January 26, 2012

ჩერქეზები მოსკოვში, ისტორიული შეცდომის ფასი.

ადიღები ეროვნულ
ტანისამოსში
გაძლიერების გზაზე დამდგარი მოსკოვი იზიდავდა არა მარტო ქართველებს. ჩერქეზების ინტერესი განსაკუთრებით გააძლიერა ყაზანის და ასტრახანის აღებამ ივანე მრისხანის მიერ.

1552 წლის ნოემბერში ივანეს კარზე ჩავიდა ჩერქეზთა პირველი დელეგაცია რომლის წევრებს შორისაც იყვნენ ბესლენეის თავადი მაშუკო კანუკო,თავადი ტანაშუკო,რომელიც როგორც ჩანს იყო დასავლეთ ადიღთა ერთ-ერთი წინამძღოლი, აბაზინთა თავადი ტუტარიყო ეზბოლუკო. ჩერქეზი თავადები ჩავიდნენ უორკთა მნიშვნელოვანი რაზმის თანხლებით. ელჩობის მიზანი იყო კავშირის შეკვრა მოსკოვთან ყირიმის სახანოს წინააღმდეგ. ელჩობა მოსკოვში იყო 8-9 თვე. დელეგაციის წევრებმა მიიღეს მონაწილეობა ლაშქრობაში ყირიმის წინააღმდეგ და ჩერქეზეთში დაბრუნდნენ მხოლოდ იმის გამო რომ მათ სამფლობელოებს ემუქრებოდა საფრთხე. 1555 წელს მოსკოვში ჩავიდა ჟანეელებისა და აბაზინების დელეგაცია, 150 ცხენოსანს მეთაურობდნენ თავადები სიბოკო,აცმგუკი,კუდადეკი და ეზბოზლუკი.

ნიკონის მატიანის თანახმად 1557 წელს მოსკოვში ჩადის და რუსეთის მეფის სამსახურში დგება ხუთი ჩერქეზი თავადისგან და მათი უორკებისგან შემდგარი ჯგუფი. მათ შორის იყვნენ ჟანეელთა თავადი ჩუიუკი, დასავლეთიი ჩერქეზეთის მკვიდრი ტოხტა-მირზა,რომელსაც თათრული სახელი ჰქონდა ყირიმის ხანის კარზე დიდხანს ყოფნის გამო.  ამდენად 1557 წელი არის მოსკოვში ადიღთა დიასპორის გაჩენის წელი.

იმავე 1557 წელს იმავე მოსკოვში ამჯერად ჩავიდა ყაბარდოელი თავადები ტემრიუკის და ტაზრიუტის დელეგაცია. ელჩმა კანკლიჩ კანუკოვმა ივანე მეოთხეს გადასცა თხოვნა რომ ყაბარდოელი ჩერქეზები ჟანეელებთან ერთად ჩათვალონ....

1557 წლის ჩერქეზული დელეგაციის შემდეგ 1558 წელს მოსკოვში ჩავიდა მეორე ყაბარდოული ელჩობა და სწორედ რუსულ-ყაბარდოული კავშირი აღმოჩნდა უფრო დღეგრძელი. ივანე მეოთხემ თავისი კავშირი ჩერქეზებთან განამტკიცა ყაბარდოს უფროსი თავადი ტემრიუკ იდაროვიჩია ასულ გუაშანეი ტემრიუკოვნასთან დაქორწინებით. ივანე მეოთხის მორიგი მეუღლე მოინათლა და სახელად მიიღო მარია.

მარია ტემრიუკოვნა ძალიან ზრუნავდა ხალხის, სახელმწიფოს და ეკლესიის კეთილდღეობაზე და ამბობენ რომ სწორედ მას მოუვიდა აზრად ოპრიჩნინის //პროტოკგბ-ს// დაარსება.

რუსეთის ბოიარი გახდა მარია ტემრიუკოვნას 1572 წელს მონათლული ძმა სალტანკული. ო.ლ.ოპრიშკოს თქმით ყაბარდოს მთავარი თავადის ვაჟი იქცა რუსეთის მეორე კაცად მეფის შემდეგ. ის პირველი იჯდა ბოიართა დუმაში და დუმას სიების კითხვისას სახელდებოდა პირველი. მიხაილ ტემრიუკოვიჩის სასახლე-ხორომები იყო დღევანდელი რუსეთის სახელმწიფო ბიბლიოთეკის შენობასთან...

მიხაილ ტემრიუკოვიჩის დროს რუსეთის ჯარის მეთაურებად დაინიშნენ მისი თანამეტომეები. მარცხენა ხელის პოლკის პირველი ვოევოდა 1570-1571 წლებში იყო თავადი ივან ტაუტუკოვი. 1571 წლის მაისში სადარაჯო პოლკის მეთაური იყო გამდემ//ანდრეი ჩუმახოვი //შუმახი//. მოწინავე პოლკის ვოევოდა იყო დასავლეთ-ჩერქეზეთის თავადი ჩელეკან //ივან// ეგულოვი. ვოევოდა იყო მარიას და მიხაილის ბიძაშვილი ორდაშაო//სემიონ// ჟილეგოტოვიჩიც....

ვერანაირი პოლიტიკური კრიზისები ვერ აჩერებდნენ ჩერქეზებს. ისინი მთელი მე-17 საუკუნე ჩადიოდნენ მოსკოვში. ჩადიოდნენ და დიდ თანამდებობებსაც იკავებდნენ.

ეპიკური ნატურა იყო ჩერქეზი თავადი მამსტრიუკი რომლის ჩასვლებიც მოსკოვში დაილექა ჩერქეზი დევგმირი მამსტრიუკის შესახებ დაწერილი ხალხური პოემების ციკლში.


პეტრე პირველის დროს დიდი თანამდებობები სხვების გვერდით ეკავათ ყაბარდოს თავადი ალიგუკო სუნჩალეევიჩის შვილ ალიი-მიხაილ ალიგუკოვიჩს. მოსკოვში ჩავიდა 1664 წელს,1695 წლის 14 დეკემბერს აირჩიეს რუსეთის გენერალისიმუსად, 

1697 წელს მოსკოვში აღმოჩნდა ყაბარდოს თავადი ბეკმურზა ჯამბულატოვიჩის შვილი ყრმა დევლეტ-გირეი//ალეკსანდრ// ბეკოვიჩი. ის 1716 წელს სასტიკატ მოკლა ხივის ხანმა შირ-გაზიმ.

თითქმის ორი საუკუნის მანძილზე მე-16 საუკუნის 80-ანი წლებიდან 1776 წლამდე-კრემლის ტერიტორიაზე იყო ჩერქეზული სახლი უზარმაზარი ტერიტორიით. ჩერქეზ თავადებს ეკუთვნოდათ მარინა როშჩა,ოსტანკინო და ტროიცკოე. მოსკვში არის დიდი და პატარა ჩერქეზული შესახვევები. ჩერქეზი თავადები და მათი თანმხლები უორკები ჩვეუკებრივ სახლდებოდნენ არბატის და ნიკიტას ქუჩებს შორის.

მე-17 საუკუნეში საზოგადოდ მოსკოვში და რუსეთის სხვა ქალაქებში ერთდროულად შეიძლებოდა ყოფილიყო 5000-მდე ჩერქეზი,რომელთა უმრავლესობასაც შეადგენდნენ არისტოკრატები.
Кабарда в фамилиях. С.Н. Бейтуганов. Издательство "Эльбрус", Нальчик, 1998.

რა უქნა ამ ჩერქეზების მიერ გაძლიერებულმა რომანოვისტანმა ჩერქეზ ხალხს კარგადაა ცნობილი. კგბ ავრცელებს ჭორს რომ ქართველების მიერ კავკასიაში შეყვანილ საწყალ რუსეთს არ ქონდა სხვა გზა და მოუწია ჩრდილოკავკასიელების გაჟლეტა. ასეთი ლეგენდებით აბოროტებდნენ ქართველების წინააღმდეგ ნაძირალა ბასაევს თუ გულუბრყვილო ჩრდილოკავკასიელებს. ხოდა იქნებ ქართველებმაც გაიგონ ეს და სხვებსაც გააგებინონ
1. Кабарда в фамилиях. С.Н. Бейтуганов. Издательство "Эльбрус", Нальчик, 1998.
 ==============================


ყაბარდო მეზობლობდა დაღესტანთან და საქართველოსთან. მე-16 საუკუნის შუა ხანებში რეგიონში თავისი უძლიერესი სამხედრო პოტენციალის გამო

ბატონობდა მთელ ცენტრალურ კავკასიისწინეთში, ყაბარდო-დაღესტნურ და ყაბარდო-ქართულ ურთიერთობებში,რისი დემონსტრაციაც ხდებოდა

ყაბარდოელი თავადების სამხედრო პოლიტიკური კავშირებით დაღესტნის მფლობელებთან და ურთიერთობებით საქართველოს მეფეებთან. ასე მაგალითად ფიოდორ იოანოვიჩის ელჩები კახეთის მეფესთან 1589-1590 წლებში თავადი ..ზვენიგოროდსკი და დიაკი ,ანტონოვი მოწმობდნენ რომ კახეთს და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებამდე მეფე ალექსანდრესგან ხარკს იღებდა თავადი ალკასი...ეს იმას ნიშნავდა რომ თავადი ალკასი მფარველობდა მეფე ალექსანდრეს და საჭიროების შემთხვევაში უწევდა მას დახმარებას. აღმოსავლეთ საქართველოს მჭიდრო სამოკავშირეო ურთიერთობას ყაბარდოსთან ადასტურებს ისიც რომ ელჩობას თავადი კანკლიჩის მეთაურობით უნდა წარმოედგინა ივერიის ინტერესებიც.

ერთობლივ დიპლომატიურ ნაბიჯებს ქართველები და ჩერქეზები დგავდნენ მომდევნო ათწლეულებშიც...

No comments:

Post a Comment