ვლადიმირ დმიტრის ძე ნაბოკოვი. ი. კ. არციბუშევის ნამუშევარი |
შესვენების დროს ესტრადასთან მხეცურად მივარდა ვიღაც ტიპი და აუტეხა სროლა მილიუკოვს. აშკარად ცდილობდა მის მოკვლას. დარბაზში იყვნენ გადაცმული აგენტები მაგრამ ტერორისტს ეცა ნაბოკოვი. დაცემისას მკვლელმა თან გაიყოლია ნაბოკოვი და მაშინ გაჩნდა მეორე მკვლელი რომელმაც სამი ტყვია დაახალა დაცემულ ნაბოკოვს.
მილიუკოვი გადაურჩა მკვლელების ამ თავდასხმას,მაგრამ დაიღუპა რუს კადეტთა ერთ-ერთი ლიდერი,ცნობილი იურისტი და სახელმწიფო მოღვაწე ვლადიმირ დიმიტრის ძე ნაბოკოვი,სახელგანთქმული რუსი მწერალი ვლადიმირ ვლადიმირის ძე ნაბოკოვის მამა.
იმავე 1922 წელს,იმავე მარტის ბოლოს ივან ალეკსეის ძე ბუნინმა პარიზულ გაზეთში დაწერა რომ ღმერთმა მომავალ "ახალ" რუსეთსაც რომ მისცეს ყველაზე უხვი სიკეთეები ის ვინ იცის როდის იხილავს ისევ ნაბოკოვებს.
მოკლული იყო ნაბოკოვების სახელგანთქმული გვარის უბრწყინვალესი წარმომადგენელი. ის იყო იუსტიციის ყოფილი მინისტრის შვილი,რუსეთის მრავალი ცნობილი მოღვაწის შთამომავალი და ნათესავი., მომავალში რუსული ემიგრაციის ყველაზე ცნობილი პროზაიკოსი ვლადიმირ ვლადიმირის ძე ნაბოკოვის მამა.
იურისტ ნაბოკოვს არ ეშინოდა რეპრესიებისა და დანაკარგებისა. 1900-ან წლებში ის ღიად გამოდიოდა რუსეთში პოლიციური ძალადობისა და პროვოკაციების წინააღმდეგ.
იურისტი და კრიმინალისტიკის დიდი სპეციალისტი ნაბოკოვი იყო ჟურნალისტიც და ლიტერატურის,კერძოდ ინგლისური ლიტერატურის კარგი მცოდნე. წერდა თეატრზე,კარგად იცნობდა დიკენსის შემოქმედებას,ერკვეოდა ფერწერაში.
ეს ბრწყინვალედ განათლებული ადამიანი ხდება კონსტიტუციურ-დემოკრატიული,კადეტების პარტიის ლიდერი. რუსეთის ისტორიაში ერთადერთი ლიბერალური პარტიის ლიდერი. ეს პარტიია ითხოვდა ყველას,წოდებრივი და ეროვნული განსხვავებების მიუხედავად,მორჩილებას კანონისადმი.ძირითადი მოქალაქეობრივი თავისუფლებების განხორციელებას //პროფკავშირული მოძრაობის,8საათიანი სამუშაო დღის დაშვებას//,სახელმწიფო და სამონასტრო მიწების გლეხებისთვის დანაწილებას,მემამულეთა მიწების გამოსყიდვას და მათი გლეხებისთვის განაწილებას. . ევროპის ეს ყველაზე ახალგაზრდა ლიბერალური პარტია მოსახლეობას ასწავლიდა მოქალაქეობას,პოლიტიკურ აზროვნებას,აღვიძებდა საზოგადოებრივ სვინდისს...
სახელმწიფო თათბირის მონაწილე პაველ მილიუკოვი და პეტრ კროპოტკინი, მოსკოვი, 1917 |
მაგრამ ლენინმა კადეტთა პარტია კანონგარეშე გამოაცხადა და კადეტებს ხალხის მტრები დაარქვა.
რუსეთის დამფუძნებელი კრების ორი გამოჩენილი წევრი კადეტი შინგარევი და კოკოშკინი ბოლშევიკმა მეზღვაურებმა მეზღვაურთა ხიშტებით დაკლეს საავადმყოფოს საწოლზე....
ეს ამბები ახსოვთ რუსებს რუსეთშიც და მის გარეთაც. ამის და ამაზე მეტის წაკითხვა რუსული ენის მცოდნეს შეუძლია ვინმე ბორის ნოსიკის წიგნაკში "ემიგრანტის სალამი,თავისუფალი პარიზი",რომელიც მოსკოვში ინტერპრაკსმა გამოსცა 1992 წელს...
ეს საინტერესოა იმათთვის ვისაც აინტერესებს ის თუ ვის ხოცავდნენ დემოკრატიული საქართველოს მესაფლავეები რომლებმაც ევროპაში დახოცეს სქაქართველოს ერთგული შვილებიც,მაგალითად ნოე რამიშვილი,არზაყან ემუხვარი და სხვები...
No comments:
Post a Comment