September 15, 2011

როგორ ზრდიდნენ და ზრდიან ევროპელები ლამაზი ევროპის მშენებლებს-17 : თავისუფლება და პასუხისმგებლობა :

თავისუფლების ქანდაკება.
ეიფელის კოშკი, მდინარე სენა.
«დამიანი პასუხს აგებს თავის საქციელზე იმიტომ რომ ეს ქცევა არის მისი არჩევანის შედეგი და მან ეს იცის ძალიან კარგად.მან იცის რომ მან პასუხი უნდა აგოს მართლმსაჯულების თუ საზოგადოებრივი აზრის,თავისი სვინდისის თუ ღმერთის წინაშე»
  ადამიანი თავისუფალი რომ არ იყოს ის არც პასუხისმგებელი იქნებოდა. მაგრამ ადამიანს სხვა ქმნილებებზე უფრო მაღლა აყენებს და ადამიანურ ღირსებას შეადგენს სწორედ მორალური თავისუფლება რომელიც აქვთ მხოლოდ ადამიანებს.
  სწორედ ესაა ადამიანის ნამდვილი კეთილშობილება. უსულო
ქმნილებათა სამყაროში მოვლენები ხდება დადგენილი წესების შესაბამისად. მდინარე მუდამ მიყვება დაღმართს,ქვა მუდამ ეცემა დედამიწის ცენტრისკენ, სეზონები მუდამ ერთნაირად მისდევენ ერთმანეთს. მცენარეობა უცვლელად განიცდის ერთსა და იმავე ტრანსფორმაციებს. ცხოველებიც ექვემდებარებიან უცვლელ ფატალურობას. ფუტკარს,თახვს,ჩიტებს არ შეუძლიათ თავისი ფიჭების,ქოხების,ბუდეების ცუდად აგება.
    მხოლოდ ადამიანია თავისუფალი,მხოლოდ ადამიანს შეუძლია სიკეთის გაკეთება ან ბოროტების ჩადენა, მოვალეობის აღსრულება ან უარის თქმა ამაზე.

  ადამიანურ კანონებს შეუძლიათ საზოგადოების დაცვა მავნე და დამღუპველი ქმედებებისგან მაგრამ ვერც ერთი კანონი ვერ უბრძანებს და დააძალებს ადამიანს სრულყოფას,გულკეთილობას, მსგავსთა სიყვარულს და თანაგრძნობას. 
  სწორედ თავისთავად სიკეთის ამ თავისუფლებას ქვია მორალური თავისუფლება.
ზოგი მშობელი ამას უარყოფს და თავისი ურჩი შვილის შესახებ ამბობს:” ის იმდენად ნერვიულია რომ შეუძლებელია მისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ეს საშიშია. ჩვენ იძულებული ვართ ავიტანოთ მისი მოუთმენლობები”. პატარა ეშმაკუნა ალბათ ანგარიშგაუწევლადაც ფიქრობს რომ ის შეიძლებოდა ყოფილიყო უფრო მორჩილი და უფრო პატივისმცემელი. გულში ის ამბობს: “თქვენ ცდებით ჩემი ტემპერამენტის თაობაზე,მადლობთ; მაგრამ მე ძალიან კარგად ვგრძნობ რომ შევძლებდი ამ ტემპერამენტის დამარცხებას და რომ დაგეტუქსეთ ან გაგეტყიპეთ კიდეც მეტ პატივს გცემდით”.
   სხვები ამბობენ რომ ჩვენ ვართ ცუდი ჩვეულებების მსხვერპლები. მათ უნდა ვუპასუხოთ რომ ჩვენ შეგვიძლია ჩვეულებათა შეძენა და გარკვეული ძალისხმევით ცუდი,დამამცირებელი ჩვეულებების უარყოფა.

სხვები ლაპარაკობენ ჰიპნოტიზმზე ანუ იმაზე რომ დამიანს შეუძლია სხვისი ნების დამორჩილება და  მისი გადაქცევა დამნაშავედ. ასე რომ იყოს ზოგი დამნაშავე უნდა ჩაითვალოს პასიურ და უაზრო, ადამიანური მართლმსაჯულებისთვის მიუწვდომელ არსებად რომლის გასამართლება და დასჯა შეუძლებელია. ამის მთქმელსაც ესმის თუ რას სჩადის.
   გაიგეთ: თუ კი ადამიანი არაა მორალურად თავისუფალი ის არ აგებს პასუხს თავის საქციელზე. მაშ როდესაც ის ჩაიდენს დანაშაულს არც ინანებს და არც დაისჯება.
  ნებისმიერი დამნაშავე იტყვის რომ მას დანაშაული ჩაადენინა რაღაცამ და ის უდანაშაულოა. ყოველივე ეს დასაშვებს გახდის ნებისმიერ მანკიერებას რასაც მოყვება საშინელი შედეგები.  Eეს აბსურდია.

 
   ადამიანი პასუხს აგებს თავის საქციელზე იმიტომ რომ ეს ქცევა არის მისი არჩევანის შედეგი და მან ეს იცის ძალიან კარგად. მან იცის რომ მან პასუხი უნდა აგოს მართლმსაჯულების თუ საზოგადოებრივი აზრის,თავისი სვინდისის თუ ღმერთის წინაშე ( ამით ვამთავრებთ თარგმანს ჯერ 1895 წელს ხოლო შემდეგ 2011 წელს გამოცემული ფრენგული წიგნისა « დაწყებითი სკოლების მორალის წიგნი, საშუალო კურსი,უმაღლესი კურსი და კურსი სრულწლოვანთათვის. ავტორია ლუის ბროიერი, თარგმანი ფრანგულიდან).
   

No comments:

Post a Comment