August 28, 2011

არც ისე ცოტა შერეკილ თანამედროვეობაში ადამიანობის შენარჩუნების ერთ-ერთი ხერხი




 


 
 The Big Book Group, დიდი წიგნის ჯგუფი











 

 


   2001 წლის სექტემბერში  ერნაირად მოაზროვნე დედების ჯგუფმა ტანბრიჯ უელსიდან დაარსა არა მხოლოდ დესერტთა კლუბი.  ჩვენ კონცენტრირებული ვართ თანამედროვე მხატვრულ ლიტერატურაზე, მაგრამ ღია ვართ იმ წიგნებისთვის რომლებიც სიამოვნებას ანიჭებენ ჩვენს წევრებს. 

    ჩვენ ვართ 8-12 წევრისგან შემდგარი პატარა ჯგუფი და თავისუფლად, მეგობრულად ვსაუბრობთ სასიამოვნო გარემოში.

        ჩვენ ვხვდებით თვეში ერთხელ სამშაბათ საღამოობით და ვიკრიბებით რიგ რიგობით ჩვენი წევრების სახლებში. ტრადიციის თანახმად მასპინძელი გვახვედრებს დესერტს და ჩვენ დავილოცებით ხოლმე ღვინის ერთი-ორი ჭიქით.
           შემდეგი მასპინძელი წასაკითხად გვთაბაზობს 1,2,3 წიგნს და ჩვენ ვირჩევთ თუ რომელი წიგნი უნდა წავიკითხოთ და გავარჩიოთ შემდეგ შეხვედრაზე. 

Not Just Desserts Book Club was founded in September 2001 by a group of like-minded mothers from Tunbridge Wells. We concentrate on contemporary fiction, but are open to any books that members have enjoyed. We are quite a small group with around 8-12 members at any one time, allowing for lively discussions where all can participate in an open, unthreatening environment.

We meet once a month (on Thursday evenings) and take it in turns to host the evenings in our own homes. It is a tradition that whoever is hosting the evening provides a selection of desserts, which we enjoy with a glass of wine or two.....

Whoever is hosting the next meeting brings 1,2 or 3 books they wish to propose and we take a vote on which book to read.

We are an informal, friendly group, most of whom live in Tunbridge Wells. We all have children and the evening often provides a welcome break from the stresses and strains of family life!


ტანბრიჯ უელსის ოთხშაბათობით კითხვის ჯგუფი/

          გნებავთ კითხვით სიამოვნება  გაწევრიანდით ჩვენს მკითხველთა ჯგუფში რომელიც იკრიბება თვეში ერთხელ,

Tunbridge Wells Tuesday Reading Group

KCC events

Tunbridge Wells Library, Tunbridge Wells
Do you enjoy reading? Why not join our friendly reading group which meets every month?
Tuesday 12th November 2013
12.30 - 1.30pm
Venue
Tunbridge Wells Library
Mount Pleasant Road
Tunbridge Wells
TN1 1NS
Contact
David Todd
08458 247200
david.todd@kent.gov.uk
http://www.kent.gov.uk/libs


 ტანბრიჯ უელსის სამაგალითო მანდილოსნები:
ესეც ლამაზი ევროპაა: საზოგადოების ატომიზაციასთან და უსაშველო ინდივიდუალიზმთან ბრძოლა, «მოდი ჩემთან, მე ვკითხულობ დაქალებთან ერთად»:
ნამდვილი საზოგადოებრივი მოვლენა ინგლისში და ამერიკიის შეერთებულ შტატებში, სახლში წიგნის კითხვის წრეების გამრავლება გარდაქმნის ჩვენს დამოკიდებულებას წიგნთან. წიგნის ტრადიციულად ინდივიდუალური და განმარტოებით კითხვა გადაიქცა დებატების პრელუდიად და სოციალური ცხოვრების წყაროდ.
  «მხოლოდ დესერტი», ასე ქვია კითხვის წრეს რომელიც დაქალების ჯგუფმა შექმნა პატარა ინგლისურ ქალაქში ტანბრიჯ უელს. 
  ეს ქალბატონები, ოჯახების დედები თვეში ერთხელ იკრიბებიან რათა განიხილონ ერთი წიგნი. პირის ჩატკბარუნების და, რატომაც არა, დაქალებში თითო ჭიქა ღვინის გადაკვრის საბაბი. 
  ანგლოსაქსურ სამყაროში « რიდინგ გრუპს », « კითხვის ჯგუფები » დღეს მოდაზე უფრო მეტია: ესაა ნამდვილი საზოგადოებრივი ფენომენი. 
    ეს ჯგუფები პოპულარულები არიან წიგნით ვაჭრებში და შთააგონებენ მწერლებს. ისინი მოექცნენ ოციოდე რომანის ცენტრში. ამ რომანებს შორისაა ელიზაბეტ ნობლის «რიდინგ გრუპ» ან დორის მერედიტის სერიაში «Murder by the Yard” რომლის ინტრიგებიც ბრუნავს წიგნის მკითხველთა ერთი ჯგუფის ირგვლივ.

   პარალელურად გამრავლებული გზამკვლევები და ვებ საიტები დაინტერესებულებს ასწავლიან თუ როგორ უნდა შექმნან საკუთარი კლუბი ან სთავაზობენ რეზიუმეებს რომანებისა რომლებიც შეიძლება განიხილონ მკითხველთა ჯგუფებმა. არ ავიწყდებათ ყოველი ტექსტის შესახებ დასასმელი კითხვებიც. 
  მაგრამ ტანბრიჯ უელსის მანდილოსნები მისდევენ მხოლოდ თავის საკუთარ შთაგონებას. უკვე ცხრა წელია  რაც ჯგუფი თვეში ერთხელ იკრიბება თითო წიგნის განსახილავად. ზაფხულში,რა თქმა უნდა,ისვენებენ. ტანბრიჯ უელსი ემბლემატურია იმით რომ ის ირჩევს თანამედროვე რომანებს და იმითაც რომ მისი წევრები მხოლოდ ქალები არიან. 
  ტანბრიჯ უელსის ქალბატონთა წრე შედგება 8-12 მანდილოსნისგან.  მათ  “დისკუსიების გასაადვილებლად” დაადგინეს მკაცრი წესები. შეკრებები იმართება დადგენილ დროს,,ხუთშაბათობით; ის ვინც გააცდენს სამ შეკრებას ზედიზედ ირიცხება და გარიცხულს ცვლის ახალი წევრი. ყოველი საღამოს მასპინძელმა დიასახლისმა უნდა მოამზადოს დესერტი და შესთავაზოს ორი სამი წიგნი რომლებიდანაც მკითხველები შეარჩევენ შემდეგ განსახილავ ნაწარმოებს. წიგნის ყოველგვარი განხილვა შეკრებამდე დაუშვებელია:
  “ჯგუფის ის წევრები რომლებსაც შეკრებებს შორის ერთმანეთი არ უნახავთ შეიძლება გააღიზიანოს იმან რომ წიგნი შეკრებამდე სანახევროდ უკვე იყო განხილული”. 
  ამ წესებმა განაპირობა ჯგუფის დღეგრძელობა  (არსებობს ჯგუფში გაწევრიანების მსურველთა სიაც). მაგრამ ეს წესები უფრო გამონაკლისია მკითხველთა უმეტესად არაფორმალური ჯგუფებისგან შემდგარ ამ სამყაროში. 
   ეს მოვლენა გარდაქმნის კითხვის პრაქტიკას. ინდივიდუალური და მარტოსულის აქტიდან ის მრავალი ადამიანისთვის ხდება პრელუდია საუბრისთვის და სოციალური, საზოგადოებრივი ცხოვრების ძრავა.

მზად არიან შუა საუკუნეების ინგლისური ენის შესასწავლად:
 წიგნის კლუბს ყავს თავისი სატელევიზიო ავატარიც. ან უფრო პრეცენდენტი.
 სახელგანთქმულმა ამერიკელმა წამყვანმა ოპრა უინფრეიმ თავის ძალიან პოპულარულ თოქ შოუში დაიწყო ახალი ყოველთვიური შეხვედრა. ოპრას წიგნის კლუბმა მაშინვე მიიზიდა უზარმაზარი აუდიტორია. დაიწყეს ლაპარაკი “ოპრას ეფექტზე”: საკმარისი იყო გადაცემაში ერთი-ორი თუნდაც ბუნდოვანი სათაურის ხსენება და წიგნი ბესტსელერი ხდებოდა. 
  ოპრა უინფრეი წარმოდგა როგორც არაჩვეულებრივი მკითხველი. თვითონ ის ხსნიდა რომ ბებიამისი მას უკრძალავდა ტელევიზორის ყურებას და ამიტომ ის გახდა თავგამოდებული მკითხველი ( ტელევიზიის ყურების აკრძალვის სიკეთე აშკარაა, მთარგმნელი). 
   ოპრა უინფრეის გავლენა საოცარია, სხვათა შორის ლიტერატურულ წრეებშიც. 2007 წელს, ოპრასთან გავლიდან ცოტა ხნის შემდეგ,მწერალმა კორმაკ მაკკარტიმ მიიღო პულიცერის პრემია.
   სპეციალისტებიც კი ამბობენ რომ ოპრამ შეცვალა ამერიკელთა ჩვეულებები და მილიონობით ადამიანს ისევ შეაყვარა კითხვა. 
  ინგლისში ეს “ვირუსი” უფრო მკითხველებში გქვრცელდა ვიდრე მედიაში სადაც ოპრა უინფრეის მიმდევრებმა ვერ მოიკიდეს ფეხი. 
  მაგრამ სახელმა “კითხვის ჯგუფი” არ უნდა მოგვატყუოს: შეკრებების დროს არ კითხულობენ, საუბრობენ და კამათობენ.
  ჩემს მიერ ლონდონში ნანახი წრეებიდან ყველაზე საინტერესო უეჭველად იყო ექიმთა ჯგუფი რომლებმაც გადაწყვიტეს შეკრება იმიტომ გრძნობდნენ რომ გამოყენებითი მეცნიერებებისადმი მიძღვნილი მათი პროფესია მათ ახმობდა: 
  “ჩვენ თავს გაუნათლებლებად ვგრძნობდით”. 
   მარტის შეკრება ეძღვნებოდა ორჰან პამუკის ბოლო რომანს “უმანკოების მუზეუმი” (არაა თარგმნილი ფრანგულად).
   ყველა სიამოვნებით ლაპარაკობდა ისეთ საკითხებზე როგორებიცაა სიყვარული და გულწრფელობა, თურქულ ბურჟუაზიაზე ან უბრალოდ პოეზიაზე.
  ტანბრიჯ უელსის მანდილოსნების საწინააღმდეგოდ ეს ექიმები მისდევენ მკაცრად ლიტერატურულ რეჟიმს და ერიდებიან სუფრებს. მეორე თავისებურება ისაა რომ ჯგუფში არიან ქალებიც და მამაკაცებიც. შემდეგ თვეს ისინი აირჩევენ კლასიკოსს, ედვარდ მორგან ფორსტერის “ინდოეთის გზას”. მათ უკვე წაიკითხეს ვიკრამ სეთის “ზრდილი ბიჭი” და სურთ დაბრუნება ორი სამყაროს რთული დიალოგის თემასთან,მაგრამ ამჯერად ბრიტანული თვალსაზრისით. 
   კლუბის არსებობის 7 წლის მანძილზე მათ ერთად აღმოაჩინეს 50-ოდე წიგნი და რამოდენიმეჯერ ერთად წავიდნენ თეატრში ან კინოში. ყოველი ასეთი გასვლა დაკავშირებული იყო ბოლოს წაკითხულ ავტორთან.

   ექიმებმა მიმითითეს მეორე ჯგუფზე რომელიც 2009 წლის ბოლოს დააარსა დრამატურგი და მწერალი სიმონ გრეის ქვრივმა ვიქტორია გრეიმ. 
   ამ ჯგუფშია 20-60 წლის 18 წევრი. ისინი დაინტერესებული არიან მხოლოდ კლასიკით. მათ განიხილეს დიკენსის,დ.ჰ.ლორენსის და ჯეინ ოსტინის წიგნები. ეხლა ამბობენ რომ მზად არიან ჩოსერის წასაკითხად და შუა საუკუნეების ინგლისური ენის შესასწავლად. 
  კითხვის წრეები ეხლა ცოტა ცოტა ყველგან ჩნდება. 
   იტალიაში კი მიუხედავად წიგნით წვრილი ვაჭრების გმირული მცდელობებისა ცოტაა ისეთი ხალხი ვინც პატარა ჯგუფებად იკრიბებიან სახლში ერთმანეთში მათ მიერ შერჩეული წიგნის განსახილავად.
//  კონჩარ ფარის ეს შესანიშნავი წერილი დაიბეჭდა ფრანგულ ჟურნალში “ბუუქს,მსოფლიოს წიგნები”,საგანგებო ნომერში “არსებობს თუ არა სოციალური უთანაბრობის კარგი დონე?”,2010 წლის ნოემბერი, ნომერი17). 




No comments:

Post a Comment