August 12, 2011

მისტიკოსი ამირა აბდ ელ-კადერი (1808-1883):

 რაინდი აბდ ელ-კადერი
ეს მაჰმადიანი ქრისტიანებს იცავდა მაჰმადიანებისგან !!!
ევროპის საყვარელი აღმოსავლეთის სახეებიდან,
იყო არაბეთს მისტიკოსი ამირა აბდ ელ-კადერიც (1808-1883),
მოწყალე სამარიტელი აბდ ელ-კადერის ხსოვნას:

 ის არ ყოფილა მხოლოდ ალჟირის კოლონიზაციის წინააღმდეგ მებრძოლი გმირი,ის ვინც იბრძოდა გენერალი ბუგოს « ჯოჯოხეთური კოლონების » წინააღმდეგ. იძულებით ლტოლვილობაში მყოფი, ფრანგების მიერ ნაღალატევი ამირა სულაც არ ოცნებობდა რევანშზე : მან უარი თქვა ყოველგვარ პოლიტიკურ ხელისუფლებაზე და აღმოჩნდა ერთდროულად თეოლოგი,მისტიკოსი და ფრანკ-მასონი.

აბდ ელ კადერის ნეშტი დამასკოდან ალჟერში გადაასვენეს 1966 წელს.  ალჟირის განმანთავისუფლებელი ფრონტიდან გამოსულ მთავრობას მაშინ სურდა კოლონიალური საფრანგეთის პოლიტიკისადმი წინააღმდეგობის მოძრაობის პირველი ბელადის ხსოვნის განდიდება.
   მაგრამ სახელოვანი მეომრის ეს სახე რომელსაც ვხედავთ საფრანგეთის ისტორიის ძველ წიგნებშიც არის პირველ რიგში რელიგიური პერსონაჟის ერთ-ერთი მხარე.

    აბდ ელ-კადერი რომლის სახელიც ნიშნავს “ყოვლისშემძლის მსახური” იყო ერთ-ერთი დიდი ფიგურა იმ ისლამისა რომელიც ცდილობს თანამედროვე დასავლეთთან და სხვა რელიგიებთან შერიგების გზების მოძებნას.
   აბდ ელ-კადერ ალ-ჯაზაირი ანუ აბდ ელ-კადერ ალჟირელი დაიბადა 1808 წელს წინასწარმეტყველი მუჰამედის შთამომავლის ოჯახში რომელიც დამკვიდრებული იყო მასკარაში.
  ის გააგზავნეს სასწავლებლად ორანში ვინაიდან ის უნდა გამხდარიყო ჰაფიზი,მწიგნობარი რომელმაც ზეპირად იცის ყურანი და ხადისები (ტრადიციის თანახმად მუჰამედის გამონათქვამები).
     მაგრამ მისი განათლება არაა მხოლოდ რელიგიური: ის სწავლობდა, მაგალითად, შუა საუკუნეების ფილოსოფოსი ალ-ფარაბის ნაშრომებს. ალ ფარაბიმ მოახდინა ანტიკური ხანის საერო მეცნიერებათა რეაბილიტაცია და ის იყო გონებისა და გამოცხადების შეთანხმების მომხრე.
 დიდი ოჯახის ვაჟიშვილმა აბდ ელ-კადერმა მიიღო აგრეთვე მხედრის, ცხენოსნის განათლება და მას სიკვდილამდე ეყვარება ცხენი.
  18 წლის აბდ ელ-კადერი გაყვება მამამისს მექაში. მოგზაურობისას,განსაკუთრებით ეგვიპტეში გავლისას, მან დაინახა ხალხთა და სარწმუნოებათა მრავალფეროვნება.
   ორწლიანმა ინიციაციურმა მოგზაურობამ ის დააკავშირა XII საუკუნეში აბდ ალ-ქადირ ალ-ჯილანის მიერ დაარსებული სუფიური საძმო ქადირიას მოძღვრებთან.
    სწორედ ამ ხანით და ამ დამფუძნებელი გამოცდილებით თარიღდება მისი მისტიკური მოწოდება რომელიც,მაშ, წინ უსწრებს მის პოლიტიკურ მოწოდებას და უფრო ღრმადაა ფესვგადგმული ვიდრე ეს უკანასკნელი.

          დიდი ჯიხადი და პატარა ჯიხადი :

  უედ ალ-ჰამამში დაბრუნებისას ახალგაზრდა მარაბუტი ჩაება დიდ ჯიხადში, ესე იგი წმინდა ომში საკუთარი თავის წინააღმდეგ. დადგა მისი ცხოვრების ასკეტური და მოწაფეობის ხანა რომლის ნაყოფებია თანაგრძნობა და სულიერი ამაღლება.
 მაგრამ 1830 წელს ფრანგების ალჟირში გადაჯდომის შემდეჰ აბდ ელ კადერი ძალაუნებურად ჩაება პატარა ჯიხადში. ამ დროს ამ ქვეყნის თანამედროვე სახელი ჯერ არ არსებობს და ლაპარაკობენ ალ-ვასიტაზე, « შუაგულის ადგილზე ». ის აღნიშნავს მაღრიბის შუა ტერიტორიებს.
   ჯერ მამამისთან ერთად და მამამისის გარდაცვალების შემდეგ კი მარტო აბდ ელ-კადერი გახდება სარდალი და თავის ირგვლივ გააერთიანებს ოსმალთა უღლისგან განთავისუფლებულ მაგრამ გაბნეულ-ჰაფანტულ ტომებს.
მისტიკოსი აბდ 
ელ-კადერი
    1832 წელს ამ ტომების წარმომადგენლებმა მას მიანიჭეს სულთანის წოდება და ის დაიწყებს მშენებლობას სახელმწიფოსი ამ ცნების თითქმის თანამედროვე მნიშვნელობით, მოახდენს გადასახადთა აკრეფის,მართლმსაჯულების და თავდაცვის რაციონალიზაციას.
  ის დაამკვიდრებს საერთო, საზოგადო ინტერესების დაყენებას პირად და ტომობრივ ინტერესებზე უფრო მაღლა. ის მოკავშირე ებრაელების დახმარებით მოხერხებულად და ოსტატურად ატარებდა დიპლომატიურ პოლიტიკას.
  აბდ ელ-კადერი იცავდა სუსტებს და... წიგნებს ვინაიდან ის ომის წლებშიც კი რჩებოდა ერუდიტად და სულიერ მისწრაფებათა ადამიანად რომელიც თავისი დროის მნიშვნელოვან ნაწილს უთმობდა ლოცვას და კვლევას. მას აცდუნებდა ლტოლვა და მედიტაცია და ფიქრობდა რომ შეეძლო განდგომა წინააღმდეგობის მოძრაობის საფრთხეში ჩაგდების გარეშე.
  ათი წლის მანძილზე შეთანხმებები მოსდევს ბრძოლებს და არაბები საუკუნეთა მანძილზე პირველად ამარცხებენ ევროპელებს და როგორც თანასწორნი ურთიერთობენ მათთან. შემდეგ,1839 წლიდან დგება ტოტალური ომის დრო. აბდ ელ-კადერმა მაშინ მიმართა პარტიზანული ომის სტრატეგიას და ის მოუხელთებელია ასიათასიანი არმიისთვის რომელსაც სარდლობს სისასტიკეთა ჩადენით და სასაკლაოების მოწყობით სახელგანთქმული ბუგო. დევნილი და სულ უფრო და უფრო იზოლირებული ამირაც მაშინ იწყებს სასტიკ შურისძიებას.
   მიუხედავად ამისა მაშინ როდესაც ფრანგები პატივს მიაგებენ მხოლოდ ყველაზე უარესი ველურობის წესებს (აგროვებენ ადგილობრივ მკვიდრთა ყურებს...) აბდ ელ-კადერის ხშირად სასტიკი ბრძოლა ემორჩილება გარკვეულ რაინდულ სულისკვეთებას რის გამოც მას ახალი სალადინი უწოდეს. ამ რაინდობამ აბდ ელ კადერს გაუჩინა მრავალი ახალი მეგობარი რომელთა შორისაც იყო ალჟერის ეპისკოპოსი მონსიონიორ დუპუში.

      ის დანებდა ფრანგებს :
  განუწყვეტელი ბრძოლების, ღალატების და იმედგაცრუებების წლების შემდეგ აბდ ელ კადერმა 1847 წლის დეკემბერში გადაწყვიტა დანებება და ფრანგებისგან მიიღო დაპირება რომ ისინი მას არ დააპატიმრებდნენ და მისცემდნენ მას აღმოსავლეთში ლტოლვილობის საშუალებას. მიცემული სიტყვა არ შეუსრულებია არც მომაკვდავ მონარქიას და არც მეორე რესპუბლიკას. ეს უკანასკნელი უცხვირპირობა იქცა ამაყი მებრძოლისთვის ყველაზე  დამაღონებელ გამოცდად.

     მთელი თავისი ამალით ტყვედ ტულონში,შემდგ პოში და ამბუასში წაყვანილი აბდ ელ-კადერი მრავალი ფრანგი მეგობრის დახმარებით ათასი საშუალებით მოუწოდებდა გამარჯვებულებს ადამიანური ღირსების შენარჩუნებისკენ.
   მაგრამ თვეები და წლები გავიდა ისე რომ პარიზში ვერავინ გაბედა ალჟირის “კოლონისტთა” პარტიასთან დაპირისპირება და ბოლოს მოღება სამარცხვინო ამბისთვის.
   პატიმარმა აბდ ელ-კადერმა ამასობაში მოიპოვა უზარმაზარი ავტორიტეტი და თავის პატიმრობაში იღებდა ფრანგ ეპისკოპოსებს, ოფიცრებს და წარჩინებულებს. ის უაღრესად პოპულარული გახადა მისმა კეთილშობილმა ზნე-
-ჩვეულებებმა და საყოველთაო შემწყნარებლობამ რელიგიურ პლანში.
  საყოველთაო გაოცება და აღფრთოვანება გამოიწვია იმან რომ მან როიალისტ ფალუს აუხსნა რომ “ჩვენი ღმერთი” არ არიან იმდენად განსხვავებულები როგორც თქვენ ბრძანებთ”, როდესაც მან ნამდვილი თეოლოგიური დებატი წამოიწყო მონსინიორ დუპუშთან და სხვებთან.

                დამკვდირებული დამასკოში:
    აბდ ელ-კადერის განთავისუფლების პატივი ბოლოს და ბოლოს წილად ხვდა მეფე-პრეზიდენტ შარლ-ლუი ნაპოლეონ ბონაპარტს 1852 წელს.
    აბდ ელ-კადერმა ილოცა სან მადლენის ეკლესიაში და პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში და დიდი პატივით გაცილებული წავიდა საფრანგეთიდან. რამოდენიმე წლის თურქეთში გატარების შემდეგ ის დამკვიდრდა დამასკოში ვინაიდან იქაა დაკრძალული სუფიზმის ერთ-ერთი უდიდესი მოძღვარი,წარმოშობით ანდალუზიელი მისტიკოსი პოეტი იბნ არაბი. ეს არჩევანი მოწმობს იმაზე რომ ამირამ საბოლოოდ არჩია სულიერი განდგომა. ის წლებს გაატარებს იბნ არაბის ნაშრომთა საჯაროდ კომენტირებაში...
       ისლამის მიერ განდიდებული აბსოლუტური ტრანსცენდენტურობა ხშირად გაგებულია როგორც ყველა სხვა ტრადიციის, მაგალითად ქრისტიანობის და იუდაიზმის უარყოფა.
ფრანგული წიგნი ა
ბდ ელ-კადერზე
"დაპირისპირებულთა

 ჰარმონია"
   არადა სუფია მისტიკოსი აბდ ელ-კადერის მაჰმადიანობა აბსოლუტური შემწყნარებლობაა :
    სინამდვილეში, ხსნის აბდ ელ კადერის ,შესაძლებელია მხოლოდ ერთადერთი ღმერთის თაყვანისცემა და ეს მაშინაც კი როდესაც ადამიანს სჯერა რომ ის თაყვანს სცემს სხვას. ასეა იმიტომ რომ არსებობს ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობით მხოლოდ ერთადერთი ღმერთი. ისინიც კი ვისაც ჰგონიათ რომ თაყვანს სცემენ თავის ქვას,თავის პირუტყვს თუ თავის ხეს სინამდვილეში თაყვანს სცემენ ერთადერთ ღმერთს იმიტომ რომ სინამდვილეში მხოლოდ ის არსებობს. ამიერიდან ყოველი რელიგიური შეცდომა შეფარდებითია.
   შეუძლებელია ერთადერთი ღმერთის დამწყვდევა ადამიანურ განსაზღვრებებში: “ ცდები როდესაც გგონია რომ ის ისაა რასაც ქადაგებენ ისლამის სკოლები,მაჰმადიანები,ქრისტიანები,ებრაელები,მაზდეანები,
პოლითეისტები და სხვები... არავინ იცნობს ღმერთის ყველა ასპექტს და ყველა იცნობს მას. ის მოიცავს ყველა ქმნილების რწმენას ისევე როგორც ის გულმოწყალედ უყურებს ყველა ქმნილებას...”

      აბდ ელ-კადერმა გადაარჩინა ქრისტიანები:

  ლტოლვილი ამირა აღარ ჩაებმება პოლიტიკაში და ის უარს ეტყვის საფრანგეთსაც რომელსაც უნდა სირიაში აბდ ელ-კადერის ეგიდით ოსმალეთის იმპერიის უღლისაგან განთავისუფლებული არაბული სახელმწიფოს დაარსება.
    მიუხედავად ამისა ამირა არ დგას განზე: ის წერს, იღებს, ქადაგებს, მონაწილეობს ქვეყნის ცხოვრებაში:
   ამირა აბდ ელ-კადერი განსაკუთრებით ჩაერევა 1860 წელს რათა გადაარჩინოს მაშინ სირიაში და ლიბანში ატეხილი სისხლიანი აჯანყებებისგან თავშესაფრის მაძიებელი ათასობით ქრისტიანი.
      ის მფარველობს ამ ქრისტიანებს რისთვისაც იყენებს მთელ თავის სულიერ ავტორიტეტს.

     ამას მოყვა უზარმაზარი გამოხმაურებები დასავლეთში. სუფია ამირას აჯილდოებს რომის პაპი, ის იღებს ღირსების ორდენს, საფრანგეთის ფრანკ-მასონური ორგანიზაცია დიდი აღმოსავლეთი იწვევს მას წევრად და აბდ ალ კადერიც ბევრს არ ახვეწნინებს მას და ის და მრავალი მისი შვილი ხდებიან ფრანკ მასონები.

     მაგრამ ფრანკ-მასონობა ნამეტანი მეტისმეტად კონცენტრირებული იყო დასავლეთზე და ეს იწვევს სუფია ამირას უკმაყოფილებას.
     ფრანკ-მასონები მას აცხადებენ შემწყნარებლობის დროშად წინასწარმეტყველი მუჰამედის დროშის წინააღმდეგ და ამირა ცოტა გაბრაზდა.
     ფრანკ მასონებმა ვერ დაინახეს რომ მაჰმადიანი სუფია ამირა აბდ ელ-კადერის უნივერსალიზმი მისტიკური რიგისა იყო და რომ ამ პერსპექტივაში ის სულაც არ დაშორებია თავის ტრადიციას.

    ასეთი გაუგებრობა კარგად აჩვენებს იმ გაუგებრობას რაც დღესაცა ჩანს ისლამის მიმართ.
     აბდ ელ-კადერმა ეს დაწერა დამასკოს ქრისტიანთა გადარჩენის თაობაზე და ეს ნაწერი დღესაც აქტუალურია:
      “ ყველაფერი ეს ( ის რომ ის მფარველობდა ქრისტიანებს) თქვენ კარგად იცით რომ არის ჩვენი წმინდა კანონის პატივისცემა და მეტი არაფერი...
            როდესაც ვფიქრობთ თუ რა იშვიათია ჭეშმარიტების დამცველი, როდესაც ვხედავთ უმეცრებს რომელთაც ჰგონიათ რომ ისლამის პრინციპიებია სიმკაცრე,სისასტიკე და ბარბაროსობა  დროა გავიმეოროთ ეს სიტყვები:
    “მოთმინება საყვარელი და სანატრელია, მთელი არსებით ვენდოთ ღმერთს”.

     (ჟან მუტაპას ეს დიდად საინტერესო წერილი გამოქვეყნდა ფრანგული ჟურნალი “რელიგიების სამყაროს” საგანგებო ნომერში  4 “სულიერი მოძღვრები”, გვ.38-41).

    არ დავივიწყოთ რომ კავკასიური და განსაკუთრებით ვაინახური ისლამი უსტორიულად და ტრადიციულად სუფიურია და ექსტრემისტული ისლამიზმის კავკასიაში დამკვიდრებით სუფიზმს ებრძვის ანდროპოვული « დემოკრატია » (მთარგმნელი).

 

No comments:

Post a Comment