25 წლის წინ კინემატოგრაფისტმა და ისტორიკოსმა დენის არკანმა გადაიღო ფილმი «ამერიკული იმპერიის დაკნინება» სადაც ის სასტიკად იგდებდა მასხრად თავისი თანამემამულე კვებეკელების ამაო ჰედონიზმს. დადგა ევროპის დრო ? დენის არკანს ესაუბრება ნორმან ბალარჟეონი.
ასეთი იყო კვებეკელი კინემატოგრაფისტი დენის არკანის ღრმა და თავშესაქცევი ფილმი « ამერიკული იმპერიის დაკნინების » (კანის კრიტიკის საერთაშორისო პრიზი 1986 წელს) დედააზრი.
ჩრდილოამერიკელები სარგებლობენ უმაგალითო უსაფრთხოებით და მატერიალური კომფორტით.
მაგრამ მათ ზურგი შეაქციეს მათი იმპერიის საფუძვლად დადებულ ასკეტურ,მორალურ და რელიგიურ იდეალებს და არჩიეს სევდიანი ინდივიდუალიზმი და ჰედონიზმი...
ტერორიზმისა და განვითარებადი ქვეყნების მიერ კონკურენციის გაწევის ფაქტის წინაშე დამდგარმა ამერიკამ 11 სექტემბრის შემდეგ გაიხსენა ცივილიზატორის მისია და ბებერ ევროპას ბრალად დასდო დაკნინება. ამ კონტექსტმა გადაგვაწყვეტინა დენის არკანთან გასაუბრება..
- დ.ა.. იმთავითვე ხაზი უნდა გავუსვა რომ დაკნინებაზე ლაპარაკი არასოდესაა იოლი. შეიძლება დაგაბრალონ მორალიზატორობა და აღშფოთება გამოთქვან ძველი ღირებულებების სახელით კონსერვატული პოზიციის დაკავების გამო:
ეს არაა ჩემი შემთხვევა: მე მინდოდა უბრალოდ დიაგნოზის დასმა, აღწერა ყველგან ხილული საზოგადოების დეზინტეგრაციისა რომლის მიზეზებიც (ფუფუნება და კომფორტი) და შედეგებიც (პური და თამაშ-სანახაობები) ჰგავს იმას რაც ხდებოდა რომის იმპერიაში.
მე ვეხებოდი ყოველი ადამიანის მსაჯული ღმერთის გაქრობის მნიშვნელოვან თემას. არა და ეს გამქრალი იდეა იყო დასავლური ცივილიზაციის საფუძველი როგორც ევროპაში ისე ამერიკაში.
ამან გავლენა მოახდინა სოციალური ცხოვრების ყველა სფეროზე, მაგალითად ეკონომიკაზე. დღევანდელი ველური კაპიტალიზმი იმით განსხვავდება ძველი კაპიტალიზმისაგან რომ მას აღარ ზღუდავს რელიგია რომელიც როკფელერს უბიძგებდა მისი მოძღვრის წინაშე დაჩოქებისკენ, ბოდიშის მოხდისკენ და მიტევების თხოვნისკენ. ეს რელიგია როკფელერს უბიძგებდა ღარიბების დახმარებისკენ და ფონდების შექმნისკენ. ამ თვალსაზრისით მე უპირობოდ ვემხრობი ფერნან ბროდელს რომელმაც გამოთქვა მსგავსი აზრი. ეთიკური წესები რომლებსაც ადგენენ მთავრობები ველური კაპიტალიზმის რაღაც კალაპოტში მოსაქცევად ჩემის აზრით მოკლებული არიან სიცოცხლისუნარიანობას,
“საზოგადოების დეზინტეგრაციის მდგომარეობა თავისი მიზეზებით (ფუფუნება,კომფორტი) და შედეგებით (პური და სანახაობები,თამაშები) ჰგავს იმას რაც ხდებოდა რომის იმპერიაში.
ჩემის აზრით ამერიკის შეერთებული შტატები არის XVIII-
-XIX საუკუნეებიდან დაკნინების განმცდელი ევროპული ცივილიზაციის უკანასკნელი ავატარი. ევროპული ცივილიზაცია ნაწილობრივ აღორძინდა ამერიკის შეერთებულ შტატებში.
ამერიკის შეერთებული შტატების დამფუძნებლები არიან განმანათლებელთა მემკვიდრეები, რუსოს,
ენციკლოპედისტების, ან კიდევ გოეთეს მოწაფეები. მათ ახალი ქვეყანა დააფუძნეს ევროპულ ღირებულებებზე.
ევროპა განიცდის იგივე დეზინტეგრაციას. ამ თვალსაზრისით მე არ განვასხვავებ ევროპას ამერიკის შეერთებული შტატებისგან. თუმცა ისიც არ უნდა დავივიწყოთ რომ ევროპა ჯერ კიდევ ვერ წამომდგარა ფეხზე მის მიერ XX საუკუნეში განცდილი კატასტროფებისგან, მსოფლიო ომებისგან, ოსვენციმისა და გულაგისგან. აღარაფერია იდეების და ცივილიზაციის პლანში...
დენის არკანის ფილმი " ქმერიკული იმპერიისდაკნინება" |
მას შემდეგ რაც სიკვდილი აღარ ნიშნავს წარდგომას მაცხოვრის, მხსნელის პირისპირ, მას შემდეგ რაც ის ნიშნავს აბსოლუტურ დასასრულს მან მიიღო სულ სხვა და შემაძრწუნებელი მნიშვნელობა და ადამიანი მზადაა ნებისმიერ ფასად სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის.
ამავე დროს ერთადერთ ღირებულად იქცევა ყველაფრის ცენტრში მოქცეული გიგანტური მე. საკუთარი გარდცვალების აზრი წარმოუდგენელი და მიუღებელი ხდება.
თანამედროვე ადამიანის ერთადერთ ჰორიზონტად იქცა ამქვეყნიური, ეს ცხოვრება და გაქრა ჩვენი წინაპრების ოჯახური ცხოვრების ცენტრში მყოფი მსხვერპლის გაღების ცნება და მასთან ერთად გაქრა ოჯახიც. გამრავლდა და გახშირდა ცოლ-ქმრის გაყრა და საზოგადოება ირღვევა ვინაიდან ადამიანები აღარ არიან დაკავშირებული ერთმანეთთან, აღარ არსებობს ოჯახური სტრუქტურა, აღარ არსებობს მუდმივი და მყარი ღირებულებები. კვირადღე ადამიანებს ვეღარ კრებავს სუფრის ირგვლივ, დაკარგეს თავისი მნიშვნელობა დღესასწაულებმაც..ამის შედეგი ისაა რომ ადამიანები მუდამ მოძრავი და ცვალებადები არიან.
მაგრამ ამ ატომიზებული და ტრანსცენდენტური ორიენტირის გარეშე დარჩენილი და ჰედონისტური კმაყოფილების მაძებარი ადამიანებისგან შემდგარ საზოგადოებაშიც არის გარკვეული უპირატესობები. ესაა თავისუფლების, მაგალითად გამოთქმის თავისუფლების არნახული ზრდა რასაც ადრე ითხოვდნენ შემოქმედები და მოქალაქეები. ამ ვითარებას განასახიერებს ინტერნეტი. ყველას შეუძლია თავისი ბლოგის შექმნა და ყველაფრის შესახებ საკუთარი აზრის გამოხატვა. ყველას შეუძლია თავისი პირადი ცხოვრების გამოტანა სააშკარაოზე და არავინ არ აქცევს ყურადღებას არაფერს.
ქრება კათოლიკური და კომუნისტური საზოგადოებების მჩაგვრელი ასპექტები და ამაში არის რაღაც უპირატესობებიც. თქვენ შეგიძლიათ გადაადგილება როგორც გნებავთ, გიყვარდეთ როგორც გინდათ,და ა.შ.
მე არც პესიმისტი ვარ და არც ოპტიმისტი მით უმეტეს რომ მომავლის განჭვრეტა ურთულესი რამაა.
თანამედროვე უცნობ გაურკვევლობებს შორისაა ჩინეთი და კაპიტალისტური დიქტატურის ამ ფორმის მომავალი.
ეხლახანს ვიყავი შანხაიში და წარმოვიდგინე თუ რისი განცდა შეეძლო 1920 წელს ნიუ იორკში მოხვედრილ ლიტველს რომელიც ხედავდა შთამბეჭდავ შენობებს და თანდათანობით აღმოაჩენდა ახალი საუკუნის სინამდვილეს.
მე მგონია რომ ჩინეთის წინაშე პოლიტიკურმა ფილოსოფიამ მარცხი განიცადა და ჯერ ჯერობით ვერ შესძლო იმის გააზრება თუ რა არის არნახული ჩინეთში.
რაც შეეხება კინოს : ის თავიდანვე იყო ხალხური და კომერციული ხელოვნება. მაგრამ მასში იყო თავისუფლების არეები რომლებიც იძლეოდა სხვადასხვა რამეების კეთების საშუალებას.
ჰოლივუდი დააარსეს აღმოსავლეთი ევროპის ებრაელებმა. მათ ჰქონდათ მერკანტილური მიზნები მაგრამ აგრეთვე უნდოდათ ყოფილიყვნენ კარგი და დიდი ამერიკელები. ისინი გულში იმედოვნებდნენ რომ რუზველტი მათ მადლობას ეტყოდა. ამასთან რენტაბელური და კომერციული ფილმების გადაღებასთან ერთად ისინი მუშაობის საშუალებას აძლევდნენ ნიჭიერ ადამიანებს და აძლევდნენ, მაგალითად,ჯონ ფორდს, მისთვის საჭირო სივრცეს. დღეს ჰოლივუდში გაბატონებული მოანგარიშეებისთვის მთავარია მომგებიანი ფილმების გადაღება. დღეს ჩვენ შევედით ნუმერიკულ და ინტერნეტის სამყაროში სადაც ჩემი ფილმების ნაირი ფილმები მხოლოდ უფრო ასაკოვნებს აინტერესებს. ასეთი ფილმების გადაღების შესაძლებლობები მცირდება. თუმცა ზოგ სტუდიაში ისევ იღებენ შესანიშნავ ფილმებს რომლებიც მიმართავენ ამერიკის შეერთებულ შტატებში 4-5 მილიონი ერთგული ადამიანისგან შემდგარ განათლებულ საზოგადოებას...
დენის არკანის სცენარი "წყვდიადის ხანა". |
უნდა ვთქვა რომ მე არ მესმის სამყაროსი რომელიც მოდის და ამ გაგებით მე უფრო პესიმისტი ვარ. მე გავიხსენებ ერთ შემთხვევას. რამოდენიმე წლის წინ მე უნივერსიტეტში ვკითხულობდი სცენარიზაციის კურსს და სტუდენტებს შევთავაზე სცენარიზების დაწყება რომელიმე კლასიკური რომანის, « მადამ ბოვარის »,, « წითელის და შავის », « ვისთვის რეკს ზარის » ერთი თავით. კლასში არავინ იცოდა თუ რაზე ვლაპარაკობდი. მე მაშინ შევთავაზე მეხსიერებით რომელიმე კლასიკური ფილმის ნაწილის სცენარიზება. კლასში არავის ჰქონდა ნანახი კლასიკური ფილმები.
ჩვენ, მაშ, აღარ შეგვეძლო საუბარი და მე აღარ შემეძლო სტუდენტებთან ურთიერთობის დამყარება.
დასავლური კულტურის მომდევნო თაობებისთვის გადაცემის შეწყვეტა არის ჩემი ფილმი « წყვდიადის ხანის » თემა. .
მასში მე ვთქვი რომ ზოგ ინსტიტუტს,მაგალითად უნივერსიტეტებს შეუძლიათ ძველი მონასტრების მიერ შესრულებული როლის შესრულება და შესაძლო აღორძინების მოლოდინში დასავლური კულტურის დაცვა და შენარჩუნება ( ეს საინტერესო საუბარი გამოაქვეყნა ფრანგულმა ჟურნალმ «ფილოსოფი მაგაზინ », საგანგებო ნომერმა « ევროპული იმპერიის დაკნინება »,2010 წლის სექტემბრის ნომერი).
No comments:
Post a Comment