25 კილომეტრის მოშორებით პარიზიდან,ვერსალის და რამბუიეს სასახლეს ახლოს, ელანკურში, ღია ცის ქვეშ გაშენებულია საფრანგეთის მაკეტი მასშტაბით 1:30. აქ შეგიძლიათ ნახოთ საფრანგეთის ტიპიური ქალაქების და სოფლების 150 პეიზაჟი რომლებიც გარშემორტყმულია მინიატურული ტყეებით,მდინარეებით და ზღვებით. 5 ჰექტარამდე ტერიტორიაზე განმეორებულია 160 ცნობილი ისტორიული ძეგლი ქვეყნის ყველა რეგიონიდან. 60000 პერსონაჟი,20000 ჯუჯა ხე, 5 მდინარე, ზღვის 2 ჰექტარი 100 გემუკით. ავტომაგისტრალები და მონმარტრის მოქმედი ფუნიკულორიც კი. ეს მინიატურული საფრანგეთი მნახველა უქმნის წარმოდგენას ქვეყნის ყველა ცნობილი რეგიონისა და ქალაქის შესახებ.
კარგი მაგალითია იმ ქართველებისთვის ვისაც უნდა ნანახის ისევ ნახვა და გაგონილის ისევ გაგონება და არ მოსწონს ანდროპოვული დემოკრატიის მიერ დანგრეულ-დამახინჯებული საქართველოს ნანგრევებში ცხოვრება. პერიოდულად მივლენ ხოლმე და დაისვენებენ თანამედროვეობისგან. ფიქრებსაც გაართობენ და ძალებსაც მოიკრებენ.
No comments:
Post a Comment