September 15, 2011

როგორ ზრდიდნენ და ზრდიან ევროპელები ლამაზი ევროპის მშენებლებს-16 : ადამიანის პიროვნების ღირსება :

სოკრატე და მისი მოწაფეები
უნდა იამაყოთ ვინაიდან თქვენ ხართ ქმნილებათა უმაღლეს საფეხურზე. მაგრამ გაფრთხილდით: დიდ პრივილეგიებს თან ახლავს დიდი მოვალეობები. არ შებღალოთ ეს ღირსება უღირსი საქციელით,უსაქციელობით. კეთილშობილს აკისრია მოვალეობები. ყველაზე თეთრი და სუფთა სამოსი აქვს იმას ვისაც ჭუჭყის ეშინია.
     ადამიანი,ჩემო მეგობრებო,ფიზიკურად,სხეულის წყობით, უახლოვდება ცხოველებს,მაგრამ დიდად შორდება მათ თავისი გონიერებით და მორალური თვისებებით რომლებიც გადააქცევენ მას ადამიანად.

  მხოლოდ ადამიანსა აქვს გონება რომელიც აგებინებს მას თუ რა არის კარგი და ცუდი. მხოლოდ მასა აქვს თავისუფლება რომელიც მას აძლევს ან სიკეთის ან ბოროტების არჩევის საშუ
ალებას.
  გონება და თავისუფლება, აი ორი რამ რაც ადამიანს აქცევს უმაღლეს არსებად.
  როდესაც თქვენ კითხულობთ თავისი ქვეყნისთვის თუ კაცობრიობისთვის სასარგებლო კაცის ისტორიას თქვენ ამბობთ: აი დიდი ადამიანი!
  მაგრამ როდესაც ტკბებით ფუტკრის,თახვის,ჭიანჭველის თუ სხვა არსების ნამუშევრით თქვენ არასოდეს ამბობთ: რა დიდი ცხოველია! რატომ?
  იმიტომ რომ ადამიანი მოქმედებდა საკუთარი ნებით,ნებაყოფლობით, მას შეეძლო არც გაეკეთებინა ის რაც გააკეთა,მაშინ როდესაც ცხოველს არ ძალუძს სხვანაირად ქცევა.  ცხოველი არის მხოლოდ გარედან ინსტინქტით მართული ცოცხალი მანქანა და მანქანა არ იმსახურებს ქათინაურებს.
  ადამიანის ამ უპირატესობას სხვა არსებებთან შედარებით ჰქვია ადამიანის ღირსება. 
  ის ყველაზე მეტად მდგომარეობს მორალურ პიროვნებაში. 
 ფიზიკურად ადამიანს აქვს კეთილშობილი ფიზიონომია რაც არა აქვთ ცხოველებს,მაგრამ მას აქვს იგივე საჭიროებები რაც ცხოველებს, მას აწუხებს იგივე ავადმყოფობები რომელთა წინააღმდეგაც მას ძალიან ცოტა რამ შეუძლია.
გვერც ერთი ქმნილება.
  ასე მაგალითად თქვენ თქვენ თვითონ შრომობთ და იმზადებთ მომავალს. ცხოველები კი დღითი დღე მუშაობენ და ემორჩილებიან ხვედრს. თქვენ გიყვართ თქვენი მშობლები, ამხანაგები, თქვენ თქვენ თვითონ მუშაობთ,გაქვთ მაღალი მიზანი, კეთილდღეობისა და სათნოების იდეალი. თქვენ ცდილობთ თქვენი თავის სრულყოფას და ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი გახარებთ. თქვენ აღფრთოვანებული ხართ დიდით რაც ამაღლებს თქვენს სულს იმიტომ რომ გრძნობთ რომ ეს გაახლოებთ თქვენს იდეალთან. ეს გრძნობები და მისწრაფებები ახასიათებს მხოლოდ ადამიანს. როდესაც თქვენ ხედავთ დიდად ღირსეულ ადამიანს თქვენ ფიქრობთ რომ ის ბედნიერია და ამაყი უნდა იყოს.
  თქვენც უნდა იამაყოთ ვინაიდან თქვენ ხართ ქმნილებათა უმაღლესი ქმნილებათა შორის, მაგრამ პრივილეგიებს თან ახლავს დიდი მოვალეობები. არ შებღალოთ ეს ღირსება უღირსი საქციელით,უსაქციელობით. კეთილშობილს აკისრია მოვალეობები. ყველაზე თეთრი და სუფთა სამოსი აქვს იმას ვისაც ჭუჭყის ეშინია.

    სვინდისი:

  ჩემო მეგობრებო,თქვენ რა თქმა უნდა უცდუნებიხართ რაღაც ცუდ აზრს,მაგალითად მოგნდომებიათ ხილის მოპარვა.
  თქვენ ალბათ მარტო იყავით და ვერავინ გხედავდათ. მაშ რამ შეგიშალათ ხელი და რატომ არ იქურდეთ? რამ არ ჩაგადენინათ ცუდი საქციელი? სვინდისმა, იმ შინაგანმა ხმამ რომელმაც გითხრათ რომ ამის გაკეთება ცუდია.
   სვინდისი არის ჩვენი შეუმცდარი მეგზური რომელიც ყველგან გვახლავს თან და მუდამ ცდილობს რომ არ დაუშვას ჩვენი ცუდ გზაზე დადგომა.
  სვინდისი ჩვენი მეგზურია და ამავე დროს ის არის ჩვენი მსაჯული. ის იწონებს ჩვენს კარგ ქცევას. მაშინ ჩვენ ჩვენი თავის კმაყოფილები ვართ. ეს უწმინდესი მორალური კმაყოფილებაა. მაგრამ სვინდისი გვგმობს მაშინ როდესაც ჩვენ ცუდად ვიქცევით. ეს აჩენს ჩვენს მტანჯველ და გამაუბედურებელ სინანულს.
  სვინდისის ხმა სასიამოვნოდ ჟღერს მაშინ როდესაც თქვენ კარგად ისწავლეთ,დაეხმარეთ მშობლებს შრომაში ან ვიღაც უბედურს შეუმსუბუქეთ ტანჯვა,ერთი სიტყვით ყოველთვის როდესაც აღასრულეთ თქვენი მოვალეობა,განსაკუთრებით მაშინ როდესაც ეს ითხოვს ძალისხმევას.
   მაგრამ სვინდისი და სინანული გტანჯავთ მაშინ როდესაც იყავით ზარმაცები,ურჩები,დამალულები,ეგოისტები,ლაჩრები და თავს არიდებდით მოვალეობის შესრულებას.
  სვინდისი აფასებს აგრეთვე სხვის ნებაყოფლობით და თავისუფალ ქცევას. ის გვეუბნება რომ უნდა გვიყვარდეს სათნო,ღირსეული ადამიანი, რომ მას სიკეთე უნდა ვუსურვოთ. და პირიქით, ის გვეუბნება რომ უნდა გვეზიზღებოდეს ცუდი, უღირსი,ბოროტი და უსაქციელო კაცი. 
  სხეულის მსგავსად ავადმყოფი შეიძლება იყოს სვინდისიც.
  მანკიერი და გარყვნილი ადამიანები, და, რაც უფრო სამწუხაროა,მოწამლულ ატმოსფეროში მცხოვრები ბავშვები, იმდენად ეჩვევიან უსაქციელობას რომ ბოლოს და ბოლოს თითქმის აჩუმებენ ამ მნიშვნელოვან ხმას. მათ არავინ საყვედურობს უსაქციელობის გამო და არავინ ამხნევებს და იწონებს როდესაც ისინი სიკეთეს იჩენენ. ამ სამწუხარო მაგალითებმა თქვენ უნდა დაგაფიქროთ.  ადრევე ისწავლეთ სათნო ქცევა,გაწითლება ამორალური ქცევის გამო  ან როდესაც გიჩნდებათ ცუდი აზრი.
  უსმინეთ თქვენი სვინდისის ხმას როდესაც ის ხელს გიშლით ცუდი საქციელის ჩადენაში და როდესაც თქვენ შეასრულებთ თქვენს მოვალეობას ეს ხმა გეტყვით : 

 « კარგია,შენ პატივი ეცი შენს ადამიანურ ღირსებას,იყავი ბედნიერი ».

No comments:

Post a Comment