September 14, 2011

როგორ ზრდიდნენ და ზრდიან ევროპელები ლამაზი ევროპის მშენებლებს-13,

ანჟერი.1910 წლის წყალდიდობა.
    ერთგულება:
    I :  ერთგულება არის გულუხვი და თავდავიწყებული სწრაფვა სხვის დასახმარებლად; 
  ესაა ჩვენი ეგოისტური პიროვნების,ჩვენი წადილების,ჩვენი გემოვნების,ჩვენი ქონების მსხვერპლად მიტანა სხვა ადამიანის ბედნიერებისთვის.
ჩვენი ისტორია სავსეა ყველანაირი ერთგულების მაგალითებით. იმისათვის რომ გავხდეთ კარგი და მამაცი მოქალაქეები საჭიროა ჩვენს წინაპართა მაგალითებისთვის მიბაძვა.

    II :უმაღლესი ფორმა. ის გულისხმობს თავგანწირვას სხვათა გადასარჩენად. მაგრამ ერთგულება შეიძლება გამოჩნდეს ბრძოლის ველის გარეთაც. მას ისევ აქვს ადგილი სხვადასხვა ცხოვრებისეულ განსაცდელში.
ჩვენ მზად ვიქნებით ამისთვის თუ კი ვართ საკმაოდ მამაცები და საკმაოდ გვიყვარს ადამიანები.
    საკითხავები:
ელიზა სელიერი


15 წლის ელიზა სელიე უფროსი იყო 9 ბავშვს შორის და მუშაობდა სართავ ქარხანაში. მისი დედა გარდაიცვალა. გულგრილმა,უზრუნველმა და აღვირახსნილმა მამამისმა მიატოვა თავისი შვილები. რა მოუვათ უბედურ ბავშვებს რომელთაგანაც ზოგი ჯერ აკვანშია? ვინ მოუვლის და აჭმევს მათ? მათ თანაგრძნობას უწევს საზოგადოება, მაგრამ
ახალგაზრდა ელიზა ადგა. მან მოიწმინდა ცრემლები,დაამშვიდა ძმები და უთხრა მათ :
 «თაყვანი ვცეთ უფლის ხელს რომელიც მოგვხვდა და ვენდოთ მას ! მე გაგიწევთ დედობას : ღმერთი მე დამიცავს და მომცემს ძალას».
  ამ დროიდან მოყომებული 15 წლის ქალიშვილი ჩადგა სახლის და ოჯახის სათავეში. მან გამოავლინა ასაკისთვის არაჩვეულებრივი სიმამაცე,ნება,გონიერება. ის ფიქრობს ყველაფერზე,უვლის უფრო პატარებს, გვერდში იყენებს უფრო დიდებს,ზრუნავს ყველაზე და მცირე დღიური შემოსავლის მიუხედავად წესრიგის,ეკონომიის და შრომის წყალობით ის ახერხებს ოჯახის მოვლას ვინმესთვის დახმარების თხოვნის გარეშე. შწორედ ესაა მისი დიდება და სიამაყე.

   გახსენება :
მოთხრობა გარონას წყალდიდობის შესახებ :

გარონას საშინელმა ადიდებამ წალეკა ქალაქი ტულუზას ერთ-ერთი გარეუბანი. მაცხოვრებლებმა თავი შეაფარეს მათი სახლების სახურავებს. ისინი აღელვებულნი ელოდებოდნენ მაშველთა მოსვლას. მრავალი მათგანი გადაარჩინეს მეზღვაურებმა რომლებიც ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ მოხერხებულობაში და სიმამაცეში.

  საღამოსთვის ნავით მომავალ ორ მტვირთავს მოჰყავდა ნანგრევებში ნაპოვნი ოჯახი. ნაპირთან მისვლისას მათ გაიგეს მწუხარების შეძახილი და მათ სიბნელეში დაინახეს თითქმის დანგრეული ხიდის ბურჯზე მიტოვებული ქალი. მტვირთავებმა დაუყოვნებლივ გადაწყვიტეს ქალის საშველად წასვლა. მაგრამ სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილმა ოჯახმა თქვა რომ ნავი ვეღარ გაუძლებდა კიდევ ერთ ადამიანს და ყველა დაიღუპებოდა. მიუხედავად ამისა მენავე წავიდა ქალისკენ,ჩაიყვანა ის ნავში,დაუთმო მას თავისი ადგილი და თვითონ გადახტა წყალში.

No comments:

Post a Comment