February 3, 2012

რუსულ სამოქალაქო ომ-საგიჟეთზე

Добавьте подпись
ავღანეთმა 1919 წელს  ინგლისთან ომი დამოუკიდებლობისთვის დაიწყო, წინა აღმოსავლეთი დუღს... შეიძლება მსოფლიო ომი დაიწყოს არა ევროპიდან, როგორც კარლა მარლა წერდა, არამედ აღმოსავლეთიდან.
თურქეთი: თურქეთის რევოლუციონერებისგან ელოდნენ განსაკუთრებით ბევრს. ერთის შეხედვით მუსტაფა ქემალს ენვერ ფაშასგან განასხვავებდა მხოლოდ პანთურქისტთა აულაგმავი ნაციონალიზმი.
სინამდვილეში კი გაირკვა რომ ქემალ მუსტაფა კომუნისტურ იდეებს არ იზიარებს და მას სულ არ უნდა ექსპერიმენტები. ენვერ ფაშასგან განსხვავებით ის პრაგმატიკოსიცაა. არ გამოუვიდა ომი ანტანტასთან და ბრიტანეთის იმპერიასთან? არცაა საჭირო. ყველანაირად ვეცდებით ნორმალური საზოგადოების აშენებას თვითონ თურქეთში.
კომუნიზმი? თვითონ მუსტაფა ქემალიც და თურქთა უმეტესობაც დიდი ეჭვით უყურებენ რუსეთიდან მისულ იდეებს. მაგრამ რა უნდა ქნან? რუსეთმა და თურქეთმა 8-ჯერ იომეს მე-18 საუკუნეში. 4-ჯერ მე-19 საუკუნეში. პირველ მსოფლიო ომში მტრები არიან.
მაგრამ 1920 წელს ქემალი მუსტაფა ისევ ლავირებს ბრიტანეთსა და საბჭოთა რუსეთს შორის. კომუნისტებთან არის რაღაც იმედი.


ამ იმედის მომცემი ცნობების გარდა წოთელი არმია აღმოსავლეთში ბევრად უფრო წარმატებით მოქმედებს ვიდრე ევროპაში.

 გილანის რესპუბლიკა: 1918 წლიდან ჩრდილოეთი სპარსეთი იყო ნამდვილი ისტორიის ქვაბი. სპარსეთში გარბოდნენ თეთრგვარდიელები. სპარსეთისკენ უკან იხევდნენ კაზაკები.
 რუსი მუშა-მოსამსახურეთა ნაწილი საწარმოებზე ქმნიდა საბჭოებს. ამ საბჭოების ნაწილი კომუნისტთა მომხრე იყო,მაწილი კი კატეგორიულად წინააღმდეგი. ეს საბჭოები ეომებოდნენ ერთმანეთს და კომუნისტური საბჭოები კიდევ ეომებოდნენ კაზაკებს და თეთრგვარდიელებს.

ზოგი კაზაკი და თეთრგვარდიელი ეომებოდა მარტო კომუნისტურ საბჭოებს,ზოგი კი ყველას.

ევროპელების ერთმანეთთან ჩხუბის ფონზე აზერბაიჯანელები ჟლეტდნენ სპარსელებს. სპარსელები ჟლეტდნენ აზერბაიჯანელებს და ორივენი ჟლეტდნენ სომხებს.

შახების ცენტრალური ხელისუფლება ნამეტანი სუსტი იყო. დიდ ფეოდალებს ჰყავდათ საკუთარი ჯარები და ყველაზე ხშირად ისინიც ვიღაცეებს ჟლეტდნენ.

ჩრდილოეთი სპარსეთის ტყეებში ისხდნენ "ჯენგელიელები". ეს სიტყვა მომდინარეობს სიტყვიდან ჯუნგლი. ჯუნგლებში მსხდომი ჯენგელიელები შეადგენდნენ გრიგორიევის თუ მახნოს, უკრაინის, ბალტიისპირეთის, პოლონეთის "ტყის ძმათა" ბანდების მსგავს ბანდებს.

ზოგი ჯენგელიელი ომობდა ინგლისელების წინააღმდეგ,მაგრამ შახის მხარეს. ზოგი ჯენგელიელი ომობდა როგორც ინგლისელების ისე შახის წინააღმდეგ. მესამენი ეომებოდნენ ინგლისელებს,რუსებს და შახს. მეოთხენი-ყველას ერთად.

ამას გარდა ომობდნენ ჯენგელიელთა აზერბაიჯანული და სპარსული რაზმები.

1916 წლიდან ჯენგელიელთა დიდი ნაწილი გააერთიანა ვიღაც კუჩეკ-ხანმა...უნამუსო საბჭოთა ისტორიკოსები მას უძახიან ბურჟუაზიულ ნაციონალისტს. არადა ის სულ არ ყოფილა ნაციონალისტი და სიტყვა ბურჟუაზიულის მნიშვნელობაც ალბათ არ ესმოდა.

წარმოიდგინეთ სტენკა რაზინი ტიუბეტეიკაში ან ჩალმაში-აი მთელი ლამაზი კუჩეკ-ხანი...

სამხრეთ აზერბაიჯანის წინააღმდეგ გალაშქრებული და კასპიისიქითა მთავრობის მომსპობი ბოლშევიკები თამაშ-თამაშ შედიან სპარსეთში.

ჯერ კიდევ მანამდე მათ და კუჩეკ-ხანმა მოილაპარაკეს სპარსეთში საბჭოთა ხელისუფლების მშენებლობაზე.

1920 წელს წითელმა არმიამ და ჯენგელიელების რაზმებმა შექმნეს ახალი სახელმწიფო. ეს იყო გილანის რესპუბლიკა რომლის დროებითი მთავრობის და რევოლუციური სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელი იყო კუჩეკ-ხანი.

Гилянская Советская республика
კუჩეკ ხანის ძმაკაცი
 ტროცკი
20-25 ივნისს ბოლშევიკებმა შეკრიბეს სოციალ-დემოკრატიული პარტია

"ადალიატის" ყრილობა და მან დარქვა კომუნისტური პარტია, მან განაცხადა მთავარი მიზნები-ბრძოლა ინგლისელი იმპერიალისტების,შახის მთავრობის და მსხვილი მიწათმფლობელების წინააღმდეგ.

მირზა კუჩეკ-ხანს არ უნოდა დემოკრატიული რეფორმების გატარება და მემამულეთა მიწების გაყოფა. რატომ?

ალბათ ადგილობრივ შახებს ჯარი უფრო დიდი ჰქონდათ და საბჭოთა შახები უფრო შორს იყვნენ.

მაგრამ საბჭოთა რესპუბლიკა მაგრა ჩააფრინდა სპარსეთს. გილანის რესპუბლიკის კომისარი გახდა სახელგანთქმული შეკისტი ბლიუმკინი,ლენინის მახატმად გამომცხადებელი დიდი რუსი მხატვარი რერიხის და საწყალი სერგეი ესენინის მეგობარი. ამბობენ რომ ესენინი სწორედ ბლიუმკინმა მოკლა. მანამდე კი მან ესენინი წაიყვანა ჰაფეზის ლამაზ სპარსეთში,სადაც მან დაწერა თავისი სახელგანთქმული "სპარსული ციკლი".   
შემდეგ კომუნისტები ძალიან ცდილობდნენ გილანის რესპუბლიკის როგორც კოშმარული სიზმრის დავიწყებას. უზენაესად გადაწყდა თავის მოკატუნება ისე თითქოს ესენინი სულ არ ყოფილა იქ და ლექსებს სწერდა სპარსული მინიატურების და აღმოსავლეთის ხელოვნების მუზეუმში გამართული გამოფენებით შთაგონებული. მაგრამ არის მისი სიცოცხლის დროინდელი გამოცემები სადაც აღნიშნულია თუ სად იყო დაბეჭდილი ესა თუ ის ლექსი.
Файл:Mirza teeghi.jpg
 კუჩეკ ხანი
ესენინი ოცნებობდა შავთვალა სპარსელ მზეთუნახავებზე და ბლიუმკინი ხვრეტდა მათ. ასეთი იყო შრომის ბოლშევიკური განაწილება.
კუჩეკ-ხანს მალე მობეზრდა კრემლის "უფროს ძმათა" კარნახი და მან დაიწყო თავისი საკუთარი პოლიტიკის გატარება. წითელმა არმიამ მას თითი დაუქნია და ისიც 1920 წლის 19 ივლისს თავისი ჯენგელიელებით წავიდა გილანის და მაზანდარანის ტყეებში.

ითელმა არმიამ და ბლიუმკინმა დასვეს ახდგილობრივი "კომუნისტებისგან" შემდგარი ახალი მთავრობა. მის სათავეში დააყენეს აზერბაიჯანელი გაიდარ ხანი. ეს გაიდარ ხანი მონაწილეობდა რუსეთის სამოქალაქო ომში და ჩავიდა წითელ არმიასთან ერთად.

მეტიც, მან დაწერა წიგნაკი სადაც ამტკიცებდა რომ სპარსეთში მთელი ძალაუფლება არის ვაჭარი ბურჟუაზიის ხელში და სწორედ ისაა დასამხობი.

მისი ხელმძღვანელობით გილანის საბჭოთა რესპუბლიკის მთავრობა ატარებდა ათეისტურ პროპაგანდას //ჟლეტდა მოლებს// და ძარცვავდა ნებისმიერ საკუთრება-ქონებას.

კომუნისტები კიდევ უფრო დიდი სიამოვნებით წავიდოდნენ უფრო სამხრეთისკენაც, მაგრამ საბჭოთა-პოლონეთის ომისა და კერზონის მოთხოვნების გამო შეწყდა სპარსეთისკენ მიმავალი მატერიალური და ადამიანთა ნაკადი.
           
გილანის საბჭოთა 

რესპუბლიკის მარკა. 
გილანის საბჭოთა რესპუბლიკა მიატოვეს ბედის ანაბარა. იყოს რაც მოხდება.

წითელი არმიის წასვლისთანავე ადგილობრივმა კომუნისტებმა აღმოაჩინეს რომ სპარსელები მათ მხარს არ უჭერენ. ისინი მხოლოდ წითელ არმიაზე იდგნენ. ისინი ისევ ეცნენ ჯენგელიელებს და 1921 წლის მაის-სექტემბერში შექმნეს ახალი საერთო დროებითი მთავრობა ისევ კუჩეკ-ხანით სათავეში.  

http://apn-nn.ru/diskurs_s/368.html
1921 წლის 29 სექტემბერს კუჩეკ-ხანმა მოაწყო კონტრრევოლუციური გადატრიალება, დაკლა სწავლული მაგრამ უძლური გაიდარ ხანი. დახოცეს ირანის კომპარტიის წამყვანი მუშაკებიც. გაბატონდა თვითონ კუჩეკ-ხანი. 

გილანში ისევ ომობდნენ ტომები მთებში, ჯენგელიელები და ზომიერები ტყეებში და ველზე, სხვადასხვა პარტიები-ქალაქებში.

აზერბაიჯანელები ისევ ჟლეტდნენ სპარსელებს და სპარსელები-აზერბაიჯანელებს. ორივე ერთად კი ჟლეტდნენ სომხებს.
Файл:Reza Shah MoW.jpg
ა რეზა შახ ფეხლევი!!!
რეზა-შახ ფეხლევი:  
გილანში კიდევ ცხოვრობდა ასეთი ადგილობრივი არისტოკრატი რეზა შახი. მან კარგად იცოდა რუსული ენა. დიდი ომის დროს ომობდა რუსეთის მხარეს კაზაკურ ბრიგადაში. ის დაახლოვდა კაზაკებთან,გახდა მათიანი. დაიწყო თავისი საკუთარი ბრიგადის შექმნა კაზაკებისგან.... ამ ბრიგადაში რუსი კაზაკები საკმაოდ წარმატებით ასწავლიდნენ სპარსელ კაზაკებსაც,

ამ ბრიგადაზე დაყრდნობით რეზა შახმა 1921 წლის 21 თებერვალს მოაწყო გადატრიალება მთელ ირანში. ქვეყნის სათავეში მან დააყენა სხვა ფეოდალი,

ზია-უდ-დინი, და თვითონ გახდა სამხედრო მინისტრი.

1921-22 წლებში მან წესრიგი დაამყარა გილანში, ხორასანში, მაზანდარანში და სხვა პროვინციებში. გახდა სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრი.

1925 წელს სპარსეთის დამფუძნებელმა კრებამ გადააყენა შახების ყაჯართა დინასტია და ტახტი გადასცა რეზა-შახ ფეხლევის. სპარსეთის კანონიერი მონარქი.

1921-22 წლებში რეზა-შახი თანმიმდევრობით იმორჩილებდა და იარაღს ართმევდა სპარსეთის პერიფერიის ბელადებს და ხანებს. მან აზერბაიჯანელებს არ გააჟლეტინა სპარსელები. მან სპარსელებს არ გააჟლეტინა აზერბაიჯანელები. მან სპარსელებს და აზერბაიჯანელებს არ გააჟლეტინა სომხები. მან ჯენგელიელებს აუკრძალა ერთმანეთთან ომი და ყველა დანარჩენის ძარცვა.

Файл:Gilan.jpg
ბოლშენიკური კედლის გაზეთი
"გოუმარჯოს წითელ ირანს!"
მოკლედ ნამდვილი კონტრრევოლუციონერი იყო.

გილანის საბჭოთა რესპუბლიკას მან ერთ წუთში უტირა დედა. ბრძოლა არ ყოფილა. რუსი და სპარსელი კაზაკების დანახვაზე კუჩეკ-ხანის ხალხი თავგუდმოგლეჯით გარბოდა. ისინი მალე დაიჭირეს. ზოგის თქმით ბეჩავი კუჩეკ-ხანი ბრძოლაში მოკლეს,ზოგის თქმით-ჩამოახრჩვეს.

საერთოდ კი რეზა-შახი ისტორიაში შევიდა როგორც ძალიან კეთილი კაცი. ერთი მოხუცი კაზაკი ყვებოდა რომ ერთხელ ამხანაგებთან ერთად ახრჩობდა დაჭერილ კომუნისტს. მაშინ გამოჩნდა რეზა-შახი და აღშფოთდა:

- აბა გაუშვით ეგ!

-ეს ხომ კომუნისტია!

-რეზა შახი ცოტა დაფიქრდა და თქვა:

-იქნებ გამოსწორდეს?

-საუბრობდნენ რუსულად, მაგრამ ბლიუმკინის სპარსელმა აღზრდილმა გაიგო:

-გამოვსწორდები, გამოვსწორდები!!!

- აი ხედავთ? შახს სახე გაუნათდა.- გაშოლტეთ-მათრახით ცემეთ და გაუშვით.

არ ვიცი გამოსწორდა თუ არა კომუნისტი და ჩააბარა თუ არა თავისი ნაცემი უკანალი როგორც უძვირფასესი ექსპონატი მოსკოვის რევოლუციის მუზეუმს, თქვა ნაღვლიანად მოხუცმა კაზაკმა...

მეტი წარმატება კომუნისტებმა მოიპოვეს კავკასიაში.
                

1920 წლის აპრილამდე საქართველოს ტერიტორიას საბჭოთა რესპუბლიკისგან გამოჰყოფდნენ თეთრი არმიის მერ დაკავებული ოლქები. 1920 წლის აპრილის ბოლოს ბოლშევიკები მიადგნენ კავკასიას.

1920 წლის 7 მაისს საქართველომ რუსეთის ფედერატულ სოციალისტურ რესპუბლიკასთან ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას რომლის ძალითაც მას უნდა შეეწყვიტა ურთიერთობები კონტრრევოლუციასთან, უნდა გაეყვანა უცხოური ნაწილები და უნდა მოეხდინა ბოლშევიკთა ლეგალიზაცია.

"კონტრრევოლუციას" საქართველო ისედაც ეომებოდა და დანარჩენი ორი პირობის შესრულება მას უბრალოდ ფიზიკურად არ შეეძლო.

1921 წლის 11-12 თებერვალს საქართველოში დაიწყო ბოლშევიკთა აჯანყება და როგორც იოლი მისახვედრია 25 თებერვალს წითელი არმია შევიდა საქართველოში.

16 მარტს საქართველომ და საბჭოთა რუსეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას თურქეთთან: თურქეთმა უარი თქვა ბაქოზე და აჭარის ჩრდილოეთ ნაწილზე და 1921 წლის მარტის ბოლოს მთელი საქართველო საბჭოთა იყო.
სომხეთი:
სომხეთში 1920 წლის მაის-სექტემბერში დაშნაკები ეომებოდნენ კომუნისტებს. იმავე დროს დაიწყო 1920 წლის სომხურ-თურქული ომი. აზერბაიჯანიდან სომხეთში შევიდა პირველი სომხური კომუნისტური პოლკი, 1920 წლის ნოემბრის ბოლომდე ყველა თავდაუზოგავად აბრძოდა ყველას.

თურქთა რაოდენობა დამთრგუნველი იყო. თურქებმა დაიპყრეს სარიკამიში //1920 წლის 13 სექტემბერი//. ყარსი//30 ოქტომბერი//, ადრიანოპლი //5 ნოემბერი//. მათი არმია რეალურად დაემუქრა ერევანს. სულ უფრო და უფრო აშკარად ჩანდა ახალი გენოციდის ლანდი. ინგლისის დახმარება მეტწილად მოჩვენებითი იყო. საქართველომ დემონსტრატულად განაცხადა თავისი ნეიტრალიტეტის შესახებ.

29 ნოემბერს დაშნაკთა მთავრობა დაამხო " აჯანყებულმა ხალხმა"-სომეხმა კომუნისტებმა წითელი არმიის დახმარებით.

1920 წლის 2 დეკემბერს სომხეთის მთავრობა იძულებული იყო ხელი მოეწერა სამშვიდობო შეთანმხმებაზე რომლითაც სომხეთი ფაქტიურად იქცეოდა თურქეთის სატელიტად. ომი წაგებულია,რასაც ემატება აჯანყებები ზურგში... მაგრამ სანამ მთავრობა ხელს აწერდა დოკუმენტს ის თითქოს ყოფილი მთავრობა გახდა. ვინ აწერდა ხელს შეთანხმებას? კვე არარსებული მთავრობის წევრები. ასეთი შეთანხმება,რა თქმა უნდა,არაა მოქმედი და წითელი არმია დაიძრა თურქების წინააღმდეგ. კინაღან დაიწყო საბჭოთა-თურქული ომი,მაგრამ საბჭოთა რესპუბლიკას ომი არ დაუწყია.

ამ დროს თურქეთის იმპერია აშკარად კვდებოდა. ისტორიული სომხეთი მოხვდა დიდი ბრიტანეთის მანდატის ზონაში. ერთა ლიგამ ინგლისს მისცა ამ ტერიტორიის მართვის მანდატი. ინგლისი გასაგებად ამბობდა რომ მას სურს დამოუკიდებლობის მინიჭება მთელი სომხეთისთვის ურმიას და ვანის ტბებიდან სევანის ტბამდე. სომხები ელოდნენ რომ ამდენის ხნის შემდეგ სომხეთი ისევ გაერთიანდებოდა,მაგრამ ელოდნენ ამაოდ...
~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~

ჩანართი: ისტორიკოსი და მწერალი ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ ლეშჩენკო წითელი არმიის ელვარე და დავიწყებული გამარჯვების და საბჭოთა პოლიტიკოსების მწარე მარცხის შესახებ.

1920 წლის 18 მაისს დილაადრიან ზღვიდან კანონადამ დააღვიძა პატარა სპარსული ქალაქი ენზელის მცხოვრებნი. ამ დროს ეს პორტი გადაიქცა ინგლისის სამხედრო-საზღვაო ბაზად,ამიერკავკასიაში და შუა აზიაში ლონდონის ოპერაციების ცენტრად. ქალაქს იცავდნენ 51-ე ინგლისური ფეხოსანი დივიზიის ნაწილები და იქ იყო 23 გემი რომლითაც მოხდა კრასნოვოდსკიდან თეთრგვარდიელთა და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია. იქვე იყო 3-5000 თეთრგვარდიელი დენიკინის არმიიდან. 

"ოფიცრების და ჯენტლმენების" გაქცევა:
საბჭოთა ხელისუფლებას ნამეტანი არ ყოფნიდა ბაქოდან ნავთობი გასაზიდად და ამიტომ ყოფილმა მიჩმანმა ფიოდორ რასკოლნიკოვმა დაიწყო ოპერაცია.

" ზღვათა ბატონს " და მსოფლიოს უძლიერეს სახელმწიფოს წითლებმა დაუპირისპირეს 2 დამხმარე კრეისერი და 4 ძველი ესმინეცი, 2 კანლოდკა,3 2000-კაციანი ტრანსპორტი. საკმაოდ არაშთამბეჭდავი ძალები.

დილის 8 საათზე დაიწყო წითელი დესანტის გადასხმა ქალაქის აღმოსავლეთით და მალე მებრძოლებმა ტელნიაშკებში და მეზღვაურთა თავსაბურავებში გაავსეს ენზელის ქუჩები...

როგორც ყვება მოწმე.საბჭოთა კავშირის ფლოტის მომავალი ადმირალი ივან ისაკოვი დიდი ბრიტანეთის არმიის წარმომადგენლები წესდებით გაუთვალისწინებელ ნიფხვებში დაიმალნენ ბუჩქებში...

თეთრგვარდიელები გაიქცნენ უბრძოლველად... საღამოს ინგლისელი გენერალი ჩეპმეინი დათანხმდა ევაკუაციაზე და ითხოვა მისი ჯარების რეშტში გაშვება.

საბჭოთა ფლოტილიამ და დესანტმა ხელში ცაიგდეს ყველა თეთრი გემი-10 დამხმარე კრეისერი და ბრიტანული ბაზა, ავიატრანსპორტი,4 ტორპედიანი კატერი,4 ჰიდროტვითმფრინავი, სატრანსპორტო გემები,50 ზარბაზანი,20000 ჭურვი, თეთრგვარდიელების მიერ გაზიდული და ინგლისელების მიერ "პრივატიზებული"100 ფუთამდე ვერცხლი და ბევრი ოქრო. ამას გარდა წითლებს დარჩათ საპატიო ნადავლი-ბაზის ხელმძღვანელი კომოდორი ფრეზერი// ბედის ირონიით ეგ ფრეზერი 1941-1945 წლებში ადმირალის ხარისხში მეთაურობდა მოკავშირეების კონვოებს მურმანსკში//.


გაიაზრეთ ნათქვამი: ზღვიდან დესანტით დაიპყრეს და მოსპეს ზღვათა ბატონ-პატრონად ცნობილი ბრიტანეთის იმპერიის საზღვაო ბაზა და ინგლისურ გარნიზონს არ დაუხევია უკან ბრძოლით, ის უბრალოდ გაიქცა.

ეს მანამდეც და მერეც არნახული ამბავი იყო.


მაგრამ ეს თავისთავად არაჩვეულებრივი ამბავი იყო კიდევ ერთი ნაკლებად ცნობილი მაგრამ ძალიან საინტერესო ისტორიის დასაწყისი. მასში აღმოსავლეთის ძველი ამბები გადაეხლართა ბოლშევიკურ სტიქიას,მეფის ყოფილ ოფიცერთა ავანტურიზმს. კრემლის რევოლუციონერთა ცინიკურ ანგარიშს და კიდევ ბევრ რამეს.


იმ დროისთვის ირანი იყო თანამედროვე ენით რომ ვთქვათ კლასიკური წარუმატებელი, ვერშემდგარი სახელმწიფო. ტახტზე ფორმალურად იჯდა ყაჯართა გადაგვარებული დინასტიის წარმომადგენელი შახი ახმად პირველი,მაგრამ მას არ ჰქონდა არანაირი ზალაუფლება. მისი სახელით მართავდნენ ბახტიართა ტომების მედროვეები და ბელადები ინგლისელი მრჩევლების //ფაქტიურად ნაცვალთა// აქტიური მონაწილეობით.


საკვანძო ადგილებში იდგა ბრიტანული გარნიზონები და ბრიტანულ კაპიტალს ეკუთვნოდა ყველაფერი რაც კი რამდენადმე ღირებული იყო ირანში, პირველ რიგში ნავთობი. 


ადგილებზე გუბერნატორები იქცეოდნენ როგორც ნამდვილი სატრაპები,უკონტროლოდ ძარცვავდნენ ქვეშვრდომებს და ტყე-ღრეში და მთებში მოქმედებდნენ სხვადასხვა პარტიზანული რაზმები-ჯენგელიელები//სპარსულად ჯენგელი ტყეა// ანუ ტყიურები. ისინი მონაწილეობდნენ 1905-1911 წლების გასრესილ ირანულ რევოლუციაში და შეიხი მოხამედ ხიაბანის მეთაურობით მომხდარ და ჩაშლილ 1920 წლის აპრილის აჯანყებაში. 

ოპერაციის ხელმძღვანელები ფიოდორ რასკოლნიკოვი და სერგო ორჯონიკიძე დაეყრდნენ სწორედ მათ და მათ პარტიზანულ მეთაურ მირზა კუჩეკ-ხანს, რომელსაც თვლიდნენ პატიოსან და მამაც ადამიანად.


5 ივნისსს პროვინციის დედაქალაქ რეშტში იქმნება დროებითი რევოლუციური მთავრობა კუჩეკ-ხანის ხელმძღვანელობით და ცხადდება გილანის რესპუბლიკა. ის ასევე ცნობილია როგორც გილანის საბჭოთა რესპუბლიკა.

ამ კოლორიტულმა დღემოკლე რესპუბლიკამ იარსება ერთ წელზე ცოტა მეტი. მის ფლოტს ხელმძღვანელობდა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობიდან ფორმალურად გამოსული ფლოტილიის სადესანტო რაზმების მეთაური ივან კოჟანოვი და მისი კავალერიის უფროსი იყო საბჭოთა აზერბაიჯანის მოქალაქეობიდან ფორმალურად გამოსული ყაბარდოელი ბატირბეკ აბუკოვი.

კულტურის სარდლები იყვნენ პოეტი ველემირ ხლებნიკოვი და მხატვარი დობროკოვსკი. დაზვერვას ხელმძღვანელობდა მწერალი ხაჯი-მურატ მუგუევი.

მეთაურები ძირითადად იყვნენ მუსავატელთა აზერბაიჯანის ყოფილი ოფიცრები რომლებიც გადავიდნენ წითელი არმიის მხარეს. 


მათგან იყო უმაღლესი სარდალი-რევოლუციამდელი არმიის გენერალ-მაიორი ვასილი კარგალეთელი //კარგარეთელი?// რომელიც დივიზიის მეთაურად მსახურობდა მენშევიკურ საქართველოში და გენერალ-კვარტირმეისტერად მუსავატისტურ აზერბაიჯანში.

Tsarist General Vasily (Shapur) Kargareteli.!!!

რეშტის აღების ოპერაციას ხელმძღვანელობდა არც ისე დიდი ხნის წინ მემარცხენე ესერი და მირბახის მკვლელი,შემდეგ ჩეკისტი იაკოვ ბლიუმკინი-"იაკუბ-ზადე".
ყოფილი პარტიზანებისაგან და წითელარმიელებისგან უმოკლეს ხანში შექმნილი სპარსული არმია იღებს მენჯილს, სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქს თეირანის მიმართულებით,იკავებს ირანის მთელ კასპიის სანაპიროს და მაზანდარანის პროვინციას. დამრტყმელი არმია გეორგი პილაევის //იგივე ფატულას// სარდლობით ადგილობრივ აჯანყებულებთან ერთად იღებს მეშედესერს,სარის და ბარფრუშს,შედის ასტრაბადის პროვინციის ცენტრ ბენდერგიაზში.

წინააღმდეგობა უბრალოდ არაა. შახის ჯარი ხშირად უბრალოდ იფანტება და გარბის იმდენად თავზარდამცემია უძლეველებად მიჩნეულ ინგლისელთა დამმარცხებელი ადამიანების სახელი.

დედაქალაქამდე დარჩენილი იყო 50 ვერსზე ნაკლები! ისე ჩანდა თითქოს ცოტაც და თეირანის თავზე აფრიალდებოდა წითელი დროშა.

      
პერსპექტივები არ იყო ცუდი-კიდევ ერთი საბჭოთა რესპუბლიკის შექმნა ჩრდილოეთ ირანში. ამის წინ არ ყოფილა განსაკუთრებული დაბრკოლება.

შუა აზია თუმცა პრობლემებით მაგრამ საერთოდ წარმატებით უკვე გასაბჭოებული და შემოერთებული იყო. ირანი მაშინ დიდად არ განსხვავდებოდა ბუხარასგან და ყოყანდისგან.

დავუმატოთ ეროვნული საკითხი- აურთები, გილანელები,თალიშები და სამხრეთის აზერბაიჯანელები ალბათ არ იტყოდნენ უარს თავ-თავის რესპუბლიკებზე.


ინგლისს როგორც ვხედავთ არ უნდოდა სპარსული ნადავლისთვის სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ბრძოლა თუმცა ენზელის ლაშქრობის წარმატებამ წითელი კავალერია მიიყვანა ინდოეთის კარიბჭემდე.

მეტიც, ბრიტანეთის იმპერიას სწორედ მაშინ ეწყება სერიოზული პრობლემები. უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი და კონფლიქტი ირლანდიაში.

ბოლოს და ბოლოს სულ არ იყო აუცილებელი ირანის შეერთება მომავალ საბჭოთა კავშირთან. ტუვა,მაგალითად, საბჭოთა კავშირის ნაწილად იქცა მხოლოდ 1944 წელს.

მით უმეტეს რომ სწორედ მაშინ ევროპაში გაჩნდა ჰაჩი-ჰაჩი შექმნილი სახელმწიფოების წყება, მაგალითად თავისუფალი ქალაქი დანციგი ან დღემოკლე რესპუბლიკა ფიუმე.


მაგრამ... ის რაც შეიძლებოდა ქცეულიყო საბჭოთა ხელისუფლების უდიდეს ტრიუმფად, განსაკუთრებით წარუმატებელი პოლონური ლაშქრობის ფონზე, დასრულდა ფშიკით.

ბოლშევიკ ხელმძღვანელებს ყველაზე მეტად ადარდებდა სამეურნეო ნგრევა, მდგომარეობა პოლონეთის და ვრანგელის ფრონტზე. ვარშავასთან მარცხის შემდეგ მათ ეშინოდათ სპარსეთში ჩარჩენისა...

სწორედ მაშინ ლონდონში დაიწყო მოლარაკებები საბჭოთა რუსეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის ურთიერთობათა აღდგენის შესახებ. ბრიტანეთი ბოლშევიკებისგან მოითხოვდა სპარსეთში სამხედრო ოპერაციებისა და შუა აზიაში, ავღანეთში, ინდოეთში არეულობათა მოწყობის შეწყვეტას.

დიდმა ბოლშევიკმა კარლ რადეკმა //ცკ-ს წევრმა// თქვა რომ თუ ინგლისის მთავრობა დაუზავდება რუსეთს და მოხსნის ეკონომიკურ ბლოკადას საბჭოთა მთავრობა იქნება შუამავალი ინგლისსა და სპარსეთის რევოლუციას შორის.

ფაქტიურად ლონდონს უთხრეს რომ ურთიერთობათა ნორმალიზაციის შემთხვევაში დათმობდნენ სპარსულ საბჭოთა რესპუბლიკას.

სერგო ორჯონიკიძე ითხოვდა ენზელიში დამხმარე ძალების გაგზავნას. მისი თქმით 1500 ხიშტით შეიძლებოდა ყაზვინის და,მეტი,თეირანის აღება.

მაგრამ ცკ-ს პოლიტბიურომ უარი თქვა.


დაბოლოს უღალატა ადამიანურმა ფაქტორმა რომელიც ღუპავს რევოლუციათა უმრავლესობას.
           
ვერ ივარგეს სპარსელმა მარატებმა და რობესპიერებმა. 

კრემლის სრულუფლებიანი წარმომადგენელი შ. ელიავა კრემლს მოახსენებდა რომ სპარსელთა მასებში არაა არავითარი ენთუზიაზმი,რომ მთავრობას არა აქვს საშუალებები და ავტორიტეტი. არაა ბრძოლის ჟინი, ყველაფერი გაჟღენთილია პასიურობითა და შიშით...

ეხსანულა როგორც ჩანს არის დეგენერატი,ოპიომანი,ნევრასტენიკოსი. ის ნაკლებია კუჩეკზე რომელიც თვითონ არაა სოლიდური ფიგურა და ვერ აერთიანებს მოქმედ რევოლუციურ ელემენტებს...ბოლშევიკების მთელი მუშაობა სპარსეთში დაწყებული რასკოლნიკოვიდან სრული უაზრობაა. დარჩა ან საპატიო წასვლა ან თეირანის შტურმი.


ამასობაში მრჩევლები ბუდუ მდივანისა და ანასტას მიქოიანის გავლენით ირანის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტი იღებს გადაწყვეტილებას კუჩეკ-ხანის და მისი მთავრობის დამხობის შესახებ. ამის მიზეზად ცხადდება ის რომ ისინი აღარ არიან ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ხელმძღვანელები. 

ჯენგელიელების ბელადმა გაიგო შეთქმულების შესახებ და საკუთარი ნებით დაბრუნდა ტყეში. 
31 ივლისს დილით რეშტი აიღეს გასროლის გარეშე ხელისუფლება გადავიდა მემარცხენე ჯენგელიელი ეხსანულას ხელმძღვანელობით მოქმედ "ირანის რევოლუციური კომიტეტის" ხელში. 
მაგრამ ამან ვერაფერი შეცვალა. ტროცკიმ თქვა რომ დაუშვებელია ძალების გადაყვანა კავკასიიდან აღმოსავლეთით ვინაიდან მთავარი ამოცანაა ვრანგელის დამარცხება.

"გილანში არაა ფართო რევოლუციური მოძრაობა, არის მხოლოს სიძულვილი ინგლისელებისა რომლებმაც რეშტი დატოვეს მხოლოდ რასკოლნიკოვის სამხედრო მეზღვაურთა გამოჩენის გამო... ჩვენი დიდი დახმარების გარეშე თავიდან გაჭირდება დაქმის წინ დაძვრა", ამბობდა ორჯონიკიძე.


წითელი არმიის ერთ დივიზიას შეეძლო მთელი ვითარების შეცვლა,მაგრამ ეს დივიზია პერსპექტივაში უმნიშვნელოვანესი ამ მიმართულებით არ იყო.

უსახელო ბოლო:
ამასობაში ძალები მოიკრიბა შახ ახმადმა,ფაქტიურად სამხედრო მინისტრმა და მომავალმა შახმა რეზა ფეხლევიმ. მან სპარსული არმია მოიგერია ყაზვინიდან. რევოლეციონერები დემორალიზებულები იყვნენ, მათ შორის ბევრი ყაჩაღიც იყო.

დაიწყო პანიკური უკანდახევა და 22 აგვისტოს დაეცა რეშტი.

500-ზე მეტი წითელარმიელი ჩავარდა ტყვედ და მხოლოდ გემების არტილერიამ მისცა წითლებს ენზელიში გამაგრების საშუალება.

მერე ბაქოდან იქ გააგზავნეს პოლკი. მებრძოლები გადადიოდნენ ხმელეთზე და დაუყოვნებლივ მიდიოდნენ მოწინავე ხაზზე.

"რეშტი აღებულია ელვისებრი დარტყმით,წერდა 5 სექტემბერს ენზელიში ჩასული შ.ელიავა,მაგრამ უკვე ცარიელი ქალაქი გადამწვარია. მოსახლეობა გაიქცა ქალაქიდან... გილანის რაიონი ბლოკირებულია სპარსეთის მხრიდან და განიცდის მძიმე ფინანსურ და ეკონომიკურ კრიზისს".
1920 წლის 14 სექტემბრის ტელეგრამაში ელიავა ლენინს ეუბნებოდა რომ ოპერაციის გასაგრძელებლად საჭირო გახდებოდა მნიშვნელოვანი მატერიალური და სამხედრო რესურსები.

ცკ-ში მოხდა განხეთქილება. ორჯონიკიძის თქმით სპარსეთში აღარაფერი გამოდიოდა, საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი ლევ კარახანი ემხრობოდა სამხედრო ლაშქრობას თეირანის წინააღმდეგ და იქადნიდა რომ ეს ლონდონს უჩვენებს რომ რევოლუციას შეუძლია დარტყმაზე დარტყმით პასუხი.

2 დღის შემდეგ შახის რაზმებმა ისევ აიღეს რეშტი,მაგრამ ბაქოდან დახმარების შემდეგ წითლებმა 22 ოქტომბერს რეშტი ისევ აიღეს და ნოემბერში ისევ უკან დაიხიეს. ორჯონიკიძემ კარგარეთელი შეცვალა თერგის მოჯანყეთა ყოფილი ხელმძღვანელი ნიკოლაი გიკალოთი. ამის შემდეგ ომმა მიიღო პოზიციური ფორმა.

ამავე დროს იწყება ბაქოს და მოსკოვის დაპირისპირება ირანის საკითხის გამო.

მოსკოვმა კატეგორიულად მოითხოვა ასე ვთქვათ ავანტიურის შეწყვეტა,მაგრამ ბაქოელები რითაც შეეძლოთ ეხმარებოდნენ ეხსანულას მთავრობას. ასე მაგალითად 1921 წლის იანვარში რესპუბლიკის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე ნარიმან ნარიმანოვმა ჩაატარა საიდუმლო თათბირი ორჯონიკიძის მონაწილეობით რომელზეც ლაპარაკი იყო შახის წინააღმდეგ საბრძოლველად რაზმის შექმნაზე და საჭიროების შემთხვევაში თეირანზე ლაშქრობაზე.

მაგრამ დრო ეხლა უკვე ირანის ხელისუფლების სასარგებლოდ მუშაობდა- წითელმა სპარსელებმა სწრაფად ვერ გაიმარჯვეს და ისინი კარგავდნენ ავტორიტეტს გლეხობის თვალში. საერთაშორისო მდგომარეობაც არ უწყობდა ხელს ახალ სპარსეთის ლაშქრობას.

1921 წლის 26 თებერვალს მოსკოვში ხელი მოაწერეს საბჭოთა-სპარსეთის შეთანხმებას. წითელი არმიის თანდათანობითი გაყვანის შესახებ.

16 მარტს კი ლონდონში ხელი მოაწერეს სანატრელ შეთანხმებას ინგლისთან. მოსკოვმა დადო პირობა რომ არ წააქეზებდა აზიის ხალხებს ბრიტანეთის იმპერიისა და მისი ინტერესების წინააღმდეგ.

მაგრამ გილანის რესპუბლიკა უცებ არ დაემხო,მით უმეტეს რომ კუჩეკ-ხანი და ეხსანულა შერიგდნენ და მათ შექმნეს გაერთიანებული რევოლუციური კომიტეტი რომელშიც შევიდნენ აჯანყებულ ქურთთა ბელადი ხალუ ყურბანი და ირანის კომუნისტური პარტიის ლიდერი გეიდარ ხან ტარივერდიევი.

მეტიც, იმის იმედით რომ რევოლუცია მოედებოდა მთელ ირანს მათ 1921 წლის 5 ივნისს რესპუბლიკას დაარქვეს სპარსეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, მის შეიარაღებულ ძალებს კი სპარსული წითელი არმია.

ივნისში წითელსპარსელთა რაზმები დაიძრნენ თეირანისკენ და მათ დაიკავეს შახსევარი, ნიშტერუდი და აბასაბადი.

23 ივლისს ისინი არც ისე მძიმედ დამარცხდნენ, მაგრამ დაიწყო პანიკური უკანდახევა. შახის მხარეს გადავიდა დამრტყმელი ძალების მეთაური, ბრიგადის მეთაური საად-დოულე. პანიკაში ჩავარდნილმა რევოლუციურმა კომიტეტმა გაუშვა სიტუაცია ხელიდან.

მოწმეების თანახმად სპარსული რევოლუციის მეთაური ეხსანულა დღე და ღამე ეწეოდა ოპიუმს და ჰაშიშს, იმ დროს როდესაც მისი ხალხი ვინ საით გარბოდა.

საქმის გამოსწორება ისევ შეიძლებოდა. ბაქოში ევაკუაციის წინადადების მიუხედავად გილანელებს ისევ ეკავათ ფრონტი.

რესპუბლიკას ბოლო მოუღო დარტყმამ ზურგიდან-1921 წლის 29 სექტემბერს რეშტში მოხდა გადატრიალება,

ჯენგელიელების ნაწილმა ხიშტები მიმართა თავისი ამხანაგების წინააღმდეგ,ამჯერად უკვე კუჩეკ-ხანის მეთაურობით. დაიღუპა გეიდარ ხანი. სიკვდილი მალე დაეწია კუჩეკ-ხანსაც.

კუჩეკ-ხანის მოჭრილი თავი თეირანში პირადად ჩაიტანა მისმა ყოფილმა თანამებრძოლმა ხალუ ყურბანმა რომელმაც ამისთვის სამხედრო მინისტრის,ფეხლევითა დინასტიის მომავალი დამაარსებლის ხელიდან მიიღო გენერლის ეპოლეტები.

გილანის რესპუბლიკა საბოლოოდ მოსპეს 1921 წლის 2 ნოემბერს. ირანის ნაწილები გავიდნენ აზერბაიჯანის საზღვართან, სადაც დაიხიეს სპარსული რევოლუციის უკანასკნელმა დამცველებმა.

ეხსანულა ჩავიდა ბაქოში სადაც მას წითელი არმიის სპარსული ლაშქრობის ბევრი მონაწილის მსგავსად ბოლო მოუღეს 1937 წელს.

მნიშვნელოვანწილად ამიტომ ამ ამბებს უმალავდნენ საბჭოთა საზოგადოებას.

სამხრეთისკენ დაძვრა მერე, 1946 წელს სცადა სტალინმა.

1946 წელს საბჭოთა კავშირის დახმარებით ჩრდილოეთ ირანში შეიქმნა სამხრეთ აზერბაიჯანის და ქურთული რესპუბლიკები.

მაგრამ მაშინაც ატომური იარაღის მონოპოლიის მქონე დასავლეთის, ლონდონის და ვაშინგტონის მოთხოვნით კრემლმა დაიხია უკან.

ზოგი ცნობით თეირანში ისლამური რევოლუციის და 1979 წლის დეკემბერში საბჭოთა საელჩოს დარბევის შემდეგ საბჭოთა გენერალური შტაბი გეგმავდა ირანზე თავდასხმას.

მაგრამ ამ დროს საბჭოთა კავშირი უკვე ომობდა ავღანეთში და ასეთ იდეებს ზევით ვერ გაიგებდნენ.

ეხლა ირანულ პრესაში საკმაოდ სერიოზულად ლაპარაკობენ ირანული სამშვიდობო ძალების მონაწილეობაზე დაშლილი რუსეთის ტერიტორიაზე მიმდინარე კონფლიქტების მოწესრიგებაში.

Самая страшная русская трагедия. Правда о Гражданской войне
Эсминец Каспийской флотилии "Деятельный".
Фото из книги "Гражданская война в Закавказье" 
Страниц: 95

http://nvo.ng.ru/history/2010-06-18/12_chess.html

წყარო: http://libhistory.ru/book.php?book=248943&page=73

gasanly: 1920: Iran prepares for the Socialist Revolution
BakuToday is a series of articles of the doctor of historical sciences, Professor, Baku State University Jamil Hasanli “Eastern policy of Soviet Russia and Azerbaijan in 1920-1921, the first part of which” Azerbaijan bridgehead to export the Bolshevik revolution to the East “was posted on our website, October 25, 2011 (http://regnum.ru/news/1459321.html)


Even more specific and clear directives of the Soviet Government on the Iranian issue was given in the telegram l. Trotsky f. Raskol′nikovu from May 26, 1920 onwards. L. Trotsky directives drawn up by the military clearly demanded to prevent any military action under the Russian flag, or on behalf of the Russian expeditionary force, specifically referring to Moscow’s demand to withdraw Russian troops and a fleet of Anzali, and not leave the slightest doubt in Russia’s desire to interfere in the internal affairs of Iran. However, the Chairman of the revolutionary noted that Sughra Khan and the entire people’s liberation movement in Iran should help by all means-volunteers, trainers, money and other means, as well as passing under the control of the Tunbs Khan lands now occupied by Russian troops. If the same Sughra Khan for achieving further gains will require warships, it would be sufficient to use these ships flying the flags of the Republic of Azerbaijan and on behalf of Azerbaijan to assist Sughra Khan. Comply with the decision of the Politburo of the Russian Communist Party (Bolsheviks) l. Trotsky intended by establishing in Iran a wide network of Soviet organizations. And, finally, the Chairman of the revolutionary thought essential to reassure the ruling circles of England in the absence of the intentions of the Councils to interfere in the internal affairs of Iran and all the East, as well as ensure the inadmissibility of such plans continue to (Directive l. Trotsky f. Raskol′nikovu. 26.05.1920//collection of documents RGASPI).


Some similar instructions contained in the telegram Deputy same l. Karahan f. Raskol′nikovu of 30 may, which recommended to observe great caution, exercising a policy of Sovietization of Iran. However, l. Lev Karakhan warned: “it cannot be based only on the mood of the people of Rasht and Anzali, the border with Azerbaijan areas put forward hypotheses about the revolutionary nature of the total population of Iran”. L. Karakhan which was considered essential to join forces Sughra Khan, Iranian Communists and other democratic groups and making them antianglijskoj. Deputy Minister of Foreign Affairs had not objected to the organization in Iran, the public administration of the Soviet type and construction of new power in the form of the Soviet Government. However, in his view, social content should differ, and cover a larger range of workers, including and bourgeois elements. Only thus could run a national challenge expulsion the British from Iran (telegram Karahan l. f. Raskol′nikovu and Ordzhonikidze. 30.05.1920//collection of documents RGASPI).


At the end of may in interviews with Mirza Sughra Khan (real name Yunus-j. g.) especially during his secret meetings with Mr. Ordzhonikidze and f. Raskol′nikovym, held May 27, 1920, Soviet representatives failed to get consent for the stationing of the Bolshevik Red Army and fleet in Gilâne. They persuaded Mirza Sughra Khan in the coming days from Baku to arrive solid aid-broneviki, air transportation, weapons and ammunition. Undoubtedly, those promises and especially the transfer of the head of the džangalijcev movement captured by Soviet troops cities Anzali and Rasht radically influenced his attitude towards the Soviets. It was under the influence of revolutionary pathos Mirza Sughra Khan 4 June at a rally in Rasht and forbidden to have extolled the liberation mission to Soviet Russia. Soviet troops that the party should like to return to Baku, were now together with Sughra Khan stormed the coming Iranian city. After the fall of the Soviet representatives in Rasht telegram asked immediately send in Baku, Gilan, broneviki, airplanes and other equipment needed in battle (from Latvia ordering Ivana (Ardeshir) Kožanova in Baku, Ordzhonikidze. 04.06.1920//collection of documents RGASPI).


Despite formally announced withdrawal of Soviet troops from Gilâna, began the formation of five Iranian Red Army at the expense of military detachments coming from Baku, Astrakhan and Krasnovodsk (L’Agent consulaire de France m. Duroy. Situation actuelle de l’Azerbaïdjan. Le 27 juillet 1920//Ministère des Affaires Etrangère de France Archives Diplomatique, vol. 639, Folio 150). Initially the army was commanded by Èhsanulla Khan, considered close to Sughra Khan man, but soon, the Red Army was commanded by the Iranian military is subordinated to the XI army and the Bolsheviks as Commander of its human-former Tsarist General Vasily (Shapur) Kargareteli. Undoubtedly, Mirza Sughra Khan and his entourage military advisers Èhsanulla-Khan and Halu Gurban not ignored this Act of mistrust, although some time they managed to preserve the independence of their combat detachments.

No comments:

Post a Comment