90 წლის წინ, 1922 წელს, ლენინმა მოიწონა ოპოზიციის მოსპობის გეგმა. ჩეკას მემკვიდრე ოგპუმ დაიწყო საქმეების ფაბრიკაციას, ის ამხელდა არარსებულ იატაკქვეშა ორგანიზაციებს და ბრალად სდებდა მათ ჩაუდენელ დანაშაულებს.
მეოცე საუკუნე რუსეთისთვის იქცა გლობალურ ცვლილებათა ხანად. 1921 წლის დასაწყისითვის მას ჩამოშორდნენ პოლონეთი,ფინეთი,ლატვია,
ესტონეთი,დასავლეთი უკრაინა,ბელორუსია და ბესარაბია 32 მილიონზე მეტი ადამიანით. რუსეთის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 135 მილიონონს. საერთო დანაკარგი 1914 წლიდან-25 მილიონი ადამიანი.
წარმოების დონე 1913 წელთან შედარებით შემცირდა7-ჯერ,ფოლადის წარმოება დაეცა პეტრე პირველის დროინდელი წარმოების დონეზე.
ძალაუფლებისთვის ბრძოლაში გაიმარჯვა კომუნისტთა პატარა მაგრამ შეკრულმა პარტიამ. მაგრამ გამარჯვება დამარცხების ტოლფასი აღმოჩნდა.
მუშები გარბოდნენ ქალაქებიდან,გლეხები ხელს კიდებდნენ იარაღს,ხელისუფლების პოპულარობა ეცემოდა.
თებერვლის ბოლოს პეტროგრადში დაიწყო მუშათა გაფიცვა,აჯანყდნენ კრონშტადტის მეზღვაურები რომლებმაც წამოაყენეს პოლიტიკური მოთხოვნებიც. სამხედრო კომუნიზმის პოლიტიკის მარცხისა და ტერორის საშინელი შედეგების მიუხედავად ლენინი დაჟინებით ითხოვდა მის გაგრძელებას. ქვეყანაში დაიწყო საშინელი შიმშილი,რის შედეგადაც დაიღუპა 5,4 მილიონი ადამიანი. საკვებით დაბეგვრამ გააპარტახა სოფელი. 1921 წელა ცხადი გახდა რომ ხალხის უკმაყოფილებამ შეიძლება გამოიწვიოს კომუნისტების დამხობა. ძალაუფლების შესანარჩუნებლად ლენინი იყენებდა სხვადასხვა მეთოდს. 1921 წელს დაბეგვრა შეამცირეს.გლეხობამ დაიწყო მიწასთან დაბრუნება.
იდეოლოგიური მოწინააღმდეგის საბოლოო მოსპობისა და გაძარცვული ხაზინის შესავსებად დაიწყო ეკლესია-მონასტრების ძარცვა.
1922 წლის გაზაფხულზე კომუნისტები დათანხმდნენ ამერიკული სურსათით დახმარების მიღებაზე. მუშებს მისცეს კერძო საწარმოებში მუშაობის უფლება. ქალაქებში დაკანონდა ვაჭრობა,რამაც მოსახლეობამ გადაარჩინა შიმშილს. 1921-1922 წლებში შესუსტდა იდეოლოგიური ზეწოლა. დაუშვეს საზოგადოებრივი არაკომუნისტური ორგანიზაციები. ამავე დრო ლენინი ლაპარაკობდა ტერორის პოლიტიკასთან დაბრუნების შესაძლებლობაზე.
1922 წელს ლენინმა მოიწონა ოპოზიციის მოსპობის გეგმა.
ჩეკას მემკვიდრე ოგპუმ დაიწყო საქმეების ფაბრიკაციას,ის ამხელდა არარსებულ იატაკქვეშა ორგანიზაციებს და ბრალად სდებდა მათ ჩაუდენელ დანაშაულებს.
შემდეგ მხეცობის ესტაფეტა აიტაცა ლენინის მიერ გადარეულმა და მისმა უნიჭიერესმა მოწაფე სტალინმა.
No comments:
Post a Comment