September 23, 2011

ლტოლვილი ვიქტორ ჰიუგო-6: ჰიუგო და ზებუნებრივი:

ვიქტორ ჰიუგო როგორც
 მოგვი, ზეთი ტილოზე,
მხატვარი ანდრე
ჟილ (1840-1885).
   " ყოველი დიდი სული თავის ცხოვრებაში ტოვებს ორ ნაშრომს, ერთს სიცოცხლეში და მეორეს როგორც ფანტომი."
დიალოგებმა მაგიდასთან ვიქტორ ჰიუგოს მისცეს როგორც ხატების ნიაღვარი ისე ზრდისა და დამწიფების საშუალება, ისაა საიქიოსთან კავშირის დამამყარებელი ერთ-ერთი პირველი ადამიანი, ადამიანი ვისაც მიესალმნენ სულები.   
    ის ფახდა წინასწარმეტყველი,რაზეც ოცნებობდა 1840 წელს. ის ხედავს რომ თავისი გენიას სიმაღლიდან ბატონობს ადამიანებზე.
    ის უფრო დიდია და სხვებზე უფრო შორს ხედავს. ის უნდა წაუძღვეს მასებს და ჩირაღდანივით გაანათოს მომავალი, აუწყოს მათ ჭეშმარიტებები.
იქტორ ჰიუგოს აზრით პოეტები არიან როგორც მოგვი მეფეები რომლებიც ხალხებს მიუძღვიან ბეთლემისაკენ  "ჭვრეტები", მოგვები).
     სპირიტიზმით გავლას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. მან აამოძრავა აქამდე ჩრდილში მყოფი შემოქმედება.


          მაგრამ ამ გამოცდილებამ დიდად შესძრა ავტორი. თავის ლტოლვილობის დღიურში ადელს მოჰყავს მამამისის ნათქვამი:" ადრე ვიძინებდი როგორც მშვიდი ადამიანი;ეხლა კი ვეღარ ვწვები გარკვეული ძრწოლის გარეშე და როდესqც მეღვიძება ღამით მეღვიძება ჟრჟოლით, ჩემს ოთახში მესმის სულთა ხმები...ორი თვის წინ.მანამდე სანამ თეთრი ქალბატონი დახატავდა მის პორტრეტს,მე არ ვგრძნობდი ამ საშინელებას".


   ამ დროიდან მოყოლებული ვიქტორ ჰიუგოს ღამეებს აშფოთებს უცნაური მოვლენები რომლებიც კიდევ უფრო იდუმალად მეორდება გერნსიში: ზარის ხმა ისმის დილის სამ საათზე როდესაც არავინაა გარეთ. მისი საწოლი ქანაობს. სახლში მას ესმის სიმღერები. როდესაც მიდის იმის სანახავად თუ რა ხდება ირკვევა რომ მისმა ავადმყოფმა ქალიშვილმაც და მეუღლემაც გაიგეს იგივე სიმღერები. თაბაშირის ნამტვრევი ვარდება ბუხარში და ქრება. ოთახს გადასერავს რაღაც სინათლე. ვიღაც უხილავი ეხება მის მხარს. ბევრი სხვა აუხსნელი ფენომენია აღნიშნული ვიქტორ ჰიუგოს ჩანაწერებში.


   ეს ღამის ფენომენები კვებავს ვიქტორ ჰიუგოს დღის შრომას და ფლობს მას ფანტასტიკაში. მის თავში ბოლოს და ბოლოს ყველაფერი ეზავება ერთმანეთს,სულები,სიკვდილი:
    
  "ჩრდილში გვესმის გასაღებების ბუნდოვანი ჟღერა..."  

No comments:

Post a Comment