March 27, 2011

თედო ბექიშვილი, დონ კიხოტის მონატრება

          
         «ნუთუ აღარა ხარ უკვე არსად,
         მიწა დასტოვე და ცადა ხარ...
         ხშირადა ვხედავ სანჩო პანსას,
         შენ კი, ლამანჩელო, სადა ხარ?
         სადა ხარ უბადლო ტრუბადურო,
         გზას სად გაჰყოლიხარ საგვიანოს?
         ქვეყანას რაზე დაემდურე
         რაინდო მწუხარე სახიანო...
         სანჩო კარგად უვლის გუბერნიას,
         რომ არ გადასუქდეს-მარხულობს;
         რბილი ქვეშაგები უფენია,

            ვირს ზოოპარკშიღა ნახულობს...
            ძალზედ შეცვლილა დულსინეა,
            მილეულ სანთელივით პარპალობს,
            თვალები აღარ უცინიან,
            გზისკენ იყურება საბრალო...
            სუსტთა და უმწეოთ რა ვუშველო,
            ურწმუნო როგორ დავაჯერო?...
            ქვეყანამ მოიწყინა უშენოდ,
            სადა ხარ, მწუხარე ლამანჩელო?!

            

No comments:

Post a Comment