September 24, 2011

ლტოლვილი ვიქტორ ჰიუგო-8: მრავალნიჭიერი დიდი ვიქტორ ჰიუგო:

ჰიუგოს ლეოპოლდინა
კითხულობს
ვიქტორ ჰიუგო იყო არქიტექტორიც,მეტიც, "რა სამწუხაროა რომ პოეტი ვარ, რა არქიტექტორი ვიქნებოდი",მისწერა მან არქიტექტორ და რესტავრატორ  ვიოლე ლე დიუკს. მისი დაჟინებული ზედამხედველობით და კარნახით  აიგო მისი ლამაზი სახლი რომელიც მან მორთო როგორც არანაკლებ ნიჭიერმა დეკორატორმა. "მე ვერ განვახორციელე ჩემი მოწოდება,მე დაბადებული ვიყავი რათა გავმხდარიყავი დეკორატორი",ეს მისწერა ვიქტორ ჰიუგომ ჟ.კლარეტის. ყველაფერთან ერთად ბუნებაში და მცენარეებში შეყვარებული ვიქტორ ჰიუგო მებაღეც იყო. მაგრამ პატივცემულ მკითხველს მე,მოკრძალებული მთარგნელი, ამით თავს არ შევაწყენ და შევჩერდებდი ვიქტორ ჰიუგოზე როგორც მხატვარზე.


    ჰიუგოს ხანაში ეს იყო გართობა,დროისტარება. მიუსე,ვინი,მერიმე ხმარობდნენ ფანქარს და ფუნჯს. ვიქტორ ჰიუგოც ერთობა მოგზაურობის დროს ჩანახატების გაკეთებით. დაბრუნებისას ის ცანახატებს აფერადებს წყალში გახსნილი საღებავით. მაგრამ ის,ყოველ შემთხვევაში ჯერ-ჯერობით  თავის ამ საქმიანობას არ უყურებს სერიოზულად. თავისი ჩანახატების წიგნაკებს ის იწყებს  1857 წელს...
ვიქტორ ჰიუგოს
ჩამომხრჩვალი
 ანუ ჯონ ბრაუნი,
1854.

    ნახატში ჰიოგო ბევრად უფრო განთავისუფლდება ყოველგვარი წესისგან ვიდრე მწერლობაში....ესაა მისი ნაწერის არაცნობიერი სახე.

                                                  მასალა და იარაღები:

   1860 წლის 29 აპრილს ბოდლერისთვის მიწერილ წერილში ჰიუგო ლაპარაკობს თავის კალმით ნახატებზე:" მე ბოლოს და ბოლოს ერთმანეთს შევურიე ფანქარი, ნახშირის ფანქარი, სეპია,ნახშირი, ჭვარტლი და ყველანაირი უცნაური ნარევი რომლებიც მიახლოებით გადმოსცემენ რასაც ვხედავ და განვიცდი". სინამდვილეში ის იგონებს ახალ მასალასმფერის გასახურებლად ის მელანს ურევს ყავას.

ჰიუგოს ურჩხული
    მის მიერ გათლილი კალმები ავლებენ ჭირვეულ და შთამაგონებელ ხაზებს. სქელი ხაზებისთვის ის იყენებს ასანთს.

   ჰიუგოს ნა
ხატი როგორც წესი იწყება სულ პატარა დეტალით რომელსაც ის აფართოებს ნარევის დაღვრით გააზრებულად ან შემთხვევით. ის ასე იღებს ბუნდოვანი ფორმის ირგვლივ მდებარე ლაქებს ან სუსტ სინათლეს. დაკბილული კონტურის მისაღებად ის იყენებს ტრაფარეტის ტექნიკას და ჩრდილების მისაღებად-ღუნვას. ჰიუგო თამაშობს შავის და თეთრის ყველა ეფექტით.

                სიუჟეტები:

მაგრამ ჰიუგოს გავროში
    მის სიუჟეტებს ხანდახან აქვთ დომიეს სიმძაფრე და გოიას ბნელი ემოცია. ნახატებში ჩანს მათი ავტორის იდეები.

ზოგი სურათი საბრალმდებო სიტყვაა. "კონტრაბანდისტების ხიდი" პირქუშია. ეს ხიდი იყო კონტრაბანდისტების გზა და მართლმსაჯულება მას იყენებდა სახრჩობელად. დამნაშავეებს ჩამოახრჩობდნენ ხოლმე კოჭებზე. ვიქტორ ჰიუგომ ეს სანახაობა ნახა პირენეებში როდესაც ბავშვი იყო და ეხლა უნდოდა "ჯალათების ცხვირწინ მათი ნამუშევრის დადება" ( წერილი ჟ. კლარეტის რომელსაც მან აჩუქა ეს სურათი 1868 წლის 31 ნოემბერს-.

იგივე ხასიათისაა "ჩამოხრჩობილი" თუ "ჯონ ბრაუნი". ლაპარაკია ამერიკელი აბოლიციონისტის მარტვილობაზე. მისი ჩამოხრჩობა მას ახსენებს ტაპნერის ჩამოხრჩობას. აქ ვხედავთ ჰიუგოს მუდმივ ბრძოლას სიკვდილით სასჯელის წინააღმდეგ.


"პოლიტიკოსებო,ორ შეხვედრას,ორ სადილს,ორ ღიმილს შორის თქვენ თეთრ ხელთათმნიან თქვენს თითს უდარდელად აჭერთ რაღაცას და ჩამომხრჩვალს ფეხქვეშ ეცლება კიბე. იცით ეს რა არის? თქვენი სიმდაბლის ავეშ უეცრად იხსნება უსასრულობა,მიუწვდომელი და უცნობი,დიდი და საშინელი ჩრდილი"
 
 პერსონაჟები :

  წყვდიადში მოხეტიალე ქიმერები,მოჩვენებები,კარიკატურები.

ვიქტორ ჰიუგოს ჩანახატი,
ციხე-სასახლე
 ვიქტორ ჰიუგოზე გავლენას ახდენს სპირიტიზმისგან მიღებული შთაბეჭდილებები თუ ღამის ხილვები. იშლება მხატვრულ შემოქმედებასა და ღამის ილუზიებს შორის არსებული საზღვარი.

  პეიზაჟები:
"პოეტს აქვს ვიზიონერის თვალი,ის მოვლენებს ხედავს მათი უცნაური კუთხით"(ჟორჟ სანდი).

ვიქტორ ჰიუგო ხატავს ციხე-სასახლეებს,რომანტიულ ნანგრევებს,რაინის სანაპიროების კოშკებით აქოჩრილ  და ბურუსში გაშლილ ქალაქებს...ის ასევე ხატავს შავ წყალს,მის საშინელ მორევებს და მის ანარეკლებს...მისი თვალი აცოცხლებს ბუნების ყოველ ელემენტს, ხე გადაიქცევა ხელებით რაღაცის მთქმელ ადამიანად, კლდე გადაიქცევა ურჩხულად.

 "ჩემი ხვედრი"
მხატვარი ვიქტორ ჰიუგოს სტილი მისი მწერლობის ბუნებისაა და მოწმობს იმაზე რომ ჰიუგოს უყვარს ფანტასტიკა,ელვა,ჩრდილები,ბევრი ბნელ-ნათელი,ტალღები, თავის მწერლობაში ჰიუგო 5000-ჯერ ხმარობს სიტყვას ტალღა. სიურეალისტები ჰიუგოს აღიარებენ ვიზიონერ მხატვრად.
"ჭვრეტათა" წარმატების და მისი როგორც მხატვრის ნიჭის გამოვლენის შემდეგ ვიქტორ ჰიუგო მისი დიდების მწვერვალზეა. 
ტალღა
მაგრამ მას შემდეგ რაც ის განზე გადასდებს ფურცელს ან ფუნჯს,საუკუნის გენია ხდება ყოველდღიურობის ტყვე. ის ხდება ჩვეულებრივი მოქალაქე თავისი ჩვევებით,თავისი მანიებით,სადარდებლით-ფული,ოჯახი,გამოცემის პრობლემები. არც გარემოცვის გუნება-განწყობაა დასავიწყებელი.
"რაღაც ბნელი იზრდება ჰორიზონტზე უზარმაზარი შავი ტალღები ახმაურებენ სულებს ქარი ძლიერდება,ქაფი ბრწყინავს ტალღების ნაპირზე და უეცრად, აი ზღვა როგორც ქაოსი"(ოკეანე,1859).




No comments:

Post a Comment