანორ ანჩაბაძისა და ვერა შენგელაიას ქორწილში  გაგრაში,1918 წელა, იმჟამად ბზიფში მდგომი ქართული ცხენოსანი დივიზიის ოფიცრებიც იყვნენ მიპატიჟებულნი,

     ვიანორ ანჩაბაძის მეჯვარე იყო მისი ყმაწვილობის დროინდელი მეგობარი ქაქუცა ჩოლოყაშვილი....

     ვიანორ ანჩაბაძის ვაჟი,აკადემიკოსი ზურაბ ანჩაბაძე, აფხაზეთის ასსრ სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი და პირველი რექტორი იყო.

// ამის და ბევრად მეტის წაკითხვა შეგიძლიათ პაატა ქურდოვანიძის შესანიშნავ წიგნში "ქართულ-აფხაზური ალბომი".// რედაქტორი და შემდგენელი ხათუნა ჭურღულია//.თბილისი 2008//.

http://www.vechernitbilisi.net/item.asp?id=379
                          ~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~

ვნახოთ რას სწერს ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეგობრის შვილი ზურაბ ვიანორის ძე ანჩაბაძე თავის წიგნში  "აფხაზი ხალხის ეთნიკური ისტორიიდან"// რუსულად, სოხუმი, ალაშარა, 1976, ფრაგმენტები, თარგმანი რუსულიდან//.

     პალეოკავკასიური//უძველესი კავკასიური// ეთნიკური ერთობა და აფხაზთა წარმოშობის საკითხი:


       აფხაზთა წარმოშობის საკითხის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანი და აუცილებლად ანგარიშსაწევი გარემოებაა ის რომ აფხაზები გენეტიკურად არიან პალეოკავკასიური//"იბერიულ-კავკასიური", "იაფეტური" ეთნიკური ოჯახის წევრები. 


         ეს ოჯახი იყოფა ოთხ შტოდ: ქართველებად// ქართების, ზანების ანუ მეგრელ-ჭანების და სვანების სამი ეთნოგრაფიული ჯგუფისგან შემდგარი ხალხი//, აფხაზ-
ადიღებად// აფხაზები,აბაზინები,ყაბარდოელები,ჩერქეზები,ადიღები,უბიხები//, ნახებად ანუ ვაინახებად//ჩეჩნები,ინგუშები და სხვ.// და დაღესტნელებად//ავარლები,ლეკები,დარგოელები,ლაკები,თაბასარანები და სხვ.//. 


       ზოგი მეცნიერი ორ უკანასკნელ შტოს აერთიანებს ერთ შტოდ,
ნახურ-დაღესტნურ შტოდ. 


      პალეოკავკასიური ეთნიკური ოჯახის წევრები არიან კავკასიის უძველესი მკვიდრები//აქედანაა სახელი პალეოკავკასიური- და ისინი ერთმანეთთან დაკავშირებული არიან საერთო წარმომავლობით. 


     ამიტომ დაუშვებელია აფხაზი ხალხის ეთნოგენეზის განხილვა მთელი პალეოკავკასიური სამყაროს წარმოშობის საერთო პრობლემისგან მოწყვეტით,როგორც ამას აქამდე აკეთებდა ზოგი მკვლევარი. 


      პალეოკავკასიელი ხალხების ეთნიკური ნათესაობა პირველ რიგში მტკიცდება მათი ენების მონაცემებით. ი.ა. ჯავახიშვილმა ნაშრომში "ქართული და კავკასიური ენების თავდაპირველი წყობა და ნათესაობა"// 1937// აჩვენა რომ კავკასიური ენების ადრეულ პერიოდებში ჩახედვისას აშკარად ჩნდება მათი ნათესაობა როგორც ლექსიკაში ისე გრამატიკულ წყობაში. ამ ფაქტებიდან გამომდინარე ა.ს ჩიქობავა ამტკიცებს: "კავკასიური ენები გენეალოგიური ცნებაა"....


        ამას გარდა, კავკასიის ხალხთა და მათ შორის აფხაზი ხალხი ეთნოგენეზისთვის  დიდი მნიშვნელობა აქვს  პალეოკავკასიური ენების ნათესაობას წინა აზიის ზოგ დღეს მკვდარ ენასთან, კერძოთ ხათურთან
//პროტოხეთურთან//, ხურიტულთან, ურარტულთან და სხვებთან რომლებიც შეიძლება შორეულ წარსულში იყვნენ ენათა პალეოკავკასიური ოჯახის წევრები და ამ შემთხვევაში მათ უნდა ჰქონდეთ საერთო პროტოპალეოკავკასიური ფესვი.


     ასე მაგალითად ზოგი მეცნიერის აზრით აფხაზურ-ადიღურ ენებთან განსაკუთრებით ახლოს უნდა იყოს პროტოხეთური//ხათური// ენა. 


          ცნობილი უნგრელი მეცნიერი ი. მესაროშმა, რომელმაც შეისწავლა უბიხური ენა და მისი კავშირები მცირე აზიის ძველ ენებთან დაასკვნა: 


        "თუ კი შევადარებთ ეხლა მკვდარ უბიხურ ენას ძველანატოლიურ ხათურ ენასთან მივიღებთ უმჭიდროესი გენეტიკური კავშირის დამამტკიცებელ საბუთებს. ამ ენების გრამატიკული წყობა იმდენად ახლოა რომ უეჭველია ამ ორი ენის უმჭიდროესი კავშირი".


       იგივეს  ფიქრობს აკად. გ.ა. მელიქიშვილი, რომელიც წერს": "პრეფიქსების გამოყენება მორფოლოგიურ ელემენტებად და აგრეთვე ენის მორფოლოგიური სტრუქტურის სხვა მოვლენები მას//ხათურ ენას// ნამდვილად აახლოებენ კავკასიის მთის ენებთან// უბიხურთან,ჩერქეზულთან,აფხაზურთან და სხვ.//". 


        ფხაზურ-ადიღური ტომების პროტოხეთურ ეთნიკურ სამყაროსთან ნათესაობის შესაძლებლობას უშვებდნენ აგრეთვე სხვა მეცნიერებიც //ი.მ. დიაკონოვი,ს.გ.ერემიანი.ი.მ.დუნაევსკაია და სხვ//.


       ზოგი მეცნიერის აზრით პროტოხეთებთან ახლოს იყვნენ ქაშქები რომლებსაც ხეთური წყაროები ძვ.წ. მე-18 საუკუნიდან აფიქსირებდნენ მცირე აზიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონებში. ეთნონიმს ქაშქები უკავშირებენ ადიღთა ძველ სახელს ქაშაგი. 


         ძვ.წ. მე-12 საუკუნიდან ქაშქთა ტომების კავშირის სახელის ვარიანტად ასურული წყაროები ხმარობენ ეთნონიმს აბეშლა,რომელიც უკავშირდება აფსილთა ძველაფხაზური ტომის სახელს. 


        აქედან გამომდინარე გ.ა. მელიქიშვილი ასკვნის": " ტომის სახელის ანალიზიდან გამომდინარე ჩვენ თითქოს შეიძლება დავასკვნათ რომ ქაშქთა ხალხი,ან მისი რომელიღაც ნაწილი ეთნიკურად ჩრდილოკავკასიური//აფხაზურ-
ჩერქეზული წარმოშობისა უნდა იყოს."


        მელიქიშვილი ხაზს უსვამს რომ ის არ თვლის ხათებს პროტოხეთებად და პროტოხეთებს აფხაზ-ადიღებად. ქაშქები და აბეშლა შეადგენდნენ აფხაზურ-ადიღური ეთნიკური ერთობის იმ ნაწილს //ტომთა კავშირს// რომელიც  ძვ.წ. მესამე-მეორე ათასწლეულში ისევ იყო მცირე აზიის ჩრდილო-აღმოსავლეთ სექტორში და წარმოშობით დაკავშირებული იყო ხათებთან//პროტოხეთებთან//.


     აფხაზ-ადიღი ხალხების ეთნიკურ წინაპართა გარკვეული ნაწილის  ყოფნას მცირე აზიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში და ამიერკავკასიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ადასტურებს ტოპონიმიური მასალებიც,რომლებზეც მიუთითებდა მრავალი ავტორი//პ.უსლარი,ა.გლეიე.ნ.მარი,ა.გრენი,პ.უშაკოვი.ი.ა.
ჯავახიშვილი,ს.ჯანაშია, დ.გულია//.


            მოვიყვანთ მხოლოდ რამოდენიმე ძველ და თანამედროვე ტოპონიმიურ რეალობას ამ ტერიტორიაზე-სინოპე,აკამპსისი,არიპსა,აპსარეა,დუაბზუ,სუფსა,
ფ//პ//აზისი და სხვ. უმთავრესად მითითებული ტერიტორიის ზღვისპირა რაიონებში არსებული ყველა ეს ტოპონიმი მოწმობს იმაზე რომ უძველეს ხანაში ეს ოლქი დასახლებული იყო აფხაზ-ადიღების წინაპრებით. 


        აფხაზ-ადიღების ეთნიკურ კავშირებზე წინააზიურ სამყაროსთან მოწმობს ეთნოგრაფიული პარალელებიც,კერძოდ უძველესი რელიგიური რწმენები. საინტერესო მონაცემები აფხაზური წარმართული პანთეონის კავშირზე ხეთო-მითანურ  რელიგიურ წარმოდგენებთან მოჰყავს დ.ი.გულიას. 


   დასტურდება აფხაზურ-ადიღური ეთნოგონიური გადმოცემებიც რომელთა თანახმადაც დასავლეთ კავკასიის ხალხთა შორეული წინაპრები აქ გადმოსახლდნენ სამხრეთიდან.


                 ამავე დასკვნამდე მიდის ანტროპოლოგიური მასალაც.


       ბ.ვ.ბუნაკი თვლის რომ დასავლეთ კავკასიის და მცირე აზიის უძველესი მოსახლეობა ეკუთვნოდა ერთ ანტროპოლოგიურ ტიპს რომელსაც ის უწოდებს პონტოს რასას. 


      მისი აზრით ამ რასის წარმომადგენლები კავკასიაში გაჩნდნენ მცირეაზიური ტომების შავი ზღვის სანაპიროზე გადაადგილების შედეგად. 


        ბუნაკის თანახმად პონტოს რასა ჩამოყალიბდა ჭოროხისა და არაქსის შუამდინარეთში.


         იმ დროის კავკასიისა და წინა აზიის მჭიდრო ერთობაზე მოწმობს არქეოლოგიური მასალებიც. როგორც შენიშნავს ე.ი. კრუპნოვი დასკვნა კავკასიის მცირე აზიასთან მჭიდრო კავშირის შესახებ პოპულარულია როგორც საბჭოთა კავშირის ისე დანარჩენი მსოფლიოს მეცნიერებს შორის//გიუბერი,მელარტი,
შეფერი,დიუნანი და სხვ.//...


      ლ.ნ.სოლოვიოვის  აზრით "მესამე-მეორე ათასწლეულის მიჯნაზე კოლხეთის დაბლობში ხდება მოსახლეობის შეცვლა,რაზეც მოწმობს სულ სხვა კერამიკული ფორმების გაჩენა.  ისინი და თანმხლები მასალა ზოგადად ახლოა ოჩამჩირის დასახლებასთან.  მეორეს მხრივ ის მჭიდროდ უკავშირდება მცირე აზიის კულტურულ ცენტრებს. 


       ალბათობის დიდი დოზით შეიძლება ვიფიქროთ რომ ლაპარაკია  კავკასიაში მცირეაზიელი ქაშქების მოსვლის პირველ ეტაპზე. მათ მოიტანეს თიხის ჭურჭლის მცირეაზიული ტიპი და თავისი მეტალურგია". 


      რაც შეეხება მესამე-მეორე ათასწლეულთა მიჯნაზე მცირე აზიის ტომთა რაღაც ჯგუფის კავკასიაში გადმოსახლებას,ეს დებულება სრულებით დასაშვებია ვინაიდან ამ პერიოდში მცირე აზიის ცენტრალურ და აღმოსავლეთ რაიონებში იყო ადგილობრივი მოსახლეობის  კავკასიის მიმართულებითაც გადასახლების წინაპირობები. 


       მაგრამ მრავალი სპეციალისტი//მაგ. გ.მელიქიშვილი,შ.ინალ-იფა და სხვ.// არ იზიარებს ლ.სოლოვიოვის დებულებას დასავლეთ კავკასიაში მოსახლეობის შეცვლის შესახებ. ...


     მონათესავე აფხაზურ-ადიღურ-ქართველური ტომები როგორც ჩანს უძველესი ხანიდან ცხოვრობდნენ კავკასიის დასავლეთ ნაწილში და მცირე აზიის მიმდებარე რაიონებში. რაც რა თქმა უნდა არ გამორიცხავდა ამა თუ იმ პერიოდში ტომთა ცალკეული მასივების გადასახლებას როგორც სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ ისე პირიქით.        


     აფხაზეთში დოლმენური კულტურის აყვავების ხანა,ე.ი. მესამე ათასწლეულის დასასრული და მეორე ათასწლეულის პირველი ნახევარი უნდა განვიხილოთ როგორც ძველაფხაზური ეთნოსის ჩამოყალიბების პერიოდი,ვინაიდან სწორედ იმ დროს უნდა დაშლილიყო საბოლოოდ აფხაზურ-ადიღური ეთნიკური ერთობა.


     ამასთან დაკავშირებით ს.შაკრილი წერს: "დროთა მანძილზე აფხაზ-ადიღი ხალხების ძველი წინაპრის შიგნით ამ ხალხის ცალკეული ეთნიკური ჯგუფების ტერიტორიული დაქსაქსულობის წარმოშობასთან და ტერიტორიული დიალექტების გაჩენასთან დაკავშირებით  ხდებოდა დიფერენციაციის პროცესი.


      შემდგომში ამ დაქუცმაცებულობამ ხელი შეუწყო თვითონ პრახალხის დაშლას ცალკეულ ეთნიკურ ჯგუფებად თავისი დამოუკიდებელი, ერთმანეთისგან თვისობრივად განსხვავებული ენებით. 


      აფხაზ-ადიღი ხალხების პრახალხი ამ ხანაში დაიშალა ორ დიდ ჯგუფად-აფხაზებად და ადიღებად. შემდეგ მათ გამოეყო მესამე,უბიხთა ჯგუფი". 
                            
      ამ თვალსაზრისით საინტერესოა ადიღების და აფხაზების წინაპარ ქაშქებთან და აბეშლებთან დაკავშირებული შემდეგი ფაქტიც:


      ძვ.წ. მეორე ათასწლეულის დასაწყისში ისინი გამოდიან ერთი სახელით-ქაშქები //კასკები//. მაგრამ ამ ათსწლეულის დასასრულს ცნება ქაშქების გვერდით ჩნდება ცნება აბეშლა //აფსილები-აფსუა//.


     "ცალკეული მეცნიერების აზრით,წერს კ.ს.შაკრილი, იმ ხანაში//მეორე-
პირველი ათასწლეულების მიჯნა,ზ.ა.// აფხაზების //აბეშლას// ძველი წინაპრები და ადიღთა //ქაშქები// ძველი წინაპრები გამოდიოდნენ როგორც დამოუკიდებელი ეთნიკური ჯგუფები თავისი დამოუკიდებელი ენებით. სხვა სიტყვებით აფხაზები//აბეშლა// ლაპარაკობდნენ თავის აბეშლურ ენაზე და ადიღები თავის ქაშქურ ენაზე.


      ამგვარად აფხაზ-ადიღი ხალხების პრახალხის დაშლა უნდა მომხდარიყო ბევრად ადრე ასურულ წყაროებში მათ მოხსენიებამდე//ე.ი.ძვ.წ.მე-12-მე-8 საუკუნეებში,ზ.ა.//".


       ამდენად თუ კი შემდეგი გამოკვლევები საბოლოოდ დაადასტურებენ ერთის მხრივ ქაშქა-აბეშლების და მეორეს მხრივ ადიღ-აფხაზების ეთნოგენეტურ კავშირს მაშინ მათი წინაპრის ეთნიკური დაშლა უნდა დათარიღდეს დაახლოებით  ძვ.წ. მეორე ათასწლეულის პირველი ნახევრით.


       დოლმენური ხანიდან დაწყებული აფხაზეთის ტერიტორიაზე დგინდება კულტურული ფორმების მჭიდრო მემკვიდრეობითი კავშირი მომდევნო ხანათა კულტურასთან. ეს მიუთითებს სხვადასხვა დროის კულტურის ძეგლების შემქმნელთა ეთნიკურ კავშირზე იმ ხანამდე როდესაც ამ ტერიტორიაზე წერილობითი წყაროებით ლოკალიზებულია უეჭველად აფხაზური ტომები.


       ამასთან დაკავშირებით შეიძლება მოვიყვანოთ ლ.ნ. სოლოვიოვის შემდეგი დასკვნა:


      " დოლმენური კულტურის დამკრძალავი რიტუალის ანალიზი და მისი შედარება  აფხაზი ხალხის ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ არსებულ წარმოდგენებთან და ჩვეულებებთან გვაფიქრებინებს რომ მათ შორის არაა არსებითი,პრინციპული ხასიათის განსხვავებები. დაახლოებით ოთხი ათასი წლის მანძილზე ჯიუტად ჩანს დასაკრძალი ტრადიციის ერთი კულტი....აქედან შეიძლება დავასკვნათ რომ ამ ტერიტორიაზე ამ კულტის გაჩენის ხანიდან,მესამე ათასწლეულის ბოლოდან მოსახლეობის ეთნიკურ შემადგენლობაში არ მომხდარა ძირეული ცვლილებები".


         აფხაზეთის სანაპიროზე საზოგადოების კულტურული განვითარების შემდეგი,განვითარების წინამორბედ საფეხურთან დაკავშირებული ეტაპი წარმოდგენილია კოლხეთის კულტურის სახელით ცნობილ ძეგლთა კომპლექსთან.


         ბ.ა. კუფტინი აფხაზური დოლმენების ინვენტარზე ლაპარაკისას ამბობს:


        "ყველა ეს საგანი არის ყობანური//კოლხური,ზ.ა.// საგნების პროტოტიპი,რაც მიუთითებს იმაზე რომ დოლმენების მშენებლები მემკვიდრეობით დაკავშირებული არიან იმათთან ვინც მოგვიანებით ავითარებდნენ ყობანურ კულტურას".




ყობანის საბრძოლო ცულები,ხანჯლები,საბრძოლო კეტების თავები.
''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''
ყობანის  სამაგრი
§ 2. КОБАНСКАЯ КУЛЬТУРА
გამოსახულებები ყობანის ბრინჯაოს ქამარზე.
                              მთარგმნელის ჩანართი:


  1931 წელს მ.მ. ივაშჩენკომ წამოაყენა ჰიპოთეზა რომლის თანახმადაც ჩრდილო კავკასიაში,ვლადიკავკაზთან აღმოჩენილი ყობანური კულტურის მთავარი მატარებლები იყვნენ კოლხები და რომ ეს კულტურა უნდა ჩაითვალოს ძველ კოლხთა კულტურად.  1941 წელს გამოვიდა მ.მ. ივაშჩენკოს ნაშრომი "მასალები კოლხთა კულტურის ისტორიისთვის" რომელშიც ის განიხილავდა ქუთაისის მუზეუმის ექსპონატებს. მათი განხილვის შემდეგ მან დაასკვნა: "დასავლეთ საქართველოში, ამ შემთხვევაში იმერეთში, რაჭაში და ლეჩხუმში ნაპოვნი ბრინჯაოს ნივთები ეკუთვნის იგივე "ყობანურ კულტურას", სხვა სიტყვებით კოლხთა კულტურას". 
  ის ასევე მივიდა დასკვნამდე რომ კოლხურმა კულტურამ იმერთიდან და რაჭა-ლეჩხუმიდან შეაღწია ჩრდილოეთ კავკასიაში. 


   ბ.ა კუფტინმა კავკასიაში ქართული კულტურის უძველესი ფესვების დახასიათებისას დასავლეთ საქართველოს კულტურის განვითარების არეში ჩართო კავკასიონის მთავარი ქედის ცენტრალური ნაწილიც. დიდ ტერიტორიაზე გაშლილ გვიანბრინჯაოს ხანის ერთგვაროვან კულტურას მან კოლხურ-ყობანური კულტურა უწოდა.  ცენტრალური კავკასიონის გვიანბრინჯაოს ხანის კულტურას ბ.ა. კუფტინი კოლხურ-ყობანურ კულტურად შემდეგაც იხსენიებს.


          ბ.ა. კუფტინი წერდა რომ ყობანური კულტურა წარმოშობითაც კოლხური კულტურაა.


  მოგვიანებით ბ.ა.კუფტინი კიდევ უფრო დარწმუნდა კოლხური და ყობანური კულტურების იგივეობაში და აღნიშნავდა: "ყობანური ბრინჯაოების ადგილობრივი წარმოების შესახებ პირდაპირი მოწმობები უკვე დაკავშირებულია საქართველოს ტერიტორიასთან საიდანაც მოდიან ყობანური ცულების ჩვენთვის ცნობილი სამსხმელო ფორმები და არა ჩრდილოეთ ოსეთში არსებულ ყობანის სამაროვანთან."


              1952 წელს გამოვიდა გ.ფ. გობეჯიშვილის მონოგრაფია რომელშიც განხილული იყო საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ყველა არქეოლოგიური კულტურა. დასავლეთ საქართველოს ძეგლებისადმი მიძღვნილ ნაწილში ის ლაპარაკობს ყობანური ბრინჯაოს ცულის კოლხურ წარმოშობაზე და იმ არეალს სადაც გვხვდება ყობანური ბრინჯაოს ცული ის კოლხურს უწოდებს.


        უფრო ადრე,თავის დისერტაციაში,გ.ფ. გობეჯიშვილი აღნიშნავდა რომ კოლხურ-ყობანურ ცულებს და სხვა მსგავს იარაღს საფუძვლად დაედო ქვიშარის ცული.


              კოლხური კულტურა საკვირველად ჰგავს ყობანურ კულტურას. ამ მსგავსებას განაპირობებს ჩრდილოეთ კავკასიის და სამხრეთ კავკასიის მოსახლეობათა მჭიდრო და უძველესი ისტორიულ-
კულტურული კავშირები.


         ბევრი რამე მოწმობს იმაზე რომ ძვ.წ. მეორე ათასწლეულის დასასრულის გვიანბრინჯაოს ხანის კულტურა ამიერკავკასიიდან ვრცელდებოდა ჩრდილო კავკასიაში სადაც იქმნებოდა ამ კულტურის პერიფერიული ცენტრები.

             ხოდა კოლხურ-ყობანური კულტურის ერთ-ერთი პერიფერიული ცენტრი აღმოჩნდა დღევანდელ ჩრდილო ოსეთში, ვლადიკავკაზთან მდებარე სოფელში ზემო ყობანი.


          ძვ.წ. მე-12-მე-10 საუკუნეებში ამ რაიონში სამხრეთიდან შეაღწია გვიანბრინჯაოს ხანის კულტურამ.


          ძვ.წ. პირველი ათასწლეულის დასაწყისიდან ეს კულტურა ყობანის ხეობიდან გავრცელდა მეზობელ ტერიტორიებზე.


         პერიფერიულ რაიონებზე გვიანბრინჯაოს ხანის კულტურის გავრცელება როგორც ჩანს დაკავშირებული იყო მისი მატარებლების განსახლებასთან მთისწინა რაიონებში.


           ამ გვიანბრინჯაოს ხანის ანუ კოლხურ-ყობანური კულტურის ძირითადი ცენტრი უნდა ყოფილიყო რაჭა-ლეჩხუმში. სხვათა შორის   დღეს სამხრეთ ოსეთად წოდებული ტერიტორიაც რაჭა-ლეჩხუმი-იმერეთის მთიან რაიონებთან ერთად შეადგენდა ერთ დიდ კულტურულ ოლქს.

          ამ კულტურის შემქმნელები იყვნენ  ქართველური ეთნიკური ჯგუფის იბერიელ-კავკასიელი ხალხები. მათ არეალში ცხოვრობდნენ სხვა ტომებიც.


   ქართველური თუ აფხაზურ-ადიღური ხალხების აღმოსავლეთით ცხოვრობდნენ ვაინახები. ზოგი მეცნიერის აზრით მდინარე ლიახვის სახელი შეიძლება იხსნებოდეს ვაინახური სიტყვა "ლეუა"-ს გავლენით. ვაინახურად ლეუა ნიშნავს თოვლს და ნაწილაკი ხიწყალს.


    ასეა თუ ისეა ეს იმას ნიშნავს რომ იბერ-კავკასიელები,პალეოკავკასიელები კარგ მეზობლობასაც ახერხებდნენ და ერთმანეთზე გარკვეულ გავლენასაც ახდენდნენ.


   ყობანური ანუ კოლხურ-ყობანური კულტურა გავრცელებული იყო ყაბარდო-ბალყარეთშიც ანუ მოგვიანებით ჩერქეზ-ადიღთა არეალშიც და ჩეჩნეთ-ინგუშეთშიც.


           ამაზე,სხვათა შორის, წერს ოსი არქეოლოგი ბ.ვ. ტეხოვიც.




         ამ მოკლე მიმოხილვის შემდეგ დავუბრუნდეთ ბატონ ზურაბ ანჩაბაძეს.

'                    ''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''   
   
     კოლხური კულტურა განვითარებისას მჭიდროდ იყო დაკავშირებული მეზობელ და მის თანამედროვე ყობანურ და ყუბანისპირა კულტურებთან. ამ კულტურათა მატარებლები რა თქმა უნდა ეთნიკურადაც იყვნენ დაკავშირებული ერთმანეთთან. 


      "მხედველობაში უნდა ვიქონიოთ რომ , წერს ე.ი. კრუპნოვი, მატერიალური კულტურის გარკვეული ერთიანობა მთელ ტერიტორიაზე წარსულში შეესაბამებოდა  ენობრივ ერთობასაც ვინაიდან თერგზე,ყუბანზე და რიონზე მცხოვრები ყველა ძველი ტომი პირველი ათასწლეულის შუა ხანებამდე ქმნიდნენ ერთ იბერულ-კავკასიურ ოჯახს. "
    
       მთელ ამ ტერიტორიაზე ბატონობდა ნათესავ ენათა ჯგუფი. თანაც ბატონობდა არა მხოლოდ ერთმანეთის ახლობელი სამი კულტურის ტერიტორიაზე. 


      ამიტომ არ შეიძლება,ვთქვათ, კოლხური კულტურის რომელიმე ერთი ხალხის ქმნილებად გამოცხადება. ამ კულტურის შექმნაში მონაწილეობდნენ ქართველთა, აფხაზთა და ზოგი სხვა ხალხის წინაპრები. 


       ამ დებულებას იზიარებს თანამედროვე მკვლევართა უმრავლესობა//გ.მელიქიშვილი, ო.ჯაფარიძე და სხვ.//.


       ამავე დროს ხაზი უნდა გაესვას იმას რომ ერთიანი კოლხური
//დასავლურქართული// კულტურის სისტემაში აფხაზეთის ისტორიული ძეგლები გამოირჩევა გარკვეული თავისებურებებით. . ბ.კუფტინმა გამოყო ზოგი კულტურული ფორმა "რომლებიც წარმოადგენდნენ აფხაზური ბრინჯაოს ადგილობრივ თავისებურებებს". ო.ჯაფარიძეც და გ.გობეჯიშვილიც ლაპარაკობენ აფხაზეთის ტერიტორიაზე "კოლხური კულტურის საკმაოდ თავისებური ლოკალური ვარიანტის" არსებობაზე. 


       ეს თავისებურება ალბათ აიხსნებოდა არა მარტო ადგილობრივი მოსახლეობის სამეურნეო ცხოვრების თავისებურებებით. უნდა ვიფიქროთ რომ ეს იყო აღნიშნული ხანის აფხაზეთის მოსახლეობის ეთნიკური თავისებურების ნიშანი.


       მაგრამ მაშინ აფხაზეთში ისევ ბატონობდა პატრიარქალური-თემური წყობა და იქ უნდა ეცხოვრათ ერთმანეთისგან ენით//დიალექტებით// და კულტურის ელემენტებით განსხვავებულ ტომებს რომლებიც  ქმნიდნენ გარკვეული აზრით ცალკეულ ეთნიკურ ერთეულებს. 


       ამაზე მიუთითებს დაკრძალვის ერთმანეთისგან განსხვავებული წესები. არადა დაკრძალვის წესი არის ერთ-ერთი უმთავრესი ეთნოგრაფიული ნიშანი. 


       მ.მ. ტრაფშის დასკვნით ძვ.წ. მერვე-მეექვსე საუკუნეების აფხაზეთში თანაარსებობდა "დაკრძალვის 4 წესი : მიცვალებულთა უბრალო გაჭიმული დაკრძალვა ზურგზე ან მოხრილად გვერდზე. კრემაციით და,ბოლოს, თიხის ურნებში. 


        ეს გარემოება უნდა მიუთითებდეს აფხაზეთის მოსახლეობის შიგნით არსებულ ეთნიკურ განსხვავებებზე.... ამ დროს მთელი კავკასია და რა თქმა უნდა აფხაზეთიც იქცა ბობოქარი ისტორიული მოვლენების და ძველი ეთნიკური ჯგუფების გადაადგილების ასპარეზად. ტრადიციებში და კულტურაში უნდა დარჩენილიყო ამის კვალი".


       და მართლაც სწორედ ამ დროს აფხაზეთში ჩრდილოეთიდან აღწევენ კიმერიელები,სკვითები და სხვ. რომლებმაც დატოვეს გარკვეული კვალი იმ ხანის არქეოლოგიურ ძეგლებში. მაგრამ ეს შემოსევები როგორც ჩანს ეპიზოდური იყო და დასახელებულ ჩრდილოურ ელემენტებს არ მოუხდენიათ არსებითი გავლენა ძველი აფხაზეთის მკვიდრი მოსახლეობის ეთნიკურ სახეზე.


       ალბათ ამიტომ დაასკვნა მ.ტრაფშმა რომ აფხაზეთის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ეკუთვნოდა ერთ ეთნიკურ ჯგუფს.


        ამ დასკვნის მიღება შეიძლება იმ შენიშვნით რომ ეს ეთნიკური ჯგუფი იყო არა ერთიანი ხალხი არამედ  წარმოშობით ერთ მონათესავე ტომთა ჯგუფი.
ოდნ
        ეს ტომები ყოფით და კულტურით განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან რაც აისახებოდა დაკრძალვის რიტუალის განსხვავებებშიც.




      კოლხური კულტურის აყვავების ხანაში//ძვ.წ. მეორე-პირველი ათასწლეულის მიჯნა// შავი ზღვის სანაპიროზე ხდებოდა პირველყოფილ-თემურ ურთიერთობათა რღვევა და იქმნებოდა საზოგადოების კლასობრივი ორგანიზაცია. ამ ერიოდში,როგორც ცნობილია,იქმნება მესობელ და მნიშვნელოვანწილად მონათესავე ტომთა კავშირები რომლებიც წარმოადგენენ უკვე შემდეგ ხანაში ჩამოყალიბებული ხალხების ჩანასახებს.
.......................................................................................................................................................
                              2. ანტიკური ხანა: 


      ანტიკურ ხანაში აფხაზეთის ტერიტორია შედიოდა  ანტიკური ავტორების მიერ კოლხეთად წოდებული დიდი პოლიტიკურ-გეოგრაფიული ერთეულის შემადგენლობაში. იგივე ანტიკური ავტორები კოლხეთის მთელ მოსახლეობას უწოდებდნენ კოლხეთს. სამეცნიერო ლიტერატურაში დადგენილია რომ ცნებებს კოლხეთი და კოლხები ჰქონდა ორი აზრი,ფართო,კრებითი და ვიწრო//ეთნიკური//. 


        კოლხეთი ფართო გაგებით მოიცავდა მთელ დასავლეთ საქართველოს და მცირე აზიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონებს ტრაპიზონის ჩათვლით. ეს გარემოება,როგორც აღნიშნავს გ.ა.მელიქიშვილი, "სულაც არ ნიშნავს იმას რომ იქ საქმე გვაქვს ერთი და იგივე ეთნიკური ჯგუფის//ამ შემთხვევაში კოლხების,ზ.ა.// გავრცელებასთან. კერძოდ როდესაც კოლხეთის ჩრდილოეთ საზღვრად სახელდება კავკასიონის დიდი ქედი ან პიტიუნტ-დიოსკურიის რაიონი ცნება კოლხეთი უეჭველად იხმარება მისი ფართო//გეოგრაფიული// და არა ვიწრო//ეთნიკური// მნიშვნელობით."


    რაც შეეხება ცნება კოლხის ვიწრო ეთნიკურ მნიშვნელობას კოლხებს უწოდებდნენ ეგრებს //თუ ეგრისელებს//,თანამედროვე მეგრელების წინაპრებს რომლებიც გვიანანტიკური ხანიდან მოყოლებული იწოდებიან ლაზებად. მე-5 საუკუნის ანონიმი ავტორი//ფსევდო-არიანი// საკუთრივ კოლხებად თვლიდა დიოსკურიის// სოხუმი// სამხრეთით მდინარე აფხარამდე//ჭოროხი// ტერიტორიის მკვიდრ მოსახლეობას. ის წერს: "დიოსკურიადიდან მდ. აფსარამდე ადრე ცხოვრობდა ხალხი რომელსაც ერქვა კოლხები რომელსაც უწოდეს ლაზები".


   ანტიკური ხანის ზოგი ავტორი ეთნიკური კოლხების განსახლების უკიდურეს ჩრდილოეთ პუნქტად თვლიან დიოსკურიას, მაგრამ მიუხედავად ამისა მას თვლიან არაკოლხი ტომების//ჰენიოხების,სანიგების// ტერიტორიაზე მდებარე პუნქტად. 

No comments:

Post a Comment