September 22, 2011

ვიქტორ ჰიუგო ვანდალიზმის წინააღმდეგ+ლტოლვილი ვიქტორ ჰიუგო:

პაპა ვიქტორ ჰიუგო
გაუმარჯოს საფრანგეთის და ევროპის სილამაზის მცველ და გუშაგ ვიქტორ ჰიუგოს !!!

«ვიცნობ ვოლტერს, ვაღმერთებ დიუმას და ვერ ვიტან ჰიუგოს », უთხრა რუსულ გაზეთ « ნეზავიზიმაია გაზეტას » ერთმა წარმოშობით ქართველმა საბჭოთა წარჩინებულმა. და მაინც ან იქნებ სწორედ ამიტომაც კიდევ ერთხელ გაუმარჯოს ვიქტორ ჰიუგოს !


 ვიქტორ ჰიუგო ვანდალიზმის წინააღმდეგ :
   ფრანგული რევოლუცია, უფრო ზუსტად რევოლუციური ვანდალიზმი არის მნგრეველის და მარბიელის ნიმუში რომელიც განსაკუთრებით გამოკვეთა ვიქტორ ჰიუგოს კალამმა.

   1832 წელს გამოქვეყნებულ წერილში “ომი მნგრეველებს” ვიქტორ ჰიუგომ გამოუცხადა ომი “მნგრეველებს” და შემდეგ “შავ ბანდას” რომელიც რევოლუციურ წლებში ანგრევდა საფრანგეთის ისტორიაზე მეტყველ არქიტექტურულ ძეგლებს და ვაჭრობდა ნანგრევებით. 1832 წლის წერილი გამოქვეყნდა მაშინ როდესაც კანონმა გააფართოვა ცენზური ელექტორალური კორპუსი.
  ვიქტორ ჰიუგო გმობს ფრანგული საზოგადოების ამ ნაწილობრივ დემოკრატიზაციას რომელიც კომუნალურ დონეზე ძალაუფლებას გადასცემს წერა-კითხვის თითქმის უცოდინარ უვიცებს.
  ამ დიდად ემოციურ და მძაფრ ტექსტში დამანგრეველი წარმოდგენილია როგორც არსით გაუნათლებელი და გაუთლელი ვინმე რომლის უმეცრებაც ესაზღვრება ბარბაროსობას.

  მუნიციპალური საბჭოებს რომლებიც წყვეტენ ნგრევას ვიქტორ ჰიუგო ადარებს ან “გროტესკულ სინედრიონში” გაერთიანებულ “თურქებს” ან “ლილიპუტების სენატს”. ამ “სენატის” გადაწყვეტილებების შემსრულებელი მუშები გაიგივებულები არიან ცხოველებთან.

   ჰიუგო განმარტავს ნგრევას შუა საუკუნეების კოშკისა რომელმაც გაუძლო ყველანაირ დამანგრეველ საბრძოლო საშუალებებს,ბალისტებს, ზარბაზნებს,ჭექა ქუხილს და ცის ცეცსლს, მაგრამ რომელიც დაანგრია ლაონის მუნიციპალური საბჭოს უჩინარმა და შეუმჩნეველმა კალამმა.
  დამანგრევლებს ჰიუგო ადარებს გვამს შესეულ და მის მღრღნელ ჭია-ღუას რომელმაც სიმაგრეს დამართა ის რაც მას ვერ მოუხერხა ინგლისელების თუ ბურგუნდიელების შეტევამ...
    ”ამდენ ხანს ურყევი მოხუცი კოშკი შეირყა,მას როგორც გვამს ჭიაღუა შეესივნენ დამანგრევლები... საწყალი კოშკი ქვა-ქვა იშლებოდა. უმეცარ ბურჟუას უკვირდა იმის დანახვა რომ კოშკს ისე შეაბეს თოკები და მიადგეს კიბეები როგორც ეს არ ყოფილა ინგლისელების თუ ბურგუნდიელების შეტევების დროს”.
   ნგრევის მომენტი გამოყვანილია ბრძოლის პაროდიად.
    დიადი წარსულის კვალის მატარებელი მონუმენტები დაანგრია  თანამედროვე უსახურობამ...( ამის და ამაზე მეტის წაკითხვა შეგიძლიათისტორიკოსი ერიკ ფურნიე თავის წიგნში “პარიზი ნანგრევებში,ოსმანის პარიზიდან კომუნართა პარიზამდე”,პარიზი,2008,გვ.15-17).

   ჰიუგოს და მისი თანამოაზრეების შეტევამ და თავდაუზოგავმა ბრძოლამ თანამედროვეთა ცნობიერებაში დაამკვიდრა ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვის აუცილებლობის შეგნება და საფუძველი ჩაუყარა ისტორიისა და კულტურის ძეგლების დაცვის თანამედროვე სისტემებს.

   2. ლტოლვილი ვიქტორ ჰიუგო:
  XIX საუკუნის ემბლემატური ფიგურა და მრავალი ნიჭის მქონე ვიქტორ ჰიუგო სახელგანთქმულია როგორც ფრანგული რომანტიზმის ლიდერი, ოჯახის, სამშობლო-
-მამულის და ბუნების მეხოტბე დიდად დაჯილდოებული მწერალი.
  ნაკლებად ლაპარაკობენ იმაზე რომ ის 19 წლის მანძილზე იყო ამაყი ლტოლვილი.

   ბიოგრაფიის ამ ფურცლების მიზანია მისი პიროვნების ნაკლებად ცნობილი მაგრამ არსებითი ასპექტების გაშუქება.

    ვიქტორ ჰიუგო ლტოლვილობის დროს უკვე არის ფრანგული ლიტერატურის დიდი სახელი,აკადემიკოსი და საფრანგეთის პერი. ის თავის ცოლ-შვილთან ერთად ეწევა ბურჟუაზიულ ცხოვრებას.
   მას თავს დაატყდა უბედურებები: 1837 წელს დაიღუპა მისი ძმა ეჟენი. 1843 წელს თავის მეუღლე შარლ ვაკერისთან ერთად უბედური შემთხვევის დროს სენაში დაიხრჩო მისი ქალიშვილი ლეოპოლდინა... მისი პოლიტიკური იდეები ახრჩობენ მის ლიტერატურულ ამბიციებს: 1840-1853 წლებში მას არ დაუწერია არც ერთი ლექსი. მაგრამ 1853 წლიდან მოედინება პოეზიის დიდი მდინარე. მისი გენია იფურჩქნება ლტოლვილობაში.

   ვიქტორ ჰიუგო და პოლიტიკა, ვიქტორ ჰიუგო მემარჯვენე:
  მისი დედა ვანდეელია და როიალისტი. მისი მამა ნაპოლეონ პირველის დროს იყო სამხედრო;ის დააჯილდოვეს რესტავრაციის დროს და იმედოვნებს რომ მოიპოვებს გენერლის ხარისხს და ხელფასს.
  მაშ არაა გასაკვირი რომ ბავშვი ჰიუგო ყვირის: “გაუმარჯოს მეფეს!”
   მოზარდს,მას უნდა ქედუხრელი როიალისტი შატობრიანის მიბაძვა. მისი ოდებისთვის (1822) მან მიიღო მეფის პენსია. ის ოცნებობს აკადემიაში შესვლაზე. საფრანგეთის პერად ვიქტორ ჰიუგო გახადა ლუი-ფილიპმა.
   ვიქტორ ჰიუგო როიალისტია ოჯახური ტრადიციით და თავისი ამბიციების სამსახურის მიზნით.

   ლიბერალისტი:
ვიქტორ ჰიუგო ალბათ განიცდის ლიბერალიზმის ამრჩევი სამი სახელგანთქმული როიალისტის,შატობრიანის, ლამენესს,ლამარტინის გავლენას. 

   ვიქტორ ჰიუგოს მუდამ ადარდებდა კოლექტიური ხვედრი და მას დიდი ხანია რაც სურდა სარგებლობის მოტანა.
  მას ბავშვობიდან აწუხებდა ყველა ტანჯვა და უსამართლობა.
  მის დიდ საზრუნავად დარჩა: “როგორ უნდა შევამსუბუქოთ აქ ტკივილი, მძიმე შრომა,როგორ უნდა მოვსპოთ შიმშილი და ავადმყოფობა,ბროროტება”, როგორც მისწერა მან ლ.ბულანჟეს 1846 წლის 11 ოქტომბერს.

   ვიქტორ ჰიუგოს პირველი სიტყვები ასამბლეაში იყო:

  “ პრობლემაა ხალხის მწუხარებებში,საკითხი ესაა”(1848 წლის 20 ივნისი). 
  ამ დროიდან მოყოლებული მას აღარ შეუცვლია ორიენტაცია და სიკვდილამდე დარჩა ის რაც გახდა 47 წლის ასაკში.
  
   ლტოლვილობის მიზეზები:

     ლუი-ფილიპმა 1846 წელ ვიქტორ ჰიუგო დანიშნა საფრანგეთის პერად (საფრანგეთის პერები არსებობდნენ უკვე კარლოს დიდის დროს. ისინი იყვნენ მეფის დიდი ვასალები. 1815-1848 წლებში ისინი ქმნიდნენ პერთა პალატას). ლიბერალური იდეების მგზნებარე დამცველი ვიქტორ ჰიუგო დაინტერესდა პოლიტიკით.
 
   1848 წლის რევოლუციის შემდეგ დამბფუძნებელი კრებისა და კანონმდებელი ასამბლეის დეპუტატი ვიქტორ ჰიუგო გამოჩნდა როგორც დემოკრატი და პრინცი პრეზიდენტის ენერგიული მოწინააღმდეგე. 1851 წლის დეკემბერში, ლუი ნაპოლეონ ბონაპარტეს,მომავალი ნაპოლეონ III-ის მიერ მოწყობილი გადატრიალების შედეგად ვიქტორ ჰიუგო გადავიდა ოპოზიციაში და რათა დაეღწია თავი პოლიციისგან იძულებული გახდა დაეტოვებინა საფრანგეთი (გაგრძელება იქნება).

No comments:

Post a Comment