September 23, 2011

ლტოლვილი ვიქტორ ჰიუგო-7: ახალი პოლიტიკური დარდები,მესამე ლტოლვილობა:

ლტოლვილი ვიქტორ
ჰიუგო ჯერსიზე,
განდევნილთა კლდეზე.
იკვდილი საშინელი სინამდვილეა,მაგრამ ის ახალი სიცოცხლის დასაწყისია. "ნუ იტყვით სიკვდილს,თქვით გაჩენა".  ჩვენ პასუხისმგებლები ვართ იმიტომ რომ თავისუფლები ვართ და სიკვდილის შემდეგ ბოროტები დაისჯებიან მეტამფსიქოზით:ძოწით,მდიდრულად შემოსილი მგელი იქნება მგელი ტყეებში"("რას ამბობს ჩრდილის პირი").
"მე არა ვარ პოლიტიკოსი,მე ვარ თავისუფალი ადამიანი".
 ჯერსიში ჩასვლიდანვე ვიქტორ ჰიუგო ოცნებობს ყველა დემოკრატის,ყველა სოციალისტის, 1848-1849 წლებში
ჯერსიში გადასახლებული ყველა რესპუბლიკელის შეთანხმებაზე.

    ის ჩაეწერა განდევნილთა საზოგადოებაში,მაგრამ სწრაფად მიხვდა რომ  სხვადასხვა ფრაქციების შეთანხმება შეუძლებელია და გადადგა 1853 წლის 5 მარტს.

     მას შემდეგ ის მოქმედებს მარტო, ერთმანეთს მოყვება დეკლარაციები,
სიტყვები, მოწოდებები ძმობისკენ. აზეტის გაფიცვაზე ლტოლვილობის კომპანიონები,რომლებსაც ჟულიეტი უძახის საშინელ დემაგოგებს მას შეუერთდნენ განდევნილთა კლდედ წოდებული მაღლობის ირგვლივ. მას უთვალთვალებს საფრანგეთის ვიცე კონსული ლორანი. მწერალი შვილებთან ერთად მიდის ზღვაში კუნძულთა ჯგუფის დასათვარიელებლად და ვიცე კონსულს ჰგონია რომ ისინი ამზადებენ განდევნილთა დაბრუნებას საფრანგეთში.

    მართალია ისიც რომ ვიქტორ ჰიუგო შფოთავს და ერევა ყველაფერში რაც ხდება დედამიწაზე. ის გააფთრებით იბრძვის სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ . 27 წლისა ის წერს თხზულებას "სიკვდილმისჯილის უკანასკნელი დღე".

   ის სიკვდილით დასჯის საწინააღმდეგო კამპანიაში ერთვება როდესაც გერნსიში სიკვდილი მიუსაჯეს აურდობის გულისთვის მკვლელ ვიღაც ტაპნერს.
"ეს მკვლელი ნაკლებად საინტერეოა, სახრჩობელა კი კიდევ უფრო ნაკლებად"(წერილი ლუი კოლეს,1584 წლის 12 იანვარი)...

    ტაპნერის ამბავს მოყვა დედოფლის "ამბავი". ლონდონში დრამატულმა ავტორმა და პოლიტიკოსმა ფელიქს პიამ (1810-1889) გამოაქვეყნა წერილი რომელშიც აკრიტიკებდა დედოფალი ვიქტორიას მოგზაურობას პარიზში და მის მიღებას ელისეში. ეს შეურაცმყოფელი პამფლეტი გადაბეჭდეს ჯერსიში განდევნილთა ყოველკვირეულ გამოცემაში "ადამიანი",1855 წლის ოქტომბრის ნომერ 10-ში. რეაქციას არ დაუყოვნებია. ჯერსის მკვიდრებმა ვერ აიტანეს მათი ქვეყნის პირველი ლედის შეურაცხყოფა, მიცვივდნენ ტიპოგრაფიაში და დაიმუქრნენ მისი დამგრევით. მბეჭდავი რიბეიროლი და მისი ორი თანამშრომელი გაყარეს. მაშინ ჰიუგომ დაწერა გაყრილებთან სოლიდარობის წერილი რომელსაც ხელი მოაწერა 35-მა ლტოლვილმა. 10 დღის შემდეგ ჰიუგომ გაიგო რომ  ის თავისი ოჯახით და წერილის ხელმომწერლებთან ერთად განდევნილია. 1855 წლის ერთ ჩანაწერში ვიქტორ ჰიუგო იხსენებს ამ ბრძანებას "წაეთრიეთ სხვაგან":

    " განდევნილი მუდამ ახალგაზრდაა. მე დიდად არ მაღელვებს ეს. მე ვხარხარებ ინგლისურად".

   სინამდვილეში მას უმძიმს. ჯერსი იყო დამშვიდება,აღმოჩენების სიხარული,
თავისიანებში ყოფნის ბედნიერება. "ის რაც ყველაფერს ჯობია-ოჯახი,ახლობელთა წრე,სიხარული იმათი ვისაც ერთმანეთი უყვართ"(ადელს,1852 წლის 26 მაისი). არც  განდევნილთა კლდეზე მდგომი ბელადის სიამაყეა დასავიწყი. კუნძულზე ვიქტორ ჰიუგომ დაიბრუნა თავისი სიმშვიდე. ის ამას გადმოსცემს მოგვიანებით, 1860 წლის 14 ივნისს ჯერსიში წარმოთქმულ სიტყვაში:"მე ვიყავი აღშფოთებული,დაბნეული,აქოშინებული. ჯერსიმ მე დამამშვიდა. თავენი სოფლების ამ ლამაზ ბუნებაში, თქვენი მშრომელების გულთბილ სალამში,მარტოობებში,ღამეებში რომლებიც ზღვაზე უფრო ვარსკვლავიანები ჩანს მე ვიპოვე მშვიდობა და სიმშვიდე..."
(ყველაფრის მიუხედავად განდევნილი ვიქტორ ჰიუგო დაბრუნდა კუნძულზე რათა ფინანსური დახმარება მოენახა იტალიის გაერთიანებისთვის მებრძოლი გარიბალდისთვის, ჰიუგომ უმასპინძლა ამ დევნილს. სწორედ მაშინ წარმოთქვა ეს სიტყვა).


 სტუმართმოყვარეობის კლდე გერნსი:
    ჟულიეტასთან და ფრანსუა-ვიქტორთან ერთად 31 ოქტომბერს უამინდობაში გერნსიზე გადასულ ვიქტორ ჰიუგოს სანაპიროზე დახვდა განდევნილთა ჯგუფი. ამან ის გაამხნევა,მით უმეტეს რომ სასტუმროდან სადაც ის დაბინავდა იშლება დიდებული ხედი.

       მაგრამ დადგა ფინანსური გაჭირვების დრო. მესამე ლტოლვილობის დაწყებისას ჰიუგომ ცოტა ფული დატოვა ბრიუსელში მაგრამ არ უნდა მისთვის ხელის ხლება. ის ყველას ურჩევს ეკონომიურად ცხოვრებას. ის სტოვებს სასტუმრობს და იაფად ქირქობს სახლს. მას არ შეუძლია ახალი ავეჯის ყიდვა და ყიდულობს ძალიან ძველ და ნახმარ ავეჯს. ახალი ბინა არის "თოლიათა ბუდე" საიდანაც ჩანს ლამანშის მთელი არქიპელაგი...

   აქაფებული ტალღების მჭვრეტელი ვიქტორ ჰიუგო გააფთრებით ცდილობს თხზულება "ჭვრეტების" დამთავრებას...


         "ჭვრეტები", დიდი წარმატება:
   წიგნი გამოიცა 1856 წლის აპრილში. მარტო ერთ დღეში პარიზში გაიყიდა მისი ათასი ეგზემპლარი. დაუყოვნებლივ მოამზადეს მისი მეორე გამოცემა. მიღებულმა ფულმა ჰიუგოს ნისცა ახალი და დიდი სახლის შეძენის საშუალება. მას ვეღარ გააძევებენ. ის მფლობელია და დედოფალს უხდის გადასახადს, წელიწადში ორ ქათამს.

        ნაპოლეონ  მესამის ლამის უკანასკნელი სიტყვებით გამოლანძღვის და გამოთათხვის შემდეგ ვიქტორ ჰიუგო ამ თხზულებაში დაუბრუნდა ლირიკულ და ინტიმურ პოეზიას.
      მგლოვიარე პოეტი  უგალობს თავისი ქალიშვილის ბავშვობას და სიკვდილს...

     ეს დიდი წიგნი არის ვიქტორ ჰიუგოს ემოციათა და ვნებათა გამოძახილი. ის რევოლუციური რომანტიზმით იკვეხნის იმით რომ დაამხო კეთილშობილი სტილის ტირანია და გააუქმა პერიფრაზას სპირალი. პოეტი ისევ აღმოაჩენს ბუნების ხმას.

    ვიქტორ ჰიუგო თავს თვლის წინასწარმატყველად და ცდილობს პასუხის გაცემას ყველა კითხვაზე. ...

     "ო,სიკვდილო, ბრწყინვალე დროვ... სიკვდილი ცისფერია ო სიკვდილო,ო მშვიდობავ"...
    სიკვდილი საშინელი სინამდვილეა,მაგრამ ის ახალი სიცოცხლის დასაწყისია. "ნუ იტყვით სიკვდილს,თქვით გაჩენა".  ჩვენ პასუხისმგებლები ვართ იმიტომ რომ თავისუფლები ვართ და სიკვდილის შემდეგ ბოროტები დაისჯებიან მეტამფსიქოზით:ძოწით,მდიდრულად შემოსილი მგელი იქნება მგელი ტყეებში"("რას ამბობს ჩრდილის პირი").
// გაგრძელება იქნება//

No comments:

Post a Comment