September 9, 2011

როგორ ზრდიდნენ და ზრდიან ლამაზი ევროპის მშენებლებს-3: ქალთა პატრიოტიზმი

სპარტელი
იქნებოდა კი ღირსება მსხვერპლის გაღების გარეშე? ომი არაა შურისძიება: ჟერვაზი, დედა შვილებს ომში გაუშვებს მხოლოდ საფრთხეში მყოფი სამშობლოს დასაცავად.


I:  ქალები განთავისუფლებული არიან სამხედრო სამსახურისგან მაგრამ მათ ყოველთვის შეუძლიათ სამშობლოსადმი ერთგულების ჩვენება.
   მათ თავის შვილებს უნდა შთააგონონ ქვეყნის სიყვარული და როდესაც ამას სამშობლო მოითხოვს მა თარ უნდა დააკავონ თავისი შვილები,პირიქით, მათ უნდა შთააგონონ მათ მოვალეობის ღირსეულად შესრულება.

  ისე როგორც სპარტელი დედები ვაჟიშვილებს აძლევდნენ ფარს და ეუბნებოდნენ: “დაბრუნდი ფარით ან ფარზე” ანუ გამარჯვებული ან მკვდარი.


II:  ქალებს არ ევალებათ სამშობლოს დაცვა მათი მკლავით,მაგრამ მათ თავისი სამშობლო უნდა დაიცვან თავისი გულით.
  ნამდვილად პატრიოტმა დედამ თავის შვილებს უნდა შთააგონოს ქვეყნის სიყვარული და თავისი ვაჟიშვილი აქციოს სამშობლოს გულანთებულ და მედგარ დამცველად.
ბრძოლების დროს ის იძლევა სიმამაცის მაგალითს იმით რომ ახალისებს თავისიანებს მოვალეობის სისუსტის გარეშე და უშიშრად შესრულებისკენ. 

საკითხავი:
  ქალები და სამშობლო:
“ჟერვაზ მარტელი ეხლა მოხუცია. ის ჯერ კიდევ მტკიცე და ძლიერი იყო როდესაც მტერმა პირველად გადალახა ჩვენი საზღვრები. მან ომში დაკარგა მეუღლე:
  მისი ორი ვაჟი გაიზარდა. მან განა უნდა შეუშვიროს ისინი უცხოელების ტყვიებს ? მას უთხრეს რომ « შვილებმა შური უნდა იძიონ მამის გულისთვის ».
   არა, ომი არაა შურისძიება : ჟერვაზი შვილებს ომში გაუშვებს მხოლოდ საფრთხეში მყოფი სამშობლოს დასაცავად.
  ის ყოყმანობს, ის ტირის : ესაა სასტიკი მსხვერპლის გაღება. მაგრამ განა იქნებოდა ეს ღირსება მსხვერპლის გაღება რომ არ იყოს?
   ის,მაშ, გაუშვებს შვილებს ომში და წასვლის მომენტში გადასცემს მათ მთელ თავის ენერგიას და გამბედაობას რომელიც მათ უნდა დაეხმაროს ომის მძიმე განსაცდელების გადატანაში.
 
   რას გააკეთებს ის როცა სახლში მარტო დარჩება? უსაქმობა მძიმეა. ქალიშვილის დახმარებით ის მოამზადებს მასალას რაც დასჭირდებათ დაჭრილებს ჭრილობების სამკურნალოდ.
   მუშაობისას ის სოფლელ ბიჭებს მოუყვება თუ რა უნდა გააკეთოს მამაკაცმა ვისაც უყვარს თავისი სამშობლო. ის მოუყვება ღირსების ველზე დაცემულთა და ომიდან ღირსების ჯვრითა თუ სამხედრო მედლით დაბრუნებულთა ამბებს. ის ასე მოამზადებს საფრანგეთის ახალ დამცველებს” (“მადამ ანრი ლევილი, ქალიშვილების მორალური და სამოქალაქო აღზრდა”)


No comments:

Post a Comment