January 24, 2012

ბიბლიოფილებისთვის,ვანდალიზმის ისტორია,

Добавьте подпись
ფრანგი სპეციალისტი ლუი როს წიგნი "ვანდალიზმის ისტორია. ფრანგული ხელოვნების მომსპარი ძეგლები", ტ.პირველი ადრეული შუა საუკუნეებიდან მე-19 საუკუნემდე,ტ.მეორე მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეები. პარიზი,1959, არის უფრო ახალი და შევსებული გამოცემებიც.
ამ წიგნის დაწერით ავტორმა შეავსო სიცარიელე. საფრანგეთში ამ თემაზე აქამდე არ გამოსულა განმაზოგადებელი ნაშრომი.
შესავალში ავტორი ეხება ცნება ვანდალიზმის წარმოშობას, ვანდალთა ფსიქოლოგიას და ახდენს ვანდალიზმის სახეობათა კლასიფიკაციას. შემდეგ ის არონოლოგიურად  ყვება საფრანგეთში ვანდალიზმის შესახებ და კატეგორიების მიხედვით ჩამოთვლის გამქრალ ძეგლებს //რელიგიური ძეგლები,საერო ძეგლები,ობიექტები და ა.შ.// გეოგრაფიული კლასიფიკაციის შესაბამისად.
ასე გაივლის ჩვენს წინ შუა საუკუნეების ვანდალიზმი, ჰუგენოტთა ვანდალიზმი, მე-18 საუკუნის კანონიკთა შემამკობელ-გამლამაზებელი ვანდალიზმი, რევოლუციის, იმპერიის ვანდალიზმები, თანამედროვე ვანდალიზმი //1814-1914// და  უახლესი ვანდალიზმი, მკვლევარი თავის წიგნს ამთავრებს 1958 წლით. 
დამატებებში შეიძლება ნახოთ დანგრეულ და დასახიჩრებულ ძეგლთა სია...
 ნება ვანდალიზმი 1794 წელს მოიგონა აბატმა გრეგუარმა,რომელიც დიდი ამბიციით და ამავე დროს დიდი ბულუბრყვილობით წერდა:"მე სიტყვა მოვიგონე მოვლენის მოსაკლავად".

ცნებამ ერთდროულად სასაცილო და ღრმა გამართლება ნახა გრაფი ლეონ დე ლაბორდის კალმის ქვეშ : " ყოველი ეპოქა ვანდალიზმში დამნაშავედ აცხადებს წინა ხანას და გრძნობს რა რომ მისი სვინდისი მთლად წმინდა არაა ყველა შეთანხმდა რომ ყველაფერი გადააბრალონ ვანდალებს რომლებიც ხმას არ ამოიღებენ".   
 ცნება ვანდალიზმის განსაზღვრისას ავტორი ამბობს რომ ვანდალიზმი არის მხატვრული ხასიათის ან ისტორიულ მოგონებებთან და მოვლენებთან კავშირით გაკეთილშობილებული ძეგლების მოსპობა, მათი ხასიათის დამახინჯება, გადაადგილება, ექსცესიური რესტავრაცია.        
ძეგლებია ბუნების ლამაზი ადგილებიც.

არსებობს ვანდალიზმის სხვადასხვა სახეობა და ვანდალებს აქვთ სხვადასხვა მიზნები. ავტორი ამბობს რომ არის ვანდალიზმი რომლის მიზანიც ვანდალების აზრით დასამალია და არის ღია და გაცხადებული მიზნის მქონე ვანდალიზმი.
Добавьте подпись
 პირველის მაგალითი ავტორის აზრით არის ნგრევის ულმობელი ინსტინქტი რომელიც გამოვლინდა პირველი მსოფლიო ომის დროს კათედრალების დაბომბვაში. არის ხარბი ვანდალიზმი//ეკლესიის საგანძურის გადადნობა, ხალიჩების დაგლეჯა მათგან ოქროსა და ვერცხლის ძაფების გამოსაღებად,და ა.შ.//. არის შურიანი ვანდალიზმი რომელიც სუვერენებს უბიძგებს მათი წინამორბედების გამოსახულებებისა და მომხსენებელი წარწერების მოსპობისკენ. არის შეუწყნარებელი ვანდალიზმი, რომელიც იძენს რელიგიური თუ რევოლუციური ფანატიზმების სახეს. //ეს ეხმაურება საბჭოთა დემოკრატების ვანდალიზმს თბილისში და მთელ საქართველოში 1990-ან წლებში// ასეთმა ვანდალიზმმა ბევრი რამ ააოხრა საფრანგეთში.

არის გრაფიტომანიის//სიტყვიდან გრაფიტი,ნაჯღაბნი// დებილური ვანდალიზმი,რომლის ბოლო თავშესაცემი კვალიც ვნახე სუვინის ეკლესიაში,ბურბონთა ნეკროპოლზე.

არის მორცხვი ვანდალიზმი რომელიც აცმევს მეტისმეტად ტიტველად ჩათვლილ გამოსახულებებს... //დანარჩენი ფრანგულად წაიკითხეთ, თუ თავი მექნა შეიძლება მეტიც ვთარგმნო..//.  
    
http://www.persee.fr/web/revues/home/prescript/article/rhef_0300-9505_1960_num_46_143_3256_

No comments:

Post a Comment