ეს ფროიდია |
«კულტურული განვითარების ერთ-ერთ ყველაზე შესამჩნევ და თვალსაჩინო ნიშანს წარმოადგენს ინსტინქტების გაკეთილშობილება, განწმენდა» (ფროიდი) :
«გაკეთილშობილების», « განწმენდის» კონცეფცია ფროიდმა ჩამოაყალიბა ნაშრომში «უქეიფობა ცივილიზაციაში» ( 1929),რომელიც გერმანულ ენაზე გამოქვეყნდა სათაურით « Das Unbehagen in der Kultur.» ეს ფრაზა არის ამ ნაშრომის მესამე თავში.
«უქეიფობა ცივილიზაციაში» არის ფიქრი « ცივილიზებულ» საზოგადოებაში ადამიანის ბედნიერების შესაძლებლობის შესახებ.
ფროიდი ასკვნის რომ ცივილიზაცია ყოველი ინდივიდისთვის გამოიხატება მისი გაუცნობიერებელი მისწრაფებების და განსაკუთრებით აგრესიული მისწრაფებების დათრგუნვაში.
გაკეთილშობილება და განწმენდა არის ენერგიის ერთგვარი გადაადგილება რომელიც გულისხმობს მისწრაფებათა მიმართვას არა საზოგადოებისთვის მავნებელი არამედ საზოგადოებისთვის მისაღები და,მეტიც, ღირებულების გამზრდელი ქმედებებისაკენ.
ლაპარაკი იქნება ეროსზე (სიცოცხლის ინსტინქტზე) თუ თანატოსზე (სიკვდილის ინსტინქტზე) ფუნდამენტური მისწრაფებები გარდაქმნილია.
მსხვერპლი, რომელსაც ცივილიზაცია მოითხოვს თანამედროვე ადამიანის სექსუალობისა და აგრესიულობისაგან თითქოს ხელს უნდა უშლიდეს მის ბედნიერებას. მაგრამ ეს სულაც არაა ასე.
ინსტინქტთა გაკეთილშობილების, განწმენდის წყალობით ადამიანი «ბედნიერების ნაწილის დათმობის ფასად იღებს უსაფრთხოების ნაწილს» ვინაიდან მას აღარ შეუძლია თავის ინსტინქტურ სწრაფვათა დაკმაყოფიება სხვათა ხარჯზე და საზარალოდ და სხვებს აღარ შეუძლიათ თავის ინსტინქტურ სწრაფვათა დაკმაყოფილება მის ხარჯზე და საზარალოდ :
« ინსტინქტების გაკეთილშობილება და განწმენდა წარმოადგენს კულტურული განვითარების ერთ-ერთ ყველაზე შესამჩნევ,ყველაზე თვალსაჩინო ნიშანს: სწორედ ის უწყობს ხელს ყველაზე ამაღლებულ ფსიქიურ საქმიანობას;მეცნიერებას, შემოქმედებას,იდეოლოგიას,ყოველივე ამას აძლევს ცივილიზებული ხალხის ცხოვრებაში დიდად მნიშვნელოვანი როლის შესრულების საშუალებას...
შეუძლებელია არ დავინახოთ ის თუ რამდენად ეფუძნება ცივილიზაცია ინსტინქტური მისწრაფებების უარყოფის პრინციპს და რამდენად მოითხოვს ის სწორედ ძლიერი ინსტინქტების დაუკმაყოფილებლობას ( ამ ძლიერი ინსტინქტების დათრგუნვის,განდევნის თუ რომელიმე სხვა მექანიზმით შებოჭვას).
ეს «კულტურული უარყოფა» მართავს ადამიანთა სოციალური ურთიერთობების ვრცელ სფეროს; და ჩვენ უკვე ვიცით რომ სწორედ მასშია მიზეზი მტრობისა რომლის წინააღმდეგაც უწევს ბრძოლა ყველა ცივილიზაციას.»
ნაშრომი «უქეიფობა ცივილიზაციაში-ს ამ დებულების მოკლედ გადმოცემა გვიჩვენებს რომ ფროიდის იდეები ზოგ შემთხვევაში სულ უკუღმა იყო გაგებული.
ზოგმა პედაგოგმა, განსაკუთრებით ამერიკელმა პედაგოგებმა დაიმახსოვრეს მხოლოდ ინსტინქტთა დათრგუნვის უარყოფითი შედგები რამაც გააჩინა უკიდურესად ზედმეტად ნების მიმცემი პედაგოგიკა. ამან კი აღზარდა საბოლოო ანგარიშით თავის უფრო ცუდად მგრძნობი ბავშვები ვიდრე ამას აკეთებდნენ განათლების ტრადიციული სისტემები.
ფროიდმა გვასწავლა სიფრთხილე პატარა ბავშვობასთან. ცხადია რომ ის უპირისპირდებოდა ყველაფერს რაც შეიძლებოდა დამსგავსებოდა ზედათრგუნვას,
მაგრამ ფროიდი დარწმუნებულია რომ იძულებების, ძალდატანების გარეშე არ არსებობს არც განათლება და არც ცივილიზაცია.
კულტურული პროცესი არის ენერგიების კალაპოტში მოქცევა და მათი გარდაქმნა. ასე ხდება რომ გაუცნობიერებელი მისწრაფებები რომელთაც შეეძლოთ ცივილიზაციის დანგრევა ხელს უწყობენ ცივილიზაციის პროგრესს»
( პოლ დესალმან, ფილიპ ფორესტ, დიდი ციტატების ახსნა, მარაბუტ,ალლე,ბელგია,1991).
No comments:
Post a Comment