September 22, 2011

ლტოლვილი ვიქტორ ჰიუგო-3: ჯერსი,"მშვენიერებისმბედნიერების და დამოუკიდებლობის მიწა:

" სტუმართმოყვარეობაა მათი დიდება. მათ აქვთ თავშესაფრის მიუკერძოებლობა".
   1852 წლის პირველ აგვისტოს "რავენსბურნმა" დატოვა ანვერის პორტი. წვიმდა. გემს მიჰყავდა ვიქტორ ჰიუგო, მისი შვილი შარლი,გემზე ინკოგნიტოდ არის ჟიულიეტ დრუეც. 2 აგვისტოს მწერალი ლონდონშია,4 აგვისტოს საუტჰემპტონში, 5 აგვისტოს ის ჯერსიში
მიიღეს მისმა მეუღლემ,ქალიშვილმა ადელმა და ჟურნალისტმა ოგიუსტ ვაკერიმ რომლებიც კუნძულზე გადასხდნენ ჰავრიდან. სამოციოდე განდევნილი ელის გადასხდომას სან ელიერზე.

   ანგლო-ნორმანული კუნძულები მეცხრე საუკუნიდან არის ლტოლვილთა მიწა. XVI-XIX სქუკუნეებში იქ საფრანგეთიდან ჩადიან პროტესტანტები რომლებიც გაურბიან რელიგიურ ომებს. შემდეგ ჩადიან რევოლუციის ემიგრანტები და 1851-1852 წლებში ლუი ნაპოლეონ ბონაპარტეს სახელმწიფო გადატრიალების ოპონენტები. ვიქტორ ჰიუგო ამბობს რომ ეს კუნძულები არის "მსოფლიოში ყველაზე ძმური კუნძულები"...

    მთელი ოჯახი მოხიბლულია ამ  ლამაზი ქვეყნით და ადელი ასკვნის: "კუნძული ჯერსის სილამაზე ჩინებული და უნიკალურია. ესაა ზღვით მორწყული ყვავილების ბაღი. ოკეანეში ამოვლებული თაიგული რომელსაც აქვს ვარდის სურნელი და ტალღის სიმწარე"(ადელ ჰიუგო,ლტოლვილობის დღიური,1852 წლის 6 აგვისტო). რაც შეეხება ჟულიეტს ის ამ დროს "მოხიბლული ექსტაზში ცურავს".  გარკვეული ყოყმანის შემდეგ ოჯახი ბინად ირჩევს ოკეანის სანაპიროზე მდგარ სახლს...

    მრავალი თვის მანძილზე დაფანტული ოჯახი ბოლოს და ბოლოს გაერთიანდა. ოჯახის ყოველი წევრი შეძლებისდაგვარად აწყობს ლტოლვილის თავის ცხოვრებას. მადამ ჰიუგო წერს მოგონებებს რომელსაც მას კარნახობს საღამოობით მისი მეუღლე. ადელი წერს დღიურს და თხზავს რომანსებს. ძმები შარლი და ფრანსუა-ვიქტორი სწავლობენ ფოტოგრაფიას ან მამასთან ერთად დააჭენებენ ცხენებს სანაპიროზე. ჟულიეტი კი ცხოხვრობს მეზობელ კოტეჯში და ჩივის ჩრდილში ცხოვრების გამო. მიუხედავად ამისა ის იწერს ვიქტორ ჰიუგოს ლექსებს. ჰიუგო ზოგჯერ მიდის ხოლმე  მასთან სამუშაოდ. ის არ აქცევს ყურადღებას ჟულიეტს იმიტომ შთანთქმულია "სასჯელების"წერით. და ის ასევე აღმოაჩენს ინტერესთა სხვა ცენტრებს.

    მწერლობა როგორც დარდებისაგან განთავისუფლების საშუალება :


   ვიქტორ ჰიუგო თავისი დროის უდიდე ნაწილს ატარებს მეორე სართულზე უსადავესად გაწყობილ ოთახში. იქაა ერთი საწოლი,ორი სკამი,მაგიდა და სახელგანთქმული ჩანთა რომელიც უნდა გაივსოს მისი ნაწერებით. ჰიუგო წერს სულერთია როგორ ქაღალდზე.,კონვერტის ზურგზე, გაზეთის ნაგლეჯზე. წერს ლექსს რომელიც გადაიქცევა პოემად და უცდის თავის ადგილს მომავალ კრებულში.

    ეხლა ჰიუგოს სურს ნაპოლეონ მესამეზე განრისხებისგან განთავისუფლება და ამისათვის წერს "სასჯელებს":

"... იცეკვეთ საშინელო და მასხარავ!
აფთრებო,მგლებო,ტურებო,წარმოუდგენლებო მასხარას მიერ,
...მკვლელებო დაჟანგული რკინით,
იცეკვეთმიცეკვეთ..."( დაბრმავება).

   "სიძულვილის 3000 ლექსი, ეს მეტისმეტია!"(ლამარტინი,1853).

 

    

No comments:

Post a Comment