September 14, 2011

როგორ ზრდიდნენ და ზრდიან ევროპელები ლამაზი ევროპის მშენებლებს-14, რელიგიური მოვალეობები:

მარკები ბერნარდა დე სან
პიერის დაბადებიდან 200
წლისთავის აღსანიშნავად.
ადამიანმა არ უნდა იჩივლოს თავისი ცხოვრების სიმოკლის გამო. უფალმა მის სხეულს მისცა რამოდენიმე მწარე და ღატაკი წელი,მაგრამ მის სულს მისცა მარადისობა და აღტაცება. 
  ღმერთს ადამიანისთვის არ მიუსჯია ხოხვა მიწაზე და მტვერში და მიწის გლეჯა უბადრუკი არსებობის შესანარჩუნებლად. 


   ჩვენი უკლებლივ ყველა მოვალეობა რელიგიური მოვალეობაა. ანუ ჩვენი უკლებლივ ყველა მოალეობა ღმერთის მიმართ მოვალეობებია.


“ აღვასრულოთ ჩვენი ინდივიდუალური მოვალეობები, ვცადოთ
ყველაფერი რათა სრულყოფილი გავხადოთ ჩვენს ბუნებაში არსებული მონაცემები: ეს იქნება ღვთისმოსაობის აქტი. ღვთისმოსაობის აქტია ჩვენს ირგვლის სრულყოფილების შეძლებისდაგვარად გავრცელება ჩვენს შესაძლებლობაში ქრსებული სიკეთის კეთებით,კარგი მაგალითის მიცემით, სხვათა ბედნიერებისათვის სამსახური ოჯახში და ყველა ადამიანურ ურთიერთობაში.”(მარიონი)


   “ღმერთს ყველაზე მეტად სიამოვნებს მართალი,სამართლიანი,ქველმოქმედი,თავისი სიტყვის ერთგული, მოვალეობის აღსრულებისას საკუთარი ინტერესის უყოყმანოდ განზე გადამდები ადამიანის დანახვა. დანახვა კაცისა რომელიც არ ბღალავს ადამინის კეთილშობილ ბუნებას სულმოკლეობითა და სიმდაბლით. ადამიანისა რომელიც არ არღვევს სხვათა უფლებებს და,პირიქით,თავდადებით ემსახურება თავის მსგავსთა ბედნიერებას, რომელიც კეთილგანწყობილია ყველა ქმნილების მიმართ და თავის მერე სტოვებს სათნოების მაგალითს და შეუბღალავ სახელს”(ჟიულ სიმონი).

   მარადიული ცხოვრება :
  ადამიანმა არ უნდა იჩივლოს თავისი ცხოვრების სიმოკლის გამო. უფალმა მის სხეულს მისცა რამოდენიმე მწარე და ღატაკი წელი,მაგრამ მის სულს მისცა მარადისობა და აღტაცება.
  ღმერთს ადამიანისთვის არ მიუსჯია ხოხვა მიწაზე და მტვერში და მიწის გლეჯა უბადრუკი არსებობის შესანარჩუნებლად.
  ადამიანის ცხოვრება არაა გავლა. ადამიანის ცხოვრებას აქვს ამაღლებული მიზანი.

ჟიულ სიმონი
  შეხედეთ აგონიაში მყოფ მომაკვდავს: ის უკვე ხედავს მის მოლოდინში მყოფ ღმერთს. ის სტოვებს წყვდიადის სამყაროს და მიდის სინათლის სამყაროში;ის სტოვებს ბეჩავებს,მის მსგავსად მომაკვდავებს და მიდის იქ სადაც აღარ კვდებიან. ჟერ კიდევ სიცოცხლით შეწუხებული,ის ხედავს მის წინაშე შეღებულ ცას. სულ ცოტა ხნის წინ ის იყო შებორკილი მონა; ეხლა ისაა იმპერიის და მარადისობის ბატონი. ნაღვლიანი და ტანჯული, ის ნაბიჯ ნაბიჯ მიდიოდა სიკვდილისკენ და სინათლით გაბრუებული გადაურჩა მას; ის ცხოვრობდა ცრემლებით მორწყულ სამყაროში სადაც ყველაფერი იცვლება,კვდება, ყველა ერთმანეთს ხვდება რათა ერთმანეთს გაშორდეს. და აი ის ეხლა იქაა სადაც ყველაფერი მარადიულია” (ბერნარდა დე სან-პიერი,ბუნების ჰარმონიები).
 Aმ წიგნში აგრეთვე ლაპარაკია იმაზე რომ ღმერთმა ადამიანი დააჯილდოვა დიდი უნარების მქონე არაჩვეულებრივი სხეულით და ადამიანს ევალება მას და ჯანმრთელობაზე ზრუნვა, მაგრამ ამით თავს არ შეგაწყენთ (მთარგმნელი).

No comments:

Post a Comment